საზოგადოებრივი
104.5 FM
„სიყვარულის ტერიტორია“- ოლეგ ტიმჩენკო პერსონალური გამოფენისთვის ემზადება
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 20:30:00
„სიყვარულის ტერიტორია“- ოლეგ ტიმჩენკო პერსონალური გამოფენისთვის ემზადება. ჭონქაძეზე მდებარე ისტორიული სახლის სადარბაზო, ერთი დღით საგამოფენო სივრცედ იქცევა და მხატვრის ახალ სერიას დაეთმობა. მთავარი კონცეფცია სასიყვარულო სცენებია.  თათია ბუხრაშვილი გიამბობთ.
წაკითხვა
„არტისტერიუმი“ 2017 გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 19:05:00
თბილისში „არტისტერიუმი“ 2017 გაიხსნა. „ქარვასლა“ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენას უკვე მეათედ მასპინძლობს. ხელოვნების მოყვარულებს საგამოფენო სივრცეში ქართველი და უცხოელი ხელოვანების ნამუშევრების ხილვის საშუალება ექნებათ.წელს „ქარვასლაში“ გამოფენილი ნამუშევრების მთავარი მიმართულება ვიზუალური ხელოვნება, რეწვა და დიზაინია. მასში მონაწილეობენ არტისტები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ კორეიდან, გერმანიიდან, ფინეთიდან, საბერძნეთიდან და იაპონიიდან.საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია საერთაშორისო ჯგუფური გამოფენები: „ხელოვნება რეწვა დიზაინი“, „მისაღები ოთახი III“.„არტისტერიუმი“ თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენაა სამხრეთ კავკასიაში და თბილისის სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში 14 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
წაკითხვა
კონსერვატორიაში საოპერო სტუდიის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 12:20:00
კონსერვატორიაში საოპერო სტუდიის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა. გალა კონცერტში მონაწილეობა მსოფლიოში ცნობილმა, ოპერის   ქართველმა მომღერლებმა მიიღეს. საოპერო სტუდიის ყოფილი მოსწავლეები სცენაზე კონსერვატორიის სტუდენტებთან ერთად წარდგნენ. ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდია 6 ნოემბერს დონიცეტის „სიყვარულის ნექტარს“, ხოლო დასკვნით ღონისძიებად, 12 ნოემბერს ვერდის „ტრავიატას“ წარმოადგენს. საოპერო სტუდიამ პირველი სპექტაკლი - ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“  1952 წელს წარმოადგინა.
წაკითხვა
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 23:52:00
ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ისლანდიელი მომღერლის ბიორკის კონცერტი დასრულდა. ბიორკმა მსმენელს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო მისი ფავორიტი ქვეყანაა.„საქართველო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო. ეს ჩემი ფავორიტი ქვეყანაა. მადლობა ქართულ ორკესტრს და თქვენ. ბოდიშს გიხდით, ცოტა გაციებული ვარ, მაგრამ მე მოგეცით მთელი გული და სითბო“ - განაცხადა ბიორკმა
წაკითხვა
პანკისელი და ზემო აჭარაში მცხოვრები ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა თბილისში
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 20:40:00
პანკისის ხეობაში და ზემო აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდა ფოტოგრაფების ნამუშევრებს მასპინძლობს „ღია საზოგადოება საქართველოს” გალერეა. ექსპოზიციაზე 50-მდე ფოტონამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენა ზემო აჭარასა და პანკისის ხეობაში დაარსებული ფოტო კლუბების ფარგლებში ეწყობა. კლუბების წევრები რამდენიმე თვის განამვლობაში სწავლობდნენ ფოტოგრაფიას, კამერასთან მუშაობას, გადაღებას, თეორიულ თუ ტექნიკურ დეტალებს. თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი
წაკითხვა
თბილისში რიგით მე-20 საიუბილეო ჯაზფესტივალი დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:45:00
თბილისში ჯაზფესტივალი დაიწყო. რიგით მე-20 საიუბილეო ფესტივალი ამერიკული ჯაზისა და სოულის შემსრულებელის, ლეგენდარული ჯგუფის, Tower of Power კონცერტით გაიხსნა.  საღამოზე ცნობილი ჰიტები, ასევე რამდენიმე ახალი კომპოზიციაც შესრულდა. ფესტივალის მეორე დღე მსოფლიოში აღიარებულ საქსოფონისტს, ჯო ლოვანოს დაეთმობა.  ბოლო დღეს კი, კონცერტებს ჯერ ახალგაზრდა  ქართველი ჯაზ შემსრულებელი, პაპუნა შარიქაძე გამართავს, შემდეგ კი სცენა ლეგენდარულ სტენლი კლარკსა და მისი ბენდს დაეთმობა.
