საზოგადოებრივი
104.5 FM

ცენზურა ჩრ. კორეაში და პროპაგანდა სრული იზოლაციისთვის

ალექსანდრე იაკობიძე
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-06-10 17:46:00

ჩრ. კორეელი სამხედრო, პროპაგანდისტული პოსტერი


ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის შეერთებული შტატები ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა, ქალაქები გაცამტვერებულია, იწვის ამერიკული დროშები. ეს ყველაფერი იმის გამოა, რომ აშშ-ს ამ ქვეყნის სამხედრო ძლიერება აშინებს -  ასეთ ამბებს გადმოსცემენ დღეს ჩრდილოეთ კორეის ახალ ამბებში. რა თქმა უნდა, სიუჟეტები უბრალოდ ვიდეომონტაჟია, თუმცა კორეის მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც სჯერა, რომ მათმა ძლევამოსილმა სახელმწიფომ აშშ დაბომბა.


ჩრდილოეთ კორეაში, საინფორმაციო საშუალებებს თუ დავუჯერებთ, ყველა ბედნიერია. არ არსებობს სიღარიბე და  პროტესტი, იმართება მასშტაბური საერო დღესასწაულები. ქვეყნის სანიმუშო მმართველმა, გარდა ხალხზე ზრუნვისა, სამი წლის ასაკში დაიწყო მანქანის ტარება და ჰამბურგერი გამოიგონა. ამ ზღაპრულ ისტორიებს მილიონობით ადამიანი არა რომელიმე ფანტასტიკური ჟანრის ფილმში, არამედ ჩრდილოეთ კორეის ახალ ამბებში ეცნობა და იჯერებს. დღეს ობიექტური, სწორი ინფორმაციის მიღება თითქოს რთული არ უნდა იყოს, თუმცა, ჩრდილოეთ კორეაში მედიისა და ინტერნეტის ტოტალურმა კონტროლმა ვირტუალური, ცოტათი ფანტასმაგორიული, რეალობაც კი შექმნა.


ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მოსახლეობისთვის მათთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდებისთვის ორ ბერკეტს ხმარობს: ცენზურასა და პროპაგანდას. ქვეყანაში მედია მკაცრად რეგულირდება. აქ მხოლოდ 12 გაზეთი გამოიცემა და თითოეული ნომრის შინაარსიც მკაცრ კონტროლს გადის. უფრო საინტერესო და ოდიოზურია ტელევიზია. ჩრდილოეთ კორეაში სულ რაღაც 5 არხი მაუწყებლობს, რომელთა შორის არის სპორტული და საგანმანათლებლო არხებიც. ახალი ამბებს კი მოსახლეობა, ძირითადად, ცენტრალური ტელევიზიით იგებს. მერე რა, თუ კორეული არ გესმით, რი ჩუნ ჰის ერთი წუთი მოსმენა ისედაც კმარა, რომ კორეის მედიაზე წარმოდგენა შეგექმნათ. რი ჩუნ ჰი ცენტრალურ მაუწყებელზე ახალი ამბების წამყვანი 41 წელიწადს იყო. მისი საუბრის მანერა, ემოციები და ხმის ტემბრი, იტალიელ სპორტულ კომენტატორებზე უფრო სახალისოა, თუმცა რი ჩუნ ჰის ფეხბურთისგან განსხვავებით, ახალი ამბები მიჰყავდა.


ინტერნეტის ეპოქაში ინფორმაციის კონტროლი რთულია. თუმცა ჩრდილოეთ კორეაში ინტერნეტზე წვდომა მხოლოდ ერთეულებს აქვთ. ქვეყანას ტექნოლოგიებზე უარი არ უთქვამს, თუმცა, ინტერნეტის ნაცვლად ხალხი ინტრანეტს იყენებს, რომელიც გარესამყაროსგან მოწყვეტილია. რადიომიმღებები კი, რომლებიც პოლიციის მეთვალყურეობით ყენდება, მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის რადიოტალღებზეა მომართული. მაგრამ,  როგორც აღმოჩნდა, რადიომ ყველაზე მეტად დააღწია ცენზურას თავი. ზოგიერთი ადამიანი, ვისაც საშუალება აქვს, ჩინურ რადიომიმღებს იყენებს, ის კი კორეულთან ერთად, ჩინურ ტალღებსაც იჭერს.


ჩრდილოეთ კორეაში უცხოური ინოფრმაცია და კულტურა ყველაზე მეტად მაინც კინოინდუსტრიას შეაქვს. ხელისუფლების ბევრი მცდელობის მიუხედავად, სულ უფრო მეტად ვრცელდება სამხრეთ კორეული სერიალები და ჰოლივუდური ფილმები. გაბედულ ადამიანებსაც სხვა ქვეყნებზე ინფორმაცია, ძირითადად, ამის საშუალებით აქვთ. როგორც ამბობენ, ინტერნეტთან წვდომის ნაკლებობის გამო ფილმებს მოსახლეობა მეხსიერების ბარათებზე ჩაწერილს ყიდულობს, ჩრდილოეთ კორეა “ფრიდომ ჰაუსის” შეფასებით, ინფორმაციის თავისუფლების კუთხით 176 ქვეყანას შორის 175-ე ადგილზეა და მხოლოდ ერიტრეას უსწრებს.


პროპაგანდას ცენზურასთან შედარებით უფრო რბილი ძალა აქვს. მხოლოდ მედიასაშუალებების სიმცირითა და კონტროლით მოსახლეობის მართვა ძნელია. მაგალითად, ყველაზე ბედნიერ ქვეყნად რომ ჩაითვალო, ამისთვის ფეხბურთში ბრაზილიაც უნდა დაამარცხო. ჩრდილოეთ კორეა ბრაზილიის ნაკრებს მართლაც შეხვდა და 2-1 წააგო. თუმცა, ამ ქვეყნის მოსახლეობას დღეს მაინც სჯერა, რომ მათმა ნაკრებმა მარაკანას სტადიონზე გაიმარჯვა. ეს კი იმიტომ, რომ ტრანსლაციისას ტელევიზიაში ბრაზილიის გოლები ამოჭრეს.


