საზოგადოებრივი
104.5 FM
დერჩის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 12:11:00
დერჩის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, რესტავრატორების მიერ თაბაშირით შელესილი ქიმები ჩანაცვლდა ავთენტური მასალით. დაზიანებული ქიმები შეივსო კირით. თაბაშირით შელესილი ნაკლული ადგილები და ბზარები ჩანაცვლდა ავთენტური მასალით. კედლიდან ჩამოხსნილ მხატვრობას მოსცილდა ზედაპირული ჭუჭყი, უკანა მხარე გასუფთავდა თაბაშირისგან და მოხსნილი ფრაგმენტები კვლავ დამაგრდა პირვანდელ ადგილზე.დერჩის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოების მეორე ეტაპის სამუშაოების ღირებულებამ 45 700 ლარი შეადგინა.
წაკითხვა
ქართული ფილმი „8 წუთი“ შესაძლოა, ოსკარის ნომინანტი გახდეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 11:18:00
ქართული ფილმი „8 წუთი“ შესაძლოა, ოსკარის ნომინანტი გახდეს. როგორც სცენარისტმა მარი ბექაურმა პირველ არხს განუცხადა, შემოქმედებითმა ჯგუფმა, რამდენიმე საათის წინ, ელექტრონული ფოსტით მიიღო ინფორმაცია, რომ ამერიკულმა კინოაკადემიამ ფილმი და ყველა საჭირო საბუთი მიიღო.მანამდე ფილმმა მანჰეტენის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა.როგორც წესი, ოსკარზე წარდგენილი ფილმებიდან ამერიკული კინოაკადემია ჯერ ცხრა სურათს შეარჩევს, საბოლოოდ, კი ოსკარის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის ხუთი ფილმი შეირჩევა. კინოაკადემიის ყურადღება და ინტერესი რომ დაიმსახუროს, ქართულ ფილმს წინ რამდენიმეთვიანი მარათონი, საკმაოდ რთული და დატვირთული გრაფიკი ელოდება.ფილმი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიისთვის იბრძოლებს.იქნება თუ არა „8 წუთი“ საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში, ეს 2018 წლის 23 იანვარს, ნომინანტთა საბოლოო სიის გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი.რაც შეეხება ოსკარების დაჯილდოებას, ცერემონია 2018 წლის 4 მარტს, ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში ჩატარდება.ფილმი აპოკალიფსური შინაარსისაა. “8 წუთი“ მზის ჩაქრობის შემთხვევაში, დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობას სჭირდება.
წაკითხვა
Björk უკვე თბილისშია
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 10:28:00
ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი უკვე თბილისშია. ის საქართველოში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა. Björk კონცერტებს 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზსა და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს. კონცერტებს წარმოგიდგენთ თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS.დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით, თბილისს ასევე ცნობილი ისლანდიელი, ახალგაზრდა დირიჟორი, ბარნი ფრიმან ბარნასონი ესტუმრება. ბარნასონი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ორივე კონცერტზე უდირიჟორებს. ბიორკის პროგრამა ორივე კონცერტის შემთხვევაში იდენტური იქნება. კომპოზიციები, ძირითადად, მისი 2015 წლის ალბომიდან „Vunicura“ შესრულდება. „Vulnicura Strings“ ალბომის აკუსტიკური ვერსიაა, რომელიც სიმებიან საკრავებზეა დაფუძნებული. ბიორკი ცნობილ კომპოზიციებს სწორედ ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს. ოპერის თეატრში დაგეგმილ კონცერტზე ბილეთები სრულად და 25 ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია, ხოლო ფილარმონიის კონცერტზე დარჩენილია ბილეთების ნაწილი, რომელთა ფასიც 200-დან 590 ლარამდე მერყეობს.ორგანიზატორების ინფორმაციით, ბიორკის სურვილია, კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების მკაფიოდ დაცვის გარდა, საქართველოში კონცერტების დროს კულისები მთლიანად ყვავილებით იყოს მორთული. როგორც SOU festival-ის წარმომადგენლები ამბობენ, ბიორკის მოთხოვნა, რასაკვირველია, შესრულდება.Björk კონცერტის გარდა, დაგეგმილია ის
