საზოგადოებრივი
104.5 FM

საბედისწერო კლიპი?! - რა გახდა “ბირჟა მაფიის” წევრების დაკავების მიზეზი

Nikusha Gagua
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-06-09 21:01:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ბირჟა მაფიას” რეპერ მიშკა მგალობლიშვილს (Young Mic) წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

მიშკა მგალობლიშვილმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ პოლიიციის განყოფილებაში სამართალდამცავები პირდაპირ ეკითხეობდნენ, იყო თუ არა ინტერნეტში გავრცელებული მუსიკალური ვიდეოს ავტორი.

“მითხრეს, ვიღაც ძალიან გააღიზიანე იმისთვის, რომ ჭკუა ისწავლო, შენ გექცევით ასე. შემდეგ ავედით რაღაც კაბინეტში, სადაც დამხვდნენ გინებით, რომ ვისაც არ უყვარს პოლიციელები და ა.შ... პირდაპირ მიდიოდა საუბარი და დღესავით ნათელი იყო, რომ არანაირ ნარკოტიკზე არ იყო ლაპარაკი. პირდაპირ მოვიდა თანამშრომელი და მკითხა, შენ ქენი, შენ იკადრეო? ვუთხარი, კი, შემეშალა. მერე ამას მოჰყვა სხვადასხვანაირი გინება,” – ამბობს მგალობლიშვილი.

მგალობლიშვილთან ერთად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია Kay G (გიორგი ქებურია). მისი აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს.

რეპერი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ დაკავებისას მისი უფლებები დაირღვა - არ განუმარტეს რის გამო აკავებდნენ და თავისუფლება რატომ აღუკვეთეს.

გიორგი ქებურიას თქმით, დაკავების შემდეგ ადვოკატთან დაკავშირების უფლება არ მისცეს.

რეპერის განცხადების თანახმად, დაკავებისას უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„მეუბნებოდნენ , რა გემღერებოდა, თოვლის ბააბუებზე იმღერეო” - აცხადებს ბრალდებული.

საქართველოს მოქალაქეებმა კი სპეციალური პეტიცია შეიმუშავეს, განცხადების ავტორები საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს, მთავარ პროკურატურასა მიმართავენ და "ბირჟა მაფიის" წევრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ცნობისთვის, მიშკა მგალობლიშვილის ცოლი აცხადებს, რომ მათი დაკავება არა ნარკოდანაშაულს, არამედ კლიპს უკავშირდება. დაკავებულის დედის თქმით, კი მის შვილს ნარკოტიკები ჩაუდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებასაც აქვეყნებს სადაც ნათქვამია , რომ

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 და მე-3 განყოფილებების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ორი პირი - 1989 წელს დაბადებული მ.მ. და 1996 წელს დაბადებული გ.ქ. ნარკოდანაშაულისათვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს.

გ.ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)".


მსგავსი რეპორტაჟები
მიესალმე აფხაზებს
მიესალმე აფხაზებს
წაკითხვა
ილია მეორე: „რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები უნდა გაათავისუფლოს“
ილია მეორე: „რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები უნდა გაათავისუფლოს“
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, 84 წლის კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, თბილისში, ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი სახელმწიფოების საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელებთან შ
წაკითხვა
Red Bull Jump And Freeze 2016- გადმოხტი და გაიყინე 2016   Recbox Production  Recbox Production
Red Bull Jump And Freeze 2016- გადმოხტი და გაიყინე 2016 Recbox Production Recbox Production
გადმოხტი და გაიყინე 2016  არის ღონისძიება სადაც მონაწილეობა შეუძლიათ მაქსიმუმ 3 კაციან გუნდებს . მათი მიზანია  კრეატიულად გადახტნენ -4 გრადუს წყალში   , ამ ყველაფერს  აფასებს სპეციალური  ჟიური , 
წაკითხვა
Съезд оппозиционной партии
Съезд оппозиционной партии "Амцахара" в Абхазии - 2 - 30.11.2016
წაკითხვა
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
წაკითხვა
ინციდენტი გორში-პოლიციის თანამშრომლები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ?!
ინციდენტი გორში-პოლიციის თანამშრომლები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ?!
ამ წუთებში გორში ნუსხელიშვილის ქუჩაზე მოსახლეობაა შეკრებილი, ადგილზე იმყოფება ,,თრიალეთის" გადამღე
წაკითხვა
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ ძარწემთან რუსი სამხედროები წვრთნებს ატარებენ
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ ძარწემთან რუსი სამხედროები წვრთნებს ატარებენ
სოფელ ძარწემთან რუსი სამხედროები სამხედრო წვრთნებს ატარებენ.
წაკითხვა
რუსთავი 2-ზე კომენტარს ვაშინგტონში აკეთებენ
რუსთავი 2-ზე კომენტარს ვაშინგტონში აკეთებენ
წაკითხვა
8646