საზოგადოებრივი
104.5 FM
კონფლიქტები/ტერორიზმი
ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 649 შემთხვევა 3 დღის განმავლობაში - ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ს „სტატისტიკა“ ვრცელდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 15:20:00
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცავი უწყების მიერ რეგიონში გატარებული „პროფილაქტიკური ღონისძიებების“ შედეგად, ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 649 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 27 შემთხვევა მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა იყო.ყველაზე მეტი დარღვევა ოკუპირებული რეგიონის ქალაქ სოხუმსა და გაგრაშია დაფიქსირებული - მონაცემებს დე ფაქტო სამართალდამცავი უწყება ავრცელებს.ავტოსაგზაო შემთხვევის კიდევ ერთი ფაქტი ოკუპირებულ რეგიონში გუშინ დაფიქსირდა. სოხუმის ცენტრალურ ქუჩაზე სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა. მოზარდი მრავლობითი მოტეხილობით საავადმყოფოში გადის მკურნალობას. მისი მდგომარეობა მძიმეა. 20 ოქტომბერს კი, კვლავ სოხუმის ცენტრში, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელზე, ავტომობილის შეჯახების შედეგად, ოკუპირებული რეგიონის ტელევიზიის ჟურნალისტი დაშავდა.
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება გადადგომის შესახებ ე.წ. პარლამენტმა დააკმაყოფილა
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 11:16:00
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება საკუთარი სურვილით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ე.წ. პარლამენტმა დააკმაყოფილა, - წერს ადგილობრივი მედია.ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ილონა ხუგაევა 2012 წელის დეკემბერში დაამტკიცეს და უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურებოდა. თუმცა თანამდებობის დატოვების შესახებ მან განცხადება 19 ოქტომბერს დაწერა.ოკუპირებული ცხინვალის მედია ხუგაევას გადაწყვეტილებას, რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარებით ხსნიდა. ამის შესახებ განმარტება დეფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმაც გააკეთა და განაცხადა, რომ „საკითხის პოლიტიზირება უსაფუძვლოდ ხორციელდება“.
წაკითხვა
ოკუპირებული რეგიონის მედია - კატალონიაში ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლობა გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 10:12:00
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო საგარეო უწყების ინფორმაციით, კატალონიაში ოკუპირებული რეგიონის ე.წ. წარმომადგენლობა გაიხსნა - წერს ადგილობრივი მედიასაშუალება “ოსინფორმი“. გამოცემის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, ბარსელონაში ოკუპირებული რეგიონის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დიმიტრი მედოევი იმყოფებოდა და ე.წ. წარმომადგენლობის „გახსნასაც“ დაესწრო.მედოევის თქმით, კატალონიაში მიმდინარე მოვლენები ოკუპირებული რეგიონში დიდ ინტერესს იწვევს.
წაკითხვა
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 09:34:00
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა იმართება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე კვლავ იქნება საუბარი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემაზე. ასევე, განხილული იქნება ყველა ის ინციდენტი, რომელიც ბოლო პერიოდში მოხდა, მათ შორის ადამიანების დაკავება ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. ასევე, საუბარი იქნება კობა ოკუჯავას შესახებ, რომელიც 16 ოქტომბერს ე.წ. აფხაზურმა მილიციამ დააკავა.
წაკითხვა
ISIS-ი ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქად გამოცხადებულ რაქადან განდევნეს - ტერორისტების პოზიციები სუსტდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 21:12:00
მსოფლიოში ყველაზე საშიში ტერორისტული ორგანიზაციის პოზიციები სუსტდება. რამდენიმეკვირიანი ბრძოლის შემდეგ ტერორისტები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქად გამოცხადებულ რაქადან განდევნეს. სირიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი რადიკალი ჯიჰადისტების სამწლიანი ტყვეობისგან თავისუფალია. ბოლო მონაცემებით, ISIS-ს მათ მიერ კონტროლირებული ტერიტორიების სულ მცირე 80% უკვე დაკარგული აქვს.  
