საზოგადოებრივი
104.5 FM
თერჯოლაში 29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 13:01:00
თერჯოლაში 29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.შსს ინფორმაციით, დანაშაული გახსნილია და ბრალდებული დაკავებულია.
წაკითხვა
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 11:21:00
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული დ.ჯ. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში დააკავეს.სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ. აბრეზი, „ნაგანის“ ტიპის რევოლვერი, ხელყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
წაკითხვა
საბაჟო წესების დარღვევის და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 11:31:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე, აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის’’ გავლით  ცდილობდა  აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მალულად გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საერთო ჯამში 62 000 ლარის საბაჟო ღირებულების, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია 716 ფირფიტა ფსიქოტროპული ნივთიერების - 3 000 გრ  პრეგაბალინის შემცველი,  მედიკამენტი („ლირიკა“).    საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მეორე ნაწილით, 261-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 263 - ე მუხლის მესამე ნაწილით.
წაკითხვა
ახალციხეში მამაკაცს, ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარით, 5 000 აშშ დოლარს სძალავდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 09:43:00
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული თ.ი., გამოძალვის ბრალდებით, ახალციხეში დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცს, მისი ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსების მუქარით, 5 000 აშშ დოლარს სძალავდა. სამართალდამცველებმა თ.ი. მანამდე დააკავეს, ვიდრე მოქალაქე მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა. გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
წაკითხვა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში ერთი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 09:52:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული რ.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 8,30052 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი და ტრამადოლის შემცველი ნარკოტიკული საშუალების რვა აბი ამოიღეს.უწყების ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
წაკითხვა
კონტრაბანდის მორიგი ფაქტი საქართველოში - რა სქემით მოქმედებენ დამნაშავეები
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 20:17:00
კონტრაბანდის მორიგი ფაქტი საქართველოში. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, როგორც ტრანზიტული დერეფანი ისე გამოიყენეს. სატვირთო ავტომობილში, ყვავილების ქვეშ დამალული დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი პასუხისგებაში მიცემულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში გადაჰქონდათ. თუმცა, სიგარეტი არ არის ერთადერთი საქონელი რაც კონტრაბანდის გზით გადააქვთ.   როგორია სტატისტიკური მონაცემები, რა სქემით მოქმედებენ დამნაშავეები, როგორ ხდება სქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსული საქონლის იდენტიფიცირება და რა ზიანი ადგება ქყვეყანას. თეონა ხუბულავა გიამბობთ. ამავე თემაზე, იხილეთ ჩართვა „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
კონტრაბანდული ტვირთები საქართველოში - სტატისტიკა და რეალობა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 18:29:00
რამდენად მაღალია საქართველოში კონტრაბანდული ტვირთების შემოტანის ან ტრანზიტის მაჩვენებელი? ბოლო ხუთი წლის სტატისტიკით, ამ დანაშაულისთვის დაკავებულთა რაოდენობა მზარდია. თუმცა საერთო სურათის დასადგენად ეს მაჩვენებელი საკმარისი არ არის. თეო ხუბულავა მუშაობდა თემაზე. 
წაკითხვა
მიხეილ სააკაშვილის როლი სანდრო გირგვლიანის საქმეში - მხარეთა პოზიციები სასამართლოზე
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 18:22:00
რას და როგორ საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე. ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა დღეს ექს-პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალის სასამართლო. საქმე გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავდებულთა შეწყალებას ეხება. პროკურატურა აცხადებს რომ მტკიცებულებებში ბრალდებულის პოზიცია კარგად ჩანს. დაცვის მხარე კი კომენტარს არ აკეთებს. გამოძიება საქართველოს ექს-პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წაკითხვა
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება -გასაღების და შეძენის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 11:35:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გასაღების და შეძენის ფაქტზე, ბრალდებულის სახით,  ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიების ინფორმაციით, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,  ერთ - ერთი კომპანიის დირექტორმა,  დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით. ყალბი დოკუმენტის თანახმად, ბრალდებულმა ჯამში 38 522 ლარის ღირებულების ხის მასალა პარტნიორ კომპანიას  მიაწოდა. აღნიშნული კომპანიის  დირექტორმა კი, თავის მხრივ, დამატებული ღირებულების გადასახადში უკანონო ჩათვლების მიღების მიზნით, ფიქტიურად მიწოდებული საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფასურად 3 500 ლარი გადაიხადა.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4-დან 7 წლამდე ვადით.
წაკითხვა
ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 18:23:00
ქობულეთში, რესურსცენტრის შენობის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი ფეხის არეშია დაჭრილი.  იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.  საქმე 118-ე მუხლით აღიძრა, რაც სხეულის განზრახ, მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
წაკითხვა
საქართველოს პოლიციის ატაშეს დახმარებით, საბერძნეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 17:21:00
საქართველოს შსს-სა და საბერძნეთის პოლიციის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის ატაშეს აქტიური ჩართულობით, საბერძნეთის პოლიციის ატიკის რეგიონალური მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოთხთვიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, უძრავი ქონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, საქართველოს 5 მოქალაქე: ე.წ. კანონიერი ქურდი - 1986 წელს დაბადებული ო. დ., 1980 წელს დაბადებული გ. მ., 1975 წელს დაბადებული ზ. ხ., 1987 წელს დაბადებული გ. გ. და 1977 წელს დაბადებული ს. ს. დააკავეს.გამოძიების ინფორმაციით, ო. დ., თავის ოჯახის წევრთან - ზ.ხ.-სთან და თანამზრახველებთან - გ.მ.-სთან, ს.ს.-სთან და გ.გ.-სთან ერთად, წინასწარ არჩევდა გასაქურდ ბინებს. ბრალდებულები მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ ინფორმაციას აღნიშნული ბინების შესახებ, ქურდავდნენ მათ და მოპარული ნივთების რეალიზაციას ახდენდნენ. დადგენილია, რომ ბრალდებულებს საბერძნეთის რესპუბლიკაში სულ 35 ბინა აქვთ გაქურდული.სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, დიდი 
წაკითხვა
შსს ფარულ ჩანაწერს ავრცელებს - სპეცოპერაცია ვანის ქუჩაზე
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 13:58:00
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული მ.ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. შსს დღეს, თბილსიში, ვანის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველ და ფარულად გადაღებულ ვიდეომასალასა ავრცელებს.  „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 6 ნატეხი და 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო“, - აცხადებენ შსს-ში.გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.
