საზოგადოებრივი
104.5 FM
კონფლიქტები/ტერორიზმი
სუს-ი - საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული აშშ-ისა და ბრიტანეთის მოქალაქეები გათავისუფლდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-15 23:53:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით უკანონოდ დაკავებული აშშ-ისა და ბრიტანეთის მოქალაქეები გათავისუფლდნენ. ამის შესახებ პირველ არხს სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს.  „ცხელი ხაზით შემოსული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აქტიური ჩართულობით, უკანონოდ დაკავებული პირები გათავისუფლდნენ“, - განუცხადეს სუს-ში პირველ არხს.
წაკითხვა
სოფელ ხურვალეთსა და ოკუპირებულ ორჭოსანში ხანძარია
გამოქვეყნებულია: 2017-09-10 14:42:00
სოფელ ხურვალეთსა და ოკუპირებულ ორჭოსანში ხანძარია. ხანძარი დაახლოებით 5 ჰექტარ მიწის ფართობს უკიდია.პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, თავდაპირველად ხანძარი ოკუპირებულ ორჭოსანში გაჩნდა და შემდეგ ცეცხლი ხურვალეთის მხარეს გავრცელდა. ამასთან, ცეცხლის გავრცელების საშიშროება საცხოვრებელ სახლებზე არ არსებობს, რადგან ცეცხლი მინდორში ბალახს უკიდია. სახანძრო ბრიგადები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
წაკითხვა
ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, ოკუპირებულ გალში ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-26 14:37:00
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონში რუსმა ოკუპანტებმა, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს. 1975 წელს დაბადებული წვიშბაია მ.ხ. რუსეთის ფედერალური უშიშროების სასაზღვრო ჯარის წარმომადგენლებმა დააკავეს. ის უკვე გადაყვანილია ოკუპირებული გალის მილიციის იზოლატორში. აფხაზური მედიის ინფორმაციით, წვიშბაია 2015 წელსაც იყო დაკავებული ანალოგიური ე.წ. ბრალდებით. მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
წაკითხვა
ანა დოლიძე - თამარ მეარაყიშვილის დაკავება საოკუპაციო რეჟიმის რეალური სახის ერთ-ერთი გამოვლინებაა
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 14:20:00
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავებას აფასებს და ფაქტს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას უწოდებს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ ეს არის ოკუპაციური რეჟიმის სახის გამოვლინება."ჩვენ ვიცით მისი სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ. ის არის გამორჩეული მოქალაქე და ეს ქმედება არის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, სულ მცირე აქტივისტზე ზეწოლა და რაც მთავარია, ეს არის საოკუპაციო რეჟიმის რეალური სახის ერთ-ერთი გამოვლინება. იქნება ეს ეთნიკური წმენდა, ქართველების ჩაგვრა, ქართული ენის სწავლების აკრძალვა, ჩვენი აქტივისტებისა თუ მოქალაქეების გატაცება, - ეს ყველაფერი არის ოკუპაციური რეჟიმის სახის გამოვლინებები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიხმაროთ ყველა ღონე იმისათვის, რომ ეს დავგმოთ, საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმოს აქტიურად ეს ქმედება. რაც მთავარია, ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს შესაბამისად დაცული",-განაცხადა დოლიძემ.თამარ მეარაყიშვილი ამჟამად სახლში იმყოფება. მეარაყიშვილი, ახალგორში, საკუთარ სახლთან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციამ დააკავა.
წაკითხვა
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 14:06:00
იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთო ძალისხმევა გამოიღებს შედეგს და ამით ამოიწურება თამარ მეარაყიშვილის მიმართ მსგავსი ქმედებება, ზეწოლის განხორციელება და თამარ მეარაყიშვილს, მის ოჯახს და საერთოდ ყველა ოჯახს ახალგორში მიეცემა უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობა, - განაცხადა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.მისი თქმით, ახალგორში, დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს ასე უხეშად ამ ტერიტორიებზე და სწორედ ამიტომ ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები ამოქმედდეს. თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჩვენ აქტიურად ვართ მისი გათავსუფლებისა და მის მიმართ დევნის შეწყვეტის მიმართულებით მუშაობაში. ჩვენი პარტნიორები სრულად არიან ინფორმირებლები, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“,- აღნიშნა ციხელაშვილმა.თამარ მეარაყიშვილი ამჟამად სახლში იმყოფება. მეარაყიშვილი, ახალგორში, საკუთარ სახლთან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციამ დააკავა.
