საზოგადოებრივი
104.5 FM
კონფლიქტები/ტერორიზმი
ვითარება ქურთისტანში - დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი რეგიონი ახალი გამოწვევების წინაშე
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 20:28:00
ახალი გამოწვევები ერაყის ქურთისტანის დღის წესრიგში. დამოუკიდებლობისთვის მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, მასუდ ბარზანიმ რეფერენდუმი ჩაატარა, თუმცა ვა-ბანკმა არ გაამართლა. კირკუკში ნავთობის ზონების დაკარგვამ, რომელიც შემოსავალს უზრუნველყოფდა და დამოუკიდებელი ქურთისტანისთვის გადამწყვეტი მნივშნელობა უნდა ჰქონოდა, შიდა კრიტიკის გააქტიურება გამოიწვია. გივი ბარამიძის სიუჯეტი დეტალებით. 
წაკითხვა
საგარეო უწყების ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურულ ძეგლებზე ვანდალიზმის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციები ინფორმირებულნი არიან
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 17:17:00
საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურულ ძეგლებზე განხორციელებულ ვანდალურ აქტებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საქმის კურსშია.„კულტურულ ძეგლებთან და ეკლესიებთან დაკავშირებით ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ფორმატს ვიყენებთ. მოგეხსენებათ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამ მიმართულებით არის აქტუალური, ინფორმირებულია ამის შესახებ, ჩვენ მათ დეტალურად ვაწვდით ინფორმაციას იქ მიმდინარე უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით“ - აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი.
წაკითხვა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ხელმძღვანელობა ახალგორის რაიონში ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 17:24:00
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ხელმძღვანელობა ახალგორის რაიონში ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნას გეგმავს. გამოცემა osinform.org-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ცხინვალში ე.წ. საბაჟო კომიტეტის თვითგამოცხადებულმა ხელმძღვანელმა, მურატ ცხოვრებოვმა განაცხადა.გამოცემის ინფორმაციით, საბაჟო პუნქტი ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან შემავალი ტვირთების ხარისხისა და მოცულობის კონტროლის მიზნით იქმნება და საქონელს საბაჟო გადასახადები დაუწესდება. ოკუპირებული რეგიონის საზღვრებში მოქცეულ ახალგორის მოსახლეობას საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან ერთ ადამიანზე არაუმეტეს 50 კილოგრამი ტვირთის შეტანა შეუძლია.
წაკითხვა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ გენადი ბესტაევს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი უკანონო პატიმრობა შეუფარდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 14:58:00
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ გენადი ბესტაევს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი უკანონო პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. გენადი ბესტაევი ე.წ საზღვრის კვეთისთვის რუსმა სამხედროებმა სამი დღის წინ დააკავეს. ის შეეცადა ცხინვალში გადასვლას, რათა ოჯახი მოენახულებინა. გენადი ბესტაევი საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ზარდიაანთ კარში ცხოვრობს. საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
წაკითხვა
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილე და „სახალხო გმირის“ წოდების მქონე, წარმოშობით ჩეჩენი მეომარი მოკლეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 20:40:00
მორიგი შეკვეთილი მკვლელობა უკრაინაში. მსხვერპლი წარმოშობით ჩეჩენი, 34 წლის ამინა ოკუევაა. უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების მონაწილესა და ბატალიონ „კიევი-2“-ის წევრს, 2015 წელს „უკრაინის სახალხო გმირის“ წოდებაც მიანიჭეს. უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება კი ის არის, რომ ამინა ოკუევა ადამ ოსმაევის მეუღლე იყო, რომელსაც 2013 წელს პუტინზე თავდასხმის მოწყობაში ადანაშაულებდნენ. ეს უკვე რიგით მეოთხე ხმაურიანი მკვლელობაა, როომელიც კიევში 2017 წელს მოხდა. რა აკავშირებს მათ ერთმანეთთან, რა ვერსიებს განიხილავს გამოძიება და არსებობს თუ არა ძალადობის გაგრძელების საფრთხე - ვრცლად ჩვენ სიუჟეტში
წაკითხვა
ოკუპანტების მიერ ახმაჯთან დაკავებული ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 19:42:00
საოკუპაციო რეჟიმმა ორი დღის წინ სოფელ ახმაჯთან დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლა. ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორი 20 წლის გიორგი შუკაკიძემ და 42 წლის ჯონი თათარაშვილმა ჯარიმის გადახდის შედეგ დატოვეს. ოჯახებმა ჯარიმის სახით 2000 რუსული რუბლი გადაიხადეს. გათავისუფლებულები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. მათ შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო დეპარტამენტში დაკითხვას უტარებენ.კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის მცხოვრები გიორგი შუკაკიძე და ჯონი თათარაშვილი რუსმა სამხედროებმა 29 ოქტომბერს სოფელ ახმაჯთან ტყეში დააკავეს, სადაც ისინი შეშის მოსაჭრელად იყვნენ წასული.
