საზოგადოებრივი
104.5 FM
კონფლიქტები/ტერორიზმი
"საქართველო და უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე არ დგანან" - რას გულისხმობდა ობამა
გამოქვეყნებულია: 2014-03-27 20:31:00
"საქართველო და უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე არ დგანან", - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები თბილისში. ოფიციალური თბილისი ობამას ამ განცხადებას რეალისტურს უწოდებს. ოპოზიციის აზრით კი, ეს შედეგი დიპლომატიურ ველზე ახალი ხელისუფლების არადამაკმაყოფილებელი მუშაობის გამო დადგა.ლიკა ხურციძე პოლიტოლოგებთან და ექსპერტებთან ერთად შეეცადა გაეშიფრა, ამერიკის პრეზიდენტის მიერ ნათქვამი ფრაზის მიზეზი და ქვეტექსტი.
წაკითხვა
კავკასიის იმარატს ახალი ლიდერი ჰყავს
გამოქვეყნებულია: 2014-03-26 20:58:00
კავკასიის იმარატს ახალი ლიდერი ჰყავს. ალიასხაბ კებეოვი, იგივე აბუ მუჰამადი ჩრდილოკავკასიელმა მოჯაჰედებმა ხელმძღვანელად მას შემდეგ აირჩიეს, რაც მებრძოლებმა დოკუ უმაროვი გარდაცვლილად გამოაცხადეს. თუმცა რუსეთის ძალოვანი უწყებები ჩრდილოკავკასიელი მოჯაჰედების ლიდერის სიკვდილს ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებენ. რა ცვლილებების წინაშე დგას რუსეთის არასტაბილური რეგიონი - ზვიად მჭედლიშვილი მუშაობდა თემაზე.
წაკითხვა
ქართული კვალის წაშლის მორიგი მცდელობა ოკუპირებულ რეგიონში
გამოქვეყნებულია: 2014-03-26 20:49:00
ქართული კვალის წაშლის მორიგი მცდელობა ოკუპირებულ რეგიონში - სოფელ აჩაბეთში მდებარე ისტორიულმა ციხესიმაგრემ შესაძლოა ავთენტურობა დაკარგოს. ადრეული შუასაუკუნეების ძეგლზე, ადგილობრივი ოსური ორგანიზაციის ინიციატივით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებობს შესაბამისი ფოტომასალაც, რომელთა მიხედვით, რესტავრაციის პროცესში ბავშვებიც მონაწილეობენ. ქართველი სპეციალისტების პროგნოზით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აჩაბეთის ციხე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე და უკვე იერსახედაკარგული ისტორიული ძეგლების ბედს გაიზიარებს. სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.
წაკითხვა
იზრდება თუ არა ყირიმის პრეცედენტის შემდეგ საფრთხე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
გამოქვეყნებულია: 2014-03-26 20:42:00
იზრდება თუ არა ყირიმის პრეცედენტის შემდეგ საფრთხე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთთან მიერთებას არ აპირებენ, ცხინვალის რეგიონში კი მარიონეტული მთავრობა პოზიციის დაფიქსირებისგან ჯერ თავს იკავებს. დღეს ცნობილი ხდება, რომ თიბილოვი კრემლშია დაბარებული, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა მიზეზით გამოიძახეს არაღიარებული ლიდერი მოსკოვში. ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების მონტაჟის პროცესი თითქმის ერთი კვირაა შეჩერებულია. აფხაზეთში კი რუსი სამხედროები ტაქტიკურ წვრთნებს გადიან.