ჩრდილოეთ კორეის მედია, სპორტული მიღწევების მსგავსად, თითქმის ყველაფერში ქმნის მითებს. სენსაციური ამბების დაჯერება კი, ბუნებრივია, ხალხს ძალიან მოსწონს. ამგვარად აღმოაჩინეს კორეაში მარტორქა ცხენის ნამარხი, დასვეს ასტრონავტები მზეზე. ძველმა ლიდერმა კი გოლფის პირველივე თამაშისას მსოფლიო რეკორდი 25-ჯერ გააუმჯობესა. ჩრდილოეთ კორეის მედიამ ერთ რამეში თავმდაბლობა მაინც გამოიჩინა. მათი ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ჩინეთია, 100-დან 100 ქულით, მათი ბედნიერების ინდექსი კი მხოლოდ 98-ია. ბევრი ადამიანისთვის მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჩრდილოეთ კორეის ასეთი მდგომარეობა ღიმილის მომგვრელია. თუმცა, ფაქტია, რომ დღესაც მსოფლიოს ერთ ნაწილში საზოგადოება ობიექტური ინფორმაციის ნაცვლად, მხოლოდ პროპაგანდას იღებს.


ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ შეიქმნა, როცა ერთიანი კორეა საბჭოთა კავშირმა და აშშ-მ 37-ე პარალელზე გაყვეს. ორი ურთიერდაპირისპირებული იდეოლოგიისა და ცივი ომის გამო კი ამ სახელმწიფოებს შორის მალე ინტენსიური კონკურენცია დაიწყო. თავდაპირველად ჩრდილოეთ კორეას კოლოსალური თანხებით აფინანსებდნენ მეზობელი სსრკ და კომუნისტური ჩინეთი, სამხრეთ ნაწილს კი კაპიტალისტური დასავლეთი მხოლოდ ეკონომიკის აწყობაში ეხმარებოდა. 60-იანი წლებში შესამჩნევი გახდა, რომ სამხრეთ კორეის ეკონომიკა სულ უფრო მზარდი და თვითმყოფადი ხდებოდა, ჩრდილოეთ კორეის დაფინანსებას კი სხვა ქვეყნები უსასრულოდ არ გააგრძელებდნენ. სწორედ აქედან იწყება გარესამყაროსგან ამ სახელმწიფოს თვითიზოლაცია. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ ის სხვა კაპიტალისტურ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი მტრად მიჩნეულ სამხრეთ კორეასთან შედარებით, გაცილებით განვითარებული იყო. ამისთვის საჭირო ინფორმაციის ტოტალური კონტროლი და ჯორჯ ორუელის “1984-ისეული" სახელმწიფოს რეალობად ქცევა იყო.

წყარო:http://mediachecker.ge/mediawiki/detail/69/


მსგავსი რეპორტაჟები
გარდაცვლილის ახლობლები მიცვალებულის გორის მერიის შენობის წინ დასვენებით იმუქრებიან
გარდაცვლილის ახლობლები მიცვალებულის გორის მერიის შენობის წინ დასვენებით იმუქრებიან
წაკითხვა
 Пресс-конференция Рауля Хаджимба 11 декабря 2014
Пресс-конференция Рауля Хаджимба 11 декабря 2014
Пресс-конференция Рауля Хаджимба 11 декабря 2014
წაკითხვა
14 ივლისი - თბილისში 70 წლის ქალი პარკით გაგუდეს!
14 ივლისი - თბილისში 70 წლის ქალი პარკით გაგუდეს!
1 ივლისი - ბათუმში საქართველოს ბანკის თანამშრომელი დაჭრეს2 ივლისი - თბილისში, კანდელაკის 10 ნომერში, 23 წლის მიხეილ ცხაკაია მოკლე
წაკითხვა
Время Новостей в 19 30 о т 06 12 2016
Время Новостей в 19 30 о т 06 12 2016
წაკითხვა
Гальский район Абхазии - особая зона пограничного контроля
Гальский район Абхазии - особая зона пограничного контроля
 Галский район Абхазии - особая зона пограничного контроля
წაკითხვა
Гунда Бутба:  Я уверена, что никто наказан не будет в Сухумском роддоме
Гунда Бутба: Я уверена, что никто наказан не будет в Сухумском роддоме
Гунда Бутба:  Я уверена, что никто наказан не будет в Сухумском роддомеГунда Бутба 22 октября родила в сухумском родильном дом
წაკითხვა
"რამდენ ხანს უნდა ვიტანდეთ ოქრუაშვილის თაღლითობას გორის საკრებულოში?"
თავისუფალი დემოკრატების“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების“ შიდა ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარეს კითხვით მიმართავს. თამარ თედლიაშვილი გორის საკრებ
წაკითხვა
საქართველოს პარლამენტში დასრულდა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეხვედრა მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილთან და მთავარი პროკურორის პირველ მოადგილესთან ირაკლი შოთაძესთან.  შეხვედრის თემა იყო
საქართველოს პარლამენტში დასრულდა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეხვედრა მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილთან და მთავარი პროკურორის პირველ მოადგილესთან ირაკლი შოთაძესთან. შეხვედრის თემა იყო
საქართველოს პარლამენტში დასრულდა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეხვედრა მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილთან და მთავარი პროკურორის პირველ მოადგილესთან ირაკლი შოთაძესთან. შეხვედრის თემა იყო
წაკითხვა
8618