საზოგადოებრივი
104.5 FM
შავი ზღვის დაცვის ეროვნული სტრატეგია - რა პრობლემებზე საუბრობენ სპეციალსიტები
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 20:24:00
საქართველო შავი ზღვის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე იწყებს მუშაობს. ამგვარი დემოკუმენტის შექმნას ქვეყანას ასოცირების შესახებ შეთანხმება ავალდებულებს. შესაბამისი ცვლილება ,,საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ კანონში შევა, სადაც ჩაიწერება, რომ ქვეყანა ვალდებული იქნება შექმნას საზღვაო გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომაგრების საქმოქმედო პროგრამა, რომელსაც 6 წელიწადში ერთხელ გაანაახლებს. ცვლილება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში დღეს პირველი მოსმენით განიხილეს. შავ ზღვაში არსებულ რა პრობლემებზე საუბრობენ სპეციალსიტები და რა მოხვდება დოკუმენტში, სალომე ქოქიაშვილი გიმაბობთ. 
წაკითხვა
გარემოს დაცვის სამინისტრო - ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადება დაშვებული მოცულობების ფარგლებში მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 14:40:00
გარემოს დაცვის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადება ტყის ინვენტარიზაციის საფუძველზე მომზადებული ტყის მართვის გეგმებით დაშვებული მოცულობების ფარგლებში მიმდინარეობს.ამასთან, სამინისტროს ცნობით, ხორციელდება ტყეკაფების გამოყოფა უპირველესად სოციალური ჭრისთვის, რომელიც საქართველოს მოსახლეობის სათბობ რესურსზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებას წარმოადგენს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიტარული ჭრებიც.„ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადება მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის საფუძველზე მომზადებული ტყის მართვის გეგმებით დაშვებული მოცულობების ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება ტყეების ფაქტიურ მდგომარეობას და უზრუნველყოფს მდგრად ტყითსარგებლობას. სწორედ ამ პრინციპების დაცვით ხორციელდება
წაკითხვა
2015 წელს მსოფლიოში გარემოს დაბინძურების შედეგად 9 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა
განახლებულია: 2017-10-23 20:30:00
სამედიცინო გამოცემის საგანგაშო კვლევა: 2015 წელს მსოფლიოში გარემოს დაბინძურების შედეგად 9 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. ჰაერი, წყალი, ნიადაგი: ამავე ანგარიშის მიხედვით, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰაერის დაბინძურებაზე მოდის. კვლევა იმ ქვეყნების ჩამონათვალსაც მოიცავს, სადაც დაბინძურებულმა გარემომ ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 
წაკითხვა
გარემოსდამცველები ბორჯომის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის საფრთხეზე საუბრობენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 20:36:00
აგვისტოს მასშტაბური ხანძრის შემდეგ, ბორჯომის ხეობაში მეწყრული პროცესების გააქტიურების გაზრდილ საფრთხეზე საუბრობენ. გარემოს დაცვის სამინისტრო ნახანძრალ ტერიტორიაზე ხეების დარგვას გაზაფხულიდან გეგმავს. მანამდე კი, ადგილობრივები დამწვარი ტყის აღდგენითი და ნიადაგის გამაგრებითი სამუშაოების დაწყებას ითხოვენ. სტიქიის ზონაში მეწყერის ჩამოწოლის საშიშროებას რეალურად მიიჩნევენ გარემოსდამცველებიც
წაკითხვა
„გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მიმართ საქართველოს ეროვნული შეტყობინების“ შესახებ შეხვედრა გაიმართა
განახლებულია: 2017-09-27 12:24:00
პროექტის „გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს ეროვნული შეტყობინების“ შესახებ პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გაეროს ჩარჩო კონვენცია კლიმატის ცვლილების შესახებ, ისევე როგორც პარიზის შეთანხმება, ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო შეთანხმებაა კლიმატის ცვლილების საკითხებზე. ყველა ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტებს, მათ შორის საქართველოც, იღებს ვალდებულებას გაატაროს კლიმატის ცვლილების შერბილებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო გეგმავს სათბური აირის გაფრქვევის შემცირებას 15 პროცენტით საბაზისო დონესთან შედარებით. 
