საზოგადოებრივი
104.5 FM
კონფლიქტები/ტერორიზმი
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში
გამოქვეყნებულია: 2014-04-03 16:15:00
დაპირისპირება და ხმაურიანი სხდომა პარლამენტში - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მთავარი პროკურორის მოადგილეს უსმენს. ირაკლი ჯოხაძე შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზეა დაბარებული. დეპუტატებს აინტერესებთ, რა ეტაპზეა გამოძიება და რა გარემოებებია გამოვლენილი ამ დროისთვის.სხდომა მწვავე განცხადებებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს, რის გამოც ჯოხაძეს გამოსვლის შეწყვეტა რამდენჯერმე მოუხდა.საგამოძიებო უწყების მაღალჩინოსანმა კანონმდებლებს ის ვიდეომასალაც უნდა უჩვენოს, რომელიც თათუხაშვილის გადაადგილებასა და პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლის კადრებს ასახავს.
წაკითხვა
ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალი და საქართველოს პერსპექტივები
გამოქვეყნებულია: 2014-04-01 20:49:00
რუსეთის მხრიდან გამოწვეული საფრთხეები არაერთხელ ახსენეს დღეს ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალზე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე და რუსეთთან ორგანიზაციის მომავალ ურთიერთობაზე იმსჯელეს. ქართველი ჟურნალისტებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ნატო-ს მოახლოებულ სამიტზე - ეს კითხვა ქეთევან ქარდავამ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს დაუსვა.
წაკითხვა
აშშ-ის დაზვერვა - რუსეთს საბრძოლო ტექნიკა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გადაჰყავს და საქართველოში შეჭრისთვის ემზადება
გამოქვეყნებულია: 2014-04-01 20:42:00
მოსალოდნელ საფრთხეებს შორის საქართველოს მოსახლეობა რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიას ასახელებს. რამდენად რეალურია ეს საფრთხე - ინტერვენციის საშიშროებაზე თავის გამოსვლაში ღიად ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა მაიკლ როჯერსმა. მაღალი რანგის ჩინოვნიკი აცხადებს, რომ რუსეთს საკუთარი საბრძოლო ტექნიკის საუკეთესო ნაწილი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გადაჰყავს და საქართველოში შეჭრისთვის ემზადება. პარალელურად, აფხაზური არხები ავრცელებენ ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონში მდებარე ნაგვალოუს პოლიგონზე სნაიპერებისა და სადაზვერვო დანაყოფის მომზადების კადრებს. რუსეთის მილიტარიზაციას და სამხედრო გადაადგილებებს თბილისში სერიოზულ საფრთხედ აღიქვამენ, თუმცა ექსპერტების თქმით, საქართველოზე თავდასხმის მზადყოფნის დემონსტრირება კრემლს დასავლეთთან სავაჭროდ სჭირდება. ამერიკელი კონგრესმენის განცხადებები და ქართველი ექსპერტების მოსაზრებები - მარიამ ცარელაშვილი დეტალებით.
წაკითხვა
ევროპარლამენტის დელეგაცია საზღვრისპირა სოფლებს სტუმრობდა
გამოქვეყნებულია: 2014-04-01 17:29:00
ევროპარლამენტის "სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის" წევრები დღეს საზღვრისპირა სოფლებს სტუმრობდნენ. ჯგუფის პრეზიდენტმა ჰანეს სობოდამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ის ადგილები დაათვალიერა, რომელიც რუსების მიერ მავთულხლართებით არის გაყოფილი. სოფელ ხურვალეთში ეგრეთ წოდებულ პირობით საზღვართან დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ ოკუპაცის შედეგებს. ისინი ასევე იმ ადამიანებს ესაუბრნენ, რომელთა სახლებიც გამყოფი ზოლის მეორე მხარეს მოექცა. ხურვალეთში დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეებიც პატრულირებდნენ. ბოლო 1 კვირაა რუს მესაზღვრეებს საოკუპაციო ხაზთან სამუშაოები არ განუახლებით. სოფელ ხურვალეთში საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები რამდენიმე დღის წინ დამონტაჟდა.
წაკითხვა
უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება
გამოქვეყნებულია: 2014-03-29 21:11:00
უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ექსპრემიერი საარჩევნო მარათონში ერთვება და მხარდამჭერებს მიმართავს. იულია ტიმოშენკოს გადაწყვეტილება არ მოსწონს ვიტალი კლიჩკოს. პარტია "უდარის" ლიდერმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება უფრაქციო დეპუტატ პეტრო პოროშენკოს სასარგებლოდ მიიღო. ვიტალი კლიჩკო კიევის მერად იყრის კენჭს. უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართება.
