საზოგადოებრივი
104.5 FM
თბილისი საერთაშორისო კონფერენციას „მითოლოგიიდან ტექნოლოგიამდე“ უმასპინძლებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 17:50:00
26-29 ოქტომბერს თბილისი საერთაშორისო კონფერენციას „მითოლოგიიდან ტექნოლოგიამდე“ უმასპინძლებს, რომელსაც 12 ქვეყნის 50-ზე მეტი მონაწილე ეყოლება. საერთაშორისო თეატრალურ კონფერენციის მასპინძელი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი იქნება. მარჯანიშვილის თეატრი კონფერენციაზე 8 სპექტაკლს წარმოადგენს, დაგეგმილია პანელ დისკუსიები და ვორკშოფები. კონფერენციას 27 ოქტომბერს, ქართველი დრამატურგი, მწერალი და პუბლიცისტი ლაშა ბუღაძე გახსნის. კონფერენცია ევროპის თეატრალური კონვენციის (ETC) ეგიდით ტარდება. ეს ევროპის სახელმწიფო თეატრების ყველაზე დიდი გაერთიანებაა და 20-ზე მეტი ქვეყნიდან 40-ზე მეტ თეატრს აერთიანებს.
წაკითხვა
სამმა ქართულ-უცხოურმა კოპროდუქციამ ევრიმაჟის დაფინანსება მოიპოვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 16:13:00
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ევრიმაჟის მმართველი საბჭოს148-ე სხდომაზე სამმა ქართულმა პროექტმა დაფინანსება მოიპოვა.საქართველოს წარმომადგენელმა ევრიმაჟში, თამარ ტატიშვილმა საბჭოს წარუდგინა დიტო ცინცაძის „43“, უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“ და ევა ჰოსუნის „მზის გოგოები“, რომლის ქართველი კოპროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავაა. ევრიმაჟის კინოფონდის 2017 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 18 მილიონ ევროს შეადგენდა. სხდომაზე 66 მხატვრული ფილმი დაფინანსდა, მათ შორის სოლიდური თანხა - დაახლოებით 700 000 ევრო ქართულ-უცხოური კოპროდუქციებისთვის გამოიყო:• „მზის გოგოები“ - 500 000 ევრო• „43“ -120 000 ევრო • „უარყოფითი რიცხვები“ - 86 000 ევროსაქართველო ევროპის საბჭოს კინოს განვითარების და მხარდაჭერის ფონდის - ევრიმაჟის წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა.
წაკითხვა
პრესის აკრედიტაცია 2017 წლის საბავშვო ევროვიზიაზე
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 16:09:00
მედიის წარმომადგენლებს რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ აკრედიტაცია 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 27 ოქტომბრისა (12:00 CET)  შემდეგ ბმულზე:  www.eurovisionfamily.tv (რეგისტრაციის შემდეგ მიყვნენ ინსტრუქციას და მოითხოვონ შესაბამისი აკრედიტაცია).შეგახსენებთ, რომ პრესის წარმომადგენლების აკრედიტაცია არ გულისხმობს უშუალოდ საბავშვო ევროვიზიის კონცერტზე დასწრებას (აკრედიტაცია არ არის კონცერტის ბილეთი). აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეეძლებათ მათი აკრედიტაციის შესამაბის ზონებში მუშაობა/გადადგილება. 
წაკითხვა
გიორგი ოვაშვილის ფილმს “ხიბულა“ 23 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში უჩვენებენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 13:01:00
23 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში გიორგი ოვაშვილის ფილმი "ხიბულა" იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინო ცენტრი ავრცელებს.“ხიბულა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ეხება. ფილმი, რომლიც საქართველოს უახლესი ისტორიის ოვაშვილისეული ტრილოგიაა, რეალურ ფაქტებზე და ისტორიებზეა აგებული. ფილმის გადაღებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჰოლანდიელი დრამატურგის რულოვ იან მინებოს და გიორგი ოვაშვილის სცენარის მიხედვით, ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.ფილმის პრემიერა კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. 
