საზოგადოებრივი
104.5 FM
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-06 10:28:00
შსს-ს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.პ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 56 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 1,8876 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
წაკითხვა
დოლიძის ქუჩაზე სავარაუდოდ, ინკასაციის თანამშრომელი დააყაჩაღეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 16:31:00
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ინკასაციის თანამშრომელი დააყაჩაღეს.  საზოგადოებრივს ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, რომ პირს, რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასაცია დაასრულა, მანქანაში ორი პირი ჩაუჯდა და იარაღის მუქარით, თანხა წაართვა. ყაჩაღებმა მამაკაცს სავარაუდოდ 45 000 ლარი გასტაცეს.შსს-ში საზოგადოებრივს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
წაკითხვა
დოლიძეზე მამაკაცს სავარაუდოდ 45 ათასი ლარი გასტაცეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 16:19:00
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყაჩაღებმა მამაკაცს სავარაუდოდ 45 000 ლარი გასტაცეს - ამის შესახებ საზოგადოებრივს თვითმხილველებმა განუცხადეს. მათი თქმით, მათ ყვირილის ხმა შემოესმათ.სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელებმა მანქანა დატოვეს, რომელსაც სამართალდამცველები ათვალიერებენ.  ფაქტი ერთ-ერთი ბანკის წინ მოხდა, სადაც მძღოლი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს. შსს-ში საზოგადოებრივს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
წაკითხვა
დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 15:59:00
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოქალაქე დააყაჩაღეს.ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფაქტი ერთ-ერთი ბანკის წინ მოხდა და ერთ-ერთი მძღოლი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს. შსს-ში საზოგადოებრივს განუცხადეს, რომ მომხდარზე  გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
წაკითხვა
წინასწარი ინფორმაციით, შარტავას ქუჩაზე სპეცრაზმის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 15:38:00
წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, შარტავას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ორი ადამიანი დააკავეს.როგორც საზოგადოებრივს თვითმხილველებმა განუცხადეს,  სპეცრაზმელებმა ერთ-ერთი მანქანა გააჩერეს, საიდანაც ორი პირი გადაიყვანეს.ჯერჯერობით შსს-ში კომენტარი არ კეთდება.
წაკითხვა
საბურთალოს ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 15:17:00
ამ წუთებში თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.სპეცრაზმის თანამშრომლები საბურთალოს ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე არიან მობილიზებული.თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებულია ორი ადამიანი.როგორც საზოგადოებრივის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, სავარაუდოდ დაკავებულები არიან ნარკორეალიზატორები. 
წაკითხვა
გადასახადებისაგან თავის არიდების ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა 16 საწარმოს 17 ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცა
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 11:06:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს წინაშე არსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგებით, ქონების გადამალვის ფაქტზე, 16  საწარმოს 17   ხელმძღვანელი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძების ინფორმაციით, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები, არსებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმების გადახდისაგან  თავის არიდების მიზნით, ახდენდნენ ახალი, ფიქტიური  საწარმოების რეგისტრაციას, ხშირ შემთხვევაში იმავე მისამართზე, მათი ოჯახის სხვა წევრებზე, ხოლო შემდეგ, მოჩვენებითი გარიგებით, საქონლის გადაწერის გზით ახორციელებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვას.ამ გზით ბრალდებულებმა  სახელმწიფოს მოუსპეს შესაძლებლობა ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხები. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებით, საწარმოს ხელმძღვანელების მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებულია 1 მილიონ ლარზე მეტი ზიანი. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9  წლამდე ვადით. 
წაკითხვა
თურქეთში მოკლული ემიგრანტი ქალი სოფელ კვალითის მკვიდრია
გამოქვეყნებულია: 2017-05-24 18:47:00
თურქეთში წამებით მოკლული 34 წლის ქართველი  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის მკვიდრია. წამებით მოკლული ქალბატონის ცხედარს თურქეთიდან საქართველოში გადმოასვენებენ. როგორც „მოამბისთვის“ გახდა ცნობილი, ქალბატონი 10 წლის განმავლობაში თურქეთში მუშაობდა. თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში, ფაცა ურდუს უბანში, ათათურქის ქუჩაზე 34 წლის ელენე გოკაძე ამავე ქუჩაზე მცხოვრებმა თურქეთის მოქალაქემ გაიტაცა და რამდენიმე საათის განმავლობაში აწამებდა.