წაკითხვა
თამარ მეარაყიშვილს პარტია “ერთიანი ოსეთის“ წინააღმდეგ ცილისწამებაში ედავებიან
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 12:21:00
ახალგორში დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ამ დროისთვის სახლში იმყოფება.ჟურნალისტი პირველ არხს უყვება, რომ მას დაკავებისას არაფერი განუმარტეს და ჯერ არც ადვოკატი ყავს."ახლა სახლში ვარ. უნდა მოვძებნო ხვალამდე ადვოკატი. ეჭვმიტანილი ვარ ცილისწამებაში და ამის გამო დამაკავეს და ჩაატარეს ჩხრეკა. დღეს კი მითხრეს, რომ კიდევ ბევრ ბრალდებას წარგიდგენთო",-განუცხადა პირველ არხს თამარ მეარაყიშვილმა.მისი ინფორმაციით, პარტია "ერთიანი ოსეთის" წინააღმდეგ ცილისწამებაში ედავებიან."მიჩივის ამ პარტიის წევრი, სპარტაკ გერსამის ძე დრიაევი, ის 2008 წლამდე ქართულ ციხეში იჯდა, მკვლელობაზე“, - განუცხადა პირველ არხს მეარაყიშვილმა.მეარაყიშვილი, ახალგორში, საკუთარ სახლთან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციამ დააკავა.დაკავების მომენტში შეძლო დაკავშირებოდა რადიო თავისუფლების სამსახურის, „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტს. როგორც ირკვევა, ის გააჩერა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პროკურატურის გამომძიებელმა, ალან ბიაზროვმა, რომელსაც არც გაჩერების მიზეზი უთქვამს და არც რაიმე საბუთი წარუდგენია. ბიაზროვმა მეარაყიშვილს უთხრა, რომ ორდერი და დაკავების მიზეზები მას წარედგინება რაიონული პროკურატურის ოფისში მიყვანის შემდეგ.
წაკითხვა
თენგიზ ფხალაძე ხურჩაზე - განსაკუთრებული ცინიზმითაა აღსავსე ეს ნაბიჯი, როდესაც ყველაფერი ხორციელდება პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვიზიტის ფონზე
გამოქვეყნებულია: 2017-08-12 15:35:00
უაღრესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დგამს და განსაკუთრებით არის ცინიზმით აღსავსე ეს ნაბიჯი, როდესაც ყველაფერი ხორციელდება იმ ე.წ. ვიზიტის ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ჩვენ ვხედავთ, როგორი "სტაბილურობა" მოაქვს მის ასეთ ვოიაჟებს, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ ხურჩაში, რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებით.„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველო არასდროს  შეეგუება არცერთი მეტრი თავისი საკუთარი ტერიტორიის ხელყოფას.  გამოყენებული იქნება ყველა საერთაშორისო მექანიზმები იმისთვის, რომ არა მხოლოდ ცალკეული ინციდენტები, არამედ ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს საქართველოსთან მიმართებაში, დასრულდეს“,- აღნიშნა ფხალაძემ.
წაკითხვა
ლევან იზორია - ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას დრო სჭირდება და ეს დრო აუცილებლად დადგება
გამოქვეყნებულია: 2017-08-11 15:03:00
არაერთგზის გვითქვამს, რომ რუსეთის ფედერაცია სამწუხაროდ აგრძელებს ოკუპაციის პოლიტიკას. ჩვენ ვგმობთ ასევე იმ „შეთანხმებებს“, რომელიც ე.წ. სუბიექტებთან გააფორმა და რომელიც პირდაპირ ადასტურებს ჩვენი ტერიტორიების ანექსიის ფაქტს, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხურჩასთან რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებით.ლევან იზორიას თქმით, საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.„ამას მოწმობს გუშინწინ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც, სადაც ცალსახად იქნა აღნიშნული, რომ რუსეთმა უარი უნდა თქვას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე. მინდა ღრმა რწმენა გამოვთქვა, რომ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ იმას, რასაც ქვია ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და რასაც ქვია ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. ამას დრო სჭირდება და ეს დრო აუცილებლად დადგება“,- აღნიშნა იზორიამ.