წაკითხვა
გამთენიისას საქართველოს ბიორკი ესტუმრება
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 00:13:00
პირველი არხის ინფორმაციით, ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი საქართველოს დღეს, გამთენიისას ესტუმრება. სავარაუდოდ, მუსიკოსი სასტუმრო „რუმსში“ დაბინავდება.ცნობილი გახდა, რომ ბიორკის სურვილია, კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების მკაფიოდ დაცვის გარდა, საქართველოში კონცერტების დროს კულისები მთლიანად ყვავილებით იყოს მორთული - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზატორებმა გაავრცელეს. როგორც SOU festival-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ბიორკის მოთხოვნა, რასაკვირველია, შესრულდება.ბიორკი კონცერტებს 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზსა და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს. დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით, თბილისს ასევე ცნობილი ისლანდიელი, ახალგაზრდა დირიჟორი, ბარნი ფრიმან ბარნასონი ესტუმრება. ბარნასონი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ორივე კონცერტზე უდირიჟორებს. ბიორკის პროგრამა ორივე კონცერტის შემთხვევაში იდენტური იქნება. კომპოზიციები, ძირითადად, მისი 2015 წლის ალბომიდან Vunicura შესრულდება. Vulnicura Strings ალბომის აკუსტიკური ვერსიაა, რომელიც სიმებიან საკრავებზეა დაფუძნებული. ბიორკი ცნობილ კომპოზიციებს სწორედ ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს. ოპერის თეატრში დაგეგმილ კონცერტზე ბილეთები სრულად და 25 ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია, ხოლო ფილარმონიის კონცერტზე დარჩენილია ბილეთების ნაწილი, რომელთა ფასიც 200-დან 590 ლარამდე მერყეობს.ბიორკს კონცერტის გარდა დაგეგმილი აქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კახეთში, იმერეთში, სხვანეთში, გურიასა და მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობა.
წაკითხვა
თორნიკე გოგრიჭიანის ფილმმა „ანდრომ“ თეირანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე ჯილდო მიიღო
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 22:22:00
თეირანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე თორნიკე გოგრიჭიანის ფილმი „ანდრო“ დაჯილდოვდა. ფილმმა ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის მიიღო. მსახიობის სადებიუტო ნამუშევარი რეჟისურაში ეროვნული კინოცენტრის 2015 წლის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის გამარჯვებულია. ფილმმა გასულ წელს მოიპოვა „წინანდლის პრემია“. თეირანის საერთაშორისო ფესტივალის 34-ე დაჯილდოვება 22 ოქტომბერს გაიმართა.
წაკითხვა
ანა ურუშაძის ფილმი "საშიში დედა" სინგაპურის საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 19:30:00
არა ერთი საერთაშორისო აღიარების შემდეგ ანა ურუშაძის ფილმი "საშიში დედა" კიდევ ერთ საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს. სარაევოსა და ლოკარნოს ფესტივალების შემდეგ ფილმი სინგაპურში იქნება ნაჩვენები. ანა ურუშაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმს პირველ დეკმებერს სინგაპურის ნაციონალურ მუზეუმში აჩვენებენ."საშიში დედა" ფსიქოლოგიური დრამაა, რომელშიც მთავარ როლს მსახიობი ნატო მურვანიძე ასრულებს. 50 წლის მანანას თავგადასავალი 2018 წლის ოსკარის უცხეონოვანი ფილმის კატეგორიაში იბრძოლებს
წაკითხვა
Björk-ის სურვილია, საქართველოში კონცერტების დროს კულისები მთლიანად ყვავილებით გაფორმდეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 17:49:00
ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის სურვილია, კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების მკაფიოდ დაცვის გარდა, საქართველოში კონცერტების დროს კულისები მთლიანად ყვავილებით იყოს მორთული, - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზატორები ავრცელებენ. როგორც SOU festival-ის წარმომადგენლები ამბობენ, ბიორკის მოთხოვნა, რასაკვირველია, შესრულდება.Björk კონცერტებს 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზსა და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს. კონცერტებს წარმოგიდგენთ თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS.დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით, თბილისს ასევე ცნობილი ისლანდიელი, ახალგაზრდა დირიჟორი, ბარნი ფრიმან ბარნასონი ესტუმრება. ბარნასონი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ორივე კონცერტზე უდირიჟორებს. ბიორკის პროგრამა ორივე კონცერტის შემთხვევაში იდენტური იქნება. კომპოზიციები, ძირითადად, მისი 2015 წლის ალბომიდან „Vunicura“ შესრულდება. „Vulnicura Strings“ ალბომის აკუსტიკური ვერსიაა, რომელიც სიმებიან საკრავებზეა დაფუძნებული. ბიორკი ცნობილ კომპოზიციებს სწორედ ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს. ოპერის თეატრში დაგეგმილ კონცერტზე ბილეთები სრულად და 25 ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია, ხოლო ფილარმონიის კონცერტზე დარჩენილია ბილეთების ნაწილი, რომელთა ფასიც 200-დან 590 ლარამდე მერყეობს.Björk კონცერტის გარდა, დაგეგმილია ისლანდიელი მუსიკოსის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კახეთში, იმერეთში, სხვანეთში, გურიასა და მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობა.
წაკითხვა
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წიგნის „თბილისის საპატიო მოქალაქეები“ პრეზენტაცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 12:26:00
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წიგნის „თბილისის საპატიო მოქალაქეები“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებული, რომელიც დედაქალაქის მერიის ინიციატივით გამოიცა, ყველა იმ საპატიო მოქალაქეზე მოგვითხრობს, რომელთაც ეს წოდება 1979-დან 2016 წლის ჩათვლით მიენიჭათ. 
წაკითხვა
თამარ ივერი ნედას პარტიით თბილისის ოპერის თეატრში პირველად წარდგა
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 22:22:00
თამარ ივერი, რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზებიდან“, ნედას პარტიით თბილისის ოპერის სცენაზე პირველად წარდგა.ცნობილ ქართველ სოპრანოს სცენაზე პარტნიორობა, ანზორ ხიდაშელმა (კანიო), სულხან გველესიანმა (ტონიო), გიორგი წამალაშვილმა (სილვიო) და ირაკლი მურჯიკნელმა (პეპე) გაუწიეს. როგორც თამარ ივერმა აღნიშნა, მისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლოა ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლა და მას დიდი ნერვიულობაც ახლავს. სოპრანომ დღევანდელი შესრულება ცისანა ტატიშვილისა და ზურაბ სოტკილავას ხსოვნას მიუძღვნა. „ვგრძნობ, რომ ხალხმა ძალიან ჩამიხუტა გულში და ძალიან თბილად შემხვდა, მათ მოეწონათ ჩემი ნედა და ჩემეული ხედვა ამ როლის“, - განაცხადა თამარ ივერმა. დღემდე, ეს პარტია, მომღერალს დიდი წარმატებით ჰქონდა შესრულებული ტულუზას Theatre du Capitole-სა და ვენის Staatsoper-ში, ცნობილი რეჟისორის ჟან-პიერ პონელის დადგმაში. „ჯამბაზების“ ეს ვერსია კი თბილისის ოპერის თეატრში, 2006 წელს თემურ ჩხეიძემ დადგა.
წაკითხვა
სვიმონ დადიანის კოლექცია სამშობლოში ბრუნდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 20:37:00
წლების შემდეგ ქართველი ემიგრანტი მხატვრის კოლექცია სამშობლოში დაბრუნდა. ამით სვიმონ დადიანის ბოლო სურვილი შესრულდა. ხელოვანის შემოქმედებას საქართველოში ჯერ არ იცნობენ, თუმცა ის მსოფლიოს უკვე არაერთ ქვეყანაშია აღიარებული. ემიგრაციაში ბავშვობაში წასული მხატვარი ამერიკაში გარდაიცვალა. სვიმონ დადიანის 23 ტილოს და ორი ქანდაკების თბილისში ჩამოტანა ხელოვანის შთამომავლების დახმარებით მოხერხდა. ნამუშევრები 5 ნოემბრიდან ჯავრიშვილის გალერეაში იქნება წარმოდგენილი. 
