საზოგადოებრივი
104.5 FM

თორნიკე ზედელაშვილი: აი, როგორ ასწავლიან მუსიკას საჯარო სკოლებში – ჩინური ინსტრუმენტები ქართული სახელწოდებით!

Thomas Thomas
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-05-30 14:11:00

თქვენ ფოტოებზე ხედავთ მაია ოთიაშვილის ავტორობით გამოცემულ მე-6 კლასის სახელმძღვანელოს, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები სწავლობენ როგორც სოლფეჯიოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული საკრავების ისტორიას და სახელწოდებებს, ქართული ინსტრუმენტების ჩათვლით. ამ სახელმძღვანელოს გრიფი მინიჭებული აქვს 2011 წელს განათლების სამინისტროს მიერ.

სამწუხაროდ, წიგნი სავსეა მთელი რიგი ლაფსუსებით და უხეში შეცდომებით: მაგალითად, ჩინური ინსტრუმენტი, რომელიც თითქოს ჰგავს სალამურს, მოხსენიებულია, როგორც „სალამური“. არადა, არ შეიძლება, ჩინურ საკრავს ერქვას სალამური. ქალბატონი მაია ოთიაშვილი და განათლების სამინისტრო ვალდებულნი იყვნენ, კარგად ჩაეხედათ მსოფლიო საკრავებისა ისტორიაში და მიხვდებოდნენ, რომ ამგვარ ჩინურ ინსტრუმენტს ჰქვია „ბამბუკი“ (ინგლისურად – „Bamboo”), რადგან დამზადებულია ბამბუკისგან. ასევე არსებობს ბამბუკის სხვადასხვა სახეობები!

ასევე, სახელმძღვანელოში ჩინური დასარტყამი ინსტრუმენტი წარმოდგენილია, როგორც დოლი. არადა, ბუნებაში არსებობს მხოლოდ ქართული და სომხური დოლი და ესენიც კი განსხვავდება ერთმანეთისგან – ქართულ დოლს აქვს გადაკრული ცხვრის ტყავი, ხოლო სომხურს – ე.წ. პლასტიკატი. ჩინურ დასარტყამ ინსტრუმენტს ჰქვია „წითელი ყვავილი“ (ინგლისურად – „Red Flower“).

დაბოლოს, უხეში შეცდომა თუ გაუგებრობა? სოლფეჯიოს შესწავლას სჭირდება, მინიმუმ, 3 წელიწადი, მაქსიმუმ – 12. ამ სახელმძღვანელოს მიხედვით კი მოსწავლეებმა სოლფეჯიო უნდა შეისწავლონ 1 წელიწადში. გასაგებია, რომ ეს არის ზოგადი წარმოდგენის შექმნა სოლფეჯიოს შესახებ, სკოლა არ არის ვალდებული, საფუძვლიანად შეასწავლოს, მაგრამ როდესაც მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასებში ნაწარმოებები ისწავლება ნოტებით, ხოლო სოლფეჯიოს ვასწავლით მე-6 კლასში, ეს როგორ გავიგოთ? თუ ბავშვმა არ იცის სოლფეჯიო, როგორ უნდა დაეუფლოს ამა თუ იმ ნაწარმოებს ნოტებით?! ასევე, სამწუხაროა, რომ მე-6 კლასის შემდეგ, საერთოდ აღარ ისწავლება მუსიკა. შემდეგ ეტაპზე შემოგთავაზებთ, თუ რა გაუგებრობებია მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასების მუსიკის სახელმძღვანელოებში.

chin 1 (1)

chin 1 (2)

chin 1 (3)

chin 1 (4)

chin 1 (5)

chin 1 (6)

chin 1 (7)

chin 1 (8)

მსგავსი რეპორტაჟები
„გამოკითხულთა 76% თვლის, რომ დავა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლაა“
„გამოკითხულთა 76% თვლის, რომ დავა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლაა“
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვ
წაკითხვა
სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ცნობილმა ინდოელმა მსახიობმა პრატიუშა ბანერჯიმ
სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ცნობილმა ინდოელმა მსახიობმა პრატიუშა ბანერჯიმ
ცოტახნის წინ შოკისმომგვრელი ამბავი გავრცელდა - ინდური სერიალის "პატარა პატარძალი", მსახიობმა, 24 წლის პრატიუშა ბანერჯიმ
წაკითხვა
თორნიკე ზედელაშვილი -
თორნიკე ზედელაშვილი - "ტიფლის ტვ"-ს ვიდეო რგოლი მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოებისთვის (ვიდეო)
"ტიფლის ტვ"-ს ვიდეო რგოლი მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოებისთვის
წაკითხვა
მარიშკა ჯავახაძე: „გორში მოხდა საზარელი ფაქტი. აღარ ვაპირებთ გაჩუმებას!“
მარიშკა ჯავახაძე: „გორში მოხდა საზარელი ფაქტი. აღარ ვაპირებთ გაჩუმებას!“
მსახიობი მარიშკა ჯავახაძე სოციალ
წაკითხვა
პეკინზე მანქანას ცეცხლი წაეკიდა
პეკინზე მანქანას ცეცხლი წაეკიდა
რამდენიმე წუთის წინ, პეკინის ქუჩაზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა, ცეცხლის დროულად ჩაქრობა მოხერხდა.
წაკითხვა
საშობაო ალილო ,  14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყო.
საშობაო ალილო , 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყო.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრები საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტთან შეეგებნენ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით
წაკითხვა
Заявление ветеранов Абхазии 12 12 2016
Заявление ветеранов Абхазии 12 12 2016
წაკითხვა
მკლავჭიდელების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
მკლავჭიდელების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
წაკითხვა
9471