წაკითხვა
ოკუპირებული ახალგორის სკოლებში სახელმძღვანელოების დეფიციტის გამო სასწავლო პროცესი შეფერხებულია
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 19:21:00
 ოკუპირებული ახალგორში სწავლების რუსულ მეთოდიკაზე გადასვლის გამო, ექვს ქართულ სკოლაში ამ დრომდე სასწავლო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. სკოლებში მხოლოდ რუსული ენის სახელმძღვანელოებია შეტანილი, დანარჩენ საგნებში კი მოსწავლეებისთვის შესაბამისი სასწავლო წიგნები არ არის, მიუხედავად დეფაქტო ხელისუფლებისთვის გაგზავნილი არაერთი შეტყობინებისა - ინფორმაციას ამის შესახებ თავად ადგილობრივი მედიასაშუალება კომინფ.ორგი ავრცელებს. ახალი სასწავლო წელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სწავლების რუსული მეთოდოლოგიით დაიწყო, რაც 1-6 კლასებში მოსწავლეების სწავლების რუსულ ენაზე გადასვლას გულისხმობდა. მე-6 კლასიდან კი მოსწავლეები სწავლას ჯერ კიდევ ქართულ ენაზე განაგრძობენ, თუმცა მათ სასწავლო საგნებიდან ისტორია ამოღებულია. "მასწავლებლები ამბობენ, რომ ყველაზე მწვავედ დაწყებით კლასებში მათემატიკის წიგნების ნაკლებობაა, რის გამოც პედაგოგებს სხვა რუსული სკოლებიდან უწევთ სახელმძღვანელოს თხოვნა, რომ სასწასვლო პროცესი მთლიანად არ ჩაიშალოს", - წერს გამოცემა. პედაგოგების განმარტებით, რუსულენოვან სწავლებაზე გადასვლის გამო პრობლემები უკვე გაჩნდა. „ბავშვებს რუსულ ენაზე მასალის ათვისება უჭირთ, მაგრამ ინტენსიურად ვმუშაობთ და ბავშვებიც მაქსიმალურად ცდილობენ“ - აცხადებს ქართული სკოლის დირექატორი ნინო ამირანაშვილი. კომინფ.ორგის ცნობით, მასწავლებლები რუსულ ენაში კვალიფიკაციის ამაღლებას რუსეთის ფედერაციაში ე.წ. პასპორტებთან დაკავშირებული სირთულეების გამო ვერ ახერხებენ.
წაკითხვა
ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში არსებულ პრობლემებზე ადგილობრივი მედია წერს 
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 11:24:00
ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში, ერთადერთ ქართულ სკოლაში, რომელიც 50 მოსწავლეზეა გათვლილი სამი მოსწავლე სწავლობს - მე-6, მე-8 და მე-9 კლასში და 7 პედაგოგი ასწავლის. - წერს ოკუპირებული რეგიონის მედიასაშუალება კომინფ. ორგი.გამოცემა წერს, რომ დღევანდელი მონაცემებით, სოფელში 130 ადამიანი ცხოვრობს, ძირითადად ხანდაზმულები. მათი ინფორმაციით, სოფელში სამუშო ადგილები არ არის, რის გამოც, დასახლებას ახალგაზრდები ტოვებენ.დასახლებას 2 მთავარი პრობლემა აწუხებს - სასმელი წყალი და ე.წ. პასპორტები. “უკვე სამი წელია წყალმომარაგების საკითხი მწვავედ დგას. ძველი მილები მწყობრიდან გამოვიდა. ერთადერთი ჭა გვაქვს სოფელში შემორჩენილი, საიდანაც მოგვაქვს ყველას წყალი“, - ამბობს ახმაჯის ერთ-ერთი მცხოვრები.