წაკითხვა
„ხელმისაწვდომობა ფიზიკური გარემოს მიღმა“ - ექსპოზიცია გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში“
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:45:00
გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში, შვედი და ქართველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონაწილეობით, კონფერენცია და ფოტოგამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 22 შვედი და ქართველი პირის ფოტო პირადი ისტორიებით. "ხელმისაწვდომობა ფიზიკური გარემოს მიღმა" - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც შვედური ინსტიტუტისა და შვედეთის საელჩოს მიერაა მხარდაჭერილი და საქართველოში ორი წელია ხორციელდება.
წაკითხვა
ანა ურუშაძემ ფილმისთვის "საშიში დედა" ლოს ანჯელესში "ოსკარის" კამპანიის ფარგლებში გამართულ კინოფესტივალზე საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის წოდება მოიპოვა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 11:04:00
ანა ურუშაძემ ფილმისთვის "საშიში დედა" ლოს ანჯელესში "ოსკარის" კამპანიის ფარგლებში გამართულ კინოფესტივალზე საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის წოდება მოიპოვა. ახალგაზრდა რეჟისორისთვის „საშიში დედა“ პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია.ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონიალზე საქართველოს წარმდგენი ფილმიც, სწორედ ანა ურუშაძის ნამუშევარია. სულ ცოტა ხნის წინ ანა ურუშაძე ლოკარნოს 70 -ე საიუბილეო კინოფესტივალზე „ოქროს ლეოპარდის“ მფლობელი გახდა. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ნამუშევარი "საშიში დედა" ფესტივალის საუკეთესო სადებიუტო ფილმი გახდა. „ოქროს ლეოპარდი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რაც კი ბოლო დროს ქართველ კინემატოგრაფისტებს მოუპოვებიათ. იგივე ფესტივალზე ანა ურუშაძეს საუკეთესო რეჟისორული ხედვისთვის დამოუკიდებელი ჟიურის პრიზიც გადაეცა.დრამაში მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს. ფილმი აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. „საშიში დედა“ 50 წლის ქალის - მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას - მას უწევს, არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს. „საშიში დედა“ ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტია და იგი ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა.
წაკითხვა
„მოგზაურობა გულისკენ“ - კეიკო მაცუი თბილისში კონცერტის გასამართად ემზადება
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 20:33:00
8 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ცნობილი იაპონელი პიანისტისა და კომპოზიტორის კეიკო მაცუის კონცერტი გაიმართება. კონცერტზე შესრულდება კომპოზიციები ახალი ალბომიდან მოგზაურობა გულისკენ. საღამოში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი კამოლიდინ ურინბაევის ხელმძღვანელობით.  კეიკო მაცუი საქართველოს მეორედ ესტუმრება.გვანცა გიორგაძის სიუჟეტი.
წაკითხვა
დღეს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi იწყება
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 11:07:00
2 ნოემბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi გაიმართება. კვირეულის ფარგლებში გაზაფზული-ზაფხულის კოლექციებს თბილისში 43 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს. მოდის კვირეულს ორმოცდაათზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. მსოფლიო მოდის დედაქალაქებიდან კი მოდის კრიტიკოსები, ბაერები, ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორები ჩამოვლენ, მათ შორის Elle, Vogue Usa, Love Magazine. ასევე კვირეულს პირველად ესტუმრებიან სოციალურ ქსელებში პოპულარული მოდის ბლოგერები. მოდის კვირეული პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება.
წაკითხვა
პირველი ინკლუზიური ქართული თეატრალური დასი 2018 წელს შეიქმნება
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 20:35:00
პირველი ინკლუზიური ქართული თეატრალური დასი 2018 წელს შეიქმნება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მოცეკვავეთა დასი ცნობილი ბრიტანული ინკლუზიური დასის ქენდუკოს მსგავსი იქნება. ტრენინგებს ბრიტანეთის საბჭოს მოწვევით, ქენდუკოს სოლისტი მოცეკვავეები ატარებენ. ერთ-ერთი მათ შორის ეტლით მოსარგებლეა. ადაპტირებული გარემოს შექმნა ამ პროექტის მთავარი მიზანია. 