წაკითხვა
ერაყის ხელისუფლებამ თურქეთთან საზღვარზე კონტროლი დაამყარა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 19:23:00
ერაყის ხელისუფლებამ თურქეთთან საერთო საზღვარზე კონტროლის მოპოვება შეძლო. მანამდე აღნიშნული ტერიტორია ერაყის ქურთისტანის ავტონომიური მთავრობის დაქვემდებარებაში იყო.  თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის თქმით, თურქეთი თანახმაა ერაყთან კიდევ ერთი გამშვები პუნქტიც გახსნას, რომელიც თურქეთს ერაყის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტალ-აფარის ქალაქთან დააკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქის მაცხოვრებელთა 75 %-ს, ერაყელი თურქმენები შეადგენენ. ოფიციალურმა ბაღდადმა ავტონომიურ რეგიონში ძალები ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ შეიყვანა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება არალეგიტიმურად მიიჩნევს. 
წაკითხვა
ირლანდიის სენატის თავმჯდომარე - შემაშფოთებელია, რაც ვნახე გამყოფ ხაზზე
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 17:27:00
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. სენატორი დენის ო'დოვანი ადგილზე გაეცნო რუსული ოკუპაციის შედეგებს და მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრებ დათა ვანიშვილი გაესაუბრა. ირლანდიის სენატის წარმომადგენლებს საოკუპაციო ზოლში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გააცნო. „შემაშფოთებელია, რაც ვნახე - გამყოფი ხაზის შედეგად შექმნილი ვითარება. ჩემი ქვეყნისთვის ეს ნაცნობი ვითარებაა. მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აუცილებელია კონფლიქტების მოგვარება მშვიდობიანი, დიპლომატიური გზებით და ეს ფორმა შედეგს აუცილებლად გამოიღებს“, - განაცხადა ირლანდიის სენატის თავმჯდომარემ. ხურვალეთის შემდეგ, ირლანდიის სენატის თავმჯდომარე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
წაკითხვა
ფარული საფრთხე - ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები სახლში ბრუნდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 16:54:00
ერაყსა და სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დასუსტებისა და დაშლის ფონზე, სხვადასხვა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურების წინაშე მნიშვნელოვანი საკითხი დგას - რა მოხდება ჯიჰადისტური ჯგუფის წევრებთან მიმართებაში? რადიკალი ისლამისტების რიგებში 30 ათასამდე უცხოელი იბრძოდა და არსებობს საფრთხე, რომ ომის მონაწილეები ექსტრემისტული საქმიანობის გაგრძელებას გადაწყვეტენ. ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის MI5-ის ხელმძღვანელის თქმით, ჯიჰადისტების რიგებში ბრიტანეთის 800-მდე მოქალაქე იბრძოდა, დაახლოებით 130 კაცი ბრძოლებში დაიღუპა, დანარჩენი კი, ბრუნდება ან დაბრუნებას აპირებს.სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ის წევრები, რომლებიც დარჩენას გადაწყვეტენ, თავდაპირველ საქმიანობას დაუბრუნდებიან, როდესაც დაახლოებით 10 წლის წინ ამბოხებული ჯგუფები ტერაქტებს გეგმავდნენ და დივერსიულ ოპერაციებს ატარებდნენ. ჯიჰადისტებს შორის, რომლებიც მოსულსა და რაქაში ტერიტორიებისთვის უსასტიკესად ომობდნენ, უმრავლესობა მათგანი უცხოელი მებრძოლი იყო.ბევრი ჯიჰადისტი ამჟამად დაკავებულია და მათი საქმეები ერაყის სასამართლოებში განიხილება. ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებიც ჯიჰადისტები აღმოჩნდნენ იურიდიული და მორალური დილემის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან ზოგიერთ დაკავებულს სასიკვდილო განაჩენი ემუქრება. ზოგიერთი მებრძოლი ე.წ. სახალიფოს თურქეთ-სირიის საზღვრის გავლით ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ 800 კილომეტრიან საზღვარს თურქეთის ხელისუფლება აქტიურად იცავს, სასაზღვრო მთიან ზონებში კარგად ორგანიზებული კონტრაბანდული ხაზები ნიშნავს, რომ საზღვრის გადალახვა განსაკუთრებული პრობლემის გარეშე შესაძლებელია.ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა მხარდამჭერი ქსელი თურქეთის ტერიტორიაზე, რომლის მეშვეობითაც სირიიდან უცხოელი მებრძოლების გადასროლა ხდებოდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, თურქეთის ტერიტორიაზე მომხდარი ტერაქტების გათვალისწინებით, თურქეთის ხელისუფლება  საკუთარ ტერიტორიაზე უცხოელი მებრძოლების მზარდი რაოდენობით შეშფოთებულია. შეშფოთებას გამოთქვამენ ასევე მეზობელი ქვეყნები - იორდანია და ლიბანი. საკმარისზე მეტია შესაძლო მიმართულებები, სადაც ჯიჰადისტებს ერაყიდან და სირიიდან წასვლა შეუძლიათ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რადიკალი ისლამისტების ნაწილი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თვითგამოცხადებულ „ვილაიეთებს“ უკვე შეუერთდნენ იემენში, სინაის ნახევარკუნძულზე, ჩრდილოეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ აზიაში.
წაკითხვა
საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ჯარიმის გადახდას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 16:06:00
საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ჯარიმის გადახდას ითხოვს. სოფელ ახმაჯთან დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, საუბარია 2000 რუსულ რუბლზე. 20 წლის გიორგი შუკაკიძე და 42 ჯონი თათარაშვილი ორი დღის წინ ოკუპირებული ახალგორის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ისინი ახმაჯის ტყეში შეშის მოსატანად იმყოფებოდნენ. მოლაპარაკებები ოკუპირებულ ცხინვალთან ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობის უკვე მიმდინარეობს. 
წაკითხვა
ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 12:00:00
დაკავება საოკუპაციო ხაზთან. ოკუპირებული ახალგორის სოფელ ახმაჯთან საქართველოს  ორი მოქალაქე აიყვანეს. ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურში. ნინო ფისაძე ბოლო ინფორმაციით #მოამბეში.
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში წყალდიდობის შედეგად სახლები დაიტბორა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 11:23:00
ოკუპირებულ აფხაზეთში გადაუღებელი წვიმების გამო მდინარე კოდორი ადიდდა და გულრიფშის რაიონის სოფლები დაიტბორა. სოფელ განახლებაში წყალი სახლებში შევარდა და სპეცტექნიკის გამოყენებით, მოსახლეობის გამოყვანა გახდა აუცილებელი - იტყობინება ადგილობრივი მედია. მათი ინფორმაციით, გარკვეულ ადგილებში წყლის დონემ ნახევარ მეტრსაც გადააჭარბა. ადგილზე დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების უწყების მაშველები არიან მობილიზებული და ვითარების მონიტორინგს ახორციელებენ.