წაკითხვა
გარემოს დაცვის სამინისტრო - ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტები გამოვლინდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 09:51:00
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურისა და მცხეთის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყირთან, მდინარე რიონზე, ​მოქალაქეები ე.წ. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატებით, ნავებიდან ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. სამინისტროს ცნობით, მათ ჯამში მოპოვებული ჰქონდათ 21 კგ-მდე სხვადასხვა სახეობის თევზი.„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერასთან ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. დეპარტამენტის თანამშრომლებს, რიგ შემთხვევებში, დაპირისპირება უწევთ კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან, რომლებიც სწრაფმავალი ნავებით, გადამცემებითა და ღამის ხედვის საშუალებებით არიან აღჭურვილნი.მიმდინარე წელს, 2017 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, უკანონო თევზჭერის 433 ფაქტი გამოვლინდა. აქედან, 175 ფაქტი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.ამავე პერიოდში, ამოღებულია 25 ერთეული რეზინის ნავი, მათ შორის 7 ძრავზე მომუშავე, 45 ერთეული
წაკითხვა
ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი სტუმრობდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 12:45:00
ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი სტუმრობდა. ჯავახეთისა და ტბა არპის დაცულ ტერიტორიებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პრეზენტაცია გაიმართა.  ორივე დაცულ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების ტრანსსასაზღვრო მონიტორინგი ჩატარდება;  ასევე, დაცულ ტერიტორიებზე მოხდება ტრანსსასაზღვრო ტურიზმის ხელშეწყობა. შემუშავდება ერთიანი რეგიონული სტანდარტი,  ტურისტული მარშრუტი და ტურისტული პროდუქტი. ჯავახეთის ეროვნულ პარკში ტრანსსასაზღვრო ველო-რბოლაც გაიმართა, რომელმაც სტარტი მადათაფას ტბაზე აიღო და  სომხეთში არპის დაულ ტერიტორიებზე  დასრულდა. 
წაკითხვა
WWF-ის პრეზიდენტი იოლანდა კაკაბაძე: ჰესების მშენებლობისას ხშირად შეცდომებს ვუშვებთ
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 13:28:00
ჰესები ელექტროენერგიის წარმოებისთვის აუცილებელია, თუმცა ხშირად შეცდომებს ვუშვებთ, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუ სად უნდა აშენდეს სადგურები,  — განაცხადა ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) პრეზიდენტმა იოლანდა კაკაბაძემ. „პირველი არხი“ დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს კაკაბაძე მსგავს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ დიდი ჰესები გარემოზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.„ჩვენ არ გამოვდივართ კაშხლების წინააღმდეგ, უბრალოდ გვაქვს გარკვეული რჩევები. მაგალითად, სად უნდა განთავსდეს ეს კაშხლები და რა ფაქტორები უნდა იყოს გათვალისწინებული. ჰესები აუცილებელია ელექტროენერგიის წარმოებისთვის, ბევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ამ რესურსების ათვისება, მაგრამ ხშირად შეცდომებს ვუშვებთ, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუ სად უნდა აშენდეს სადგურები. არის ადგილები, სადაც გავლენა ბუნებაზე მცირეა და პირიქით. მაგალითად, ბიომრავალფეროვნების კუთხით მდიდარ ადგილებში კაშხლები არ უნდა აშენდეს. კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ ჰესები სასურველია განთავსდეს მდინარეების შენაკადებზე. ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო ხედვა იმისა, თუ სად უნდა აშენდეს სადგურები და სად არა“, — აღნიშნა კაკაბაძემ.ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის პრეზიდენტმა „პირველ არხს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
წაკითხვა
