საზოგადოებრივი
104.5 FM
გვინეაში ბოროტმოქმედებმა ებოლის ვირუსით ინფიცირებული სისხლის ნიმუშები მოიპარეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-22 13:47:00
გვინეაში ბოროტმოქმედებმა ებოლის ვირუსით ინფიცირებული სისხლის ნიმუშები მოიპარეს. თავდასხმა ლაბორატორიის ავტომობილზე ანალიზების ტრანსპორტირების დროს განხორციელდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლებით მოძრავმა სამმა პირმა "წითელი ჯვრის" თანამშრომლებს იარაღის მუქარით სისხლის ნიმუშები, მობილური ტელეფონები და ძვირფასეულობა გამოსტაცა, რის შემდეგაც ბოროტმოქმედები მიიმალნენ.
წაკითხვა
ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით თბილისში ორი არასრულწლოვანი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-22 13:06:00
ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით თბილისში ორი არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ორი თვის განმავლობაში, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ოჯახს კუთვნილ ოქროს სამკაულებს სძალავდნენ და ლომბარდში აბარებდნენ. შემდეგ, იმავე ოქროს ნივთების გამოსყიდვის მიზნით, დაზარალებულს ფულს სთხოვდნენ. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.
წაკითხვა
ქართველი პატიმრების ბუნტი საბერძნეთის ციხეში
გამოქვეყნებულია: 2014-11-22 13:05:00
ქართველი პატიმრების ბუნტი საბერძნეთის ციხეში - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ლენტა რუ" ავრცელებს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, როცა პაემანზე მისული ერთ-ერთი პატიმრის ბებია ციხეში ნარკოტიკული საშუალებების დიდი პარტიის შეტანას შეეცადა. ქალბატონმა ნარკოტიკული საშუალებების შეტანა ვერ მოახერხა, რამაც საპატიმროს საავადმყოფოში მოთავსებული 25-მდე ქართველი პატიმრის განრისხება გამოიწვია. პატიმრები ციხის ზედამხედველებს თავს დაესხენ და საავადმყოფო დაარბიეს, მოგვიანებით კი ციხეში არსებული პირობები გააპროტესტეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ბუნტი აღკვეთეს და პატიმრები კამერებში გადაანაწილეს. ამ დროისთვის უცნობია იმ ქალბატონის ბედი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალებების შეტანას ცდილობდა.
წაკითხვა
ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-20 13:20:00
7 ნოემბერს მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცველებმა 1981 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 ნოემბერს ქუთაისში, ჭახათის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტაქსის მძღოლს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მძღოლი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ცხედარი მომხდარიდან რამდენიმე საათში ავტომობილში აღმოაჩინა.
წაკითხვა
იტალიის პოლიციამ მაფიოზურ კლანში გაწევრიანების ამსახველი კადრები გამოაქვეყნა
გამოქვეყნებულია: 2014-11-19 17:05:00
იტალიის პოლიციამ მაფიოზურ კლანში გაწევრიანების ამსახველი კადრები გამოაქვეყნა. სამართალდამცველებმა რიტუალის გადაღება გამოძიების დროს მოახერხეს. პოლიციამ სამი კრიმინალური დაჯგუფების 40 წევრი აიყვანა. სპეცოპერაციის ფარგლებში, რამდენიმე ადამიანი სიცილიაშიც დააკავეს. ეჭვმიტანილებს კალაბრიის მაფიოზური სინდიკატის წევრობა ედებათ ბრალად. მიუხედავად იმისა, რომ კალაბრიის დაჯგუფება, სიცილიურ “კოზა ნოსტრასა” და ნეაპოლიტანურ “კამორასთან” შედარებით ნაკლებად ცნობილია, ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ძლიერ კრიმინალურ ორგანიზაციად ითვლება.
წაკითხვა
ყაჩაღობა კასპის რაიონში
გამოქვეყნებულია: 2014-11-19 10:43:00
ყაჩაღობა კასპის რაიონში - აღაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთ სადღეღამისო მაღაზიაში ნიღბიანი პირი შეიჭრა. როგორც მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, მან ცივი იარაღის მუქარით გამყიდველს 300 ლარამდე თანხა გამოსძალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გამყიდველმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
წაკითხვა
ჩხენიშში 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ოჯახის ახლობელია ბრალდებული
გამოქვეყნებულია: 2014-11-17 20:45:00
4 წლის ბავშვი მოკლეს სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიშში. ბრალდებულია ახალგაზრდა ქალი, რომელმაც, პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული აღიარა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის მოტივის შესახებ ოფიციალური ვერსია უცნობია.სოფელში ამბობენ, რომ ოჯახის ახლობელმა ქალმა მცირეწლოვანი თავისთან წაიყვანა და ბალიშით გაგუდა. წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, რაც საკუთარი შვილი გარდაეცვალა.მოკლულის ოჯახის წევრები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
წაკითხვა
სოფელ კახათში 70 წლის მამაკაცი შვილმა მოკლა
გამოქვეყნებულია: 2014-11-17 16:45:00
მკვლელობა მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში. წინასწარი ინფორმაციით, 70 წლის მოხუცი შვილმა წამებით მოკლა. მკვლელობიდან რამდენიმე წუთში 47 წლის მამაკაცმა მიმალვა სცადა, თუმცა სამეგრელოს სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა მისი დაკავება მალევე შეძლეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობა სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მიღებული ჭრილობების შედეგად, დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
წაკითხვა
ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-17 11:05:00
სამართალდამცველებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდაში სამი მაღაზია გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთები და 100 ლარამდე თანხა წაიღეს. იმავე ღამეს მათ სოფელ ნიკორწმინდაში ავტომანქანიდან მაგნიტოფონი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.სამართალდამცველებმა ორივე მათგანი რამდენიმე საათში აიყვანეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
წაკითხვა
დაკავება იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის
გამოქვეყნებულია: 2014-11-16 12:36:00
სამართალდამცველებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში მცხოვრები, 30 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების, ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარებისა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ა-კა-ესის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.ეჭვმიტანილმა დაკავებისას სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. ნარკოლოგიური შემოწმებისას მას ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
წაკითხვა
ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება
გამოქვეყნებულია: 0000-00-00 00:00:00
ფონიჭალაში  დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება.  ოჯახის ახლობლების ცნობით, გარდაცვლილი ქალბატონის მეუღლემ, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებიოდა, პოლიციის შენობა უკვე დატოვა, თუმცა, შსს-ში დეტალებზე არ საუბობენ.    დაღუპულების ახლობლებს   მომხდარის  მოტივებზე საუბარი უჭირთ. ფაქტზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 
წაკითხვა