წაკითხვა
ვანის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა [ვიდეო/ფოტო]
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 12:38:00
თბილისში, ვანის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა. ადგილზე ნარკოტიკული საშუალებების შენახვისა და გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ვანის ქუჩაზე რამდენიმე საწარმოა განთავსებული. პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებული სწორედ ერთ-ერთ საწარმოში მუშაობდა. ერთი საათის განმავლობაში ვანის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმი, კრიმინალური პოლიცია და გამომძიებლები იმყოფებოდნენ. დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.&
წაკითხვა
ვანის ქუჩაზე დაკავებული პირი სავარაუდოდ, ამავე ქუჩაზე არსებული საწყობის თანამშრომელია
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 11:29:00
თბილისში, ვანის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას სავარაუდოდ, ამავე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საწყობში მომუშავე პირია დაკავებული. ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება. ადგილზე ამ ეტაპზე კომენტარი არ კეთდება. დაკავებული პირი ამ დროისთვის სამართალდამცავების ავტომობილში რჩება. შსს-ში პირველ არხს განუცხადეს, რომ ვანის ქუჩაზე ერთი პირია დაკავებული, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული.სამართალდამცვავები ვანის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. 
წაკითხვა
თბილისში, ვანის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 10:57:00
თბილისში, ვანის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.შსს-ში პირველ არხს განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ერთი პირია დაკავებული, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული.სამართალდამცვავები ამ დრომდე ვანის ქუჩაზე რჩებიან და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. 
წაკითხვა
სპეცოპერაცია ვარკეთილში - ფოტო/ვიდეო
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 18:21:00
ვარკეთილში სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირია დაკავებული. გამოძიება მათ გამოძალვას ედავება. სპეცოპერაცია ვარკეთილში მდებარე კაფე „თეისთში“ ჩატარდა. როგორც პირველ არხს ადგილზე მყოფმა სამართალდამცველმა განუცხადა, დაკავებულები კვების ობიექტში ისხდნენ და სადილობდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. 
წაკითხვა
გამოძიების ინფორმაციით, ვარკეთილში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს ბიზნესმენისთვის თანხის გამოძალვას ედავებიან
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 17:44:00
კაფე, რომელშიც სპეცოპერაცია ჩატარდა, დაკავებულებს არ ეკუთვნოდათ, - ამის შესახებ პირველ არხს ადგილზე მყოფმა სამართალდამცველმა განუცხადა. მისი თქმით, დაკავებულები კვების ობიექტში ისხდნენ და სადილობდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. მისივე ცნობით, დაკავებულებს გამოძიება ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის თანხის გამოძალვას ედავება. დაკავებულები ჯერ ისევ კაფეს შენობაში ჰყავთ. მათ სამართალდამცველები სავარაუდოდ რამდენიმე წუთში გამოიყვანენ. შეგახსენებთ, სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირია დაკავებული. სპეცოპერაცია ვარკეთილში მდებარე კაფე „თეისთში“ ჩატარდა. 
წაკითხვა
ვარკეთილში, სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირია დაკავებული
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 17:24:00
ვარკეთილში, სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირია დაკავებული. მათ გამოძალვა ედებათ ბრალად. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ორივე პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზეა დაკავებული. სპეცოპერაცია ვარკეთილში კაფე „თეისთში“ ჩატარდა. პირველი არხის ინფორმაციით, დაკავება ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ფაქტს უკავშირდება. პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს წულუკიძის ქუჩაზე მდებარე სახლში, რომელშიც სავარაუდოდ დაკავებულები ცხოვრობენ. ამ დროისთვის სამართალდამცველები რჩებიან კაფე „თეისთის“ მიმდებარე ტერიტორიაზეც. ადგილზე ამკრძალავი ლენტია გაბმული. 
წაკითხვა
სოფელ ყიზილაჯლოში, თავდასხმის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ [ფოტო/ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 03:32:00
სოფელ ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან, თავდასხმის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. სამართალდამცველებს შემთხვევის ადგილი ამკრძალავი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მაჟორიტარობის კანდიდატს და მისი თანმხლები პირებიდან ერთს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაჭრილია სულ ხუთი პირი, ორი მათგანის ოპერაცია დასრულდა და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე. ადგილზე ჩავიდა და კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მარნეულში ასევე ჩავიდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
წაკითხვა
მარნეულში დაჭრილ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 00:21:00
მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ჯეიხუნ ჩოვდაროვს და მის თანმხლებ პირს მარნეულის ცენტრალურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია უტარდება, კიდევ ორი პირი კი მსუბუქადაა დაშავებული, - ამის შესახებ პირველ არხს „ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის ხელმძღვბანელმა, ამირან გიორგაძემ განუცხადა. მისივე თქმით, თავდასხმა მარნეულში, „ქართული ოცნების“ ყიზილაჯლოს საარჩევნო შტაბზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. „ჯერ ერთი გასროლა იყო, რასაც ავტომატის ჯერი მოჰყვა“, - აცხადებს გიორგაძე. შეგახსენებთ, მარნეულის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ სამ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 
წაკითხვა