წაკითხვა
რუსი სამხედროების მიერ 9 აგვისტოს გატაცებული თენგიზ მიქავა თავისუფალია
გამოქვეყნებულია: 2017-08-11 13:17:00
რუსი სამხედროების მიერ 9 აგვისტოს გატაცებული სოფელ ტყაიას მკვიდრი თენგიზ მიქავა თავისუფალია.მიქავა მდინარე ენგურზე თევზაობდა, როდესაც ის იარაღის მუქარით რუსმა ჯარისკაცებმა ენგურის მეორე ნაპირზე გადაიყვანეს. მოგვიანებით, ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ თენგიზ მიქაძე გალში იყო გადაყვანილი.კიდევ ერთი გატაცებული, სოფელ პალურის მკვიდრი უტა სამუშია გუშინ გაათავისუფლეს.
წაკითხვა
ხურჩასთან რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები გააბეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-11 10:45:00
დაახლოებით ორი ჰექტარი მიწა შემოღობეს რუსმა ოკუპანტებმა ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე. როგორც სოფლის რწმუნებულმა ბადრი ხუნჯგურუამ პირველ არხთან საუბარში განაცხადა, რუსმა სამხედროებმა რამდენიმე თვის წინ ამავე ადგილას ბოძები ჩაარჭეს, გუშინ კი მავთულხლართები გააბეს."რამდენიმე თვის წინ, ხის ბოძები ჩასვეს, შემდეგ ცოტა ხანი არაფერი მომხდარა. იყო მწვავე რეაქციები ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. გუშინ კი გავიგეთ, რომ მავთულხლართები გააბეს. ფაქტიურად რუსებმა დაასრულეს ბორდერიზაცია", - განაცხადა რწმუნებულმა.
წაკითხვა
რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი მამაკაცი გაიტაცეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-10 19:27:00
კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს რუსმა ოკუპანტებმა, შემთხვევა 9 აგვისტოს მოხდა. სოფელ ტყაიას მკვიდრი თენგიზ მიქავა მდინარე ენგურზე თევზაობდა, როდესაც ის იარაღის მუქარით რუსმა ჯარისკაცებმა ენგურის მეორე ნაპირზე გადაიყვანეს. ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. თენგიზ მიქავას მეუღლის, ლალი ჭკადუას თქმით, მათ გალში მცხოვრები ნათესავებისგან ახლახან გაიგეს თენგიზ მიქავას დაკავების ფაქტი. ე.წ. აფხაზური ხელისუფლებიდან კი მათ არავინ დაკავშირებია. მათივე ინფორმაციით, მიქავა გადაყვანილია გალის იზოლატორში. სოფელ ტყაია-პალურის საზღვარზე გუშინ კიდევ ერთი მამაკაცი გაიტაცეს - წალენჯიხის რაიონის სოფელ პალურის მკვიდრი უტა სამუშია. მომხდარი ფაქტების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.ზუგდიდის რაიონის სოფელი ტყაია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს ესაზღვრება.
წაკითხვა
ოჯახის ინფორმაციით, რუსი სამხედროების გატაცებული უტა სამუშია გალშია გადაყვანილი
გამოქვეყნებულია: 2017-08-09 15:49:00
სოფელ პალურის მკვიდრი, უტა სამუშია, რომელიც დრეს რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს, გალშია გადაყვანილი, - ამის შესახებ პირველ არხს სამუშიას დამ განუცხადა.ჟანა სამუშიას თქმით, მისი ძმა დილის ათ საათზე სათევზაოდ წავიდა. ჟანა სამუშიას  განცხადებით, არ იცის რა ვითარებაში მოხდა მისი ძმის გატაცება. როგორც გატაცებულის და აცხადებს,  მას მოგვიანებით დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ უტა სამუშია გალშია.რუსმა ოკუპანტებმა  სოფელ პალურის მკვიდრი უტა სამუშია დღეს გაიტაცეს.როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, უტა სამუშიას გატაცების  შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
წაკითხვა
სუს - რუსი სამხედროების მიერ სოფელ პალურის მკვიდრის გატაცების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
გამოქვეყნებულია: 2017-08-09 15:22:00
რუსი სამხედროების მიერ წალენჯიხის სოფელ პალურის მკვიდრის უტა სამუშიას გატაცების  შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, - ამის შესახებ პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.„ვადასტურებთ ერთი პირის დაკავებას, დაკავებულია ე. წ.  საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად“,- განაცხადეს სუს-ში.რუსმა ოკუპანტებმა  სოფელ პალურის მკვიდრი უტა სამუშია დღეს გაიტაცეს.