წაკითხვა
საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გზა ალიანსისკენ - კვირის მთავარ თემას სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი შეაფასებს
გამოქვეყნებულია: 2014-03-29 20:36:00
მაპ-ის მოლოდინში – თუ საქართველო სექტემბერში ნატო-ს სამიტზე უელსში ვერ მიიღებს წევრობის სამოქმედო გეგმას, ალიანსის უარი მოახდენს თუ არა გავლენას ქვეყნის შიდა სტაბილურობაზე. პირველი იმედგაცრუება 2008 წელს უკავშირდება.მაშინ ოფიციალური თბილისი მაპ-ის გარეშე დარჩა. 2008 წლის აპრილში ნატო-ს სამიტი ბუქარესტში გაიმართა - ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების მომხრე იყო, გერმანია, საფრანგეთი და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა - წინააღმდეგი. ევროპული პერსპექტივა და გზა ალიანსისკენ - კვირის მთავარ თემას სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი შეაფასებს.
წაკითხვა
ევროპას ვუახლოვდებით, ნატომდე კი გზა შორია - ბრიუსელის სამიტი "მოამბის" თვალით
გამოქვეყნებულია: 2014-03-29 20:21:00
ევროპას ვუახლოვდებით, ნატომდე კი გზა შორია - ბრიუსელის სამიტი "მოამბის" თვალით. საქართველო ხელშეკრულებას ხელს, დაჩქარებული წესით, ივნისში მოაწერს. სამხედრო ალიანსის წვერობის საკითხი კი ამ ეტაპზე გაურკვეველია. შტატების პრეზიდენტის მიერ დასმული "დიაგნოზი" ასეთია: "საქართველო და უკრაინა ნატოში წევრობის გზაზე არ დგანან". ევროპის პოლიტიკური დედაქალაქი მსოფლიო ლიდერებმა უკვე დატოვეს. ბრიუსელი მიმდინარე კვირას განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. იქ "მოამაბის" ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა მუშაობდა, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო დეტალს წარმოგვიდგენს, შეაჯამებს მსოფლიო ლიდერების ევროშეკრებას.
წაკითხვა
ლავროვი - რუსეთს უკრაინის საზღვრების გადაკვეთასთან დაკავშირებით არავითარი გეგმა არ აქვს
გამოქვეყნებულია: 2014-03-29 17:08:00
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრების გადაკვეთასთან დაკავშირებით არავითარი გეგმა არ აქვს. “ჩვენ, უბრალოდ, ძალიან გვინდა, რომ მუშაობა იყოს კოლექტიური, იმისთვის, რათა ის უღირსობა, რომლებიც იქ ხდება, შეწყდეს,- განაცხადა რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა.
წაკითხვა
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი უკრაინის "მემარჯვენე სექტორს" აკრიტიკებს
გამოქვეყნებულია: 2014-03-29 13:50:00
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი უკრაინის "მემარჯვენე სექტორს" აკრიტიკებს. ქეთრინ ეშტონის თქმით, ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს,მოვუწოდებ მემარჯვენე სექტორს თავი შეიკავონ ძალადობისგან. მათ დაუყოვნებლივ უნდა გადასცენ უკანონო იარაღი მთავრობას“, - აცხადებს ქეთრინ ეშტონი. უმაღლესი კომისარი მიესალმება უმაღლესი რადას მიერ სპეციალური კომისიის შექმნას,რომელიც "მემარჯვენე სექტორის" აქტივისტის მკვლელობას გამოიძიებს.
წაკითხვა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს
გამოქვეყნებულია: 2014-03-29 13:45:00
რუსეთი კიდევ ერთხელ გააფრთხილეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ინტერვენცია გაგრძელდება, ამას ამერიკის მხრიდანაც მკაცრი ნაბიჯები მოჰყვება და რუსეთს უფრო დიდ იზოლაციაში მოაქცევს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, ეს ნაბიჯები უკვე განიხილება.
წაკითხვა
სატელეფონო საუბარი ობამასა და პუტინს შორის
გამოქვეყნებულია: 2014-03-29 13:42:00
ყირიმში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმისა და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შემდეგ პირველად შედგა სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინსა და ბარაკ ობამას შორის. ინფორმაციას პრეზიდენტების ადმინისტრაციები ავრცელებენ. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში მითითებულირომ საუბარი პუტინის ინიციატივით შედგა, რაზეც არაფერი ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც ცნობილია, ორი ქვეყნის პირველმა პირებმა უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა,რომ უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს კრიზისისადმი თავშეკავებულ და მის განსამუხტად მიმართულ მიდგომას. მისივე თქმით, უკრაინა წინ მიიწევს, საკონსტიტუციო რეფორმებისა და დემოკრატიული არჩევნებისკენ. პრეზიდენტმა ობამამ რუსეთს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს და თავი აარიდოს მომავალ პროვოკაციებს, მათ შორის უკრაინის საზღვრებთან შეიარაღებული ძალების განთავსებას", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა დნესტრისპირეთში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოსახლეობას ბლოკადის გამო პრობლემები ექმნება. პრეზიდენტები სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ერთმანეთს ჯონ ქერი და სერგეი ლავროვი შეხვდებიან იმისთვის, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელონ.