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი მოსკოვში იმყოფება
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 00:55:00
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში იმყოფება - წერს საინფორმაციო პორტალი „ეხო კავკაზა“. ბიბილოვის პრესცენტრი აცხადებს, რომ დე ფაქტო ლიდერის რუსეთის დედაქალაქში ჩასვლის მთავარი მიზეზი - რუს „პარტნიორებთან“ ერთად ხელმოსაწერად მომზადებული ეკონომიკურ-სოციალური შინაარსის ე.წ. სამთავრობოთაშორისი შეთანხმების განსახილვა და რუსეთთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებაა.
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური სექტემბერში ე.წ. საზღვრის „უკანონო კვეთის“ მონაცემებს აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 00:17:00
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სექტემერში ე.წ. საზღვრის „უკანონო კვეთის“ 42 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 26 „შემთხვევა“ საყოფაცხოვრებო-სამეურნეო მიზეზით, 10 - ნათესავების მონახულების, 2 ადგილობრივი ოკუპირებული რეგიონიდან თბილისში სამკურნალოდ წასვლის მცდელობისას, 4 ე.წ. დამრღვევი კი, ტურისტი აღმოჩნდა შეერთებული შტატებიდან და დიდი ბრიტანეთიდან - წერს ადგილობრიივ მედია. ბოლო შემთხვევა კი ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით 18 ოქტომბერს დაფიქსირდა. ქ. ცხინვალის შემოგარენში, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, თბილისის მკვიდრი, 35 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც ე.წ. ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
წაკითხვა
რაულ ხაჯიმბა ე.წ სახელმწიფო უწყებებში ნარკოტიკების მოხმარებაზე თანამშრომლების შემოწმებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 19:26:00
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ „საგანგებო სხდომა“ ჩაატარა, რომელსაც ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.აპსნი. რუ-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაჯიმბამ ე.წ. შესაბამისს უწყებებს დაავალა დეფაქტო სახელმწიფო უწყებებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე ყველა თანამშრომელი შემოწმდეს, დეფაქტო ძლოვანი უწყების თანამშრომლებს კი, არასამუშაო დროს, იარაღის ტარება აეკრძალოთ.„საგანგებო სხდომა“-ზე დეფაქტო ლიდერმა ასევე მისცა მითითებები ე.წ ძალოვნებს - დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები, გაამკაცრონ კონტროლი ავტომობილებზე „სპეციალური ხმოვანი სიგნალის“ და ე.წ. ძალოვანი უწყების „სამსახურებრივი ნომრების“გამოყენებაზე.
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ავტომობილებს რეგიონის ე.წ. სანომრე ნიშნებით რუსეთში აღარ უშვებენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 15:35:00
ავტომობილებს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სანომრე ნიშნებით, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. შესაბამისი დადგენილება 17 ოქტომბერს შევიდა ძალაში. ამის შესახებ ადგილობრივი სინფორმაციო საშუალება „ალანიაინფო“ წერს.შეზღუდვა ეხება მანქანებს, რომლებიც პირველად კვეთენ რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვარს. რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში ახლადშეძენილი მანქანების შეყვანა იზღუდება.ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ ამ ეტაპზე არც რუსეთისა და არც ოკუპირებული რეგიონის ე.წ საბაჟო სამსახურებში აღნიშნულ შეზღუდვასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ე.წ. უწყებათა წარმომადგენლების შეხვედრა ხვალ, 21 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
წაკითხვა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში შობადობა მცირდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 14:45:00
ოკუპირებულ აფხაზეთში შობადობის მაჩვენებელი მცირდება. 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, რეგიონში 1500მდე ბავშვი დაიბადა, როცა 2016 წლის ანალოგიური პერიოდის განმავლობაში, 2000-ზე მეტი ახალშობილი დაფიქსირდა - წერს ადგილობრივი მედია.ოკუპირებული რეგიონის ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს პირველი სამშობიარო განყოფილების ხელმძღვანელი რიტა ტრაპში აცხადებს 2000 წლიდან დღემდე, ასეთი დაბალი მაჩვენებელი შობადობისა არ ყოფილა."აბორტების აკრძალვის შესახებ კანონი, მიმართული იყო იმისკენ, რომ შობადობა მომატებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა. კანონმა კარგი ვერაფერი მოგვიტანა, პირიქით, სწორედ ამ კანონის გამო 2016 წელს 2 ქალი გარდაიცვალა“ - ამბობს რიტა ტრაპში.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მედიკოსები მაჩვენებლის შემცირების მიზეზები ვერ ასახელებენ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ფეხმძიმეთა ნაწილი რუსეთში მიდიან შვილის გასაჩენად, რადგან ორმაგი "მოქალაქეობა" საშუალებას აძლევთ მოიპოვონ დედებისთვის განკუთვნილი დახმარება. 