წაკითხვა
რუსმა სამხედროებმა წალენჯიხის სოფელ პალურის მკვიდრი გაიტაცეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-09 15:16:00
რუსმა ოკუპანტებმა  სოფელ პალურის მკვიდრი უტა სამუშია გაიტაცეს.პირველი არხის ინფორმაციით, უტა სამუშია მდინარე ენგურზე სათევზაოდ იყო წასული და სავარაუდოდ, სანაპიროს მეორე მხრიდან, რომელიც ოკუპირებული გალის ტერიტორიაზეა, რუსმა ოკუპანტებმა ამ დროს გაიტაცეს.ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. პირველი არხის ჟურნალისტი დამატებითი ინფორმაციის  მოპოვებას ცდილობს .
წაკითხვა
რატომ არ შეხვდა პუტინი ხალხს და რას ფიქრობენ ადგილობრივები მის "ვიზიტზე" ოკუპირებულ აფხაზეთში
გამოქვეყნებულია: 2017-08-09 13:02:00
ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის პრეზიდენტის "ვიზიტთან" დაკავშირებით, საინფორმაციო პორტალის ეხოკავკაზას ჟურნალისტი ადგილობრივებს ესაუბრა.გამოკითხულთა უმეტესობა უკმაყოფილოა, რომ პუტინი სოხუმში არ ჩავიდა და მოსახლეობასთან საუბარი არ ისურვა. "ჩვენ ველოდებოდით, რომ სოხუმში ჩამოვიდოდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართავდა შეხვედრას, რატო არ მოხდა ასე, მისი პირადი საქმეა. აქ რომ ჩამოსულიყო, სანაპიროზეც გამოვიდოდა, როგორც ეს დიმიტრი მედვედევის და ლავროვის ჩამოსვლის დროს მოხდა და საკუთარი თვალით ნახავდა ყველაფერს",- განმარტავენ ადგილობრივები.ნაწილი მიიჩნევს, რომ "პუტინმა აფხაზეთი ძალიან კარგად იცის, ისიც იცის თუ რა მნიშვნელობა აქვს აქ მის გამოჩენას, როცა მეზობლად ნატოს წვრთვნები ტარდება".ადგილობრივები არ მალავენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა. ზაფხულის სეზონზე ერთ-ერთი მთავარი, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ფსოუზე არსებული უწესრიგობაა. "რამდენიმე საათიანი რიგების გამო, ჩვენი ნათესავებიც კი იკავებენ თავს აქ ჩამოსვლისგან, მითუმეტეს ასეთ სიცხეში. ეს სისტემა ვერ მოწესრიგდა" - ამბობენ მოქალაქეები.
წაკითხვა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-08 17:27:00
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ქალაქ ბიჭივინთაში ჩავიდა.რუსეთის პრეზიდენტი ბიჭვინთაში დეფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან მოლაპარაკებებს მართავს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარებს.მოლაპარაკებების შემდეგ გაკეთდება განცხადებები.როგორც რუსული მედია იტყობინება, თავდაპირველად შეხვედრა ორმხრივი იქნება, შემდეგ კი მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაიმართება.რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ზატულინის თქმით, ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ჩასვლა იქ შექმნილ რთულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას, ასევე, საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდნეტის მაიკ პენსის ვიზიტს უკავშირდება.ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის რანგში, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ რეგიონს 2009 წლის 12 აგვისტოს ესტუმრა. 2011წლის 2 ივნისს, კვლავ პრემიერ-მინისტრის რანგში, პუტინი ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის დაკრძლვაზე ჩავიდა.2013 წლის აგვისტოში, ბიჭვინთაში, ვლადიმერ პუტინი, უკვე პრეზიდენტის რანგში სტუმრობდა ოკუპირებულ აფხაზეთს და შეხვედრა მაშინდელ დეფაქტო ლიდერთან ალექსანდრე ანქვაბთან გამართა.
