საზოგადოებრივი
104.5 FM
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-16 10:56:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“- ს გავლით, გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო წესების დარღვევით გადმოიტანეს დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1 394.38 გრამის, ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულებამ 676 336.63 ლარი შეადგინა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 - დან 7 წლამდე ვადით.
წაკითხვა
იუმორისტ დავით როსტომაშვილს ორი პირი დაესხა ​თავს
გამოქვეყნებულია: 2017-06-14 18:10:00
იუმორისტ დავით როსტომაშვილს ორი პირი დაესხა თავს. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს შსს-ში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. როგორც შსს-ში აცხადებენ, მეორე თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს მისი დაკავების ღონისძიებები.  იუმორისტ დათო როსტომაშვილს თავს დღეს დაესხნენ. 
წაკითხვა
იუმორისტ დათო როსტომაშვილს თავს დაესხნენ
გამოქვეყნებულია: 2017-06-14 17:11:00
თბილისში, იუმორისტ დათო როსტომაშვილს თავს დაესხნენ. შემთხვევა ყოფილი 5 დეკემბრის ქუჩაზე მოხდა. დათო როსტომაშვილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. როსტომაშვილი კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც საზოგადოებრივს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. სხვა დეტალებს შსს-ში ჯერ არ აკონკრეტებენ.
წაკითხვა
სუს-მა ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე ასურეთის სატყეო უბნის ტყის მცველი დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-06-14 10:19:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის, ასურეთის სატყეო უბნის ტყის მცველი ზ.ა. დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა ქვემო ქართლში, ასურეთის სატყეო უბნის ტერიტორიაზე, 1000 კვ.მ ტყის ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოჭრაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 6000 ლარის გადახდა.გამოძიება ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
წაკითხვა
შსს-მ ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალა ამოიღო
გამოქვეყნებულია: 2017-06-14 10:11:00
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული დ. ფ. თბილისში, ყაზბეგის გამზირზე დააკავეს.უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი, ნაგანის ტიპის არარეგისტრირებული რევოლვერი, „SAVZ 24“-ის მოდელის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და სხვადასხვა კალიბრის 52 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
წაკითხვა
მეზობლები ქარელში მომხდარი მკვლელობის მიზეზად ყაჩაღობას გამორიცხავენ
გამოქვეყნებულია: 2017-06-13 11:25:00
ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში, სადაც მკვლელობა მოხდა, სამართალდამცველებმა ავტომატის სამი მასრა აღმოაჩინეს. როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი იტყობინება, მეზობლები დედა-შვილის მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ, თუმცა დაყაჩაღებას გამორიცხავენ. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.შსს-ში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.ქარელის რაიონში დედა-შვილი - 62 წლის ნ.ჯ. და 31 წლის ნ.ჯ.​ სახლში გარდაცვლილი მეზობლებმა იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
წაკითხვა
შსს-ს ვიდეომასალა - ბიზნესმენის გამტაცებლების დაკავება
გამოქვეყნებულია: 2017-06-13 10:40:00
შსს-მ გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა, რის შესახებაც უწყება ინფორმაციას და ვიდეომასალას ავრცელებს. „შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1977 წელს დაბადებული დ.ბ., 1973 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1980 წელს დაბადებული ნ.კ. გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ. ამ მიზნით, ბრალდებულებმა ბიზნესმენს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.სამართალდამცველებმა ლ.ჩ. და ნ.ბ. თბილისში, ხოლო დ.ბ. და ნ.კ. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს“, - აცხადებენ შსს-ში. მათივე ცნობით, გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
წაკითხვა
ქარელის რაიონში დედა-შვილი მოკლეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-13 10:00:00
ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში მკვლელობა მოხდა.როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი იტყობინება, მოკლულია დედა-შვილი. 62 წლის ნ.ჯ. და 31 წლის ნ.ჯ.​ სახლში გარდაცვლილი მეზობლებმა იპოვეს. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
წაკითხვა
თბილისში სპეცოპერაციის დროს ოთხი პირი გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-12 19:58:00
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში სპეცოპერაციის დროს ოთხი პირი გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს შსს-ში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 143-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს.
წაკითხვა
თბილისში სპეცოპერაციის დროს ოთხი პირი დააკავეს - [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-06-12 19:49:00
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში  სპეცოპერაციის დროს ოთხი პირი დააკავეს. როგორც საზოგადოებრივის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აღნიშნული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე არიან დაკავებული. როგორც შსს-ში აცხადებენ, სპეცოპერაციის შესახებ დამატებითი ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გააავრცელებენ. 