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალისა და ჩრდილოეთ ოსეთის ტელეკომპანიები ე.წ. ერთობლივ თანამგზავრულ არხს ქმნიან
გამოქვეყნებულია: 2017-10-19 17:22:00
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, ადგილობრივი და ჩრდილოეთ ოსეთის ტელევიზიის წარმომადგენელთა „თანამშრომლობით“ - ახალი არხი „ოსეტია- ირისტონი“ შეიქმნება, რომლის მაუწყებლობა თანამგზავრის საშუალებით განხორციელდება, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.დეფაქტო ლიდერის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, "„ოსეტია-ირისტონის" ნახვას არამარტო სამხრეთ ოსეთში და რუსეთში შეძლებენ, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ეს იქნება ერთიანი ალანიის საინფორმაციო სივრცე“.ე.წ. ერთობლივი ტელეარხის შექმნის შესახებ პირველი განცხადება ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა ბიტაროვმა 2016 წელს გააკეთა და 2017 წლის მარტში ორგანიზაცია „ოფიციალურად“ დაარეგისტრირა.ახალი "ერთობლივი" ტელეარხის ოფისი ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზეა. უკვე შეძენილია 182 მილიონი რუბლის ღირებულების ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალებები, გარემონტებულია 750 კვ.მ. ფართი სტუდიებისთვის. საცდელი გადაცემებისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე ტელეარხ „ოსეტია-ირისტონზე“ მომუშავეთა რაოდენობა 167 ადამიანია. „ერთობლივი“ ტელეარხის ფუნქციონირებისთვის (სახელფასო ფონდი, თანამგზავრის იჯარა, სიგნალის მიწოდება, გადასახადები) ჩრდილოეთ ოსეთის ბიუჯეტში 67 მლნ რუბლი იყო გამოყოფილი -წერს ადგილობრივი მედიასაშუალება კომინფ ორგ.გამოცემის ინფორმაციით, ტელეარხს მაუწყებლობა ზაფხულში უნდა დაეწყო, თუმცა გადაიდო. ამ ეტაპზე საუბარია, რომ „ოსეტია-ირისტონი“ მაუწყებლობას ნოემბერში დაიწყებს და პროგრამაში ძირითადად კულტურულ-საგანმანათლებლო და საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემები იქნება 24 საათიანი სამაუწყებლო ბადით, რუსულ და ოსურ ენებზე.
წაკითხვა
მღრღნელები, ვადაგასული მედიკამენტები და ნაწლავური ჩხირებით დაბინძურებული სასადილო - ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფელ კიროვის სკოლა „დააჯარიმეს“
გამოქვეყნებულია: 2017-10-19 16:17:00
ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფელ კიროვის სკოლაში ჩატარებული შემოწმების შედეგად, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ზედამხედველობის სამსახურმა სასწავლო დაწესებულება არა ერთი დარღვევევის გამო „დააჯარიმა“, - წერს ადგილობრივი მედია.დე ფაქტო უწყების განმარტებით, 2016-2017 წლებში სკოლის „შემოწმებისას“ შენობაში მღრღნელები აღმოჩნდა, სკოლის სამედიცინო პერსონალის პერიოდული შემოწმება არ ხორციელდებოდა, სკოლის სამედიცინო პუნქტში ვადაგასული წამლები იყო, ე.წ. ადმინისტრაციას არ ჰქონდა სადეზინფექციო საშუალებები, სასადილოში ნაწლავური ჩხირები აღმოჩნდა, საკვები პროდუქტები კი ვეტერინარის „მოწმობის“ გარეშე იყო. ამასთან, სასმელი წყლის ხარისხი სანიტარულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. აღმოჩენილი დარღვევების გამო, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ზედამხედველობის სამსახურმა სოფელ კიროვის სკოლის დე ფაქტო ადმინისტრაციას „ჯარიმები“ დააკისრა.
