საზოგადოებრივი
104.5 FM
მარიამ ხაჭვანის სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი “დედე“ სან პაულოს კინოფესტივალის ფინალისტია
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 11:13:00
მარიამ ხაჭვანის ახალი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი, სან პაულოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფინალში მოხვდა.ახალგაზრდა რეჟისორმა ამის შესახებ შეტყობინება პირადად მიიღო. მარიამ ხაჭვანი საკუთარ გვერდზე წერილს ავრცელებს, რომელიც მას ფესტივალის ადმინისტრაციამ გამოუგზავნა. სან-პაულოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ბრაზილიაში ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო ჟიურიმ 135 ნამუშევრიდან 14 ფილმი შეარჩია. "დედე" ფესტივალზე, წარდგენილია ახალგაზრდა კინომატოგრაფისტთა კონკურსში. გამარჯვებულის ვინაობა კი პირველ ნოემბერს გამართულ დაჯილდოვების ცერემონიაზე გახდება ცნობილი. საქართველოდან სან პაულოს კინოფესტივალზე ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსის სექციაში სამი ფილმია წარდგენილი. მათ შორის გიორგი ოვაშვილის „ხიბულას“ და ანა ურუშაძის „საშიში დედა“.რამდენიმე დღის წინ კი მარიამ ხაჭვანის ნამუშევარი პოლონეთის კინოფესტივალის „ტოფიფესტზე“ საუკეთესო რეჟისორად აღიარეს, ხოლო საფრანგეთში, მონპელიეს ფესტივალზე „დედემ“ მაყურებელთა პრიზი მოიპოვა."დედეს“ რომლის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, მონაწილეობდა საკონკურსო პროგრამაში East of the West და ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.ფილმი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც თავისი სიყვარულისთვის იბრძვის, მაგრამ ამ მხარეში ტრადიციები სიყვარულზე მაღლა დგას. ფილმის გადაღება სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. მსახიობთა უმრავლესობა სვანები არიან და ფილმში უმეტესად სვანურრ დიალექტზეა.
წაკითხვა
Netflix-ი „ბანქოს სახლს“ მეექვსე სეზონით დაასრულებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 01:30:00
Netflix-ი „ბანქოს სახლს“ მეექვსე სეზონით დაასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Independent-ი ავრცელებს. მაყურებელი საყვარელი შოუს ფინალურ სერიებს 2018 წელს იხილავს. Netflix-ის გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც House of Cards-ის ვარსკვლავი, ოსკაროსანი მსახიობი კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. მიუხედავად იმისა, რომ სიახლეები 24 საათზე ნაკლები დროის ინტერვალით გავრცელდა, შოუს შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მიღებული გადაწყვეტილება, სერიალის მეექვსე სეზონით დასრულების შესახებ, კევინ სპეისის ბრალდებებთან კავშირში არაა. მათი თქმით, მოლაპარაკებები და განხილვები ამ თემაზე ბევრად უფრო ადრე დაიწყო. შეგახსენებთ, კევინ სპეისი ძალადობაში მსახიობმა ენტონი რეპმა დაადანაშაულა, რის შემდეგაც სპეისმა ქამინგაუთი გააკეთა და თქვა, რომ გეია. „მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ურთიერთობა მქონდა ქალებთანაც და კაცებთანაც. ახლა კი, ცხოვრების ამ ეტაპზე ვამბობ, რომ მირჩევნია ვიცხოვრო როგორც გეი კაცმა“, - დაწერა „ტვიტერის“ გვერდზე ოსკაროსანმა მსახიობმა.
წაკითხვა
თბილისის მოდის კვირეული ლეღვთახევში ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილი პერფორმანსით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 21:54:00
თბილისის მოდის კვირეული დასრულდა. რიგით მე-16 კვირეული ლეღვთახევში ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილი პერფორმანსით დასრულდა. კვირეულის ფარგლებში, 20-მდე ღონისძიება იყო წარმოდგენილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, თბილისის მოდის კვირეული ამ სეზონზე 20-ზე მეტმა საერთაშორისო გამოცემამ გააშუქა. თბილისის მოდის კვირეული პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა.
