საზოგადოებრივი
104.5 FM
გაძარცვული და დაზიანებული ქანდაკებები თბილისში - ვინ იცავს ძეგლებს
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 21:11:00
დიდთოვლობის გამო, შეიზღუდა მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. გზის ამ ნაწილზე გადაადგილება ზამთრის სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. დაუცველი ძეგლები თბილისში - „მოამბე“ დღეს იმ ქანდაკებების ბედით დაინტერესდა, რომლებიც ვანდალური ფაქტების გამო, გაძარცვული და დაზიანებულია.მოქანდაკეები მაკონტროლებელი ორგანოს შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ. მით უმეტეს, რომ გაურკვეველია, რომელი უწყება ზრუნავს ძეგლების დაცვაზე.მერიის მიერ მითითებულ ერთ-ერთ შპს-ში დღეს განგვიმარტეს, რომ კანონით შესაბამისი პასუხისმგებლობა არ აკისრიათ.
წაკითხვა
თაღლითობა, რომლის შედეგად, პენსიონერებმა 6 თვის პენსია დაკარგეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 21:02:00
უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია – განცხადება ამის შესახებ საქართველოს პირველმა დიპლომატმა გააკეთა. თაღლითობა, რომელმაც პენსიონერები დააზარალა. თერჯოლის რაიონის სოფელ ვარდიგორაში მცხოვრები პენსიონერები პენსიას, სავარაუდოდ, დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში ვერ აიღებენ.ყოველთვიური დანამატისა და სურსათის მიცემის დაპირებით, საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით მოქმედმა პირებმა ხანდაზმული მოსახლეობის ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს.მოტყუებით ხელმოწერილი საბუთები და მითვისებული პენსიები - ვარდიგორაში მომხდარი ფაქტით სამართალდამცველები უკვე დაინტერესდნენ.
წაკითხვა
როდის და რა გარემოებებში ხდება ოჯახური ძალადობა - პროკურატურის კვლევა
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 21:02:00
საპროტესტო აქცია კიევში. ხელჯოხებითა და სხვადასხვა ბლაგვი საგნებით შეიარაღებულმა ასობით ახალგაზრდამ კიევის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო. ოჯახური დანაშაული ყველაზე ხშირად სახლში, 18:00-დან ღამის 12:00 საათამდე პერიოდში ხდება, - ასეთი სურათი აჩვენა პროკურატურის მიერ ჩატარებულმა კვლევამ.ამავე დასკვნის მიხედვით, ოჯახური ძალადობის დროს მოძალადეთა უმეტესობა უმუშევარია. ყველაზე ხშირად კი დანაშაულის იარაღად ფიზიკური ძალადობაა გამოყენებული და ცივი თუ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ნაკლებად ხდება.კვლევა იმ კვირეულის ფარგლებში გამოქვეყნდა, რომელიც ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება. შედეგების პრეზენტაციას მთავარი პროკურორიც დაესწრო.
წაკითხვა
უკრაინაში ჟურნალისტის ცხედარი აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-30 20:07:00
ვეტოც დაადო და ხელიც მოაწერა - ფარული მოსმენების შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი დაკანონდა. უკრაინის ერთ-ერთ სოფელში ჟურნალისტის ცხედარი აღმოაჩინეს. ალექსანდრ კუჩინსკისა და მისი მეუღლის ცხედრები სლავიანსკის ერთ-ერთ სოფელში, მათ აგარაკზე იპოვეს.გარდაცვლილებს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებათ. დანაშაულის ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი მოკვლევას ატარებს.ალექსანდრ კუჩინსკი გაზეთ „კრიმინალ ექსპრესის“ რედაქტორი იყო და კრიმინალურ თემატიკაზე რამდენიმე წიგნიც ჰქონდა გამოცემული, მათ შორის „დონეცკის ბანდიტიზმის ქრონიკები“.
წაკითხვა