წაკითხვა
ოკუპირებული აფხაზეთის მედია - ოკუპირებული რეგიონის “კეთილი ნების ელჩების“ მხარდასაჭერად ევროპარლამენტში დეპუტატების ჯგუფი იქმნება
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 11:07:00
უახლოეს მომავალში ევროპარლამენტში დეპუტატების ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის „კეთილი ნების ელჩების“ მიერ ინიცირებულ ჰუმანიტარულ საკითხებზე იმუშავებს - ინფორმაციას აპსნი.რუ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, უკვე ცნობილია, რომ ე.წ. სამუშაო ჯგუფში პოლონელი პოლიტიკოსი იანუშ კორვინ-მიკე შევა. იანუშ კორვინ-მიკე, უკრაინაში 2015 წლიდან პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. მის წინააღმდეგ უკრაინაში სისიხლის სამართლის საქმეც აღიძრა, კანონდარღვევით, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ვიცე-პრემიერ დიმიტრი როგოზინთან ერთად ვიზიტის გამო. "მხარს ვუჭერ ამ ინიციატივას, რადგან ეს ძალიან კარგი წამოწყებაა. ბევრმა პოლონელმა არ იცის, ვინ არიან კავკასიელები, რომ აფხაზები, ქართველები და სომხები ქრისტიანები არიან. იქ ძალიან ბევრი ძეგლია, ეკლესია და აუცილებელია მათი განადგურებისგან დაცვა. აუცილებელია, ომის შემდეგ, აფხაზეთის ქრისტიანული მემკვიდრეობის დაცვა“ - აცხადებს ევროდეპუტატი იანუშ კორვინ-მიკე, წერს ოკუპირებული აფხაზეთის მედია.შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის „კეთილი ნების ელჩებმა“ ვიდეო მიმართვა გაავრცელეს, რომელითაც იუნესკოს სთხოვენ დახმარებას, რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესანარჩუნებლად.აფხაზურ მედიაში ამ ინფორმაციის
წაკითხვა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახალხო დამცველი „თანამდებობიდან“ გაათავისუფლეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 19:20:00
ოკუპირებული აფხაზეთის პირველი ე.წ. სახალხო დამცველის თხოვნა „თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ დე ფაქტო პარლამენტმა დღეს დააკმაყოფილა.დიმიტრი მარშანი პირველი ე.წ. ომბუდსმენია ოკუპირებულ რეგიონში და ის დე ფაქტო პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით „დაამტკიცა“ 2016 წ. 22 ნოემბერს, თუმცა მისი „აპარატის“ მუშაობისთვის „ბიუჯეტიდან“ თანხა დე ფაქტო მთავრობას არ გამოუყვია, რის შესახებაც ე.წ. სახალხო დამცველი 18 თვის განმავლობაში პერმანენტულად ადგილობრივ მედიაში წერდა.თუმცა დე ფაქტო პარლამენტში მარშანმა თავისი გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით ახსნა. „სახალხო დამცველის ინსტიტუტი უნდა იყოს ნეიტრალური პოლიტიკური პარტიების მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ არ ვემხრობი იმ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა ატარებს, ამიტომ არ შემიძლია ნეიტრალური დავრჩე მიმდინარე პროცესების მიმართ“, - განაცხადა მარშანმა.მისი „გათავისუფლების“ შესახებ გადაწყვეტილებას დე ფაქტო პარლამენტში 19 ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი რომში ადგილობრივ მედიასთან შეხვედრას აანონსებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 16:02:00
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი იტალიაში ადგილობრივ მედიასთან შეხვედრას და პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს - ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის საინფორმაციო საშუალება "კომინფ ორგ" იტყობინება.პრესკონფერენციას მედოევთან ერთად ჯულიეტო კიეზაც მიიღებს - ყოფილი ევროპარლამენტარი, რომელიც სექტემბერში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა.რა საკითხებთან დაკავშირებით იმართება მედიასთან შეხვედრა - კომინფ.ორგი არ აკონკრეტებს.ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი იტალიაში, პეზაროს თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ოსური ხელოვნების კვირეულის გახსნაზე დასასწრებად ჩავიდა.