WWF-ის პრეზიდენტი იოლანდა კაკაბაძე: გახშირებული ხანძრები კლიმატის ცვლილებას უკავშირდება
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 12:52:00
ტყეებში გახშირებული ხანძრები კლიმატის ცვლილებას და უფრო მშრალ სეზონებს უკავშირდება, — განუცხადა „პირველ არხს“ ბუნების მსოფლიო ფონდის პრეზიდენტმა იოლანდა კაკაბაძემ. სპეციალისტი ამბობს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში კომპლექსური მიდგომაა საჭიროა.„ტყის ხანძრებით ზარალდება ყველა — შეერთებული შტატები, კანადა, რუსეთი, პორტუგალია, საქართველო... ეს მოვლენები ყველგან ხდება. მე და ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს დაკავშირებულია უფრო მშრალ სეზონებთან. ხანძრების რაოდენობა უჩვეულოდ არის გაზრდილი და შეგვიძლია ეს კლიმატის ცვლილებასთან დავაკავშიროთ. რა უნდა გავაკეთოთ? საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც უნდა აღვადგინოთ, გავაჯანსაზოთ ბუნება. მაგალითად, პრევენციის ერთ-ერთი საშუალება ტყეებში მცენარეთა მრავალფეროვნების გაზრდაა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია გასაკეთებელი საზოგადოების განათლების კუთხითაც“, — აღნიშნა კაკაბაძემ, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს.„პირველი არხი“ დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს WWF-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ. „შეერთებულ შტატებში არაერთმა ორგანიზაციამ, პოლიტიკურმა ლიდერმა, კერძო სექტორის წარმომადგენელმა გაზარდა ძალისხმევა ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. მოძრაობაც კი შეიქმნა „We are still in“, რომლის წევრები ამბობენ, რომ ისინი ხელს შეუწყობენ პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. ამასთან, ტრამპის გადაწყვეტილება არ შეიძლება ამოქმედდეს 2020 წლამდე. ვიმედოვნებ, რომ მანამდე ტრამპი იფიქრებს ამ თემაზე. ჩვენ ვხედავთ, მაგალითად, ქარიშხლების დამანგრეველ ძალას. ეს ერთგვარი ნიშანია, რომ კლიმატის ცვლილების საკითხში უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები“, — დასძინა კაკაბაძემ.ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის პრეზიდენტმა „პირველ არხს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
წაკითხვა
ქართველი ეკვადორელი - იოლანდა კაკაბაძის გეგმები WWF-ის პრეზიდენტობის შემდეგ [ექსკლუზივი]
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 12:29:00
იოლანდა კაკაბაძე ეკვადორის გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრია. 2010 წლიდან დღემდე ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) პრეზიდენტია, თუმცა უკვე წლის ბოლოს მაღალ თანამდებობას დატოვებს. პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კაკაბაძე ამბობს, რომ მისი ოჯახის ისტორიაზე წიგნის დაწერას გეგმავს. საქართველოს კი მომავალ წელს ესტუმრება. იოლანდა კაკაბაძე ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებში მონაწილეობს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა კლიმატის ცვლილებაა.- რა თემებს განიხილავთ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში? იქნება თუ არა მსჯელობა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე პარიზის შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლის შესახებ? როგორც ცნობილია, ამ გადაწყვეტილების ამოქმედება შეუძლებელია 2020 წლამდე. ფიქრობთ თუ არა, რომ ტრამპი გადაიფიქრებს?