წაკითხვა
მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარზე ქვის საკონსერვაციო სამუშაოები ტარდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 12:13:00
მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარზე ქვის საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად, რესტავრატორები დასავლეთ ფასადზე მუშაობენ, რომელიც საკმაოდ დაზიანებულია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, უძველესი ქვის ჩამოშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რთული კლიმატური პირობებია. გაწმენდითი სამუშაოები, ჩამოშლილი ფხვიერი ქვის გამაგრება და ბზარების ინექციის მეშვეობით შევსება იტალიელი რესტავრატორის სტეფანო ვოლტას კონსულტაციების მიმდინარეობს. რესტავრატორები ტაძრის გარე ფასადზე სამუშაოების დასრულებას წლის ბოლომდე ვარაუდობენ. მომავალი წლიდან კი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, იუნესკო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მცხეთის ჯვრის მთავარი ტაძრის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.
წაკითხვა
საქართველოში Björk-ის კონცერტებზე დასასწრები ბილეთები მსოფლიოს 25 ქვეყანაში გაიყიდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 12:08:00
ისლანდიელი მუსიკოსის Björk-ის კონცერტებზე დასასწრებად მსმენელი საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვა. საქართველოში კონცერტის ორგანიზატორების ინფორმაციით, ​ ელექტრონული ბილეთების შეძენა რეკორდულად ბევრი ქვეყნიდან დაფიქსირდა. 31 ოქტომბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ კონცერტებზე დასასწრები ბილეთების 16% საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს 25 ქვეყანაში გაიყიდა.Björk-ის მოსასმენად თბილისში ჩამოვლენ, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან და აზიის ქვეყნებიდან.ორგანიზატორები დასძენენ, რომ თბილისში დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთი, ისტორიის მანძილზე პირველად შეიძინეს მადაგასკარსა და მავრიტანიაში.ისლანდიელი მუსიკოსის კონცერტზე დასწრების მსურველთა მონაცემები, ქვეყნების მიხედვით ასეთია:საქართველო - 83, 93 %რუსეთი - 6, 74%აზერბაიჯანი -1,39სომხეთი - 1,29%გერმანია - 0,83%
წაკითხვა
თბილისის მოდის კვირეული 27-30 ოქტომბერს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 11:01:00
27-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი გაიმართება. კვირეული დიზაინერ ლაშა ჯოხაძის ჩვენებით გაიხსნება და 30 ოქტომბერს ლეღვთახევში ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილი ღონისძიებით დასრულდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია 20-მდე ღონისძიება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს. თბილისის მოდის კვირეული პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება.
წაკითხვა
თაკო რობაქიძის პანკისში გადაღებული ფოტო „მაგნუმის“ გვერდზე მოხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 11:00:00
ყველაზე ცნობილი ფოტოგაერთიანება „მაგნუმი“ საკუთარი სოციალური პროგრამის გარეკანზე ქართველი ახალგაზრდა ფოტოგრაფის თაკო რობაქიძის პანკისში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. „ფოტოგრაფია და სოციალური სამართლიანობა“ - ასე ჰქვია პროგრამას, რომლის მთავარ გვერდზე ათასობით ფოტოდან „მაგნუმმა“ მთავარ ფოტოდ ქართველი ავტორის ნამუშევარი შეარჩია. თაკო რობაქიძემ აღნიშნული ფოტო პანკისის ხეობაში ორი წლის წინ გადაიღო. ფოტოგრაფმა პანკისის ხეობაში წელიწადნახევარი გაატარა და წარმოდგენები, თითქოს პანკისის ხეობა მხოლოდ „რადიკალებითა“ და „ექსტრემისტებით“ დასახლებული მხარეა, საკუთარი ფოტოებით დაანგრია. სოფელი ყოფითი პრობლემებით, ეთნიკური თავისებურებებითა და უბრალო ადამიანური განცდებით თაკო რობაქიძის ფოტორეპორტაჟის მთავარი თემა იყო.
