საზოგადოებრივი
104.5 FM
კონფლიქტები/ტერორიზმი
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის მინისტრი - დღეს, აფხაზური არმია მზადაა ნებისმიერ აგრესორს გაუწიოს წინააღმდეგობა
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 19:03:00
ოკუპირებული აფხაზეთში დეფაქტო თავდაცვის სამინისტროს შექმნის 25-ე წლისთავი „აღნიშნეს“. თავის სიტყვაში, დეფაქტო თავდაცვის მინისტრმა მირაბ ქიშმარიამ ე.წ. შეიარაღებულ ძალებზე და „სტრატეგიულ პარტნიორთან“ რუსეთთან მჭიდრო „თანამშრომლობაზე“ ისაუბრა.„დღეს, აფხაზური არმია მზადაა წინააღმდეგობა გაუწიოს ნებისმიერ აგრესორს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოიჭრება“ - განაცხადა გამოსვლის ბოლოს ქიშმარიამ.
წაკითხვა
ლენინის ძეგლი, რუსული დროშები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი დაბა კვაისა [ფოტოები]
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 16:49:00
კვაისა ონის მუნიციპალიტეტის დაბაა, რომელიც 1992 წლიდან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებშია მოქცეული. თავის დროზე, მასზე გადიოდა თბილისთან დამაკავშირებელი გზა, ცხინვალის გავლით. დაბა კვაისა ოკუპირებული ცხინვალიდან 75 კმ-ით არის დაშორებული. დასახლებაში სკოლა და საავადმყოფო გასულ წელს აშენდა. დაბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია-მშენებლობაც გასულ წელს დაიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება. დღესაც ფუნქციონირებს შახტები და სასარგებლო წიაღისეულის (სპილენძი, თუთია) მოპოვება ხდება. 2015 წელს საოკუპაციო რეჟიმმა დაბა კვაისას ქალაქის ე.წ. სტატუსი მიანიჭა.     
წაკითხვა
ოკუპირებულ ცხინვალში გაზის გაჟონვის გამო, აფეთქება მოხდა - დაშავებულია ერთი ადამიანი
გამოქვეყნებულია: 2017-10-11 14:03:00
ოკუპირებულ ცხინვალში, საცხოვრებელ სახლში გაზის გაჟონვის გამო, აფეთქება მოხდა - ინფორმაციას “ოსინფორმი“ ავრცელებს. მედიასაშუალების განმარტებით, შემთხვევა კომაროვის ქუჩაზე მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავდა ქალბატონი, რომელიც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წაკითხვა
2018 წელს რუსეთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს 8 მლრდ რუბლით დაეხმარება
გამოქვეყნებულია: 2017-10-10 17:05:00
2018 წელს, რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისთვის გაწეული ფინანსური დახმარება 6,17 მლრდ რუბლით განისაზღვრა, - ამის შესახებ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე, ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ფინანსთა მინისტრმა აზა ხაბალოვამ განაცხადა.„მოცემული თანხიდან დაახლოებით 1,5 მლრდ რუბლი საინვესტიციო პროგრამის რეალიზებაზე დაიხარჯება. დანარჩენი თითქმის 4,5 მლრდ რუბლი არსებულ საჭიროებებზე დაიხარჯება", - განმარტა ხაბალოვამ.თავად ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ბიუჯეტი 2018 წლისთვის კი, არსებული პროგნოზებით, სავარაუდოდ 1 მლრდ რუბლს შეადგენს.
წაკითხვა
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეში ვიტალი დარასელიას 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადებიან
გამოქვეყნებულია: 2017-10-08 18:05:00
ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ ოჩამშირეში ქართველი ფეხბურთელის, თბილისის დინამოსა და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის ვიტალი დარასელიას 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადებიან. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. საზეიმო ღონისძიებებისთვის, დარასელიას მშობლიურ ქალაქში დე ფაქტო მთავრობამ ფეხბურთელის მემორიალს რესტავრირება ჩაუტარა, დამონტაჟდა ახალი ლამპიონები, შეიცვალა მოპირკეთება.ოკუპირებული რეგიონის ქალაქ ოჩამჩირის დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ხვალ, მემორიალზე იგეგმება სამგლოვიარო მიტინგის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას ვეტერანი ფეხბურთელებიც მიიღებენ. „შემდეგ კი სოხუმის ცენტრალურ სტადიონზე, ლეგენდარული ფეხბურთელის ხსოვნის პატივსაცემად ჩატარდება ამხანაგური მატჩი ვეტერან ფეხბურთელებს შორის“, -  აცხადებენ დე ფაქტო ადმინისტრაციაში.ვიტალი დარასელია 1957 წლის 9 ოქტომბერს ქალაქ ოჩამჩირეში დაიბადა. 1982 წლის 13 დეკემბერს ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში, 25 წლის ასაკში.