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში, წებელდას ე.წ. პოლიგონზე სამხედრო წვრთნები ტარდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 11:52:00
ოკუპირებულ აფხაზეთში, წებელდას ე.წ. სამხედრო პოლიგონზე რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები როტაციულ-ტაქტიკურ წვრთნებს ატარებენ. „წვრთნების მიზანი - პირობით მტრის ავიაციისა და ჯავშანტექნიკის განადგურებაა“, - წერს რუსული მედია რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით.გამოცემის ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილეობას იღებს 500 სამხედრო მოსამსახურე და 100 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის თანამედროვე ჯავშანტრანსპორტიორი БТР-82АМ, ბრონირებული სადაზვერვო მანქანა „დოზორი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“.
წაკითხვა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი შეცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-10-12 19:50:00
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც იმავდროულად დე ფაქტო ვიცე-პრემიერი იყო, „თანამდებობიდან გადააყენა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ინტერნეტ გამოცემა „აფსნი რუ“ ავრცელებს. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პოსტიდან ასლან კობახიას გათავისუფლების და აღნიშნულ „თანამდებობაზე“ გარი არშბას დანიშვნის შესახებ ე.წ. ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა და დე ფაქტო უწყების წარმომადგენლებს თავად წარუდგინა. „უკვე აუცილებელია, დავიწყოთ მუშაობა სხვაგვარად. შსს-მ უნდა გაამკაცროს ბრძოლა კრიმინალთან. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მინისტრი სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს. მან კარგად იცის ეს სფერო. აუცილებელია, რომ ქვეყანაში წესრიგი დამყარდეს“, - განაცხადა ხაჯიმბამ. გარი არშბა ოკუპირებული ტყვარჩელიდანაა, თუმცა 1999 -2008 წლებში რუსეთის ფედერაციის ძალოვან უწყებაში მუშაობდა. 2008 -2012 წლებში არშბა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ს სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელად და სოხუმის ე.წ. შინაგან საქმეთა განყოფილებაში, 2013-2017 წლებში კი რუსეთის შსს-ს მთავარ სამმართველოში, ჩრდილოკავკასიის ფედერალურ ოლქში მუშაობდა.
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში დაუდგენელი პირები პალმებს წვავენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-12 12:09:00
ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაუდგენელი პირები პალმებს ანადგურებენ - იტყობინება ადგილობრივი მედია.ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო საგანგებო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში, 10-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა პალმების დაწვასთან დაკავშირებით. დაუდგენელი პირები, დღის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბნებში უკიდებენ ცეცხლს მარადმწვანე მცენარეებს. ადგილობრივ დეფაქტო სამართალდამცველებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძირითადად წვავენ მარაოსებრ პალმებს, რომლებსაც ცეცხლი ადვილად ეკიდება. ასეთი პალმების „საბაზრო ღირებულება“ ოკუპირებულ აფხაზეთში 3500 რუბლია.
წაკითხვა