წაკითხვა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 27-ე რაუნდი დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2014-03-26 20:38:00
რამდენიმე წუთის წინ გაეროს ოფისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 27-ე რაუნდი დასრულდა. შედეგები შემაჯამებელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომელსაც რუსეთის წარმომადგენლები არ დასწრებიან. ქართული მხარის ინფორმაციით, რუსეთი კვლავ უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღებაზე, რაც უკრაინის მოვლენების ფონზე, მოლაპარაკებების მთავარი თემა და ოფიციალური თბილისის ძირითადი მოთხოვნა იყო. საქართველოს დელეგაციის ცნობით, ოფიციალურმა თბილისმა დიალოგისას მავთულხლართების პოლიტიკის გაგრძელებისა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხიც დააყენა და ყველა ამ თემაზე საერთაშორისო საზოგადოებისგან კიდევ უფრო მკაცრი რეაგირება მოითხოვა. რაც შეეხება ჰუმანიტარულ საკითხებს, ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებების შედეგად შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სკოლის მოსწავლეებისა და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვები მოიხსნას. დღესვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიადის პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადმოწეული 11-კილომეტრიანი ზოლი სტატუს კვოს დაუბრუნდა. ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 16-17 ივნისს გაიმართება.
წაკითხვა
ამერიკის პრეზიდენტი მოსკოვს იზოლაციითა და ახალი ეკონომიკური სანქციებით კიდევ ერთხელ დაემუქრა
გამოქვეყნებულია: 2014-03-26 20:38:00
მოსალოდნელი ახალი სადამსჯელო ზომები რუსეთის წინააღმდეგ - ამერიკის პრეზიდენტი მოსკოვს იზოლაციითა და ახალი ეკონომიკური სანქციებით ამჯერად ბრიუსელიდან დაემუქრა, სადაც ცოტა ხნის წინ ევროკავშირი-ამერიკის სამიტი დასრულდა. განხილვის მთავარი თემა უკრაინაში განვითარებული მოვლენები და ყირიმის ანექსია იყო. ევროპელმა ლიდერებმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად, რუსეთის ხელისუფლებას სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდეს და მოსკოვთან მომავალი ურთიერთობის სტრატეგიას დასახავენ. ერთდღიანი სამიტი ბარაკ ობამასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეჯამდა, სადაც განცხადება საქართველოზეც გაკეთდა. ქეთი ქარდავა აშუქებს ამერიკა-ევროკავშირის სამიტს.
წაკითხვა
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში
გამოქვეყნებულია: 2014-03-26 16:25:00
მოლაპარაკებების 27–ე რაუნდი ჟენევაში უკვე მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციის წევრები საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ რუსეთს ის ვალდებულება შეახსენონ, რაც მოსკოვმა 2008 წელს აიღო. ასევე განხილვის თემაა აფხაზეთის 11-კილომეტრიანი საზღვრის საკითხიც, რომელიც რუსეთმა აფხაზეთში გადმოწია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს საზღვარი აღარ არსებობს. ქართულ მხარეს ეს ინფორმაცია ჯერ გადამოწმებული არ აქვს და პასუხს დღის ბოლოსთვის ელოდება.
წაკითხვა
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი მუშაობას განაგრძობს
გამოქვეყნებულია: 2014-03-26 12:59:00
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი მუშაობას განაგრძობს. სხდომა სასტუმრო "თბილისში" დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა დეპუტატი გიორგი ვოლსკი, რომელმაც საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის თემაზე ისაუბრა. დავით დარახველიძეს მოხსენება დევნილთა მდგომარეობის შესახებ ჰქონდა.
წაკითხვა
ობამა - დღეს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ბევრად მკაცრია, ვიდრე 2008 წელს
გამოქვეყნებულია: 2014-03-25 20:38:00
ამ წუთებში ჰააგაში შემაჯამებელ პრესკონფერენციას მართავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელსაც დღეს, ძირითადად, არა ბირთვული უსაფრთხოების, არამედ რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიის ანექსიის შესახებ უწევს შეფასების გაკეთება. ოკუპაციაზე საუბრისას ბარაკ ობამამ საქართველოს მაგალითიც ახსენა და აღნიშნა, რომ დღეს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გაცილებით მკაცრია, ვიდრე 2008-ში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს.