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი აბიტურიენტების გამო, რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში „კვოტებს“ კარგავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-08 17:20:00
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან წელს მხოლოდ 51 აბიტურიენტმა ისურვა სწავლის გაგრძელება რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში, რის გამოც რეგიონისთვის რუსეთის მიერ დაწესებული 64 „კვოტის“ ათვისება სრულად ვერ მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია დე ფაქტო განათლების მინისტრზე ნატალია გასიევაზე დაყრდნობით წერს.გასიევას განმარტებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ოკუპირებული რეგიონი ყოველწლიურად კარგავს „კვოტებით“ გათვალიწინებულ ადგილებს, რადგან რუსეთის უმაღლესი სასწავლებლებიდან „თანამშრომლობის“ ხაზით გამოყოფილი ადგილები წინასწარ განსაზღვრული და ფიქსირებული არ არის.რუსეთთან „თანამშრომლობის“ ფარგლებში მონაწილეობის მისაღებად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან აბიტურიენტები სამ ძირითად მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდე. სამი წლის განმავლობაში მაინც უნდა სწავლობდეს ოკუპირებულ რეგიონში, 5-ქულიან ატესტატს უნდა ფლობდეს და ე.წ. რესპუბლიკურ ოლიმპიადებში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომები უნდა გააჩნდეს.ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „უნივერსიტეტში“ წელს 300 აბიტურიენტი ჩაირიცხა, ჩრდილოეთ ოსეთის უმაღლეს სასწავლებელში კი რეგიონიდან წასული 31 აბიტურიენტი.დე ფაქტო განათლების უწყება, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული და მოსწავლე სტუდენტების სწავლის პროცესსაც უწევს კონტროლს. მათი განცხადებით, დამაკმაყოფილებლად ახალგაზრდების მხოლოდ ნაწილი სწავლობს.
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, გუფთა-კვაისას დამაკავშირებელი გზის პირველი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-08 16:36:00
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, გუფთა-კვაისას დამაკავშირებელი გზის გუფთა-ყემულთას რეაბილიტაცია-მშენებლობა სრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.ოკუპირებულიუ ჯავის რაიონში გუფთა-კვაისას გზის კაპიტალური მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და მისი ღირებულება მთლიანად 546 მილიონი რუბლით განისაზღვრა. „მოცემულ მომენტზე ძირითადი სამუშაოები მიმდინარეობს გზის ურთულეს მონაკვეთზე, რომლის სიგრძე 1 კილომეტრია. ზოგიერთ ადგილზე ნახევარხიდების დამონტაჟება გახდა საჭირო და ამის ხარჯზე გზაც 10-12 მეტრით გაფართოვდა“, - განაცხადა სამუშაოების მწარმოებელმა, კონსტანტინ აბეევმა.ადგილზე 40 ადამიანი მუშაობს და 20 ერთეული ტექნიკა. ოკუპირებული რეგიონის გუფთა-ზემო ყემულთას დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის სიგრძე სულ 13,2 კმ-ია.ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის განმარტებით, სამუშაოები რუსეთის „საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება და თვის ბოლოს უნდა დასრულდეს.შეგახსენებთ, რომ კვაისა დაბა ონის მუნიციპალიტეტის სოფელია, რომელიც 1992 წლიდან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებშია მოქცეული. სოფელი გუფთა და სოფელი ყემულთა ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფლებია.
