საზოგადოებრივი
104.5 FM
#გაავსესტადიონი #ბორჯომისთვის - საქართველო-ირლანდიის საფეხბურთო მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს მოხმარდება
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 16:35:00
საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. ფედერაცია გულშემატკივრებს საფეხბურთო მატჩზე დასწრებისკენ მოუწოდებს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი 2 სექტემბერს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. ფედერაციის განცხადებას სპეციალური ჰეშტეგებიც ახლავს: #გაავსესტადიონი #ბორჯომისთვის
წაკითხვა
ანტარქტიდას ლონდონზე ოთხჯერ დიდი აისბერგი მოსწყდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-12 17:01:00
ანტარქტიდის ყინულოვან საფარს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი აისბერგი მოსწყდა — ყინულის მასა ტრილიონ ტონას აღწევს.   ლარსენ C-ის შელფურ მყინვარზე არსებულ უზარმაზარ ნაპრალს მკვლევრები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ და საგანგაშო პროგნოზსაც აკეთებდნენ. საბოლოოდ, ნაპრალმა დაახლოებით ლონდონზე ოთხჯერ დიდი აისბერგის მოწყვეტა გამოიწვია. მეცნიერთა განცხადებით, ნაპრალის გზა ყინულზე საბოლოოდ დასრულდა და ოკეანეში 5800 კვადრატული კილომეტრის ზომის აისბერგი შეცურდა. გიგანტური ყინულის მოწყვეტამ ლარსენ C-ის შელფის ზომა დაახლოებით 12%-ით შეამცირა და სამუდამოდ შეცვალა ანტარქტიდის ნახევარკუნძულის ლანდშაფტი, — ამბობს ბრიტანეთის სუონსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი. აისბერგი, რომელსაც სავარაუდოდ A68-ს დაარქმევენ, 11-12 ივლისს მოსწყდა.  მოწყვეტის საბოლოო ფაქტი Nasa-ს თანამგზავრმა Aqua MODIS-მა დააფიქსირა.  „ამ მოვლენას ჯერ კიდევ თვეების წინ ვპროგნოზირებდით და გაკვირვებულები ვიყავით, რამდენ ხანს იცავდა აისბერგს მოწყვეტისგან სულ რამდენიმე კილომეტრი, რომლითაც ის ძირითად ყინულოვან საფართან რჩებოდა მიბმული“, — ამბობს სუონსის უნივერსიტეტის პროფესორი ადრიან ლაკმენი.  მისივე თქმით, ისინი დაკვირვებას განაგრძობენ როგორც ლარსენ C-ის შელფის დარჩენილ ნაწილზე, ისე თავად მოწყვეტილ აისბერგზე.  „ეს აისბერგი ერთ-ერთი უდიდესია კაცობრიობის ისტორიაში და ძალიან ძნელია მისი სამომავლო პროგრესის განსაზღვრა. შესაძლოა ის ერთ მთლიან ყინულად დარჩეს, მაგრამ უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ფრაგმენტებად დაიშალოს“. „ზოგიერთი ყინული ამ ზონაში შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში დარჩეს, ნამსხვრევების ნაწილი კი ჩრდილოეთით, თბილ წყლებში გაიფანტოს“, — აცხადებს პროფესორი. მიუხედავად იმისა, რომ აისბერგი ტრილიონ ტონას იწონის, მოწყვეტამდე იგი უკვე წყალში იყო შეტივტივებული, შესაბამისად, ზღვის დონეზე უშუალო გავლენას ვერ მოახდენს. მკვლევართა განცხადებით, მოწყვე
წაკითხვა
„ნაგვის კუნძულები“ მტკვარზე - მდინარეს დიდი ოდენობით ნაგავი მოაქვს
გამოქვეყნებულია: 2017-07-07 18:05:00
დღეს მდინარე მტკვარი განსაკუთრებით დაბინძურებულია. მდინარეს დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარჩენები მოაქვს. მათ შორისაა: პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის ბოთლები და სხვა სახის ნარჩენები. დანაგვიანებული მტკვარი დღეს სოციალური ქსელის მომხმარებლების ობიექტივშიც მოხვდა.