წაკითხვა
ცნობილი იაპონელი ხელოვანი ამაგაცუ უშიო მიხეილ თუმანიშვილის პრიზით დაჯილდოვდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 21:49:00
ცნობილი იაპონელი ხელოვანი - ქორეოგრაფი, რეჟისორი, დიზაინერი ამაგაცუ უშიო მიხეილ თუმანიშვილის პრიზით დაჯილდოვდა ​სრულყოფილებისათვის ხელოვნებაში. პრიზი გადაეცა „სანკაი ჯუკუს“ დამფუძნებელ სემიმარუ სანსაც. ლეგენდარული იაპონური დასი „სანკაი ჯუკუ“ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში სტუმრობდა საქართველოს. დასმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული სპექტაკლი „კუმკუატის მარცვალი“ წარმოადგინა. „კუმკუატის მარცვალი“ ეს არის - მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი წარმოდგენა სამ ნოველად, დადგმა ომის, დაპირისპირებისა და კონფლიქტის წინააღმდეგ.
წაკითხვა
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის მეოთხე თეატრალური ფესტივალი დაიხურა
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 21:07:00
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის მეოთხე თეატრალური ფესტივალი სპექტაკლით „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ დაიხურა. ღონისძიებას კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე დაესწრო. წელს ფესტივალი მესხეთის თეატრის საიუბილეო თარიღს, 50-ე წლისთავს დაემთხვა. ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი ახალციხეში 10 ოქტომბერს, თავისუფლების თეატრის „სხვების ცხოვრებით“ გაიხსნა. ეროვნული დრამატურგიის მეოთხე თეატრალურ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 20-მა თეატრალურმა კოლექტივმა მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად მაყურებელმა 20 დღის განმავლობაში სულ 20 სპექტაკლი იხილა.
წაკითხვა
რეჟისორ უტა ბერიას მხატვრული ფილმის “უარყოფითი რიცხვების“ გადაღება მიმდინარეობს
განახლებულია: 2017-10-30 20:30:00
რეჟისორ უტა ბერიას მხატვრული ფილმის „უარყოფითი რიცხვების“ გადაღება მიმდინარეობს. ფილმის სიუჟეტი რეალური ისტორიებითაა აგებული და საქართველოს ეროვნული რაგბის კავშირისა და UNICEF-ის ერთობლივი პროექტია. ფილმი მოგვითხრობს, თუ როგორ შეცვალა რაგბის თამაშმა კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების ცხოვრება. რაგბის გაკვეთილები არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულებაში 2011 წელს მიმდინარეობდა. ვეტერანმა რაგბისტებმა რაგბის თამაში 60-მდე ახალგაზრდა-მსჯავრდებულს ასწავლეს. ამ პროექტის დასრულებისა და პატიმრების გათავისუფლების შემდეგ 10-მა ყოფილმა მსჯავრდებულმა რაგბის თამაში გააგრძელა.„უარყოფითი რიცხვების“ მთავარი გმირი ციხის ე. წ. მაყურებელია. თუმცა, რაგბის გაკვეთილების შემდეგ ხვდება, რომ სხვანაირი ცხოვრების გაგრძელება სურს და ახალ ცხოვრებას იწყებს. რეალური პროექტიცა და ფილმის მთავარი მიზანიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია, სტერეოტიპების დანგრევა და ჯანსაღი ცხოვრების წესია. ახალი მხატვრული სოციალური ფილმის გადაღებები დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება და კინოეკრანებზე 2018 წელს გამოვა. ფილმი ქართულ-ფრანგულ-იტალიური კოპროდუქციაა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
წაკითხვა
სულხან ნასიძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 18:28:00
ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, სულხან ნასიძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართება. საღამოზე შესრულდება კომპოზიტორის კამერული ჟანრის ნაწარმოებები. კონცერტში მონაწილეობას ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მუსიკოსები მიიღებენ. მათ პარტნიორობას თბილისის სახელმწიფო კამერული ანსამბლი საქართველოს სინფონიეტა და სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი გაუწევს. საღამო ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში 31 ოქტომბერს გაიმართება.