წაკითხვა
თურქეთში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-24 15:22:00
თურქეთის ქალაქ ორდუში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს, - ამის შესახებ თურქული სააგენტოები იუწყებიან. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი სასტიკად არის ნაწამები. ეჭვმიტინილი დაკავებულია. თურქული სააგენტოების ინფორმაციით, ცხედარი ეჭვმიტანილის ოჯახში აღმოაჩინეს. გამოცემა წერს, რომ მძაფრი სუნისგან შეწუხებულმა მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. კარის გატეხვის შემდეგ კი ოთახში ახალგაზრდა ქალის ცხედარი სკამზე მიბმული, ყელგამოჭრილი იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. დანაშაულში ეჭვმიტანილი ტრაპზონში დააკავეს. საგამოძიებო ქმედებები გრძელდება. გარდაცვლილი 10 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა.
წაკითხვა
შსს-მ რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ნარკოტიკებს ინტერნეტით ყიდდნენ [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-05-24 10:32:00
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე: 1980 წელს დაბადებული დმიტრი უ. და 1974 წელს დაბადებული ვიტალი ლ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდნენ. ისინი შეკვეთებს ინტერნეტსაიტის მეშვეობით იღებდნენ და ნარკოტიკებს თბილისის სხვადასხვა უბანში, კონკრეტულ მისამართებზე ტოვებდნენ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 186 შეკვრად დაფასოებული 333,15 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“, ორ შეკვრად დაფასოებული ამფეტამინი, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 177 აბი და 2 ნატეხი ამოიღეს. პოლიციამ, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინისა და ავტომანქანის ჩხრეკისას, 1 კილო და 540,25 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“; 887,74 გრამი ამფეტამინის შემცველი ფხვნილი; ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა“-ს შემცველი 91 აბი და 29 ნატეხი ამოიღო.გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, სხვადასხვა მისამართიდან ამოღებულია ბრალდებულების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული 22 შეკვრა ე.წ. ,,ბიო“. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით). 
წაკითხვა
შსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-05-16 11:09:00
შსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო-ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს მეოთხე განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის „სადახლოს“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1972 წელს დაბადებული ს. ბ. დააკავეს.ს.ბ.-ს ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 463-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მკვლელობას გულისხმობს.ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
წაკითხვა
სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-05-16 10:16:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი მათიაშვილი დააკავეს.„გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მათიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მდებარე ყოფილი ბიოლაბორატორიის შენობის რეალურ ფასზე ნაკლებ თანხად შეფასების, შემდგომში აუქციონზე გატანისა და გამარჯვებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 35 000 ლარი, საიდანაც 5000 ლარი წინასწარ აიღო.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გიორგი მათიაშვილი თანხის გადაცემის დროს  ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო  გადაცემული თანხა 5000 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 15 წლამდე)“, - აცხადებენ სუს-ში. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
წაკითხვა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-15 23:31:00
საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა დააკავეს. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაჭარავა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. თორნიკე კაჭარავა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტზე წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი.
წაკითხვა
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-15 01:13:00
ევროპის ჩემპიონი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული და თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შეგახსენებთ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი 7 მაისს ევროპის ჩემპიონი გახდა. დათუნაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. 
წაკითხვა
სოფელ თამარისში ქმარმა ცოლი მოკლა
გამოქვეყნებულია: 2017-05-04 14:41:00
ბოლნისის სოფელ თამარისში ქმარმა ცოლი მოკლა.1989 წელს დაბადებულმა მამაკაცმა 24 წლის მეუღლე  დანით მოკლა.გავრცელებული  ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლის ტელეფონში ღამით მოკლე ტექსტური შეტყობინენა ნახა, რაც სავარაუდოდ მკვლელობის მიზეზი გახდა.გარდაცვლილს მცირეწლოვანი ბავშვები დარჩა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ფაქტზე  გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წაკითხვა
პროკურატურა ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-05-02 14:19:00