წაკითხვა
​შსს ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-12 12:53:00
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს. შსს-მ ფონიჭალაში, ორი ნარკორეალიზატორი დააკავა. ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.ი., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი მიჰყიდეს. პოლიციამ, გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 12,6855 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი, ხოლო ნ.ი.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 19 შეკვრად დაფასოებული 11,0689 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი ამოიღო.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
წაკითხვა
სოფელ ნინოწმინდაში 16 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-12 11:00:00
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში 16 ბიჭი ოჯახის წევრებმა გამთენიისას ჩამომხრჩვალი იპოვეს. თვითმკვლელობის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. შემთხვევა გუშინ მოხდა.შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წაკითხვა
შსს-მ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-06-12 10:48:00
​შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1994 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.ი., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი მიჰყიდეს. პოლიციამ, გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 12,6855 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი, ხოლო ნ.ი.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 19 შეკვრად დაფასოებული 11,0689 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი ამოიღო.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
წაკითხვა
შსს გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-08 16:22:00
გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "2017 წლის 5 ივნისს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-10 განყოფილებაში, შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე ი.ქ.-ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის 5 ივნისს შუაღამისას, დაახლოებით, 03: 40 საათზე ი.ქ., კუთვნილი ავტომანქანით, თანმხლებ პირთან ერთად, სოფელი გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული დ.გ., რომელმაც პისტოლეტის დემონსტრირებითა და მუქარით სცადა ი.ქ.-სთვის თანხისა და ოქროს სამკაულების წართმევა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ი.ქ. 2015 წლიდან აღარ არის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი. აღნიშნული პირი 18 წლის განმავლობაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალურ და ოპერატიულ ცენტრში მუშაობდა და შესაბამისი ფიზიკური მომზადება აქვს გავლილი. ი.ქ.-მ თავდამსხმელს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და მის განიარაღებას შეეცადა, რა დროსაც დ.გ.-ს სხეულზე დაზიანებები მიაყენა, თუმცა მისგან თავადაც მიიღო სხეულზე არაერთი დაზიანება. საბოლოოდ, ი.ქ.-მ შეძლო დ.გ.-ს განიარაღება, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა და დახმარება სთხოვა. პოლიცია დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. დაზარალებულმა და მისმა თანმხლებმა პირმა განმარტეს, რომ დ.გ. იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მათ დაყაჩაღებას ცდილობდა. სამართალდამცველებმა დ.გ.-ს პირადი ჩხრეკა ჩაატარეს და ადგილზევე დააკავეს. დ.გ.-მ გამოძიებისათვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც იგი მოთავსებულ იქნა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში. შესახლებამდე დ. გ.-ს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და ექიმის რეკომენდაციით, შემდგომი გამოკვლევებისთვის, გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. საავადმყოფოში დ.გ.-ს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები. დაკავებულის სტაციონარში დატოვება, მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო არ გახდა, რის შემდეგაც იგი, ე.წ. „ფორმა 100“-ის საფუძველზე, სტაციონარიდან კვლავ შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. იზოლატორში შესახლების დროს დ.გ.-ს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება. ექიმთან გასაუბრებისას დ.გ.-მ განაცხადა, რომ დაზიანებები მიიღო დაკავებამდე, ჩხუბის დროს და პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა. აღნიშნულ დოკუმენტს დაკავებულმა თ
წაკითხვა
აშშ-ში დაკავებული რაჟდენ შულაია - გასაგებია, რაშიც მადანაშაულებენ, მაგრამ უბრალოდ ვერ გავიგე, რატომ
გამოქვეყნებულია: 2017-06-08 13:25:00
გასაგებია, რაშიც მადანაშაულებენ, მაგრამ უბრალოდ ვერ გავიგე - რატომ, - ამის შესახებ აშშ-ში დაკავებულმა რაჟდენ შულაიამ სასამართლოს წინაშე გამოსვლისას განაცხადა. მის სიტყვას ამერიკული გამოცემა Las Vegas Review Journal-ი ავრცელებს. სტატიის მიხედვით, შულაია ​ფედერალური სასამართლოს წინაშე ლას ვეგასში წარდგა. სასამართლომ დაკავებულის ნიუ იორკში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც საქმის გამოძიება მიმდინარეობს. გამოცემის ინფორმაციით, რაჟდენ შულაია რუსეთის მოქალაქეა. სასამართლო პროცესზე შულაიას თარჯიმანი დასჭირდა. მისი განცხადებაც, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ადანაშაულებენ წარდგენილ ბრალდებებში - სხდომაზე თარჯიმანმა გადათარგმნა, მას შემდეგ რაც მოსამართლემ დაკავებულს ჰკითხა, გაიგო თუ არა კონკრეტულად რა ბრალდებები ჰქონდა წარდგენილი მას და დაჯგუფების სხვა წევრებს. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის სულ 33 ადამიანი დააკავეს