წაკითხვა
სან პაულოს კინოფესტივალზე სამ ქართულ ფილმს აჩვენებენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 22:20:00
სან პაულოს კინოფესტივალისთვის სამი ქართული ფილმი შეირჩა. ფესტივალზე, სადაც 400 მდე სხვადასხვა ქვეყნის კინონამუშევარია ნაჩვენები, მაყურებელი მარიამ ხაჭვანის „დედეს“, გიორგი ოვაშვილის „ხიბულას“ და ანა ურუშაძის „საშიშ დედას“ ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსის სექციაში ნახავს. სამივე ქართული ფილმს ინდივიდუალური ისტორია აქვს. მარიამ ხაჭვანის „დედე“ სვანეთში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონასა და მისი ტრაგიკული სიყვარულის შესახებ გვიამბობს. გიორგი ოვაშვილის „ხიბულა“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრების ბოლო პერიოდს ასახავს. ანა ურუშაძის „საშიში დედა“ კი ახალგაზრდა რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი დრამაა, რომელიც ქალის ცხოვრებასა და უფლებებს ეძღვნება. სან პაულოს კინოფესტივალს მრავალწლიანი ისტორია აქვს და 30 წელზე მეტია საინტერესო კინემატოგრაფიულ მსოფლიო მოვლენებს ეხმიანება.
წაკითხვა
რეპრესირებულთა ისტორიები - ეროვნულ არქივში უნიკალური გამოფენა იხსნება
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 20:38:00
საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი მასალები, რომლებიც 20-30-იან წლებში რეპრესირებულთა ისტორიებს ინახავს: ხვალ ეროვნულ არქივში უნიკალური მნიშვნელობის გამოფენა იხსნება. ექსპოზიცია იმითაცაა საინტერესო, რომ ისტორიული დოკუმენტების, ფოტოების და მემორიალური ნივთების ნაწილი კერძო კოლექციებიდან იქნება წარმოდგენილი.  
წაკითხვა
ზაზა ურუშაძის ახალი ნამუშევრის ქართული პრემიერა 26 ოქტომბერს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 15:19:00
სრულმეტრაჟიანი დრამა „აღსარება“ საქართველოსა და ესტონეთის ერთობლივი პროდუქციაა. ფილმის პროდიუსერი ესტონელი ივო ფელტია, რომელიც ურუშაძის ცნობილი ფილმის „მანდარინების“ პროდუსერი იყო.ფილმის მსოფლიო პრემიერა ვარშავის 33-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.ფილმის პროდიუსერია ესტონელი ივო ფელტი, რომელიც აგრეთვე იყო ურუშაძის ფილმის, ცნობილი  „მანდარინების“ პროდიუსერი. სცენარზე კი თავად ზაზა ურუშაძემ იმუშავა. ფილმში მთავარ როლებს დიმიტრი ტატიშვილი, სოფო სებისკვერაძე და იოსებ ქველიძე ასრულებენ.„აღსარება“ მღვდელმსახურ გიორგის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მღვდლად კურთხევამდე კინორეჟისურით იყო გატაცებული. მას მთიან სოფელში პატარა ეკლესიაში მიავლენენ, სადაც მღვდელი დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა და წირვა არ ჩატარებულა. მღვდელი დიდი მონდომებით იწყებს მსახურებას და თითქოს ყველაფერი მშვიდადაა იქამდე, სანამ მუსიკის მასწავლებელს ლილის შეხვდება, რომლის სილამაზეს სოფელში აღმერთებენ და მას მერილინ მონროს ადარებენ. ქალი გულწრფელია მღვდელთან და მას თავისი ცხოვრების საიდუმლოებებს გაანდობს, რაც მოულოდნელ შედეგებს გამოიწვევს. მამა გიორგის სულიერი და ამქვეყნიური საწყისების ჰარმონია ნგრევას იწყებს.