წაკითხვა
საქართველო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „ფიესტალონია ჯორჯია 2017“ უმასპინძლებს
განახლებულია: 2017-10-26 18:30:00
27-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს ფიესტალონია ჯორჯია 2017 უმასპინძლებს.  ფესტივალი წარმოადგენს ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი საკონკურსო კომიტეტის fiestalonia mileonio -ს მიერ დაარსებულ საერთაშორისო მნიშვნელობის კონკურსს .  ფესტივალის მიზანია, კულტურული კავშირების გამყარება. ახალი სახელების და ტალანტების აღმოჩენა, მუსიკალური პროდიუსერების და მენეჯერების მოზიდვა.  ფესტივალი 29 ოქტომებრს გალა-კონცერტითა და კონკურსანტთა დაჯილდოებით დაიხურება. 
წაკითხვა
„მითოლოგიიდან ტექნოლოგიამდე“- თბილისი საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 18:29:00
ევროპის სახელმწიფო თეატრების გაერთიანება საქართველოს დედაქალაქთან 4-წლიანი თანამშრომლობის პროგრამას იწყებს. თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისი 26- 29 ოქტომბერს საერთაშორისო კონფერენციას მითოლოგიიდან ტექნოლოგიამდე უმასპინძლებს, რომელსაც 12-ზე მეტი ქვეყნიდან 50-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. კონფერენციას მარჯანიშვილის თეატრი უმასპინძლებს.
წაკითხვა
ემიგრანტი მხატვრის, სვიმონ დადიანის 23 ფერწერული ტილო და ორი ქანდაკება საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-26 14:58:00
მსოფლიოში აღიარებული ემიგრანტი მხატვრის, სვიმონ დადიანის 23 ფერწერული ტილო და ორი ქანდაკება, მრავალი წლის შემდეგ, საფრანგეთის კერძო კოლექციიდან საქართველოში დაბრუნდა . ხელოვნების სასახლის ახალი კოლექცია პატრულის თანხლებით საგამოფენო დარბაზში გადაიტანეს. ნამუშევრების საქართველოში დაბრუნების მცდელობის ამბავი წლების წინ დაიწყო და ქართველი მხატვრის პირდაპირი შთამომავლის, მია ღვინიაშვილის სახელს უკავშირდება„ქართველ მოდილიანად“ წოდებული სიმონიკა (პიტერ) დადიანის ნამუშევრები გალერეაში ორი კვირა დარჩება. გალერეიდან ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში გადავა, სადაც  მუდმივმოქმედი ექსპოზიცია გახდება და სასახლის კოლექციებს შორის გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. სვიმონ დადიანს ქართველი დამთვალიერებელი ნაკლებად იცნობს, თუმცა მისი სახელი მსოფლიოში კარგადაა ცნობილი.  წლებია მხატვრის ნამუშევრები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში სხვადასხვა გამოფენებზეა წარმოდგენილი. სვიმონ დადიანის მემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნება, თავად მხატვრის უკანასკნელი სურვილი იყო.
წაკითხვა
ბლუზის ლეგენდა ბეთ ჰარტი საქართველოს მესამედ ეწვევა
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 21:01:00
თანამედროვე ბლუზის ლეგენდა საქართველოში ისევ ჩამოდის. ბეთ ჰარტი 18 ნოემბერს თბილისში კონცერტს გამართავს. ორსაათიანი პროგრამა ახალ ალბომში შესულ კომპოზიციებს მოიცავს. ცნობილი ამერიკელი მომღერალი ჩვენს ქვეყანას „ალტერ ვიჟენ ჯგუფის“ მუსიკალური სერიების ფარგლებში ესტუმრება. ეს საქართველოში ბეთ ჰარტის უკვე მესამე ვიზიტი იქნება.   