წაკითხვა
საოკუპაციო ძალებმა ახმაჯთან ორი ადამიანი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 10:42:00
ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის, ოკუპირებული ახალგორის სოფელ ახმაჯში საოკუპაციო ძალებმა ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. „ვადასტურებთ ორი ადამიანის დაკავებას. მომხდართან დაკავშირებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს მათ გასათავისუფლებლად“, - განუცხადეს პირველ არხს სუს-ში. ოკუპირებული რეგიონის მედია ე.წ. უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 29 ოქტომბერს ოკუპირებული ახალგორის სოფელ ახმაჯში, ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის, საოკუპაციო ძალებმა ორი პირი დააკავეს - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის მკვიდრები - 43 წლის ჯონი თათარაშვილი და 20 წლის გიორგი შუკაკიძე. როგორც გამოცემა იტყობინება, ამ ეტაპზე, დგინდება ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის გარემოებები და განიხილება საქმის ე.წ. სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი. მათივე განმარტებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა მიზანმიმართულად დარღვევა, არა მარტო ე.წ. ადმინისტრაციულ არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს.
წაკითხვა
ადგილობრივი მედია - ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 600 ათასი ტონა ინერტული მასალა შევა
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 14:16:00
ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის ბაზარზე 600 ათასი ტონა ინერტული მასალა შევა. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა.ე.წ. შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული რიგით მე-8, „აფხაზურ-რუსულ ფორუმის“ ფარგლებში შედგა და ხელი მოეწერა.„ეს მხოლოდ დასაწყისია. ვფიქრობ, ამ საკითხში სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან. ეს არის ჩვენთვის შანსი, რადგან წლების განმავლობაში ვერ ვახერხებდით ამ ბაზარზე გასვლას“, - განაცხადა არძინბამ.
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა სამთვიანი სწავლება დაასრულეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 13:53:00
ოკუპირებული აფხაზეთის მაღალმთიან რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზის 2500 რუსმა ჯარისკაცმა სამთვიანი სამხედრო წვრთნა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რიან რუ“ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის განმარტებით, წვრთნა სამხედროების სამთო პირობებში მომზადებასა და სწავლებას ითვალისწინებდა. ჩართულები იყვნენ მოტომსროლელები, სატანკო დანაყოფი, არტილერისტები. შესრულდა 500 ტაქტიკური დავალება.
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალი და ჩრდილოეთ ოსეთი მოსკოვს ე.წ. საბაჟო გადასახადის გაუქმებას სთხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 11:25:00
ვლადიკავკაზში ჩატარებულ „ოს ხალხთა ყრილობაზე“ რუსეთის პრეზიდენტის სახელზე მიმართვა შედგა. ე.წ. დელეგატები ვლადიმერ პუტინს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის ე.წ. საბაჟო გადასახადის გაუქმებას თხოვენ.„ოს ხალხთა ყრილობა“ 28 ოქტომბერს ვლადიკავკაზში ჩატარდა და მას ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი და ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური ესწრებოდნენ.ყრილობაზე ჩრდილოეთ ოსეთის დელეგატებმა კიდევ ერთი საკითხი დააყენეს - 8 აგვისტოს და 3 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქორწილების და სადღესასწაულო ღონისძიებების აკრძალვის შესახებ, რადგან ე.წ. დელეგატთა განცხადებით, ეს თარიღები ოკუპირებული ცხინვალისთვის ტრაგიკულია.
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო თავდაცვის უწყება და რუსი ძალოვნები თანამშრომლობის საკითხებს მოსკოვში განიხილავენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 10:05:00
მოსკოვში, ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო თავდაცვის უწყების და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ე.წ. სამუშაო შეხვედრა შედგა - ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება „რეს“ ავრცელებს.„შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა. მიღწეულ იქნა შეთანხმებები მთელი რიგი მიმართულებებით“ - წერს გამოგემა.შეხვედრას, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იბრაგიმ გასიევი და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ალექსანდრე კშიმოვსკი ესწრებოდნენ.