- როგორც წესი, გენერალური ასამბლეის კვირა ძალიან დატვირთულია მოვლენებით. იმართება შეხვედრები არა მხოლოდ გაეროს ორგანიზებით, არამედ სხვა ჯგუფებისა და ორგანიზაციების მიერ. მე, მაგალითად, ვმონაწილეობ შეხვედრაში, რომელიც ეძღვნება კვების წარმოებასა და ნარჩენებს. ეს დღევანდელი თაობისთვის, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. კვების პროდუქტების მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ საჭიროა სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდა, მაგრამ მათი პროდუქციის ნახევარი მომხმარებლამდე საბოლოო ჯამში არც აღწევს. რაც შეეხება კლიმატის ცვლილებას, მდგრადი განვითარების მიზნებს — ამ საკითხით დაინტერესებულია ყველა სახელმწიფო. არა მგონია, რომ ტრამპის გადაწყვეტილება პარიზის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე ბევრ რამეს შეცვლის. რადგან შეერთებულ შტატებში არაერთმა ორგანიზაციამ, პოლიტიკურმა ლიდერმა, კერძო სექტორის წარმომადგენელმა გაზარდა ძალისხმევა ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. მოძრაობაც კი შეიქმნა „We are still in“, რომლის წევრები ამბობენ, რომ ისინი ხელს შეუწყობენ პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. ამასთან, ტრამპის გადაწყვეტილება მართლაც არ შეიძლება ამოქმედდეს 2020 წლამდე. ვიმედოვნებ, რომ მანამდე ტრამპი იფიქრებს ამ თემაზე. ჩვენ ვხედავთ, მაგალითად, ქარიშხლების დამანგრეველ ძალას. ეს ერთგვარი ნიშანია, რომ კლიმატის ცვლილების საკითხში უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები.
წაკითხვა
ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე - შეხვედრა ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებთან
გამოქვეყნებულია: 2017-09-16 12:29:00
16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის "ახალი ტალღა" სტუდენტებს შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი თემა სავალდებულო სერტიფიცირების სისტემის დანერგვა იყო. კერძოდ, მომავალი წლიდან სერტიფიკატი  სავალდებულო იქნება მხოლოდ იმ ტექნიკოსებისთვის, რომლებიც მსხვილ - არასყოფაცხოვრებო მოწყობილობებს ემსახურებიან, ხოლო 2019 წლიდან - ყველა ტექნიკოსისთვის.
წაკითხვა
გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 12:02:00
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა ინსპექტირების შედეგად, მონადირის ქუჩისა და ქვემო ალექსეევკის დასახლების მიმდებარე ტერიტორიებზე სამართალდამრღვევი პირები გამოავლინა.სამშენებლო ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირები „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 32-ე მუხლისა და 47-ე მუხლის მეორე ნაწილების შესაბამისად დაჯარიმდნენ. „თბილსერვის ჯგუფის“ ცნობით, ზედამხედველობის სამსახურის დავალებით, აღნიშნული ტერიტორიიდან უკანონოდ განთავსებული ინერტული ნარჩენის გატანა სამართალდამრღვევი ფიზიკური პირების მიერ დაუყოვნებლივ განხორციელდა.„თბილსერვის ჯგუფი“ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენი მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება.
წაკითხვა
პარიზის შეთანხმების ეროვნულ დონეზე განხორციელების პროცესში გამოწვევებზე იყალთოში იმსჯელეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 12:38:00
იყალთოში  პარიზის შეთანხმების ეროვნულ დონეზე განხორციელების პროცესში გამოწვევებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მიმართა. მხარეებმა  პარიზის  შეთანხმებით შექმნილი გამჭირვალობის გაძლიერებული მექანიზმისა და ანგარიშგების შესახებ  ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს,  რაც ხელს შეუწყობს ეროვნულად განსაზღვრული წვლილის ეფექტურად განხორციელებას. 
წაკითხვა
თბილისის მასშტაბით ჰაერის ხარისხის ახალი მაჩვენებლები ქვეყნდება - რა შედეგი აჩვენა კვლევამ
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 18:20:00
თბილისის მასშტაბით ჰაერის ხარისხის ახალი მაჩვენებლები ქვეყნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ისევ არასახარბიელოა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ოთხ ქუჩაზე, სადაც მანქანების გამონაბოლქვით წარმოქმნილი მავნე ნივთიერების კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას მნიშვნელოვნად აჭარბებს. ონკოლოგიური დაავადებების გახშირების ფონზე, გარემოსდამცველები და ექიმები ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების დროულ ამოქმედებას ითხოვენ. 
