საზოგადოებრივი
104.5 FM
მთაწმინდაზე მკვლელობა მოხდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-16 18:01:00
თბილისში, მთაწმინდაზე რამდენიმე წუთის წინ სროლა იყო. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ფეხით მიმავალ მამაკაცს მოტოციკლზე მჯდომმა პირმა ესროლა და ადგილიდან მიიმალა.  შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. პირველი არხი შსს-ს დაუკავშირდა, სადაც მკვლელობის ფაქტი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით. 
წაკითხვა
შსს-ს ინფორმაციით, ლილოსთან სპეცოპერაციის დროს დაკავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი
გამოქვეყნებულია: 2017-08-16 17:26:00
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლილოსთან, სოფელ წინუბანთან სპეცოპერაციის დროს დაკავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულმა ფეხი დაიზიანა. "გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ლილოში დაკავებული ძებნილი პირი დაჭრილია, სიმართლეს არ შეესაბამება. მან გაქცევის მცდელობისას ფეხი დაიზიანა და სამართალდამცველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს", - აცხადებენ შსს-ში. დაკავებულის მეზობლები აცხადებენ, რომ  ძებნილი, რომელიც ლილოსთან დააკავეს, დაჭრილია. 
წაკითხვა
ქვემო ფონიჭალაში ნარკოდანაშაულში ბრალდებულის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანას ხმაური მოჰყვა
გამოქვეყნებულია: 2017-08-16 17:01:00
ქვემო ფონიჭალაში ნარკოდანაშაულში ბრალდებული  წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სახლიდან მის გამოყვანასა და  დაკავებას ხმაური მოჰყვა ახლობლების მხრიდან.როგორც ფაირ ჰუსეინოვის მეუღლე აცხადებს, ის ესწრებოდა სახლში ჩატარებულ ჩხრეკის ოპერაციას და მისივე თქმით, ჰუსეინოვს ნარკოტიკები ჩაუდეს.  ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით, სპეცოპერაცია გუშინაც ჩატარდა. თბილისსა და სოფელ ფონიჭალაში ორი პირია დაკავებული. 
წაკითხვა
მეზობლების ინფორმაციით, ძებნილი, რომელიც ლილოსთან დააკავეს, დაჭრილია
გამოქვეყნებულია: 2017-08-16 16:51:00
მეზობლების ინფორმაციით, ძებნილი, რომელიც ლილოსთან, სოფელ წინუბანში დააკავეს, დაჭრილია. როგორც ადგილობრივებმა პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადეს, სპეცოპერაციის ადგილიდან გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, სპეცოპერაცია უკვე ორ საათზე მეტია, მიმდინარეობს. ამ დროისთვის დაკავებულის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სპეცრაზმი, კრიმინალური პოლიციის და საექსპერტო კრიმინალური სამსახურის წარმომადგენლები. ოფიციალური ინფორმაციით, გ.ა. მოქალაქის დაჭრის ბრალდებით 2013 წლიდან იძებნებოდა. 
წაკითხვა
ფონიჭალაში მორიგი სპეცოპერაცია მიმდინარეობს
განახლებულია: 2017-08-16 16:05:00
ქვემო ფონიჭალაში მორიგი სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პირველი არხის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ამჯერადაც ნარკორეალიზატორების დაკავების უკავშირდება. ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით, სპეცოპერაცია გუშინაც ჩატარდა. თბილისსა და სოფელ ფონიჭალაში ორი პირია დაკავებული. 
წაკითხვა
​ლილოსთან ახლოს სპეცოპერაციის დროს დაკავებულის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-08-16 16:05:00
​ლილოსთან ახლოს, სოფელ წინუბანში სპეცოპერაციის დროს დაკავებულის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პირი მკვლელობის მცდელობისთვის 2013 წლიდან იძებნებოდა. ლილოსთან ახლოს სპეცოპერაცია დღეს ჩატარდა.  დაკავებულია შეიარაღებული ძებნილი პირი, რომელიც გაქცევას ცდილობდა.
წაკითხვა
სპეცოპერაცია ლილოში - დაკავებულია შეიარაღებული ძებნილი
გამოქვეყნებულია: 2017-08-16 15:47:00
ლილოსთან ახლოს, სოფელ წინუბანში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებულია შეიარაღებული ძებნილი პირი, რომელიც გაქცევას ცდილობდა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.  წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული 2013 წლიდან იძებნებოდა.
წაკითხვა
სოფელ ნაღობილევში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია
გამოქვეყნებულია: 2017-08-16 11:56:00
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 44 წლის მამაკაცი, ზ.გ დაკავებულია. მკვლელობა 14 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა. მამაკაცმა სახლში მყოფი სტუმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და მიიმალა. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წაკითხვა
ფონიჭალაში კიდევ ერთი სპეცოპერაცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-08-15 16:16:00
"კარფურთან" ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, კიდევ ერთი სპეცოპერაცია ფონიჭალაში მიმდინარეობს.  პირველი არხის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ამჯერადაც ნარკორეალიზატორის დაკავებას უკავშირდება.პირველი არხი ინფორმაციის დასაზუსტებლად შსს დაუკავშირდა, სადაც სოფელ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორის დაკავება დაადასტურეს, თუმცა სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს. სპეცოპერაცია თბილისის შემოსასვლელში, "კარფურთანაც" ჩატარდა სპეცოპრეაცია, რომლის დროსაც ნარკორეალიზატორი დააკავეს. 
