საზოგადოებრივი
104.5 FM

Facebook-ზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება გართულდა

ალექსანდრე იაკობიძე
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-06-06 20:33:00

Facebook-მა ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა დაიწყო. სიახლე  იმ ამბის ნამდვილობას გადაამოწმებს, რომელსაც გამოაქვეყნებთ. მარკ ცუკერბერგმა ყალბი ინფორმაციით დაინტერესების პირობა მას შემდეგ დადო, რაც სოციალური მედია კრიტიკის საგანი გახდა, რომ ის დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებად იქცა.


„თუკი, ფაქტების შემმოწმებელი ორგანიზაციები ამბავს ყალბ ინფორმაციად შეაფასებენ, ის მოინიშნება, როგორც სადავო და იქვე იქნება საპასუხო სტატიასთან წვდომის შესაძლებლობაც. ამასთან, სადავო ამბები, შესაძლოა, ე.წ. News Feed-ის ბოლოშიც გამოჩნდეს“ - განაცხადეს Facebook-ში.


რეპორტიორმა ჯონ ოურენდმა ტვიტერზე დაწერა, რომ Facebook-ის მხრიდან ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა ე.წ. პოპ-აპ ფანჯრით იწყება. ამ ფანჯარაში კონკრეტულ სიახლესთან დაკავშირებით აღნიშნული იქნება შემდეგი ტექსტი: „ინფორმაცია სადავოდ არის მიჩნეული დამოუკიდებელი Fact Checker-ების მიერ. სანამ ამ ტექსტს გაავრცელებ, შესაძლოა, გსურს იცოდე, რომ ფაქტების შემმოწმებელმა საიტებმა - Snopes.com-მა და Associated Press-მა მისი სანდოობა საკამათოდ მიიჩნიეს“.


დეკემბერში Facebook-მა განაცხადა, რომ მოსახლეობას სადავო ამბებთან დაკავშირებით, უფრო მეტ კონტექსტს შესთავაზებდა, რათა მათ თავად გადაწყვიტონ რას უნდა ენდონ და რა გაიზიარონ. რაც ფაქტების შემმოწმებელ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით უნდა განხორციელდეს.


წყარო: mediachecker.ge 

მსგავსი რეპორტაჟები
"ჩაქუჩებიდან" "არისტოკრატობამდე"
"შეიძლება მისი თანდასწრებით არ უნდა გეუბნებოდეთ, მაგრამ ის გახდება ტოპ კლასის ფეხბურთელი. ფრენკს შესწევს უნარი ითამაშოს უმაღლეს დონეზე.
წაკითხვა
На сегодняшний день в Абхазии существует более ста благотворительных организаций
На сегодняшний день в Абхазии существует более ста благотворительных организаций
На сегодняшний день в Абхазии существует более ста благотворительных организаций
წაკითხვა
გაეროს ახალ გენერალურ მდივანს 2017 წელს „მშვიდობის დამყარების“ სურვილი აქვს
გაეროს ახალ გენერალურ მდივანს 2017 წელს „მშვიდობის დამყარების“ სურვილი აქვს
გაერო-ს ახალი გენერალური მდივნის, ანტონიო
წაკითხვა
თურქეთში აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
თურქეთში აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
წაკითხვა
„რუსთავი 2“-ის გადაწყვეტილება - ვინ იქნებიან შპს „რუსთავი2 ჩემია“-ს წარმომადგენლები?
„რუსთავი 2“-ის გადაწყვეტილება - ვინ იქნებიან შპს „რუსთავი2 ჩემია“-ს წარმომადგენლები?
დღეს რუსთავი 2-ის კოლექტივმა შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე არხის თანამშრომლებმა ბოლო დროს სამა
წაკითხვა
ხოშტარია: „დარღვევებს ხელს უწყობს დაუსჯელობის განცდა და ეს განცდა აქვთ მძღოლებსაც“
ხოშტარია: „დარღვევებს ხელს უწყობს დაუსჯელობის განცდა და ეს განცდა აქვთ მძღოლებსაც“
„დღეს კიდევ ერთ ადამიანს დაე
წაკითხვა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება?!
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება?!
ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით
წაკითხვა
ბათუმში, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან, ავარია მოხდა
ბათუმში, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან, ავარია მოხდა
წაკითხვა
8823