წაკითხვა
„შემოდგომის ლეგენდა 2017-ის“ იმპროვიზაციულ ტურს სარაჯიშვილების საგვარეულო მამულში უმასპინძლეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 16:16:00
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის შემოდგომის ლეგენდა 2017 იმპროვიზაციულ ტურს სარაჯიშვილების საგვარეულო მამულში მაროშენი უმასპინძლეს. სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მეცხრედ იმართება. კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური უახლოეს დღეებში გამოავლენს. ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებენ. კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება. წელს პირველ ტურში მონაწილეობა 427-მა კონკურსანტმა მიიღო. 10 ფინალისტი შიდა შესარჩევმა ჟიურის წევრებმა გამოავლინეს, რომლებმაც იმპროვიზაციულ ტურში ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე 12 საათის განმავლობაში ახალი ნაშრომები შექმნეს. 
წაკითხვა
ისლანდიელმა დირიჟორმა ბარნი ფრიმან ბარნასონმა პირველი რეპეტიცია გამართა
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 13:10:00
ისლანდიელმა დირიჟორმა ბარნი ფრიმან ბარნასონმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი საკრავების გუნდთან ერთად პირველი რეპეტიცია დღეს გამართა. ისლანდიელი დირიჟორი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ისლანდიის ეროვნული მუსიკის ორდენით დაჯილდოებული დირიჟორი ბიორკის ორკესტრის მუდმივი ხელმძღვანელია. ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ რაჭველის თქმით, თავად ბიორკი გუშინ დაესწრო სიმფონიური ორკესტრის რეპეტიციას.ბიორკის პროგრამა საქართველოში გასამართი ორივე ღონისძიების განმავლობაში იდენტური იქნება. ცნობილია, რომ ბიორკის პროგრამა საქართველოში ჩასატარებელი ორივე ღონისძიების განმავლობაში იდენტური იქნება, რომელიც ძირითადად, მის 2015 წლის ალბომს, Vunicura-ს ეხება. Vulnicura Strings ალბომის აკუსტიკური ვერსიაა, რომელიც სიმებიან საკრავებზეა დაფუძნებული. ბიორკი ცნობილ კომპოზიციებს სწორედ ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს. 
წაკითხვა
თბილისის მოდის კვირეული დღეს დაიხურება
განახლებულია: 2017-10-30 12:29:00
თბილისის მოდის კვირეული დღეს დაიხურება. სამი დღის განმავლობაში კვირეულზე საკუთარი ნამუშევრები 18-მა დიზაინერმა წარადგინა. განსხვავებული კოლექციებით, პერფომანსებითა და გამოფენებით მოდის კვირეულში ქართველებთან ერთად უკრაინელი, რუსი და ესტონელი დიზაინერებიც მონაწილეობდნენ. თბილისის მოდის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება ლეღვთახევში დაიხურება და ელენე ახვლედიანის შემოქმედებას მიეძღვნება.
წაკითხვა
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ფიესტალონია ჯორჯია 2017 “ დაიხურა
განახლებულია: 2017-10-30 12:28:00
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ფიესტალონია ჯორჯია 2017 გალა კონცერტით დაიხურა. სპეციალურმა ჟიურიმ კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული კოლექტივები, თანამედროვე და ხალხური ცეკვის ანსამბლები და თეატრალური დასები მონაწილეობდნენ.
