საზოგადოებრივი
104.5 FM
აბასთუმანში ვანო მერაბიშვილის მშობლების კუთვნილი სახლი გაქურდეს
განახლებულია: 2014-12-17 12:50:00
აბასთუმანში ვანო მერაბიშვილის  მშობლების კუთვნილი სახლი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით,  გვიან საღამოს    მძარცველებმა საცხოვრებელში  გვერდით მდებარე სახლიდან შეაღწიეს და ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები წაიღეს.  ქურდობის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.  ფაქტს ადასტურებს  ყოფილი პრემიერის ადვოკატი,  თუმცა მას მომხდარის შესახებ  დეტალური ინფორმაცია არ აქვს.  შსს-ს ინფორმაციით, უკვე  დაკავებული არიან დამნაშავეები  და ამოღებულია ნივთმტკიცებები. 
წაკითხვა
მკვლელობა ხუდადოვზე - არასრულწლოვანმა გოგონამ მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრა
განახლებულია: 2014-12-16 20:35:00
მოზარდმა გოგონამ მამაკაცი მოკლა. შემთხვევა თბილისში
წაკითხვა
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და ზეწოლაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2014-12-15 20:35:00
გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ლაშა მახარაძის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული გიორგი ოქროპირიძე ყოფილ პრემიერსა და პოლიტიკოსებს მიმართავს და ამატკიცებს, რომ სექტემბერში აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი დანაშაული
წაკითხვა
დანაშაულმა იკლო - შსს სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2014-12-15 17:27:00
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა.2014 წლის ნოემბრის თვეში რეგისტრირებულია 2 232 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1 473 დანაშაული. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელია - 65,99%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის კლებაა -15,1 %.2014 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 24 368 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 16 104 დანაშაული. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელია 66,09%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის კლებაა -16,43 %.
წაკითხვა
კასპში მეზობელმა ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა
გამოქვეყნებულია: 2014-12-15 11:48:00
კასპის რაიონში მეზობელმა ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა. დაზარალებულს ჭრილობები ცივი იარაღით მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.ახალგაზრდა საავადმყოფოში ოჯახის წევრებმა მიიყვანეს. დაზარალებულს უკვე ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა.
წაკითხვა
მკვლელობა სოფელ ოტობაიაში
გამოქვეყნებულია: 2014-12-15 11:44:00
მკვლელობა გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში - 75 წლის ნაპოლეონ უჩავა საკუთარ ყანაში მოკლული იპოვეს.შემთხვევის ადგილზე შავი ნიღაბი აღმოაჩინეს. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ეს იყო გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით,  მაგრამ მოკლულმა გამტაცებელს ნიღაბი ჩამოგლიჯა, რაც  მკვლელობის მიზეზი გახდა.მოკლული გალში გადაასვენეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წაკითხვა
ორსანტიაში 75 წლის ქალს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
გამოქვეყნებულია: 2014-12-14 16:46:00
თავდასხმა ორსანტიაში მცხოვრებ 75 წლის ქალბატონზე - გვიან ღამით ნინა ხაზალიას სახლში სამი ნიღბიანი პირი მოტყუებით შევიდა და მას ფიზიკურად გაუსწორდა.დაზარალებულის განცხადებით, სახლიდან წაღებული არაფერია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ.ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
წაკითხვა
მკვლელობა კასპში - მამაკაცმა დის ქმარი მოკლა
გამოქვეყნებულია: 2014-12-14 16:33:00
კასპში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცველებმა ვაჟა ბიტაროვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, წარსულში ყაჩაღობისა და ქურდობისთვის სამჯერ ნასამართლევი, 1973 წელს დაბადებული პირი დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ კასპში, მირიან მეფის ქუჩაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით დის მეუღლე მოკლა.სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
წაკითხვა
ფოთში მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია
გამოქვეყნებულია: 2014-12-14 12:58:00
ფოთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული პირი დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ 10 დეკემბერს პისტოლეტით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პირი ფოთში მდებარე „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურში შეიჭრა და იქ მყოფ ორ ოპერატორს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 244 ლარი გამოსძალა. თავდმსხმელები ასევე შეეცადნენ ბენზინგასამართი სადგურის შენობის ერთ-ერთ ოთახში მდებარე სეიფის გატეხვას, თუმცა ვერ მოახერხეს და ადგილიდან მიიმალნენ.მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
წაკითხვა
დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე
გამოქვეყნებულია: 2014-12-13 12:26:00
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს თავდაცის სამინისტროს სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის“ სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი დააკავეს. დადგენილია, რომ ბახვა სურმანიძემ „სამხედრო ჰოსპიტლის“ მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტს დახმარება გაუწია;  მოახდინა ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა მეწარმე სუბიექტისთვის სასურველი პირობით, რის სანაცვლოდაც,  ქრთამის სახით აიღო 400 ლარი.