წაკითხვა
ხონის რაიონში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 09:44:00
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, - ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ხონის რაიონის სოფელ ღვედში, დევნის შედეგად, „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი გააჩერეს, რომელიც 112-ის განმასხვავებელი ყალბი სტიკერებითა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების მსგავსი, ლურჯი ფერის სანათი საშუალებებით (ციმციმა) იყო აღჭურვილი. „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსის სალონში 3 მ³ დახერხილი ხე-მასალა იყო განთავსებული. მათივე ინფორმაციით, მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლო, სპეცსიგნალებსა და სანათ საშუალებებს შსს-ს ნებართვის გარეშე იყენებდა. 
წაკითხვა
კასპიის ზღვა თანდათან ორთქლდება — ელის თუ არა მსოფლიოს უდიდეს ტბას კატასტროფა
გამოქვეყნებულია: 2017-08-30 19:50:00
მცხუნვარე მზის ქვეშ მოქცეული ტბორის მსგავსად, მსოფლიოს უდიდესი წყალსატევი — კასპიის ზღვა — სიცხის წინაშე უძლური აღმოჩნდა და ზომაში მცირდება. ამ შემთხვევაში, მიზეზი მწველი კლიმატია, ისეთი, როგორიც თანამედროვე მსოფლიოს ჯერ არ გამოუცდია.  როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, ევროპასა და აზიას შორის მდებარე კასპიის ზღვა ბოლო ოცი წლის განმავლობაში ნელ-ნელა ორთქლდება, რისი მიზეზიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ტემპერატურის მატებაა.  ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებული ანალიზების მიხედვით, 1996 წლიდან, კასპიის ზღვის წყლის დონე ყოველწლიურად 7 სანტიმეტრით მცირდება. მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, ბევრი დრო არ დარჩა მანამდე, სანამ ეს ჩაკეტილი მეგა-ტბა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს, ყაზახეთს, ირანს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს — 1970-იან წლებში დაფიქსირებულ ისტორიულ დაბალ ნიშნულს ჩამოსცდება. მეცნიერთა თქმით, 1979 წლის შემდეგ, კასპიის ზღვის ზედაპირზე ჰაერის ტემპერატურამ დაახლოებით 1 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა, რის შედეგადაც გაიზარდა აორთქლება, ამ ყველაფრის უკან კი კლიმატის ცვლილება დგას. მიუხედავად იმისა, რომ კასპიის ზღვის წყლის დონე რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში მერყეობდა, გასულ წელს დაფიქსირებული სასტიკი ცვლილებები გვაფიქრებინებს, რომ უფრო თბილი ტემპერატურით გამოწვეულ აორთქლებას უდიდესი გავლენა აქვს წყალსატევზე. „ყველაზე დიდი ალბათობით, კასპიის წყლის დონის ცვალებადობა გრძელი პერიოდის მანძილზე,  გამოწვეულია აორთქლებით, რომელსაც თითქმის მთლიანად აკონტროლებს ტემპერატურა“, — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი, გეოფიზიკოსი კლარკ უილსონი. ჯგუფმა კვლევა შემთხვევით დაიწყო, როდესაც ისინი ჩართულები იყვნენ 2002 წელს გაშვებულ თანამგზავრ GRACE gravity field mission-ის მონაცემთა კალიბრაციაში. როდესაც GRACE-ის მონაცემები დედამიწიდან შეგროვილ მონაცემებს შეადარეს, რომელთა შორის კასპიის ზღვის ჩანაწერებიც იყო, წყლის დონის მერყეობა შენიშნეს. „გაგვიჩნდა სურვილი გაგვერკვია თუ რა იყო ამ მრავალმეტრიანი ცვლილებების გამომწვევი მიზეზი“, — ამბობს უილსონი. „საინტერესო ადგილია, დიდი ხნის განმავლობაშიც სწავლობდნენ, თუმცა რეალური მიზეზი ბოლომდე არასოდეს გარკვეულა“. თანა