წაკითხვა
რეპორტაჟი: "მოამბის" გადამღები ჯგუფი და სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზთან
გამოქვეყნებულია: 2014-03-28 20:49:00
"მოამბის" ერთი დღე ევროკავშირის მონიტორებთან ერთად - "მოამბის" გადამღები ჯგუფი სადამკვირვებლო მისიასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან და პატრულირება ე.წ. სასაზღვრო ზოლზე - ობიექტივში მოხვდა გზა, რომელსაც მონიტორინგის ჯგუფის წევრები ყოველდღე გადიან. ვიდეომასალა ატოცსა და კნოვლევშია გადაღებული. რუსი სამხედროების მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერებისა და მავთულხლართების გამო, ეს სოფლები დღეს ორადაა გაყოფილი. ნახეთ სოფო ოხანაშვილისა და ზაზა შუკვანის რეპორტაჟი საოკუპაციო ხაზიდან.
წაკითხვა
ობამას განცხადება საქართველოზე და თეთრი სახლის განმარტებები
გამოქვეყნებულია: 2014-03-28 20:39:00
ბრიუსელში გაკეთებული კომენტარის შემდეგ განმარტებას საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აკეთებს. ბრიჯიტ ბრინკის თქმით, თეთრი სახლის ლიდერის განცხადება იმ გარემოებას შეეხებოდა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ამოცანა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება და არა ახლავე ნატო-ში გაწევრიანებაა. ბრინკის განცხადებით, ალიანსი მაპ-ის მინიჭების საკითხს განიხილავს და ნატო-ს კარი მასში გაწევრიანების ყველა მსურველისთვის ღიაა. დიპლომატმა დღეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და მის გაწევრიანებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მათ შორის ნატო-ში. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბს ბრიუსელში ამერიკა-ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ ამერიკელმა ჟურნალისტმა ბარაკ ობამას ნატო-ს გაფართოებაზე ჰკითხა და ამ კონტექსტში საქართველო და უკრაინა ახსენა. პასუხად ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნატო-ს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა დღის წესრიგში არ დგას.
წაკითხვა
რუსეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობენ
გამოქვეყნებულია: 2014-03-28 20:38:00
ყირიმის მიერთებაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც რუსეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობენ. დუმის ფრაქცია "სპრავედლივაია როსიას" ლიდერის პროგნოზით, არჩევნები 2016 წლის ნაცვლად 2015 წელს ჩატარდება. მიზეზად სერგეი მირონოვი რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლას ასახელებს. ვადაზე ადრე არჩევნების გამართვას რეალურად მიიჩნევენ რუსი პოლიტოლოგებიც, რომლებიც ნაადრევ საარჩევნო მარათონს ვლადიმერ პუტინის გაზრდილ რეიტინგს უკავშირებენ. მათ პროგნოზს რუსული სოციოლოგიური ცენტრის გამოკითხვებიც ამყარებს, რომლის მიხედვით, ყირიმის რეფერენდუმის შემდეგ პრეზიდენტს ქვეყანაში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.
წაკითხვა
ყირიმის რეფერენდუმის არაღიარების რეზოლუცია და ახალი სანქციები რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ
გამოქვეყნებულია: 2014-03-28 20:34:00
განმეორდება თუ არა ყირიმის სცენარი უკრაინის სხვა რეგიონებშიც - ორკვირიანი პაუზის შემდეგ ვიქტორ იანუკოვიჩი მოსახლეობას ამჯერად წერილობით მიმართავს და, ყველა რეგიონში სტატუსის განსაზღვრის მიზნით, რეფერენდუმის ჩატარებას ურჩევს. ქვეყნის ყოფილი ლიდერი მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს უკანონოდ აცხადებს და მოქმედ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მწვავედ აკრიტიკებს. მთავრობის წინააღმდეგ გამოდის "მემარჯვენე სექტორიც", რომელიც მეორე დღეა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, რადას წინ საპროტესტო აქციას მართავს. ვითარების ესკალაციის ფონზე, მწვავდება საერთაშორისო რეაქციებიც. გაეროს ასამბლეა ყირიმის რეფერენდუმის არაღიარების შესახებ რეზოლუციას ამტკიცებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კი რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს.