წაკითხვა
აგვისტოს ომის დროს სახელწიფოს ღალატისთვის მსჯავრდებულმა ქალებმა, რომლებიც პუტინმა შეიწყალა, საპატიმრო დატოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-08 16:11:00
სახელწიფოს ღალატისთვის მსჯავრდებულმა რუსეთის მოქალაქეებმა მარინა ჯანჯღავამ და ანიკ კესიანმა საპატიმრო დატოვეს. 29 ივლისს პატიმრები რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა., რის შემდეგაც საპატიმროდან მათ გაათავისუფლებას თითქმის 10 დღიანი პროცედურა დასჭირდა. ჯანჯღავას და კესიანს ბრალად ედებოდათ 2008 წ. ომის დროს აფხაზეთის მიმართულებით სარკინიგზო მაგისტრალზე სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება თავიანთი ნაცნობებისთვის საქართველოში. 2013 წელს ჯანჯღავას სასამართლომ სახელმწიფო ღალატის მუხლით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 2015 წელს კი კესიანს 8 წლიანი პატიმრობა. მიმდინარე წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც ანალოგიურ საქმეზე მსჯავრდებული პატიმარი ქალი ოკსანა სევასტიდი რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა, ჯანჯღავა და კესიანი ციხიდან „ლაფორტოვოს“ საგამოძებო იზოლატორში გადაიყვანეს 29 ივლისს, ვლადიმერ პუტინმა ორივე პატიმარი შეიწყალა.
წაკითხვა
ოკუპირებულ ახალგორში ქსნის ერისთავების სახლ-მუზეუმი ნადგურდება
გამოქვეყნებულია: 2017-08-07 11:03:00
ოკუპირებულ ახალგორში, ქსნის ერისთავების სახლ-მუზეუმს გადაუდებელი რებილიტაცია სჭირდება, დეფაქტო ხელისუფლება კი თანხების მოძიებას ვერ ახერხებს, - ინფორმაციას თავად ადგილობრივი მედია ავრცელებს.შენობის გადახურვა მოძველებულია, წვიმის დროს ოთახებში წყალი ჩადის და ექსპონატები ზიანდება, ფასადს და ფუნდამენტსაც შეკეთებას სჭირდება.„მესმის, რომ რეაბილიტაციას მნიშვნელოვანი თანხები სჭირდება, მაგრამ აქ არის შეუფასებელი ექსპონატები, რომლებიც ქვის ხანის პერიოდისაა. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, როგორ მდგომარეობაშია მუზეუმი და რა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი“, - აცხადებს სახლ-მუზეუმის გიდი თემურ გიგაური.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასულ წელს სახლ-მუზეუმს 3000-ზე მეტი მნახველი ჰყავდა. არქივებში დაცულია 5000-ზე მეტი მნიშვნელოვანი ექსპონატი. მისი რეაბილიტაცია, რაიონის ოკუპაციის შემდეგ აღარ ჩატარებულა.
წაკითხვა
საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ქვეშის მიმდებარედ ხნულების გავლება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-08-05 13:56:00
საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე დღის წინ დაანონსებული ე.წ. სასაზღვრო ხნულების გავლება დაიწყო. სამუშაოები ოკუპირებულ სოფელ არცევის მინდვრებზე მიმდინარეობს. არცევს ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებადი სამი სოფელი: ჯარიაშენი, აძვი და ქვეში ესაზღვრება. სოფელ ქვეშის მცხოვრებლების ინფორმაციით, სამხედროები, რომლებიც სამუშაოებს ტრაქტორით ახორციელებენ, ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ. მოსახლეობის თქმით, ტერიტორია, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, ძირითადად, საძოვრებს და რამდენიმე მოსახლის ბაღს ესაზღვრება. 
წაკითხვა
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი, აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, ე.წ. გამშვებ პუნქტებს ორი დღით კეტავს
გამოქვეყნებულია: 2017-08-05 11:19:00
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება, აგვისტოს ომისადმი „მიძღვნილი ღონისძიებების“ გამო, ე.წ. გამშვებ პუნქტებს ორი დღით კეტავს. ადილობრივი მედიის ინფორმაციით, მიმოსვლა 6 აგვისტოს, 20:00 საათიდან შეწყდება და 9 აგვისტოს 07:00 საათზე განახლდება.
წაკითხვა