წაკითხვა
თბილისში ბიორკის კონცერტებს ისლანდიელი დირიჟორი უხელმძღვანელებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 17:05:00
თბილისში, ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის, ბიორკის კონცერტებს ცნობილი ისლანდიელი ახალგაზრდა დირიჟორი, ბარნი ფრიმან ბარნასონი უხელმძღვანელებს. ბარნასონი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, ორივე კონცერტზე - 31 ოქტომბერს და 3 ნოემბერს უდირიჟორებს. ბარნი ფრიმან ბარნასონი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი არტისტი, 2016 წელს ისლანდიაში ნაციონალური მუსიკის ორდენით დააჯილდოეს.როგორც დირიჟორი, პიანისტი, მევიოლინე და კომპოზიტორი, რამოდენიმე მნიშვნელოვან პროექტში იყო ჩართული. სწორედ მან მოამზადა კამერული ორკესტრი ანა თორვალდშდოტირის ოპერის - UR-ის მსოფლიო პრემიერისთვის. ბარნასონი ასევე ხელმძღვანელობს Shark-ის სიმებიან ანსამბლს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ინოვაციურ ლოკაციებზე, ახალი მუსიკის შესრულებითაა ცნობილი. როგორც აქტიური მუსიკოსი, ის ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე ევროპის მასშტაბით სოლო ღონისძიებებს მართავს.გასული წლის დასაწყისში, სწორედ ის ხელმძღვანელობდა ბიორკის ალბომის, Vulnicura-ის სიმებიან კონცერტს ისლანდიაში. ცნობილია, რომ ბიორკის პროგრამა საქართველოში ჩასატარებელი ორივე ღონისძიების განმავლობაში იდენტური იქნება, რომელიც ძირითადად, მის 2015 წლის ალბომს, Vunicura-ს ეხება. Vulnicura Strings ალბომის აკუსტიკური ვერსიაა, რომელიც სიმებიან საკრავებზეა დაფუძნებული. ბიორკი ცნობილ კომპოზიციებს სწორედ ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს. ბიორკის თქმით, მისთვის ალბომებში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო აკუსტიკური და ელექტრონული მუსიკის სინთეზი.„თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში მივხვდი, რომ ადამიანებისთვის ზოგჯერ საჭიროა ტექნოლოგიისგან დისტანცირება და მთლიანად აკუსტიკურ ინსტრუმენტებზე დაყრდნობილი მუსიკალური თავგადასავალი. ჩემთვის სიმები ადამიანის ნერვულ სისტემას ჰგავს. ხმა და ჩასაბერი ინსტრუმენტები ფილტვებია. ბიტები ცეკვასა და გულის ცემას მოგვაგონებს, მაგრამ როდესაც სიმებიან ინსტრუმენტებზე მიდგება საქმე, ამ დრო ჩვენი ნერვები ვიბრირებენ. სწორედ ამის გამოა, რომ ყველას დადებითი დამოკიდებულება გვაქვს სიმების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც რთულ პერიოდს გავდივართ ცხოვრებაში“, - ამბობს ბიორკი. შეგახსენებთ, რომ ოპერის თეატრში გასამართ ღონისძიებაზე ბ
წაკითხვა
ხელის ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა გაგრა“ სოფელ დუისში სპექტაკლს გამართავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 16:30:00
ხელის ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა გაგრა“ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში 31 ოქტომბერს  სპექტაკლს გამართავს.ჩრდილების თეატრი ბერლინის მსგავსად, დუისსაც მესამედ ესტუმრებიან.როგორც ჩრდილების თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ლიპარიშვილმა განაცხადა, სხვადასხვა რეგიონის განვითარების მიზნით თეატრი პრობლემურ რეგიონებში მოგზაურობას ცდილობს.„თეატრი ყველაზე მეტს მოგზაურობს. ამასთან, აჩვენებს სპექტაკლებს საზღვრებთან ახლომდებარე სოფლებში. 40-წუთიანი სპექტაკლი ბავშვებისთვისაა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ პანკისელ პატარებს მეჩრდილეები თეატრის ისტორიას უამბობენ და მასტერკლასსაც ჩაატარებენ, - განაცხადა ლიპარიშვილმა.მისივე თქმით, ბუდრუგანა, სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, ტაატით მოსიარულე ეტლს ნიშნავს. ხელის ჩრდილების თეატრი წლების წინ შეიქმნა, რომ სოფელ-სოფელ ბუდრუგანასავით ევლო და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ჩრდილების ხელოვნება გაეზიარებინა.„ბუდრუგანას" პირველი სპექტაკლის პრემიერა პარიზში 1991 წელს გაიმართა. ხელის ჩრდილების ხელოვნება, სოფელს, ქალაქს, ქვეყანას, ევროპასა და აზიას აერთიანებს.ბუდრუგანას გზაც ქალაქიდან სოფელში და სოფლიდან ქალაქზე გადის, განაცხადა ჩრდილების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გელა კანდელაკმა.