წაკითხვა
რეპრესირებული ლიტერატურა - როგორ ებრძოდა კომუნისტური რეჟიმი თავისუფალ სიტყვას
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 20:38:00
როგორ ებრძოდა კომუნისტური რეჟიმი სიტყვას? სიტყვას, რომელიც მის იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა.ისევე როგორც ადამიანების შემთხვევაში, კრემლის სასტიკი პოლიტიკა აქაც მარტივ გადაწყვეტილებას იღებდა. გარდა იმისა, რომ გასაბჭოების შემდეგ საქართველოში აიკრძალა უცხოური ბეჭდვითი გამოცემები, მოხმარებიდან ამოიღეს ასეულობით ქართული ავტორის გამოცემა სრული ტირაჟით. დაწესდა ცენზურა, რომელიც უკლებლივ ყველაფერს ამოწმებდა.რეპრესირებული ლიტერატურის შესახებ ნახეთ მარიკა შალიკაშვილის სიუჟეტი.
წაკითხვა
"რანინას" კასტინგი გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 21:01:00
პირველი არხის საბავშვო მუსიკალური მეგაშოუს "რანინას" კასტინგი გრძელდება. 23 ოქტომბერს, 8-დან 13 წლამდე ბავშვებს კიდევ ერთი შანსი ეძლევათ გახდნენ საქართველოში ყველაზე დიდი საბავშვო მუსიკალური კონკურსის მონაწილეები. პროექტის გამარჯვებული საქართველოს 2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს. კასტინგი 12 საათზე დაიწყება და 5 საათამდე გაგრძელდება.  
წაკითხვა
Björk კახეთში, იმერეთში, სვანეთში, გურიასა და მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 15:46:00
Björk კონცერტის გარდა, დაგეგმილია ისლანდიელი მუსიკოსის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კახეთში, იმერეთში, სხვანეთში, გურიასა და მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობა, - ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი თქმით, ისლანდიელი მუსიკოსი დაინტერესებულია ქართული მუსიკითა და კულტურით.როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ბიორკის კონცერტზე დასასწრებად გულშემატკივრები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოვლენ. მათი ინფორმაციით, კონცერტის  ბილეთების თითქმის 80% გაყიდულია.ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ფიგურა live-კონცერტებს თბილისის საკონცერტო დარბაზსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართავს. თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 31 ოქტომბერს, 21:00-ზე დაიწყება. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი კი არტისტს 3 ნოემბერს, 21:00-ზე უმასპინძლებს.საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, ისლანდიელი ვირტუოზი ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევარს „Vulnicura”-ს წარუდგენს. „Vulnicura” თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს Björk-ის ყველაზე “პერსონალური“ და „გულწრფელი“ ნამუშევარი უწოდეს. კონცერტები მოიცავს არტისტის რამდენიმე საკვანძო სიმღერასაც მისი მუსიკალური წარსულიდან. შესრულდება ახალი სიმღერებიც.
წაკითხვა
Björk-ის კონცერტის ბილეთების თითქმის 80% გაყიდულია
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 15:39:00
ისლანდიელი მუსიკოსის Björk-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების თითქმის 80% გაყიდულია. ამის შესახებ ორგანიზატორებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი თქმით, კონცერტზე დასასწრები ბილეთების დიდი რაოდენობა შეძენილია სხვადასხვა ქვეყნიდან. კონცერტზე დასასწრებად Björk-ის გულშემატკივრები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოვლენ. ამასთან, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მუსიკოსი დაინტერესებულია ქართული მუსიკითა და კულტურით, შესაბამისად, კონცერტის გარდა, დაგეგმილია ისლანდიელი მუსიკოსის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კახეთში, იმერეთში, სხვანეთში, გურიასა და მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობა. „სამთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, „სოუ ფესტივალმა“ მოახერხა შეთანხმების მიღწევა ისეთი მაღალი დონის მუსიკოსის ჩამოყვანაზე, როგორიცაა Björk. ამ კოლაბორაციის ფარგლებში, „სოუ ფესტივალი“ წარადგენს ორ კონცერტს - ოპერისა და ბალეტის თეატრსა და თბილისის საკონცერტო დარბაზში. საკონცერტო სივრცეები სპეციალური პროგრამის გათვალისწინებით მან თავად შეარჩია. ეს ორი სივრცე კი ჯამში 3 000 ადამიანის დასწრების საშუალებას იძლევა. კონცერტების პროგრამა ორივე დღეს იდენტურია და არის მისი უკანასკნელი ალბომიდან, სიმებიანი ვერსია, რომელიც ძალიან საინტერესო ინტერპრეტაციაა ამ ალბომისა. ამ კონცერტების მოსმენის შესაძლებლობა წელს მხოლოდ ტოკიოში მეხიკო სითისა და ლოს-ანჯელესში ჰქონდათ.