წაკითხვა
ტარდება თუ არა ხანძრის რისკისშემცველ ზონებში პრევენციული ზომები - არასამთავრობოები სახელმწიფო უწყებებს არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებენ
გამოქვეყნებულია: 2017-08-29 20:14:00
კითხვა, რომელიც ბოლო პერიოდში გახშირებული ხანძრების ფონზე აქტუალობას არ კარგავს: ტარდება თუ არა რისკისშემცველ ზონებში პრევენციული ზომები. გარემოს დაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები შესაბამისი უწყებების უმოქმედობაზე საუბრობენ. ღონისძიებები, რომელთა გატარებას სპეციალისტები ტყის მასივებში ცეცხლის კერების გაჩენის თავიდან ასაცილებლად ითხოვენ, კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნულ სტრატეგიაში უკვე გაწერილია. თუმცა ირკვევა, რომ 7 თვის წინ მიღებული დოკუმენტით გათვალისწინებული სამუშაოების დიდი ნაწილი ჯერ არ ჩატარებულა. ამავე თემაზე, იხილეთ ჩართვა „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
არასამთავრობოები: ხანძრების პრევენციისთვის კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები არცერთ უწყებას გადაუდგამს - რას აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში
გამოქვეყნებულია: 2017-08-29 18:14:00
გახშირებული ხანძრების ფონზე სპეციალისტები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მიუხედავად იმისა,რომ მთავრობამ საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილში საუბრობენ, რომ ხანძრების პრევენციისათვის კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები არცერთ უწყებას გადაუდგამს, ამ ინფორმაციას თავად გარემოს დაცვის სამინისტროში უარყოფენ და განმარტავენ, რომ საფრთხის თავიდან ასაცილებლად კონკრეტული ღონისძიებები მომავალ წლებში გატარდება. 
წაკითხვა
რა სტრატეგია გააჩნია სახელმწიფოს ტყის გადასარჩენად
გამოქვეყნებულია: 2017-08-28 18:19:00
ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსში ხე-ტყის წელი 35 პროცენტს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობა აქვს.  მოსახლეობის დიდ ნაწილს გასათბობად, ალტერნატივის სახით, არც ბუნებრივი აირი გააჩნია, რაც ნიშნავს იმას, რომ მალე ქვეყანა შეიძლება სერიოზული ეკოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს. რა სტრატეგია გააჩნია სახელმწიფოს ტყის გადასარჩენად და გათბობისთვის ხე-ტყის რა რესურსით ჩანაცვლებაა შესაძლებელი?    ბექა ბარამიძე თემის დეტალებით.
წაკითხვა
მამუკა ხაზარაძე ხის ჭრაზე მორატორიუმს ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-08-27 00:47:00
ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე პარლამენტს ქვეყნის მასშტაბით ხეების ჭრაზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ბიზნესმენმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ბორჯომის ხანძარმა დიდი ზიანი მოგვაყენა თითოეულ ჩვენგანს, განადგურდა უზარმაზარი, უნიკალური ტყის მასივი. იმის გათვალისწინებით, რომ ტყეს და ზოგადად, ხეს საქართველოს სხვა ადგილებში და განსაკუთრებით დედაქალაქში არ ვწყალობთ, ვფიქრობ, დადგა დრო, კანონმდებლებმა გამოაცხადონ მინიმუმ ხუთწლიანი მორატორიუმი ხის ჭრაზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე“, - წერს მამუკა ხაზარაძე.
წაკითხვა