წაკითხვა
რუსი სამხედროების მიერ აღმართული ბარიერების გამო, მოსახლეობა საგაზაფხულო სამუშაოებს ვერ ატარებს
გამოქვეყნებულია: 2014-03-25 20:35:00
ვიდრე ჟენევის მოლაპარაკებისგან რაიმე ხელშესახებ შედეგებს მივიღებთ, კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა პრობლემებს ებრძვის. შიდა ქართლში რუსი სამხედროების მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერების გამო, მოსახლეობა საგაზაფხულო სამუშაოებს ვერ ატარებს. ადგილობრივთა ნაწილის დამუშავებული მიწები მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა. მსგავსი პრობლემა ერთდროულად შეექმნა გორისა და ქარელის რამდენიმე სოფელსაც. საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებას ისიც ართულებს, რომ სარწყავი სისტემა მავთულხლართებს მიღმაა - მარიამ ცარელაშვილი დეტალებით კონლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებიდან.
წაკითხვა
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 27-ე რაუნდი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2014-03-25 20:30:00
საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა, მავთულხლართების გავლება და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა – ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებსაც ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე დააყენებს. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, უკრაინის მოვლენების ფონზე ქართული მხარე განსაკუთრებულ აქცენტს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებაზე გაამახვილებს, რომელიც რუსეთს, საქართველოსგან განსხვავებით, ამ დრომდე არ აუღია. რუსულ დელეგაციას, ტრადიციულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
წაკითხვა
ექსკლუზივი - რას ფიქრობენ ნატო-ში სააკაშვილის მოწმედ დაკითხვაზე და საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებაზე
გამოქვეყნებულია: 2014-03-25 20:29:00
ჰააგიდან პოლიტიკური ცენტრი ხვალ ბრიუსელში გადაინაცვლებს, სადაც ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამიტი გაიმართება. პოლიტიკური ლიდერები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. სამიტს პირველად დაესწრება პრეზიდენტი ობამა. დღეს კი ბრიუსელში "მოამბის" ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ჯეიმს აპატურაის ესაუბრა. "მოამბეს" აინტერესებდა, რას ფიქრობენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიხეილ სააკაშვილის მოწმედ დაკითხვაზე, საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებაზე და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე. რა პასუხები მიიღო ჯეიმს აპატურაისგან - ქეთევან ქარდავა დეტალებით.
წაკითხვა
საქართველოს პრემიერი ჰააგის სამიტზე სიტყვით გამოვიდა
გამოქვეყნებულია: 2014-03-25 20:21:00
ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტი დასრულდა. 53 ქვეყნის ლიდერებმა ხელი მსოფლიო უსაფრთხოების კომუნიკეს მოაწერეს. მანამდე კი ლიდერები სამიტზე სიტყვით გამოდიოდნენ. გამომსვლელთა შორის საქართველოს პრემიერიც იყო. ღარიბაშვილმა სიტყვაში აქცენტი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებზე გააკეთა, სადაც მისი თქმით, ბირთვული უსაფრთხოების თვალსაზრისით, საერთაშორისო კონტროლის მექანიზმები არ არსებობს და შესაბამისად, კონტრაბანდის საფრთხეც რეალურია. სამიტის ირგვლივ ინტერესს უკრაინის საკითხიც აძლიერებდა. სწორედ უკრაინის გამო თქვეს უარი "დიდი რვიანის" წევრებმა სოჭში ივლისში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობაზე. ჰააგიდან რატი მუჯირი დეტალებით.