გუშინდელი დილის მონაცემებით, სტუმრებს ველოდებით უამრავი ევროპული ქვეყნიდან, ამერიკიდან და იაპონიიდან. ეს არის ​ბიორკის ფანების გლობალური თავშეყრა. ასევე ბილეთები შეძენილია ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა მადაგასკარი, მავრიტანია და საუდის არაბეთი. ბილეთების დაახლოებით 20 პროცენტია დარჩენილი“, - განაცხადა SOU FESTIVAL-ის დამფუძნებელმა სანდრო ლომინაშვილმა.ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ფიგურა live-კონცერტებს თბილისის საკონცერტო დარბაზსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართავს. თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 31 ოქტომბერს, 21:00-ზე დაიწყება. თბილისის ოპერისა და ბალეტის თ
წაკითხვა
ოპერისა და ბალეტის თეატრში 20-21 ოქტომბერს საშა ვალცის სპექტაკლი „COTINU“ იქნება წარმოდგენილი
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 15:29:00
20-21 ოქტომბერს, 20:00 საათზე საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის თეატრში ბერლინის სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის, საშა ვალცის სპექტაკლი „CONTINU“ იქნება წარმოდგენილი. პროექტი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. ​ცურიხის (Schauspielhaus im Schiffbau/Halle), პარიზის (Théâtre de la Ville Paris), ლონდონის (Sadler’s Wells), ბარსელონას ( Mercat de les Flors), რომის (Auditorium conciliazione), ათენის (Odeon of Herod Atticus), ბრუსელის (Theatre National), ლუქსემბურგის (Grand Theatre de la Ville Luxemburg), ნიუიორკის (BAM) შემდეგ, გერმანელმა ქორეოგრაფმა ედგარ ვარეზეს, იანის ქსენაკისის, კლოდ ვივიერის და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მუსიკაზე ვალცმა 24 მოცეკვავის დახმარებით, მსოფლიო ომების, მიგრაციისა და კულტურული იდენტობის სხვადასხვაობის პრობლემა ახალ ჭრილში წარმოადგინა.წარმოდგენა განხორციელდა „საშა ვალცისა და სტუმრების“, ცურიხის სახელმწიფო ოპერის სახლისა და ციურიხის ფესტივალის თანამშრომლობით, ასევე ბერლინის ფესტივალისა და ლონდონის სედლერ სუელსის თეატრის დაკვეთით.
წაკითხვა
როგორ იხსენებენ ხელოვანები გოგი ოჩიაურის შემოქმედებას
გამოქვეყნებულია: 2017-10-19 20:37:00
ხელოვანები გოგი ოჩიაურის შემოქმედებას იხსენებენ. ქართველი მოქანდაკე და ცნობილი საზოგადო მოღვაწე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად, მოქანდაკე პოლიტიკურადაც აქტიურობდა - მის შემოქმედებას გვანცა გიორგაძემ გადაავლო თვალი.
წაკითხვა
ბიორკი - როგორც იქნა, ორი კონცერტი თვალწარმტაც საქართველოში​
გამოქვეყნებულია: 2017-10-19 15:55:00
ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი საქართველოში დაგეგმილი ორი კონცერტის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.„როგორც იქნა კონცერტი თვალწარმტაც საქართველოში - ორი შოუ“, - წერს ბიორკი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე. აქვე აქვეყნებს ინფორმაციას საკონცერტო სივრცეებსა და თარიღების შესახებ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლეგენდარული მუსიკოსი საქართველოში, თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU-ს დამოუკიდებელი პროექტის ფარგლებში ჩამოდის. ბიორკი თბილისში, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, ორ კონცერტს გამართავს.  31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე. კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ გვერდის TKT.ge ის დახმარებით ან საკონცერტო სივრცეების სალაროებში. 