წაკითხვა
ყაჩაღობა ზუგდიდში -ქალბატონს ორ კილოგრამამდე ოქრო და 2500 ლარი წაართვეს
განახლებულია: 2014-12-12 13:10:00
ყაჩაღობა მოხდა ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე. შეიარაღებული პირები ქალბატონს სადარბაზოსთან თავს დაესხნენ და ორ კილოგრამამდე ოქრო და დაახლოებით 2500 ლარი წაართვეს. დაზარალებული ქალბატონი ზუგდიდში ოქროს ბირჟაზე მუშაობს.  თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მომხდარზე  მიმდინარეობს გამოძიება. 
წაკითხვა
თბილისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 13:06:00
შსს-მ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1959 წელს დაბადებული მამაკაცი. გამოძიების ვერსიით, აღმაშენებლის გამზირზე  „ქალაქპროექტის“ შენობაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან 1980 წელს დაბადებულ მამაკაცს ესროლა და მოკლა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.
წაკითხვა
აეროპორტის თანამშრომელი ქურდობისთვის დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-10 13:25:00
ქურდობის ბრალდებით აეროპორტის თანამშრომელი დააკავეს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული პირი აიყვანეს.ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბარგის მტვირთავად 2011 წლიდან მუშაობდა. გამოძიების ცნობით, დაკავებული მგზავრთა ბარგის ჩატვირთვისას, ფარულად დაეუფლა დანიის მოქალაქის ბარგში არსებულ, 300 ევროს ღირებულების „სამსუნგის“ ფირმის ციფრულ ფოტოაპარატს, რითიც მოქალაქეს მნიშნელოვანი ზიანი მიადგა.ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
წაკითხვა
ძარცვის ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-09 13:17:00
ძარცვის ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულები 30 ნოემბერს ქალაქ ფოთში, ძარცვის მიზნით, მოქალქის ბინაში შეიჭრნენ და ბინიდან 2400 ამერიკულ დოლარი და ოქროულობა გამოიტანეს. 
წაკითხვა
დაკავება სახელმწიფო ქონების გაფლანგვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე
გამოქვეყნებულია: 2014-12-09 13:11:00
სახელმწიფო ქონების გაფლანგვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს თანამშრომლები
წაკითხვა
ირაკლი შოთაძე -კიწმარიშვილის საქმის გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი
გამოქვეყნებულია: 2014-12-09 12:26:00
თბილისის პროკურორის შემდეგ რეზონანსული საქმის დეტალების გასაჯაროებას უკვე მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე აანონსებს. ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. საგამოძიებო უწყების მაღალჩინოსანი ე.წ. კაბელების საქმეში არსებულ მტკიცებულებებზეც საუბრობს. სალომე სონიშვილმა მოისმინა
წაკითხვა
ასტანის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა
განახლებულია: 2014-12-06 16:52:15
ასტანის პოლიციამ  საქართველოს მოქალაქე დააკავა , რომელსაც 35 ათასი ევროს ქურდობა ედება ბრალად. ინფორმაციას  ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ  ასტანის პოლიციას 28 ნოემბერს მიმართა პიროვნებამ, რომელსაც დედაქალაქის ერთ-ერთ კაფეში ჯიბიდან დიდი ოდენობის თანხა, 35 ათასი ევრო და 100 ათასი ყაზახური ტენგე ამოაცალეს. ,,პირადი მონაცემების მიხედვით, დაკავებულია საქართველოს 61 წლის მოქალაქე, რომელიც ამჟამად გადაყვანილია ასტანაში. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება და დგინდება, აქვს თუ არა დაკავებულს მონაწილეობა მიღებული სხვა დანაშაულებრივ ქმედებებში”, - ნათქვამია ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.  
წაკითხვა
დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
განახლებულია: 2014-12-05 13:09:43
დაკავებულია რუსეთის მოქალაქე.. ბრალდება არის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა-შემოტანა.  პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას
წაკითხვა
ქრთამის აღების ფაქტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
განახლებულია: 2014-12-03 13:47:30
საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმის განხილვა გრძელდება. საუბარია ე.წ. "თბილსერვისის" ეპიზოდზე. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო სამსახურის უფროსი დააკავეს.გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ერთ-ერთი მოქალაქისგან, დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 20 000 დოლარი აიღო. საქმე ეხება მოქალაქისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 224 ათასი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების ერთ ლარად გადაცემის საკითხს.
წაკითხვა
ყვარელში პოლიციელის მკვლელობაში მონაწილე სამი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-03 11:37:00
შსს-მ ყვარელში პოლიციელის მკვლელობაში მონაწილე სამი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს დანაშაულის აღსრულებაში ეხმარებოდნენ. შსს-მ ყვარელში პოლიციელის მკვლელობაში მონაწილე სამი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს დანაშაულის აღსრულებაში ეხმარებოდნენ.კერძოდ, ერთ-ერთმა დაკავებულმა მკვლელობაში ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღი დაახვედრა და ავტომანქანით გადაადგილებაში ეხმარებოდა, ხოლო ორმა მათგანმა კი მას გარდაცვლილის საცხოვრებელი სახლი და მისი მოძრაობის მარშრუტი დაუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი, კვალის დაფარვის მიზნით, დაშალეს და მდინარე დურუჯში გადააგდეს. სამართალდამცველებმა იარაღის ნაწილი მდინარიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
წაკითხვა