წაკითხვა
რუსი სამხედროების ძალადობა ყირიმში და უკრაინის დაყოფის რუსული გეგმა
გამოქვეყნებულია: 2014-03-24 21:02:00
რუსმა სამხედროებმა უკრაინის სადესანტო ხომალდ "კონსტანტინ ოლშანსკიზე" შტურმი დაიწყეს. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" გემის კაპიტან დიმიტრი კოვალენკოზე დაყრდნობით წერს. "ლიგა ნეტის" ინფორმაციით კი, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აღნიშნაული ხომალდის ეკიპაჟი რუსეთის მხარეს გადავიდა, მაგრამ ხომალდი უკრაინას ეკუთვნის.ბორტზე 20-მდე ადამიანი დარჩა, რომლებიც იქ ბოლომდე დარჩენას აპირებენ. გუშინ გემთან კატერებით მიდიოდნენ რუსეთის საზღვაო ქვეითები, რომლებიც გემზე მყოფებს დანებებისკენ მოუწოდებდნენ.პარალელურად, ყირიმში დისლოცირებულ უკრაინელ სამხედროებს ოფიციალურმა კიევმა ბაზების დატოვების ბრძანება მისცა. ტერიტორიებს რუსი სამხედროები იკავებენ.ადგილზე დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრიც ჩავიდა. იწყება რუსული პასპორტების დარიგება და რუსული რუბლით პენსიების გაცემა. "ბერკუტი" რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.ოფიციალური კიევი კი საერთაშორისო რეაქციებს ელის და დსთ-დან გასვლის საკითხს რადაში აყენებს.უკრაინის გადანაწილების კიდევ ერთი ახალი რუსული გეგმა – რუსეთის დუმის სახელით ვლადიმერ ჟირინოვსკი პოლონეთს, უნგრეთსა და რუმინეთს უკრაინის დანარჩენი ტერიტორიების მიერთების მოთხოვნით მიმართავს. ფაქტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე დაადასტურეს. რუსეთში კი მსგავსი შინაარსის წერილის გაგზავნას კატეგორიულად უარყოფენ.
წაკითხვა
უკრაინის ხელისუფლებას რუსულ მხარესთან შეხვედრა სურს
გამოქვეყნებულია: 2014-03-24 20:59:00
ცოტა ხნის წინ ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, პრესკონფერენცია გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი განცხადებით, სამიტის ფარგლებში, უკრაინულ მხარეს რუსულ მხარესთან შეხვედრა სურს, რათა გაიგოს პრეზიდენტ პუტინის გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით.ამასთან, უკრაინელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება კონფლიქტის მოსაგვარებლად მხოლოდ დიპლომატიურ გზას გამოიყენებს.
წაკითხვა
ბათუმში ნატო-ს საწინააღმდეგო აქცია დაპირისპირებით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2014-03-24 20:42:00
თბილისის მსგავსად, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა ნატო-ს წინააღმდეგ გამართული აქცია ბათუმშიც. მიტინგი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული რამდენიმე პირის ორგანიზებით მოეწყო. საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივა გააპროტესტეს და სხვადასხვა დროს ჩატარებული სამხედრო ოპერაციები დაგმეს.მათ მოწოდებებს მოქალაქეების ერთი ჯგუფი "თავისუფალი ზონისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად დაუპირისპირდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. აქცია მალევე დაიშალა.ხელჩართული ჩხუბი და სამი ადამიანის დაკავება მოჰყვა დღეს ნატო-ს საწინააღმდეგო აქციას თბილისში.
წაკითხვა
ნატო-ს საწინააღმდეგო აქცია ხელჩართული ჩხუბისა და დაკავებების ფონზე
გამოქვეყნებულია: 2014-03-24 20:41:00
ხელჩართული ჩხუბი და სამი ადამიანის დაკავება მოჰყვა ნატო-ს საწინააღმდეგო აქციას თბილისში. ინციდენტი "კინოს სახლთან" მოხდა, სადაც "ევრაზიული კავშირის" მომხრეები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკის გასაპროტესტებლად და ყოფილ იუგოსლავიაში განვითარებული მოვლენების გასახსენებლად შეიკრიბნენ. სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც ყოფილი იუგოსლავიის მოვლენების შესახებ მომზადებული ფილმის ნახვის შემდეგ, ნატო-ს მოწინააღმდეგეები "კინოს სახლის" შენობას ტოვებდნენ. მათ ადგილზე მიმდინარე კონტრაქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ, რაც მალევე სიტყვიერ უთანხმოებასა და ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, სამი ადამიანი დააკავეს.ვითარება კიდევ ერთხელ მაშინ გამწვავდა, როდესაც ადგილზე "კინოს სახლის" შენობაში განთავსებული ტელეკომპანია "ობიექტივის" თანამშრომლები გამოჩნდნენ. ჟურნალისტ ირმა ინაშვილს ნატო-ს მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ადრესატისგან საპასუხო რეაქცია მოჰყვა.ინციდენტი მოხდა შენობის შიგნითაც. ყოფილი იუგოსლავიის მოვლენების შესახებ ფილმის ჩვენების დროს დარბაზში კონტრაქციის რამდენიმე მონაწილე შევიდა და დამსწრეებს 2008 წლის ომის დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცებისთვის პატივის მიგება სთხოვა, რის შემდეგაც მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა. ნატო-ს მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა თქმით, ამ ფორმით მათ დარბაზში შეკრებილთა ლუსტრაცია მოახდინეს."კინოს სახლთან" მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, კონტრაქციების მონაწილეები ნატო-ს საინფორმაციო ცენტრისკენ ფეხით დაიძრნენ. იმის მიუხედავად, რომ საპატრულო პოლიციას კორდონი ჰქონდა გავლებული, ნატო-ს მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ფეხით მსვლელობის დროს და საინფორმაციო ცენტრთან მისვლის შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება მაინც დაფიქსირდა.ყველა ამ ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას უკომენტაროდ გთავაზობთ.თბილისის მსგავსად, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა ნატო-ს წინააღმდეგ გამართული აქცია ბათუმშიც.