წაკითხვა
„ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა“ - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ახალ პროექტს იწყებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 18:31:00
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ახალ პროექტს - ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა იწყებს. ახალგაზრდა მომღერლების და ხელოვნების, განათლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით, იგეგმება გაცვლითი პროგრამები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან თეატრებთან.  პროექტის ფარგლებში პირველი გაცვლითი პროგრამა ბერლინის შტაატსოპერასთან ერთად ხორციელდება.
წაკითხვა
ფესტივალი „თბილისური აისი“ საზეიმოდ გაიხსნა
განახლებულია: 2017-11-01 18:30:00
ფესტივალი „თბილისური აისი“ საზეიმოდ გაიხსნა. ნორჩ კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ  სასახლეში მე-12 ჯერ იმართება. მონაწილეობას 15 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს. ხუთი საფესტივალო დღის განმავლობაში, ნაჩვენები იქნება კინომოყვარულთა მიერ შექმნილი 60-მდე ფილმი. გამარჯვებულს გრან პრი გადაეცემა. ასევე გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც.
წაკითხვა
საქართველოს 2018 წლის გაზაფხულზე ინკლუზიური თეატრალური დასი ეყოლება
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 17:58:00
საქართველოს 2018 წლის გაზაფხულზე ინკლუზიური თეატრალური დასი ეყოლება. ბრიტანული ინკლუზიური კომპანია „ქენდუკო“ თბილისში გამართული წარმოდგენების შემდეგ დაბრუნდა და ახლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის მასტერკლასებს მართავს. ბრიტანეთის საბჭოსა და მარჯანიშვილის თეატრის ერთობლივი პროექტის მთავარი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და არაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და მოცეკვავეებმა ერთ სცენაზე საკუთარი თავის გამოხატვა შეძლონ. ადაპტირებული გარემოს შექმნა და შშმ პირების საზოგადოებასთან ინტეგრაცია პროექტის მთავარი მიზანია."შენ შეგიძლია“ ახალი წამოწყება ამ გზავნილით შანსს აძლევს ყველას, ვისაც ცეკვა უყვარს და უბრალოდ საკუთარი თავის რწმენა არ აქვს ქართულ ინკლუზიურ დასში მოხვდეს.
წაკითხვა
განსხვავებული თბილისი და ქართული მობილური ფოტოგრაფია [ფოტოპროექტი]
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 16:44:00
წაკითხვა
თბილისის მე-20 ჯაზ-ფესტივალი 2-5 ნოემბერს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 11:31:00
თბილისის მე-20 ჯაზ-ფესტივალი 2-5 ნოემბერს გაიმართება.ფესტივალს ამერიკული ჯაზისა და სოულის შემსრულებელი, ლეგენდარული ჯგუფი Tower Of Power  გახსნის. ჯგუფი კალიფორნიაში 1968 წელს შეიქმნა და უკვე 5 ათწლეულია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და კონცერტებს მართავს.4 ნოემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მსოფლიოში აღიარებული საქსოფონისტი ჯო ლოვანო ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს. ამავე დღეს, მუსიკოსი ქართველი მსმენელის წინაშე თავის კვარტეტთან ერთად, კონცერტით წარდგება. თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის ბოლო დღეს, კონცერტს გამართავს ახალგაზრდა ქართველი ჯაზ-შემსრულებელი პაპუნა შარიქაძე, თავის ტრიოსთან ერთად, რომელსაც სპეციალური სტუმარი - მსოფლიოში აღიარებული ბასისტი ედი გომესი ეყოლება. ამავე დღესვე გაიმართება ლეგენდარული სტენლი კლარკისა და მისი ბენდის კონცერტი. სტენლი კლარკის ბენდის მუდმივი წევრი უკვე რამდენიმე წელია, ქართველი ჯაზ-შემსრულებელი ბექა გოჩიაშვილია.საღამოებს თბილისის საკონცერტო დარბაზი და თბილისის ივენთ ჰოლი უმასპინძლებს.