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალის მედპერსონალმა რუსეთის ჯანდაცვის უწყებისგან დავალება მიიღო
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 18:54:00
ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმყოფება. ადგილობრივ ექიმებთან შეხვედრისას მთავარ პრობლემად სპეციალისტების სიმცირე დასახელდა. თავად ოკუპირებული რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, ზოგიერთ რაიონში ექიმები საერთოდ არ ჰყავთ. პრობლემებზე საუბრისას, ექიმებმა დახმარებისთვის რუსეთის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელს მიმართეს, თუმცა ამ უკანასკნელის განმარტებით, ოკუპირებულ რეგიონში, სპეციალისტებთან ერთად, საერთო სურათის შესაბამისი მონაცემებიც არ არსებობს, - წერს ადგილობრივი მედია. „სამკურნალო დაწესებულებების წარმომადგენლებს მივეცით საშინაო დავალება - შეაგროვონ მონაცემები დაავადებების ტიპისა და სიხშირის, რაიონში მოსახლეობის რაოდენობისა და დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ და აქედან გამომდინარე შეადგინონ გეგმა თავიანთ სამკურნალო დაწესებულებაში საჭირო საშტატო ერთეულისა და სხვა საჭიროებების შესახებ. ეს საშინაო დავალება ორი კვირის ვადაში უნდა იყოს მზად, უკვე შემდეგ მას ერთობლივად განვიხილავთ და ოპტიმალურ სამოქმედო გეგმას დავსახავთ“, - განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანატოლი გულინმა. მასთან ერთად, ოკუპირებულ რეგიონში რუსი პედიატრებიც ჩავიდნენ და ცხინვალში ბავშვთა საავადმყოფოც დაათვალიერეს, რომელიც ამ დრომდე არ ფუნქციონირებს, რადგან რეგიონში შესაბამისი სპეციალისტები არ ჰყავთ.
წაკითხვა
ოკუპირებულმა აფხაზეთმა „ევრაზიულ საქმიან კავშირთან“ ე.წ შეთანხმებას ხელი მოაწერა
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 18:35:00
ოკუპირებულ აფხაზეთსა და „ევრაზიულ საქმიან კავშირს“ შორის ე.წ. თანამშრომლობის შესახებ „შეთანხმებას“ მოეწერა ხელი. ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით „აფსნი.რუ“ ავრცელებს.„შეთანხმება გულისხმობს, აფხაზი ექპორტიორების მონაწილეობას ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პლატფორმებზე. ახლა აფხაზეთის სავაჭრო სახლის შექმნას ვიწყებთ, რომელიც უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი რუსეთის სავაჭრო სივრცეში პროდუქციის გატანზე“, - განაცხადა რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენელმა ოლეგ ბარციცმა.ე.წ. შეთანხმების ხელმოწერა მოსკოვში გამართული აგროსამრეწველო გამოფენა-გაყიდვის „ოქროს შემოდგომა 2017“-ის პარალელურად მოხდა, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთიც მონაწილეობდა და რომლის გახსნაზეც პრემიერი დიმიტრი მედვედევიც იმყოფებოდა.„ევრაზიული საქმიანი კავშირი“ არაკომერციული ორგანიზაციაა და ევრაზიის ეკონომიკური ზონის მეწარმეთა კავშირს წარმოადგენს. მისი პარტნიორები არიან ევრაზიული ეკონომიკური კომისია, დსთ-ს აღმასრულებელი კომიტეტი, რუსეთის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.
წაკითხვა
ოკუპირებულ ცხინვალში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ვიზიტს ამზადებენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 13:08:00
ოკუპირებულ ცხინვალში, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას პირველ ე.წ ვიზიტს ამზადებენ - ამის შესახებ დეფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ პეტრე გასიევმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა. „აფხაზი ხალხის ლიდერის ვიზიტი ჩვენი სახელმწიფოების მეგობრული ურთიერთობის დადასტურება იქნება“ - განაცხადა გასიევმა.ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. ვიზიტის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.მიმდინარე წლის 7 ივლისს კი, ოკუპირებულ აფხაზეთში ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იმყოფებოდა. ე.წ. ვიზიტის დროს 2017-2018 წწ. „ერთობლივი კონსულტაციების“ გეგმა დაამტკიცეს.
წაკითხვა
ოკუპირებულ ცხინვალში რუსული მე-4 ბაზის წარმომადგენელი - საქართველო-ნატოს ურთიერთობას რუსეთის ფედერაციის ძალოვანი სტრუქტურების დახურული უწყებები აკვირდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 12:23:00
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის და რეგიონში რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზის წარმომადგენლებმა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი კონფერენცია გამართეს. თუმცა, განხილვის მთავარი თემა საქართველო-ნატოს ურთიერთობა გახდა, როგორც დიდი „რისკ-ფაქტორი/მუქარაა რეგიონალური უსაფრთხოებისთვის“, - წერს ადგილობრივი მედია.„მე-4 სამხედრო ბაზაზე ტექნიკისა და ჯარისკაცების რაოდენობას განაპირობებს - ის სამოქმედო გეგმა, რითაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები ხელმძღვანელობენ. ამ პროცესს მუდმივად თვალყურს ვადევნებთ და ყურადღებით ვაკვირდებით როგორც ჩვენ, ასევე რუსეთის ფედერაციის ძალოვანი სტრუქტურების დახურული უწყბები“, - განაცხადა კონფერენციის მსვლელობისას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ბაზის წარმომადგენელმა სერგეი რუმიანცევმა.