წაკითხვა
შსს ფონიჭალაში ნარკორეალიზატორის დაკავების ვიდეომასალას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-15 15:44:00
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ე.ჯ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, სოფელ ფონიჭალაში დააკავეს.გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ე.ჯ.-ს მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 4 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით).
წაკითხვა
თბილისის შემოსასვლელში, „კარფურთან“ სპეცოპერაციისას ნარკორეალიზატორი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-15 15:42:00
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ თბილისის შემოსასვლელში, „კარფურთან" ჩატარებული სპეცოპერაციისას ნარკორეალიზატორი დააკავეს. უწყებაში სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დეტალური ოფიციალურ ინფორმაციას შსს მოგვიანებით გაავრცელებს. ამასთან, არსებული ინფრომაციით, შემთხვევის ადგილზე სხვა მანქანების ჩხრეკაც მიმდინარეობს. 
წაკითხვა
თბილისის შემოსასვლელში, “კარფურთან“ სპეცოპერაცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-08-15 15:24:00
თბილისის შემოსასვლელში, "კარფურთან" სპეცოპერაცია მიმდინარეობს.ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სპეცრაზმელები არიან მობილიზებული, რომლებსაც რამდენიმე მანქანა ჰყავთ გაჩერებული. საქმე, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზატორებს ეხებათ.
წაკითხვა
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის რუსთავში ერთი ადამიანი დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-08-15 10:47:00
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ე.ი. რუსთავში დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას, 294 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
წაკითხვა
ოზურგეთში მკვლელობა მოხდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-14 11:00:00
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში, მკვლელობა მოხდა. მამაკაცმა სახლში მყოფი სტუმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ამ დროისათვის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ეძებენ. სავარაუდოდ გარდაცვლილი ქობულეთის მკვიდრია. "ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა. დამატებით ვერაფერს გეტყვით", - აცხადებს გამგებლის რწმუნებული სოფელ ნაღობილევში გრიგოლ კოსტავა.შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წაკითხვა
ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-12 09:53:00
თბილისში, ფონიჭალაში  სპეცოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე მათგანი სასამართლო განჩინების საფუძველზე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. დაკავებულები ძმები არიან. შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას. როგორც „მოამბეს“ დაკავებულების ძმამ განუცხადა, ჯ.ნ. და ჯ.მ. პოლიციაში დაიბარეს და ისინი სამართალდამცავ ორგანოში დაახლოებით 18:00 საათზე გამოცხადდნენ, რის შემდეგაც მათ სახლში სპეცოპერაცია დაიწყო ძმები კი პოლიციის განყოფილებაშივე დააკავეს. მისსივე თქმით, მათი სახლიდან სპეცსამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე პარკში შეფუთული ნივთიერება ამოიღეს და ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება იყო.  ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, რადგან მათ სახლში ნარკოტიკული საშუალებები არ ჰქონდათ.
წაკითხვა
ყაზბეგში ქმარმა ცოლი მოკლა
გამოქვეყნებულია: 2017-08-05 15:31:00
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ქალი ყელის არეში ცივი იარაღით  მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. დანაშაულის მოტივი სავარუდოდ ეჭვიანობა გახდა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 108-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 
წაკითხვა
შსს - ბოლო ოთხი დღის განმავლობაში განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირია დაკავებული
გამოქვეყნებულია: 2017-08-05 13:02:00
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ს.ზ. და 1991 წელს დაბადებული დ.ნ. ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში დააკავეს.  შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ს.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას 24 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს,  დ.ნ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 14 აბი ე.წ. „ექსტაზი“ და მუყაოს ფირფიტა, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით,  1,6547 გრამ „მდმა“-ს შეიცავს. უწყების ცნობით, ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).შსს-ს ინფორმაციით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში  განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირია დაკავებული.
წაკითხვა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 2800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 18:38:00
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 2800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.სომხეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ტვირთი, კუთვნილ ავტომანაქანაში მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე- 14 ნაწილის თანახმად, მოქალაქე დაჯარიმდა 1000 ლარით, ადმინისტრაციული კოდექსის 1552 მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება.
წაკითხვა
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე ბათუმში დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 10:09:00
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტრამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის  ბრალდებით,  უკრაინის მოქალაქე,  1983 წელს დაბადებული  მ.მ. ბათუმში  დააკავეს.სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების  360  აბი და  79 ნატეხი ამოიღეს.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის  „ა“ ქვეპუნქტით).
წაკითხვა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 10:22:00
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1962 წელს დაბადებული ზ.მ. თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკულ საშუალების 57 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რაც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,52604 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ზ.მ. ბეპრენორფინის და მარიხუანის უკანონო მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
წაკითხვა