წაკითხვა
"დემოკრატიული საგიჟეთი" - ქეთი იმერლიშვილის წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 12:31:00
ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მწერლისა და ჟურნალისტის ქეთი იმერლიშვილის წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. წიგნი  სახელწოდებით "დემოკრატიული საგიჟეთი" მოგვითხრობს  აშშ-ში მყოფი ქართველების ცხოვრებას.  წიგნში აღწერილია თანამედროვე საქართველოს პრობლემებიც, თუ რატომ უხდებათ ადამიანებს ქვეყნის დატოვება და რა მოლოდინი აქვთ სხვა ქვეყანასთან შეხვედრისას. 
წაკითხვა
თვითნასწავლი მხატვრის მზია ნახუცრიშვილის პერსონალური გამოფენა ფოლკლორის ცენტრში
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 12:27:00
თვითნასწავლი ქართველი მხატვრის მზია ნახუცრიშვილის პერსონალურ გამოფენას ფოლკლორის ცენტრმა უმასპინძლა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ბუნებრივი მასალისგან დამზადებული 100-მდე ნამუშევარი. გამოფენა 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 
წაკითხვა
ფესტივალი „თბილისი რიტმი“ რიშარ გალიანომ გახსნა - ფოტოამბავი
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 21:36:00
რუსთაველის თეატრში სამი ვირტუოზი შემსრულებლის მონაწილეობით კონცერტი ARE NOSTRUM მიმდინარეობს. საქართველოს კიდევ ერთხელ ესტუმრა იტალიელი წარმოშობის ფრანგი აკორდეონისტი რიშარ გალიანო, ცნობილ ჯაზმუსიკოსებთან - ბერჩიდას ჯაზფესტივალის (სარდინია, იტალია) სამხატვრო ხელმძღვანელთან, სახელგანთქმულ იტალიელ მესაყვირესთან პაოლო ფრეზუსთან და შვედ პიანისტ, ისტადის (Ystad) ჯაზფესტივალისა და კოპენჰაგენის ლეგენდარული ჯაზკლუბის Montmartre სამხატვრო ხელმძღვანელთან იან ლუნდგრენდთან ერთად. თბილისურ კონცერტზე ლეგენდარული ტრიოს აკომპანირებით დავით მალაზონიას ორიგინალური ნაწარმოებიც შესრულდა.ახალი მუსიკალურ საგანმანათლებლო ფესტივალი „თბილისი რიტმი“ სწორედ სამი ვირტუოზის კონცერტით გაიხსნა.ფოტო: მირიან მელაძე
წაკითხვა
მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება - რა ეტაპზეა რესტავრაცია
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 21:17:00
იწყება მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოების ყველაზე რთული ეტაპი. რესტავრატორები ტაძრის დასავლეთ გარე ფასადის კონსერვაციაზე მუშაობენ და პარალელურად მეექვსე საუკუნით დათარიღებული უძველესი ტაძრის ქვას პირვანდელ სახეს უნარჩუნებენ. ქვისთვის პირვანდელი მდგომარეობის დაბრუნება და გამაგრება თანამედროვე ტექნოლოგიებით ხდება. ჯვრის მონასტერში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოები ,,მოამბის” გადამღებმა ჯგუფმა დაათვალიერა. 
წაკითხვა