წაკითხვა
ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ფესტივალზე საქართველოდან 11 დოკუმენტურ და ორ ანიმაციურ ფილმს აჩვენებენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 12:22:00
ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების მე-60 საიუბილეო ფესტივალზე, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და პრესტიჟულ კინოფორუმზე წელს ქართულ დოკუმენტურ და ანიმაციურ კინოს საგანგებო სექცია მიეძღვნა. IMPORT/EXPORT – GEORGIAN CINEMA ACROSS BORDERS - იმპორტი და ექსპორტი - ქართული კინო საზღვრებს შორის - ამ სახელწოდების პროგრამაში 11 დოკუმენტური და 2 ანიმაციური ფილმი იქნება ნაჩვენები. საქართველოს ფოკუს პროგრამა “დოკლაიფციგის“ ფესტივალის ინიციატივით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით, ქართველი რეჟისორის და პროდიუსერის - ზაზა რუსაძის კურატორობით შედგა. ზაზა რუსაძე ასევე DOK Leipzig-ის შესარჩევი კომისიის წევრია.ლაიფციგის ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ასევე პანელ დისკუსია Female Gazes from Georgia – (ქალის ხედვა საქართველოდან), რომელიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ არის ორგანიზებული. კინოჩვენებების ციკლი და დისკუსია გერმანიის კიდევ ოთხ ქალაქში გაგრძელდება. ლაიფციგის ფესტივალზე შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 2+2=22 (Das Alphabet) - ჰაინც ემიგჰოლცი. 2017 (საქართველოში გადაღებული გერმანული წარმოება)ალცნეი - ნინო ორჯონიკიძე, ვანო არსენიშვილი. 2009 მზის ქალაქი - რატი ონელი. 2017არ ისუნთქო (La Faille) - ნინო კირთაძე. 2014 გამოსვლა - ვახტანგ ჯაჯანიძე. 2015 ჰორიზონტი - დათო კიკნაველიძე - ანიმაციური ფილმი. 2017 ლილე - ნათია ნიკოლაიშვილი - ანიმაციური ფილმი. 2017 მადონა - ნინო გოგუა. 2014 მზიანი ღამე - (original title: Sonnige Nacht) სოსო დუმბაძე. 2017სოვდაგარი - თამთა გაბრიჩიძე. 2016 დაისის მიზიდულობა - სალომე ჯაში. 2016 მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს - თინათინ გურჩიანი. 2012როცა დედამიწა მსუბუქია - სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე, დავით მესხი. 2015 “დოკლაიფციგის“ ფოკუსი ქართულ კინოზე. 
წაკითხვა
თბილისის მოდის კვირეული მია ფაილოძის ჩვენებით დაიხურა
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 00:30:00
თბილისის მოდის კვირეული ახალგაზრდა დიზაინერის, მია ფაილოძის ჩვენებით დაიხურა. ახალგაზრდა დიზაინერის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ღია ფერებში იყო გადაწყვეტილი. სამი დღის განმავლობაში სულ 18 დიზაინერის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ქართველებთან ერთად, წლევანდელ კვირეულზე რუსი, უკრაინელი და ესტონელი დიზაინერებიც იყვნენ წარმოდგენილი. დასკვნითი ღონისძიება 30 ოქტომბერს ლეღვთახევში გაიმართება და ელენე ახვლედიანს მიეძღვნება. უკვე მესამე სეზონია, ორგანიზატორები ღონისძიებას ცნობილ ქართველ ქალებს უძღვნიან. „თბილისის მოდის კვირეულის“ მე-16 სეზონი 27 ოქტომბერს გაიხსნა, 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები სამი დღის განმავლობაში წარადგინეს დიზაინერებმა. კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება.