წაკითხვა
ყირიმის დე ფაქტო მთავრობამ "შავი სია" შეადგინა
გამოქვეყნებულია: 2014-03-28 12:52:00
ყირიმის დე ფაქტო მთავრობამ უკრაინელი მაღალჩინოსნები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაცია დე ფაქტო მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. სიაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვი, პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი, შენაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი და სხვა მაღალჩინოსნები არიან. პერსონა ნონ გრატად შერაცხეს კლიჩკო და ტიაგნიბოკიც. სიაში სულ 321კაცია.
წაკითხვა
გაერომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო
გამოქვეყნებულია: 2014-03-28 12:50:00
გაერომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო გაერომ. რეზოლუციას ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის წინააღმდეგ 100-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 11-მა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა, 58-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუციის ტექსტი ქვეყნებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, 16 მარტის რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით. დადგენილების ტექსტის ავტორები არიან გერმანია, კანადა, კოსტარიკა, ლიტვა, პოლონეთი და უკრაინა. გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც განაცხადეს, რომ კიევის ხელისუფლებისა და მათი უცხოელი ადვოკატების მცდელობა, დაამახინჯონ უკრაინაში შემაშფოთებელი პროცესების შინაარსი, არაფერს იწვევს, გარდა სინანულისა. ლავრობის უწყება ამბობს, რომ მთელი სიმძლავრით მუშაობს ცივი ომის დროინდელი პროპაგანდისტული მანქანა, რომ უკრაინაში არსებული შიდა პოლიტიკური კრიზისი უკანა პლანზე გადაიტანონ და პასუხიმგებლობა დაძაბულობასა და მიმდინარე პროცესებზე რუსეთის ფედერაციას დააკისრონ.
წაკითხვა
აშშ-ის დაზვერვა - მაღალია ალბათობა, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში შეიჭრას
გამოქვეყნებულია: 2014-03-27 20:51:00
"ძალიან მაღალია ალბათობა, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში შეიჭრას", - ამ ცნობას შეერთებული შტატების კონგრესს სახელმწიფო დაზვერვის დეპარტამენტი აწვდის. დოკუმენტში ჩამოთვლილია ის ოლქები, რომელთა დაპყრობაც რუსეთს აქვს გადაწყვეტილი. ესენია - დონეცკი, ლუგანსკი და ხარკოვი.რუსები ამ ცნობას პანიკურს უწოდებენ, თუმცა ქვეყნის სამხრეთით მასშტაბურ საბრძოლო წვრთნებს აწარმოებენ, რომელშიც 35 ათასი სამხედრო მონაწილეობს.ორდღიანი წვრთნის განმავლობაში რუსული მოიერიშე თვითმფრინავები 40-მდე აფრენას განახორციელებენ და 50 ავიადარტყმას მოახდენენ.არის თუ არა კავშირში ერთმანეთთან რუსული სამხედრო წვრთნები და შეერთებული შტატების დაზვერვის დეპარტამენტის ცნობები - ამას მარიამ ცარელაშვილი არკვევდა.
წაკითხვა
ტიმოშენკო პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
გამოქვეყნებულია: 2014-03-27 20:48:00
იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებს. პარტია "ბატკივშინას" ლიდერემა ეს განცხადება კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. უკრაინის ექსპრემიერმა განმარტა, რომ 29 მარტს დაგეგმილ ყრილობაზე იგი პარტიის წევრებს მიმართავს, დაამტკიცონ მისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე.შეგახსენებთ, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 25 მაისს გაიმართება.ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, ტიმოშენკოს მხარს უკრაინის მოსახლეობის 8 პროცენტი უჭერს.
წაკითხვა
რუსული გაზის ალტერნატივა - რა ადგილი უკავია საქართველოს ენერგორუკაზე
გამოქვეყნებულია: 2014-03-27 20:46:00
ბრიუსელში, ევროკავშირი-ნატოს სამიტზე მთავარი განსახილველი საკითხი ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობაც იყო. როგორც ჩანს, მოკავშირეები ევროპისთვის რუსული გაზის ალტერნატიულით ჩანაცვლების გზებს ეძებენ. ობამამ ევროპას ამერიკიდან გაზის ექსპორტიც კი შესთავაზა.ამ დროის მონაცემებით, ევროპაში მოხმარებული გაზის 40 პროცენტი რუსულია. არსებობს თუ არა მისი ჩანაცვლების გზები და რა ადგილს იკავებს საქართველო კონტინენტის ენერგეტიკულ რუკაზე, ამით სოფო ოხანაშვილი დაინტერესდა.
წაკითხვა