წაკითხვა
დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის - ბიორკმა მადლობის ტექსტი ინსტაგრამზე ქართულად დაწერა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 04:01:00
დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის - ლეგენდარულმა ისლანდიელმა მუსიკოსმა ბიორკმა SOU festival-ის წარმომადგენლებსა და ქართველ მსმენელს მადლობა ინსტაგრამზე ქართული ტექსტით გადაუხადა.მუსიკოსმა მადლობის ტექსტი სოციალურ ქსელში კონცერტზე გადაღებული ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა.ისლანდიელმა მუსიკოსმა ქართველი მსმენელისთვის, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, უახლესი ნამუშევრიდან „Vulnicura”-დან შეასრულა ჰიტები. „Vulnicura” თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს Björk-ის ყველაზე “პერსონალური“ და „გულწრფელი“ ნამუშევარი უწოდეს. კონცერტი მოიცავს არტისტის რამდენიმე საკვანძო სიმღერასაც მისი მუსიკალური წარსულიდან. თბილისი მეოთხე ქალაქია, სადაც ბიორკი 2017 წელს კონცერტს მართავს. ლეგენდარული მუსიკოსის კოსტიუმებსა და ნიღაბზე მისი გუნდის უცვლელმა წევრმა იზრუნა. თბილისში ბიორკი 12-კაციან გუნდთან ერთად ჩამოვიდა, მათ შორის არის ჯეიმს მერი. ბრიტანელი დიზაინერი და ხელოვანი, რომელიც მუსიკოსთან 2009 წლიდან თანამშრომლობს და ბიორკისთვის სასცენო სამოსსა და აქსესუარებს ქმნის.ბიორკმა დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზში იმღერა. 3 ნოემბერს კი არტისტი თბილისის ოპერისა და ბ
წაკითხვა
ბიორკი ქართველ მსმენელს მადლობას ქართულად უხდის [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 21:50:00
ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი ქართველ მსმენელს ქართულად მადლობას უხდის. ბიორკი ქართველი მსმენელისთვის, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, უახლეს ნამუშევარს „Vulnicura”-ს ცნობილ ჰიტებს ასრულებს. „Vulnicura” თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს Björk-ის ყველაზე “პერსონალური“ და „გულწრფელი“ ნამუშევარი უწოდეს. კონცერტი მოიცავს არტისტის რამდენიმე საკვანძო სიმღერასაც მისი მუსიკალური წარსულიდან. თბილისი მეოთხე ქალაქია, სადაც ბიორკი 2017 წელს კონცერტს მართავს. ლეგენდარული მუსიკოსის კოსტიუმებსა და ნიღაბზე მისი გუნდის უცვლელმა წევრმა იზრუნა. თბილისში ბიორკი 12 კაციან გუნდთან ერთად ჩამოვიდა, მათ შორის არის ჯეიმს მერი. ბრიტანელი დიზაინერი და ხელოვანი, რომელიც მუსიკოსთან 2009 წლიდან თანამშრომლობს და ბიორკისთვის სასცენო სამოსსა და აქსესუარებს ქმნის.
წაკითხვა
ბიორკის კონცერტი დაიწყო - პირველი ვიდეოკადრები საკონცერტო დარბაზიდან
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 21:21:00
თბილისის საკონცერტო დარბაზში ისლანდიელი მუსიკოსის პირველი კონცერტი მიმდინარეობს. ბიორკი ქართველი მსმენელისთვის, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, უახლეს ნამუშევარს „Vulnicura”-ს ცნობილ ჰიტებს ასრულებს. „Vulnicura” თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს Björk-ის ყველაზე “პერსონალური“ და „გულწრფელი“ ნამუშევარი უწოდეს. კონცერტი მოიცავს არტისტის რამდენიმე საკვანძო სიმღერასაც მისი მუსიკალური წარსულიდან. თბილისი მეოთხე ქალაქია, სადაც ბიორკი 2017 წელს კონცერტს მართავს. ლეგენდარული მუსიკოსის კოსტიუმებსა და ნიღაბზე მისი გუნდის უცვლელმა წევრმა იზრუნა. თბილისში ბიორკი 12 კაციან გუნდთან ერთად ჩამოვიდა, მათ შორის არის ჯეიმს მერი. ბრიტანელი დიზაინერი და ხელოვანი, რომელიც მუსიკოსთან 2009 წლიდან თანამშრომლობს და ბიორკისთვის სასცენო სამოსსა და აქსესუარებს ქმნის.
წაკითხვა
ბიორკის კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 20:35:00
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ისლანდიელი მომღერლის, ბიორკის კონცერტი მიმდინარეობს. ქართველი მსმენელისთვის მუსიკოსის ბოლო ალბომიდან 9 კომპოზიცია და მისი ცნობილი ჰიტები შესრულდება. თათია კუჭუხიძე ჩაგვერთვება დიდი საკონცერტო დარბაზიდან. 
წაკითხვა