წაკითხვა
ტოკიოს კინოფესტივალზე ქართული ფილმის „ნამე“ პრემიერა გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-19 13:19:00
რეჟისორ ზაზა ხალვაშის ქართული ფილმის „ნამე“ პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 29 ოქტომბერს გაიმართება. ფილმი წლევანდელი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც მონაწილეობს. „ნამე“ საქართველო-ლატვიისა და საფრანგეთის ერთობლივი პროდუქტია.სიუჟეტს ქართული მითები უდევს საფუძვლად და ერთი ოჯახის ისტორიაა გადმოცემული. ნამე - ახალგაზრდა გოგოა, რომელიც ზებუნებრივი ძალებით არის დაჯილდოებული და სოფელში ყველა გაჭირვებულს ეხმარება და კურნავს.რეჟისორმა ფილმში ძირითადად დებიუტანტი მსახიობები მიიწვია. ფილმში მთავარ როლს მარისკა დიასამიძე ასრულებს. კინოსურათში ასევე მონაწილეობენ ხულოს სახელმწიფო თეატრის მსახიობები. მოქმედება აჭარის მაღალმთიანეთში ხდება.ტოკიოს 30-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იაპონიაში 25 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. კინოფესტივალი 1985 წელს ჩატარდა და მას შემდეგ, აზიური სამყაროს ერთ-ერთი წამყვანი ფესტივალია.10 დღის მანძილზე უამრავ სტუმარსა და მსოფლიო პრემიერას უმასპინძლებს.მთავარ საკონკურსო პროგრამაში წარდგენილ 15 ფილმს, 5 კინოპროფესიონალისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს, რომელიც ტოკიოს გრან-პრის, ჟიურის სპეციალურ პრიზს, პრიზს საუკეთესო რეჟისურისთვის, სამსახიობო შესრულებისთვის და სცენარისთვის გადასცემს გამარჯვებულებს.წლევანდელი საერთაშორისო ჟიურის პრეზიდენტია ამერიკელი მსახიობი ტომი ლი ჯონსი.
წაკითხვა
ფესტივალ „თბილისი რიტმს“ რიშარ გალიანო გახსნის
განახლებულია: 2017-10-18 20:32:00
24 ოქტომბერს რუსთაველის თეატრში სამი ვირტუოზი შემსრულებლის მონაწილეობით კონცერტი ARE NOSTRUM გაიმართება. საქართველოს კიდევ ერთხელ ესტუმრება იტალიელი წარმოშობის ფრანგი აკორდეონისტი რიშარ გალიანო, რათა ცნობილ ჯაზმუსიკოსებთან - ბერჩიდას ჯაზფესტივალის (სარდინია, იტალია) სამხატვრო ხელმძღვანელთან, სახელგანთქმულ იტალიელ მესაყვირესთან პაოლო ფრეზუსთან და შვედ პიანისტ, ისტადის (Ystad) ჯაზფესტივალისა და კოპენჰაგენის ლეგენდარული ჯაზკლუბის Montmartre სამხატვრო ხელმძღვანელთან იან ლუნდგრენდთან ერთად მუსიკისა და ხელოვნების ახალი საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი რიტმი“ წარადგინოს.თბილისურ კონცერტზე ლეგენდარული ტრიოს აკომპანირებით ქართული ეთნოჯაზ ჯგუფი „ირიაოს“ კომპოზიტორ დავით მალაზონიას ორიგინალური ნაწარმოებიც შესრულდება.ახალი მუსიკალურ საგანმანათლებლო ფესტივალი „თბილისი რიტმი“ სწორედ სამი ვირტუოზის კონცერტით გაიხსნება.
წაკითხვა