წაკითხვა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 20:52:00
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 81-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ბოლო პერიოდში საოკუპაციო ზოლზე, მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ინციდენტები და ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების და 2014 წელს გაუჩინარებული, მოგვიანებით კი გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმის გამჭვირვალე გამოძიების აუცილებლობის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ სოფ. ერედვში ქართული მოსახლეობის კუთვნილი საცხოვრებელი სახლების მიზანმიმართული დანგრევის და ქართული კვალის წაშლის მცდელობის ფაქტებს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებზე და მისგან გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებზე.ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 16 ნოემბერს გაიმართება.
წაკითხვა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი სოხუმში სირიის არაბული რესპუბლიკის სახალხო საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 19:51:00
ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის არაბული რესპუბლიკის სახალხო საბჭოს ე.წ. დელეგაცია იმყოფება. დღეს მათ შეხვედრა დე ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან გამართეს. საუბარი სირიაში მიმდინარე პროცესებს შეეხო - იუწყება ადგილობრივი მედია. „სირიის არმია აწარმოებს შესაბამისს სამუშაოებს, რათა ლიკვიდირებულ იქნას ყველა ის ფორმირება, რომელიც წინააღმდეგობას უწევს სირიელ ხალხს. ამ ამოცანის შესრულებაში უმთავრესს როლს რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაწეული დახმარება თამაშობს. ამიტომ, გვსურს დავამყაროთ ურთიერთობა რუსეთის იმ მეგობრებთან რომლებიც მზად იქნებიან ჩვენთან ითანამშრომლონ და იმუშაონ“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.სირიის ე.წ. დელეგაციის ხელმძღვანელმა სახალხო საბჭოს დამკვირვებელმა სანაა აბო ზაიდმა კი თავის მხრივ განაცხადა: „ჩვენ გაგვიჩნდა ასეთი აზრი, რომ აფხაზი ხალხი ძალიან ახლოს არის სირიელ ხალხთან. ის, რაც სირიაში ხდება, თქვენთვის ძალიან ნაცნობია“ - განაცხადა სანაა აბო ზაიდმა.
წაკითხვა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ოკუპირებულ ცხინვალში „საინვესტიციო პროგრამის“ შესრულებას შეამოწმებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 16:53:00
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოქმედი "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან სოციალურ ეკონომიკური თანამშრომლობის აპარატის" უფროსი ოლეგ გოვორუნი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსული „საინვესტიციო პროგრამის“ შესრულების მსვლელობას შეამოწმებს - წერს მედიასაშუალება - კომინფ.ორგი.ე.წ. ვიზიტის ფარგლებში გოვორუნი ოკუპირებულ ცხინვალში, რუსული დაფინანსებით მშენებარე ობიექტებს შეამოწმებს, მათ შორის დრამატული თეატრის შენობას და დეფაქტო პრეზიდენტს და ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს პეტრე გასიევს შეხვდება.
წაკითხვა
ანატოლი ჯიჯოევი - ოკუპირებული ახალგორის რაიონის სკოლებში სწავლება სამ ენაზე უნდა ხორციელდებოდეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 16:15:00
ოკუპირებული ახალგორის რაიონის სკოლებში სწავლება სამ ენაზე უნდა ხორციელდებოდეს. ამის შესახებ დე ფაქტო საზოგადოებრივი პალატის ხელმძღვანელმა ანატოლი ჯიჯოევმა განაცხადა. იტყობინება საინფორმაციო საშუალება „რესი“.„ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო ენებია ოსური და რუსული. ქართველთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში კი - ქართული ენა. ამიტომ ლოგიკურია, რომ ახალგორში, სადაც ქართველების გვერდით ოსები ცხოვრობენ, სკოლებში სწავლება სამ ენაზე უნდა იყოს“, - განაცხადა დე ფაქტო საზოგადოებრივი პალატის ხელძღვანელმა ანატოლი ჯიჯოევმა ოფიციალური თბილისის კრიტიკის საპასუხოდ, წერს „რესი“ .ჯიჯოევის განმარტებით, პირიქით დაუშვებელი იყო ის, რომ აქამდე ოკუპირებული ახალგორის რაიონის სკოლებში სწავლება მხოლოდ ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.„ბავშვებმა უნდა ისწავლონ ერთიანი საგანმანათლებლო სტანდარტით და არა ქართული სახელმძღვანელოებით, მით უმეტეს, თუ საქმე ისტოიას ეხება“, - განაცხადა ჯიჯოევმა.ოკუპირებულ ახალგორის რაიონში 10 სკოლიდან 6 ქართულია, სადაც 1 სექტემბრიდან, დაწყებით კლასებში სწავლება სამ ენაზე ხორციელდება - ქართულ, ოსურ, რუსულ ენებზე.