წაკითხვა
ქართული ფილმი „დედე“ ორი სხვადასხვა ფესტივალის პრიზიორია
გამოქვეყნებულია: 2017-10-29 10:15:00
პოლონეთში გამართულ „ტოფიფესტ“კინოფესტივალის დაჯილდოვებაზე ახალგაზრდა რეჟისორმა, მარიამ ხაჭვანმა ფილმისთვის „დედე“ საუკეთესო რეჟისორის პრიზი და სტატუსი დაიმსახურა.ფილმმა საფრანგეთში გამართულ მონპელიეს კინოფესტივალზე კი მაყურებლის ჯილდო მოიპოვა.მარიამ ხაჭვანის ახალი ნამუშევარი არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია, მათ შორის, კარლოვი ვარის კინოფესტივალზე სექციაში East of the West ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა.ფილმი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს კიდეც. „დედეს" გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა.კინოპროექტი „დედე” ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-სა და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით განხორციელდა.ფილმს პირველი წარმატება საპილოტე ვერსიამ „დინოლა“ მოუტანა, რომელიც 18 საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზების მფლობელი გახდა.„დედეს" პრემიერა საქართველოში ბათუმის კინოფესტივალზე შედგება, თბილისში მისი ნახვა კი ნოემბერში იქნება შესაძლებელი.
წაკითხვა
კრის რი ბენდთან ერთად საქართველოს ეწვევა
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 23:40:00
ბრიტანელი პოპისა და როკ-მუსიკის შემსრულებელი კრის რი ბენდთან ერთად საქართველოს ეწვევა.  ორგანიზატორების ინფორმაციით, ცნობილი ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე სრული შემადგენლობით წარდგება.კონცერტი თბილისის სპორტის სასახლეში 30 დეკემბერსაა დაგეგმილი. tkt.ge-ზე ბილეთები უკვე იყიდება და მათი ფასები 10-დან 300 ლარამდეა.კრის რის ერთ-ერთ მთავარ ჰიტად The Road To Hell მიიჩნევა.
წაკითხვა
"ნაპოვნი ნივთების ხელოვნება" - ვიგენ ვართანოვის გამოფენა "იარტ გალერეაში"
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 20:32:00
უცნაური ნივთებით შექმნილი ნამუშევრები - გამოფენა სახელწოდებით „ნაპოვნი ნივთების ხელოვნება" 60-მდე კოლაჟს აერთიანებს. ვიგენ ვართანოვის ექსპოზიცია მისი გარდაცვალების შემდეგ პირველად იკავებს საგამოფენო სივრცეს. დამთვალიერებელს ექსპოზიციის ნახვა ხვალიდან, 6 ნოემბრამდე "იარტ გალერეაში" შეეძლება. თათია ბუხრაშვილი მოგიყვებათ.
წაკითხვა
როგორ უნდა გახდეთ დიდი მწერალი - რჩევები სტივენ კინგისგან
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 19:20:00
ცნობილი მწერალი სტივენ კინგი თავის მემუარებში „წერის შესახებ“, საუბრობს თავის გამოცდილებაზე და დამწყებ მწერლებს აძლევს რჩევებს, როგორ გახდნენ უკეთესი მწერლები. „ვერ მოგატყუებთ, რომ ცუდი მწერლები არ არსებობენ. სამწუხაროა, მაგრამ ძალიან ბევრი ცუდი მწერალია“, - ამბობს სტივენ კინგი.ამიტომ თუ არ გსურთ, რომ თქვენც ერთ-ერთი მათგანი გახდეთ, წაიკითხეთ სტივენ კინგის რჩევები მისივე მემუარებიდან, როგორ გახდეთ კარგი მწერალი.1. შეწყვიტეთ ტელევიზორის ყურება. ამის ნაცვლად, იკითხეთ, რაც შეიძლება ბევრითუ დამწყები მწერალი ბრძანდებით, მაშინ აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ ტელევიზორის ყურება, ვინაიდან ის „წამლავს შემოქმედებითობას“. მწერალს სჭირდება, ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და მიმართოს წარმოსახვას. ამისათვის კი აუცილებელია, იკითხოს, რაც შეიძლება ბევრი.როგორც ცნობილია, სტივენ კინგი წიგნს ყველგან თან ატარებს და ჭამის დროსაც კითხულობს.„თუ გსურს მწერალი გახდე, ორი რამ უნდა აკეთო: იკითხო ბევრი და წერო ბევრი“, - ამბობს სტივენ კინგი.2. მზად იყავი იმაზე მეტი წარუმატებლობისა და კრიტიკისთვის, ვიდრე წარმოგიდგენია, რომ შეიძლება წინ გელოდეს
წაკითხვა
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თბილისში ოზურგეთის თეატრის გასტროლი შედგა - დასი მაყურებელს ხუთ სპექტაკლს წარუდგენს
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 16:18:00
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თბილისში ოზურგეთის თეატრის გასტროლი შედგა.  27 დან 29 ოქტომბრის ჩათვლით, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე, ოზურგეთის თეატრის დასი მაყურებელს ხუთ სპექტაკლს წარუდგენს.  თბილისში ოზურგეთის თეატრის გასტროლი რამდენიმე თარიღს აერთიანებს - ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს და რეჟისორისა და პედაგოგის გიზო ჟორდანიას ხსოვნას. სწორედ ოზურგეთის თეატრში  დაიდგა გიზო ჟორდანიას უკანასკნელი სპექტაკლი "ბოშები“.  გარდა ამისა, წელს ოზურგეთის თეატრი საიუბილეო თარიღს, დაარსებიდან 150-ე წელს აღნიშნავს.