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის დროს დავით სესიაშვილის დანაშაულის ჩადენის ადგილზე ყოფნას - ამის შესახებ პროკურატურის მიერ პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.„საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ ქურდობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმეში მოქალაქე დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდების არსებობის ფაქტს.საქმე ეხება 2015 წლის 5 მარტს, ავტომანქანიდან ხელჩანთის ქურდობის ფაქტს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაზარალებული თამარ წილოსანი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, სიონის ქუჩაზე მდებარე საგამოფენო ცენტრ „ქარვასლაში“. შენობაში შესვლამდე მან საკუთარი ხელჩანთა მეგობრის, ნიკოლოზ სანაიას იქვე მდგარ ავტომანქანაში დატოვა. საგამოფენო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გამოძიებით დაუდგენელი პირი, ნიკოლოზ სანაიას ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლა დაზარალებულის ხელჩანთას და მასში არსებულ ნივთებს, რომელთა ღირებულებაც 150 ლარს შეადგენს.მომხდარი დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შსს ძველი თბილისის სამმართველომ დაიწყო. გამოძიებამ სხვა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან ერთად, ზემოხსენებული ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთისა და უკანა მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან ამოიღო თითის კვლები, საიდანაც ორი თითის ანაბეჭდი მოქალაქე დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდების იდენტური აღმოჩნდა.ჩატარებული გამოძიებით მოწმეთა და თვით დაზარალებულის ჩვენებებით დადგენილია, რომ დავით სესიაშვილი არის ავტომანქანის მფლობელი ნიკოლოზ სანაიას ბავშვობის მეგობარი და დაზარალებულ თამარ წილოსანის ნაცნობი. ნიკოლოზ სანაიას განმარტებით, მის მფლობელობაში არსებული „Volkswagen Vento“-ს მარკის ავტომანქანით ხშირად სარგებლობდა დავით სესიაშვილი, მათ შორის იმ პერიოდში, როცა მოხდა დანაშაული, იგივე დაადასტურა დ.სესიაშვილმა და განმარტა, რომ ვინაიდან იგი ხშირად სარგებლობდა ხსენებული ავტომანქანით, ამიტომაც არსებობდა მისი თითის ანაბეჭდები ა
წაკითხვა
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი დაკავებულია
გამოქვეყნებულია: 2017-05-02 12:08:00
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გ.მ. დაკავებულია. შსს-ში აცხადებენ, რომ გ.მ. ადმინისტრაციული კოდექსის 45-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, შენახვას, ან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს. შსს-ში სხვა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ. გვიან ღამით, ზუგდიდის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანილი ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გ. მ. 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს. მან ანალიზისთვის ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გვიან ღამით გადაიყვანეს. პარალელურად დააკავეს მოქალაქე ლ. ხ, რომელსაც მარიხუანას მოხმარება დაუდგინდა. ის სამართალდამცავებმა მისსავე საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ აიყვანეს, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებს ჩხრეკის ორდერი არ წარუდგენიათ. ამ ორ ფაქტს შორის კავშირს უარყოფს ლ.ხ.-ს ადვოკატი. მოქალაქე ლ. ხ.-ს წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
წაკითხვა
ნარკოლოგიურში გადაყვანილმა ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსმა შემოწმებაზე უარი განაცხადა
გამოქვეყნებულია: 2017-05-02 09:21:00
გვიან ღამით, ზუგდიდის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანილი ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გ. მ. 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს. საზოგადოებრივის კორესპონდენტის ცნობით, მან ანალიზისთვის ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გვიან ღამით გადაიყვანეს. პარალელურად დააკავეს მოქალაქე ლ. ხ, რომელსაც მარიხუანას მოხმარება დაუდგინდა. ის სამართალდამცავებმა მისსავე საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ აიყვანეს, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებს ჩხრეკის ორდერი არ წარუდგენიათ. ამ ორ ფაქტს შორის კავშირს უარყოფს ლ.ხ.-ს ადვოკატი. მოქალაქე ლ. ხ.-ს წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
წაკითხვა
ყაჩაღობა ბაგებში, ჩოლოყაშვილის გამზირზე მდებარე კაფეში
განახლებულია: 2017-04-29 12:06:00
ბაგებში, ჩოლოყაშვილის გამზირზე მდებარე კაფე ანტრე დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა დაახლობით 1500 ლარი წაიღო. კვების ობიექტში ერთი პირი შეიჭრა. 25 წლამდე მამაკაცი შეიარაღებული იყო. ყაჩაღობისას კაფეში მომსახურე პერსონალი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ბრალდებულის დაკავებას შსს-ში ოფიციალურად არ ადასტურებენ. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.  
წაკითხვა
„ანტრეს“ მენეჯერის განცხადებით, ყაჩაღობაში ბრალდებულის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-29 00:10:00
კაფე „ანტრეს“ მენეჯერი ლილე ცაგარეიშვილი კუს ტბის ასახვევთან მდებარე მათ ობიექტზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც ის აცხადებს, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნახვისას, მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან სახე არ უჩანდა. „დაახლოებით, 21:00 საათზე შემოვიდა თავდამსხმელი - ის ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელსაც თავზე კაპიუშონი ეხურა. მან მოლარეს თანხა მოსთხოვა. შეიარაღებული იყო და წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. შესაბამისად, მან თანხა წაიღო. ჩვენ პოლიცია გამოვიძახეთ და მიმდინარეობს გამოძიება“, - განაცხადა მენეჯერმა. კუს ტბის ასახვევთან მდებარე კაფე „ანტრედან“ თავდამსხმელმა 1500-მდე ლარი წაიღო. მოლარეს ამ დროისთვის პოლიცია კითხავს. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
წაკითხვა