წაკითხვა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 11:45:00
‌ერგნეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დაწესებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა შეზღუდვებით დაიწყო. შეხვედრის დაწყების წინ კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახა ქემოკლიძემ გააკეთა. დღეს შეხვედრაზე ქართული მხარე ოკუპირებულ ერედვში საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლების ნგრევის ფაქტებს გააპროტესტებს. ასევე საუბარი იქნება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე. წინა შეხვედრიდან დღემდე უკანონო დაკავების 11 შემთხვევა დაფიქსირდა.შეხვედრაზე ქართული მხარე საოკუპაციო ზოლში ბორდერიზაციის საკითხზე ისაუბრებს. საუბარია საოკუპაციო ზოლის ყარაფილას მონაკვეთზე რუსული სამხედრო ტექნიკის გამოჩენასა და ტექნიკით გრუნტის გზის გაყვანაზე.ქართული მხარე შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოითხოვს ერთი წლის წინ დაკავებული გიორგი გიუნაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას.
წაკითხვა
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში 81-ე შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვებით დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 10:45:00
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში 81-ე შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვებით დაიწყო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სარეკომენდაციო გზავნილი პრესისთვის ერთი კვირის წინ გაავრცელა. შეზღუდვები ეხება გადაღების წესს. კერძოდ, მედიის წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური ადგილი. მათ შეხვედრისთვის განკუთვნილი კარვის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობისთვის 15-წუთიანი დრო შეხვედრის დაწყებამდე ეძლევათ. ჟურნალისტები ოფისის წარმომადგენლების თანხლებით კარავში ორი წუთის განმავლობაში დაიშვებიან.როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს შეზღუდვები შეხვედრის მონაწილეების პირისპირ და კონფიდენციალური საუბრის დაცულობისთვის შემოიღეს.
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დეფაქტო პრემიერის შესაძლო „გადადგომის“ შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 10:41:00
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დეფაქტო პრემიერის ერიკ ფუხაევის "გადადგომის" შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, თუმცა თავად ფუხაევი ამას არ ადასტურებს, - წერს ადგილობრივი მედია.მათი ინფორმაციით, განცხადება დეფაქტო პრემიერმაც გააკეთა და განმარტა რომ „პოსტის“ დატოვებას არ აპირებს.„მე არ ვაპირებ თანამდებობიდან წასვლას. ბევრი სამუშაო და დავალება მაქვს, რაც პრეზიდენტმა დამავალა“, - განაცხადა ფუხაევმა.მისი განმარტებით, საზოგადოებაში მსგავს არასწორ ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ.
წაკითხვა
საფრანგეთის პოლიციამ პარიზში ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილები დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 06:46:00
საფრანგეთის პოლიციამ პარიზში ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ხუთი ადამიანი დააკავა, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ხუთივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 29 სექტემბერს პარიზის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სამართალდამცველებმა გაზის ოთხი ავზი აღმოაჩინეს. ორი მათგანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან, ორი კი სადარბაზოში იყო მოთავსებული. გაზის ავზებთან პოლიციამ მობილური ტელეფონი და სადენები იპოვა.
წაკითხვა
4 ოქტომბერს ოკუპირებული ცხინვალი დროებით ელექტროენერგიის გარეშე დარჩება
გამოქვეყნებულია: 2017-10-02 18:03:00
4 ოქტომბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მთელს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყდება. მიზეზი ქვესადგურ „ჩრდილოეთის პორტალზე“ დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებია. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „ენერგორესურს-სამხრეთ ოსეთი“ ავრცელებს - წერს „ოსინფორმი“.ელექტროენერგია ოკუპირებულ რეგიონში 4 ოქტომბერს დილით 09:00 საათზე გაითიშება და 18:00 საათზე აღდგება.
წაკითხვა