საზოგადოებრივი
104.5 FM

სოფელ ვაკეს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება .

kharebashvili qetevani
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2015-02-06 13:53:00

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ვაკეს ბუნებრივი აირი მიეწოდება, - ჩირაღდანი სოფლის ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან ერთად აანთო. სოფელ ვაკის გაზიფიცირება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რის შედეგადაც ბუნებრივი აირით ქვემოჭალის თემში მცხოვრები 162 დევნილი ოჯახი სარგებლობს. სახელმწიფო პროექტით კასპის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე 10 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა. „ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ხალხს წლების განმავლობაში ურთულეს პირობებში უწევდა ცხოვრება. დაგროვილია უამრავი პრობლემა, რომლებსაც თანმიმდევრული გადაწყვეტა სჭირდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გაზს უფასოდ მივუყვანთ თითოეულ ოჯახს“, - აღნიშნა პრემიერმა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარი გამოიყო. გაზიფიცირების სამუშაოები გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლებში ტარდება. სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და 58 სოფლის 13 000 ოჯახი ბუნებრივ აირს უახლოეს მომავალში მიიღებს. სოფელ ვაკეში დღეს პრემიერთან და ვიცე-პრემიერთან ერთად სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი იმყოფებოდა.
მსგავსი რეპორტაჟები
"გადახაზე ბიძინა" - გორში "თავისუფალი ზონის" წევრი ლაშა ჭიღლაძე დააკავეს
"თავისუფალი ზონის" წევრი ლაშა ჭიღლაძე ქალაქ გორში, საკუთარ სახლთან დააკავეს,
წაკითხვა
 უკომენტაროდ- დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილებს შორის
უკომენტაროდ- დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილებს შორის
წაკითხვა
ჩვენი ერის ისტორიული არჩევანი
ჩვენი ერის ისტორიული არჩევანი
ჩვენი ერის ისტო
წაკითხვა
პატარაია: „თბილისის მერს და მთელ მენეჯმენტს უნდა ეკრძალებოდეთ სამსახურში საკუთარი ავტომობილით სიარული“
პატარაია: „თბილისის მერს და მთელ მენეჯმენტს უნდა ეკრძალებოდეთ სამსახურში საკუთარი ავტომობილით სიარული“
„თბილისის მერს და მთელ მენეჯმ
წაკითხვა
სენატორები: აშშ რუსეთს საკადრის პასუხს გასცემს და არ დააჩაგვრინებს მეზობლებს
სენატორები: აშშ რუსეთს საკადრის პასუხს გასცემს და არ დააჩაგვრინებს მეზობლებს
წაკითხვა
მასობრივი სიკვდილი კოსმეტიკური საშუალებით
მასობრივი სიკვდილი კოსმეტიკური საშუალებით
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში 55 ადამიანი დაიღუპა ალკოჰოლური მოწამვლის შედეგად. 26-ე დაღუპულმა სასმელად კოსმეტიკური საშუალება „ბოიარიშნიკი“ გამოიყენა. 28 ადამიანი, ირკუცკის 4
წაკითხვა
Спецпредставитель Европейского союза: ЕС не признает независимость Абхазии
Спецпредставитель Европейского союза: ЕС не признает независимость Абхазии
Спецпредставитель Европейского союза: ЕС не признает независимость Абхазии
წაკითხვა
მიკერძოებული მსაჯობა  კალათბურთში (ქუთაისი 2010-დინამო)
მიკერძოებული მსაჯობა კალათბურთში (ქუთაისი 2010-დინამო)
ამ ვიდეოში მკაფიოდ ჩანს და ამტკიცებს იმას რომ მსაჯები ა
წაკითხვა
2125