წაკითხვა
დაკავება აფხაზეთში - პროვოკაციული გზავნილი დე-ფაქტო რეჟიმის მხრიდან და მწვავე რეაქცია ოფიციალურ თბილისში
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 20:30:00
აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმის მხრიდან მორიგი პროვოკაციული გზავნილი ისმის. ოკუპირებულ რეგიონში არალეგალების ჯგუფია დაკავებული. არაღიარებული ხელისუფლების მტკიცებით, ეგვიპტის, სომალის, სუდანის და იემენის მოქალაქეები თბილისიდან სოხუმის გავლით ევროპის ქვეყნებში შეღწევას ცდილობდნენ. ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების განცხადებებს მწვავე რეაქცია მოჰყვა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. ოფიციალური თბილისი დე-ფაქტო რეჟიმს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და იმ გარემოებებზე მიუთითებს, რაც თვითაღიარებული ხელისუფლების ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. 
წაკითხვა
მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ეროვნული ბანკის ყოფილი ე.წ. თავმჯდომარე დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 11:44:00
მოსკოვში, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ეროვნული ბანკის ყოფილი ე.წ. თავმჯდომარე დაურ ბარგანჯია განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მოპარვა-მითვისების ბრალდებით დააკავეს, - იტყობინება რუსული მედია.მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით, დაურ ბარგანჯიამ რუსი მსახიობის 95 წ. ვლადიმერ ეტუშს კუთვნილი დანაზოგი 28 მილიონი რუბლი, მოტყუებით მიითვისა.მედიის ინფორმაციით, 2013 წელს, რუსმა მსახიობმა გადაწყვიტა თავისი დანაზოგი საზღვარგარეთ, ბანკში გადაერიცხა, რაშიც დახმარებას ბარგანჯია დაჰპირდა. ეტუშმა ბარგანჯიას თანხა გადასცა და როცა მოითხოვა თითქოს შვეიცარიის ბანკში გადარიცხული კუთვნილი დანაზოგის უკან დაბრუნება, ბარჯგანიამ უარი განუცხადა.უწყების განმარტებით, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ეროვნული ბანკის ყოფილი ე.წ. თავმჯდომარე თავს უდანაშაულოდ თვლის და აცხადებს, რონ თანხა ისესხა და მის დაბრუნებას აპირებს.გამოძიება 59 წლის ბარგანჯიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
წაკითხვა
ოკუპირებული ახალგორის რაიონში მოსაბრუნის ე.წ. გამშვებ პუნქტზე უახლოეს მომავალში რუს ე.წ. მესაზღვრეებთან ერთად „პატრულირებას“ დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. მესაზღვრეები დაიწყებენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 18:05:00
უახლოესს მომავალში ოკუპირებული ახალგორის რაიონში მოსაბრუნის ე.წ. გამშვებ პუნქტზე რუსეთი საოკუპაციო ძალებთან ერთად დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. მესაზღვრეებიც იმსახურებენ - ინფორმაციას ადგილობრივი ინტერნეტგამოცემა კომინფ.ორგი ავრცელებს.გამოცემა წერს, რომ მოსაბრუნის ე.წ. გამშვებ პუნქტზე, დეფაქტო ხელისუფლება არ გამორიცხავს ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნასაც, რათა ოკუპირებულ ახალგორში ადგილობრივების მიერ შეტანილი საქონელი "დაუბეგრავად" არ შევიდეს.გამოცემის ინფორმაციით ე.წ. გამშვებ პუნქტზე ყოველდღიურად დაახლოებით 400 ადამიანი გადაადგილდება, დღეს არსებული „რეგულაციებით“, კი, ოკუპირებულ რეგიონში შემსვლელ მოქალაქეს მხოლოდ 50 კგ. ტვირთის შეტანა შეუძლია უფასოდ. ე.წ. რუსი მესაზღვრეები განმარტავენ, რომ ყველა ხშირი დარღვევა, სწორედ დასაშვები წონის გადაჭარბება.ოკუპირებული რეგიონის მედიის ინფორმაციით, 2008 წლიდან დღემდე მოსაბრუნის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მხოლოდ რუსი ე.წ. მესაზღვრეები ახორციელებდნენ კონტროლს.
წაკითხვა