წაკითხვა
თელავის თეატრის სცენაზე, სპექტაკლში "საბრალდებო დასკვნა", ტიგრან გულოიანის როლი ტრისტან სარალიძემ შეასრულა
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 15:17:00
პირველად თელავის თეატრის ისტორიაში, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში, ,,საბრალდებო დასკვნა" ტიგრან გულოიანის როლი, რუსთაველის თეატრის მსახიობმა ტრისტან სარალიძემ შეასრულა, რომელიც ორ თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, სპეციალურად მიიწვიეს. სპექტაკლი თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა.
წაკითხვა
რეჟისორი - „8 წუთი“ ოსკარის კომიტეტმა განსახილველად მიიღო, ახლა ჟიური გადაწყვეტს, იბრძოლებს თუ არა ფილმი ოსკარისთვის
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 12:52:00
ფილმ „8 წუთის“ ერთ-ერთი რეჟისორმა, დათო აბრამიშვილმა, პირველ არხს განუცხადა, რომ ოსკარის კომიტეტმა ფილმი განსახილველად მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ „8 წუთს“ ახლა ჟიურის წევრები ნახავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას, იბრძოლებს თუ არა ფილმი 2018 წლის ოსკარზე.მისი განმარტებით, მანჰეტენის საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვების შემდეგ, ფესტივალმა „8 წუთი“ ოსკარზე, მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში, თავისთავად წარადგინა. შემოქმედებითი ჯგუფი პასუხს ელოდა და ელექტრონული ფოსტით მიიღეს შეტყობინება, რომ ოსკარის კომიტეტმა ფილმი განსახილველად მიიღო.როგორც რეჟისორმა დათო აბრამიშვილმა განაცხადა, როდის დასრულდება პროცედურები და როდის გახდება ცნობილი, იბრძოლებს თუ არა ფილმი ოსკარისთვის, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.როგორც ცნობილია, ნომინანტთა საბოლოო სია 2018 წლის 23 იანვარს გამოცხადდება.რაც შეეხება ოსკარების დაჯილდოებას, ცერემონია 2018 წლის 4 მარტს, ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში ჩატარდება.ფილმი აპოკალიფსური შინაარსისაა. “8 წუთი“ მზის ჩაქრობის შემთხვევაში, დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობას სჭირდება.ფილმი Siberfilms-ის სადებიუტო ნამუშევარია. რომელიც ახალგაზრდა რეჟისორებს გიორგი გოგიჩაიშვილს, დათო აბრამიშვილს, სცენარისტებს მარი ბექაურს, ზაზა კოშკაძესა და პროდიუსერებს გეგა ხმალაძეს, მაგდა დათუაშვილს აერთიანებს.ფილმში მთავარ როლებს ანი ბებია, გიორგი შარვაშიძე და სლავა ნათენაძე ასრულებენ.
წაკითხვა