წაკითხვა
ბრიუსელში გამართულ ფორუმზე მთავარი თემა უკრაინის და საქართველოს საკითხების განხილვა იყო
გამოქვეყნებულია: 2014-03-22 20:40:00
საქართველოს დელეგაცია ბრიუსელშია. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში მაღალი რანგის შეხვედრები გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ალიანსის გენერალურ მდივანს, ევროსაბჭოს პრეზიდენტს, ლიტვის და გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. უკრაინა და საქართველო იყო განხილვის მთავარი თემა ბრიუსელში გამართულ ფორუმზეც, რომელსაც დავით უსუფაშვილი ვიტალი კლიჩკოსთან ერთად ესწრებოდა. სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი ახალ პოლიტიკაზე გადადის. ცვილება სამი მიმართულებით განხორციელდება. ნატო-ს განვითარების გეგმის კორექტირება გადაწყვეტილია. განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკეთა. ნატო შესაბამის ნაბიჯებს სამი მიმართულებით გადადგმას. რა ხდება ნატოში - რატი ხვისტანი დეტალებით.
წაკითხვა
მორიგი იერიში ყირიმში - რუსმა სამხედროებმა უკრაინული წყალქვეშა ნავი ჩაიგდეს ხელში
გამოქვეყნებულია: 2014-03-22 20:32:00
მორიგი იერიში ყირიმში - რუსმა სამხედროებმა ერთადერთი უკრაინული წყალქვეშა ხომალდი "ზაპოროჟიე" დაიკავეს. უკრაინული მედია წერს, რომ ხომალდს ხმოვანი ხელყუმბარები დაუშინეს, რუსული მედიის ცნობით კი, "ზაპოროჟიე" რუს სამხედროებს გემის ხელმძღვანელმა თავად ჩააბარა. პარალელურად, ვრცელდება ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეუთო-მ უკრაინაში დამკვირვებლების საგანგებო მისიის გაგზავნა გადაწყვიტა. ორგანიზაციის დამკვირვებლები ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში ჩავლენ.
წაკითხვა
ვაშინგტონმა სანქციები აამოქმედა - რუსულ საფონდო ბირჟაზე აქციების ფასები მკვეთრად ეცემა
გამოქვეყნებულია: 2014-03-21 20:37:00
ოკუპაციის დაკანონება - ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ფონზე, რუსეთმა ყირიმი ოფიციალურად მიიერთა. შესაბამისმა დოკუმენტმა რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის სრული მხარდაჭერა მიიღო. ანექსიის გამო ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მოსკოვს მოსალოდნელი ახალი სადამსჯელო ზომების შესახებ აფრთხილებენ. მანამდე კი რუსეთს იმ ფინანსურ პრობლემებთან უწევს გამკლავება, რომლებიც ვაშინგტონის მიერ უკვე ამოქმედებულ სანქციებს მოჰყვა - შეფერხებულია ერთ-ერთი წამყვანი ბანკის მუშაობა, რუსულ საფონდო ბირჟაზე კი აქციების ფასი მკვეთრად ეცემა.
წაკითხვა