წაკითხვა
სასწრაფოდ
აშშ-ში დაკავებულ ქართველებს შორის სავარაუდოდ, ცნობილი სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან
გამოქვეყნებულია: 2017-06-08 12:59:00
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ ქართველებს შორის სავარაუდოდ, ცნობილი სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან. ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი. ამერიკის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაკავებული ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი ბრუკლინში ცხოვრობდნენ. საქართველოს კრივის ფედერაციაში ფლობენ ინფორმაციას, რომ ორივე სპორტსმენი სწორედ ბრუკლინში ემზადება, თუმცა მათთან დაკავშირება და სავარაუდო დაკავების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხურციძე ამერიკაში ორი დღის წინ გაემგზავრა და 8 ივლისს გასამართი მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ემზადებოდა. ერთ თვეში ქართველი მოკრივე ჩემპიონის ქამრის დასაცავად ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსს უნდა დაპირისპირებოდა. ამერიკის პროკურატურის ინფორმაციით, ხურციძესა და მაყაშვილს ბრალი რეკეტში და თაღლითურ შეთანხმებაში მონაწილეობაში ედებათ.ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის სულ 33 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის 15 ქართველია. დაჯგუფების ხელმძღვანელებად რაჟდენ შულაია და ზურაბ ძანაშვილი არიან დასახელებულნი.
წაკითხვა
ნიუ იორკში რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრი 15 ქართველი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-08 10:37:00
ნიუ იორკის სამხრეთით რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე ე.წ. „კანონიერი ქურდია“, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. დაკავებულთაგან 15 ქართველია. დაკავებულთა შორის არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ძანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მიხეილ თორაძე, მამუკა ჩაგანავა, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, დიეგო გაბისონია და ნიკოლოზ ჯიქია. რუსულ-ქართული სინდიკატის წევრებს ბრალად ედებათ ფულის უკანონოდ გამოძალვა, ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობა, მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება. ნიუ
წაკითხვა
შსს-მ აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
გამოქვეყნებულია: 2017-06-08 10:19:00
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ვ.დ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ვ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას, 81 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,634542 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
წაკითხვა
შსს-მ ხუთი ბინის ქურდობაში ბრალდებული დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-06-07 10:28:00
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული გ.ს. ქურდობის მცდელობის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე, მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვას ცდილობდა.პოლიციამ, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ნაგანის“ ტიპის რევოლვერი, 7 საბრძოლო ვაზნით, „ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 8 საბრძოლო ვაზნით, „ზიგზაუერის“ ტიპის პისტოლეტი 2 მჭიდითა და 17 ვაზნით, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 97 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. ბრალდებულის სახლიდან ასევე ამოღებულია: მოყვითალო ფერის ნივთი ფითილით, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ხელსაწყოები - ე.წ. „ატმიჩკები“, ელექტროჩარხი, დამჭერი - ე.წ. „ტისკი“, საკეტი მექანიზმები და გასაღებები, სხვადასხვა სამკაული, მობილური ტელეფონი, ხელნაწერი ფურცლები სქემატური გამოსახულებებით და მაჯის ორი საათი.დაკავებულმა მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში ჩადენილი ბინის ქურდობის კიდევ 5 ფაქტი აღიარა.გამოძიება ქურდობის მცდელობის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-177-ე, 177-ე და 236-ე მუხლებით).
წაკითხვა
სუს-მა თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-06-06 11:40:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დავით ჯ. დააკავეს.„გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით ჯ. თავს ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლად ასაღებდა და საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა სოფ. კრწანისთან მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაკანონებაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც 20 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. ამასთან განუმარტა, რომ მიწის დასაკანონებლად მას აღნიშნული თანხის ნაწილი უნდა გადაეცა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე კომპეტენტური თანამდებობის პირებისათვის.დავით ჯ-მ მოქალაქეს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 10 000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა ამოღებულია ნივთმტკიცებად.გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით)“, - აცხადებენ სუს-ში.გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
წაკითხვა