წაკითხვა
ბათუმის დელფინარიუმს ახალი ბინადარი ჰყავს - დანას შვილი შეეძინა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-07-02 15:35:00
ბათუმის დელფინარიუმის ბინადარ დელფინს, მეტსახელად დანას შვილი შეეძინა. ამის შესახებ ინფორმაციას დელფინარიუმი ავრცელებს. „ბოლო ერთი თვეა დელფინარიუმის თანამშრომლები 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დანამ ექოსკოპიის თანახმად დადგენილ ვადაში იმშობიარა. დედა და ახალშობილი, უსაფრთხოების ნორმების გამო, ცალკე აუზში იმყოფებიან, სადაც კიდევ ერთი დედა-შვილი - ცუცა და გურუ ბინადრობენ“, - ნათქვამია განცხადებაში. დელფინარიუმის ინფორმაციით, დანა და მისი შვილი თავს კარგად გრძნობენ. ახალშობილის სქესი ჯერჯერობით უცნობია. „ჩვეულებისამებრ, დაბადებისთანავე დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისთვის, რის შემდეგაც პატარამ, დედასთან ერთად, სინქრონული ცურვა დაიწყო. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება. 6-დან 8 თვის ასაკის შუალედში, რძესთან ერთად, პატარა თევზით კვებასაც დაიწყებს. მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად, დელფინარიუმის თანამშრომლები ბოლო თვეებია (და ეს უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება) საგანგებო, 24-საათიან სპეცრეჟიმში მუშაობენ“, - აღნიშნავენ დელფინარიუმში. ბათუმის დელფინარიუმის ინფორმაციით, ბუნებრივ პირობებთან მიახლოებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია, თუმცა ბათუმის დელფინარიუმში მსგავსი შემთხვევაა უკვე მეექვსედ დაფიქსირდა. „ეს ფაქტი ნათლად
წაკითხვა
ქართველი არქიტექტორი სეულში ეკოლოგიურ ხიდს ააშენებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-25 23:14:00
ლიტვაში მოღვაწე ქართველი არქიტექტორი ივანე ქსნელაშვილი, ლიტველ კოლეგებთან ერთად, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ეკოლოგიურ ხიდს ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიტვური გამოცემა 15min.lt ავრცელებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, პროექტის ღირებულება 9,15 მილიონი ევროა. საფეხმავლო ხიდის სიგრძე 60 მეტრი იქნება. ივანე ქსნელაშვილთან ერთად, პროექტს უხელმძღვანელებს მისი სამი ლიტველი კოლეგა - პიატრას იზორა, ონა ლოზურაიტუტე და დომინიკას დაუნისი. ხიდი სეულის სამხრეთ ნაწილში, მთიან რაიონში განთავსდება. ხიდზე იგეგმება ხეების, ბუჩქების დარგვა და ბალახის საფარის დაგება. პროექტის თანახმად, ხიდი ბუნებრივად უნდა შეერწყას ადგილობრივ ლანდშაფტს. ხიდი სამხრეთ კორეის დედაქალაქის პროექტის - „მწვანე რკალის“ ნაწილი იქნება. ამ პროექტის მიზანია, სეულის მწვანე ზონების ერთმანეთთან დაკავშირება ისე, რომ ადამიანებმა ქალაქის „მწვანე დერეფნებში“ მოგზაურობა შეძლონ. 
წაკითხვა
გარემოს ეროვნული სააგენტო - თბილისში, უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, სადგურები ბუნებრივი მოვლენების პროგნოზირების საშუალებას იძლევა
გამოქვეყნებულია: 2017-06-13 10:46:00
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 13-14 ივნისისს, თბილისში განვითარებული სტიქიური პროცესების შესახებ ანგარიში წარადგინა. შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა სპეციალისტების მიერ ორი წლის განმავლობაში შემუშავებული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები გაასაჯაროვა. სწორედ კვლევების საფუძველზე სიცოცხლისათვის საფრთხის შემცვლელი არეალი დადგინდა და სათანადო დამცავი ღონისძიებების გატარების მიზნით შესაბამის უწყებებს წარედგინა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ნათქვამია, რომ მდინარე ვერეს აუზში დამონტაჟდა მდინარის დონის 3 მზომი და 5 ნალექმზომი მოწყობილობები, საიდანაც მონაცემები ონლაინ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს. სპეციალისტების თქმით, უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში სადგურები ბუნებრივი მოვლენების პროგნოზირების საშუალებას იძლევა და შესაბამისი უწყების ინფორმირება მარტივად ხდება. 
წაკითხვა
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია კრწანისის ტყე-პარკისთვის დაცვითი სტატუსის მინიჭებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-06-12 11:37:00
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი კრწანისის ტყე-პარკისთვის დაცვითი სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ტერიტორია თბილისსა და რუსთავს შორის მდებარეობს და 210 ჰექტარს მოიცავს. გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, ეს დედაქალაქთან ახლოს არსებული ყველაზე ცხელი წერტილია. აქ ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებაა, სეირნობისას დამსვენებელებს შეუძლიათ ნახონ წითელ წიგნში შეტანილი ხეები, დააკვირდნენ სხვადასხვა ჯიშის ფრინველებს. აქვეა 5 ტბა, რომელთაგან ნაწილი სათევზაოდ გამოიყენება.„ არის დიდი ტერიტორია, ბილიკები ქმნის იმის პირობას, რომ ველომოყვარულებმა ისეირნონ. ტერირტორია იდეალურია ე.წ. „bird watching”-ის, ანუ ფრინველებზე დაკვირვებისთვის, პიკნიკისთვის, კარვებით ღამის გასათევად და დასასვენებლად“ - აცხადებს CENN-ის გარემოს დაცვის ოფიცერი ნინო ბრეგაძე.ტერიტორია ამჟამად სამი მუნიციპალიტეტის: თბილისის, რუსთავისა და გარდაბნის საკუთრებაა. ადგილს არ აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი, ამიტომ მკაცრი კონტროლი არ ხორციელდება. ნინო ბრეგაძე ამბობს, რომ პარკში არსებულ ხეებს მოსახლეობა ჭრის და სათბობ რესურსად იყენებს. კიდევ ერთ საფრთხეს, მისი აზრით, მონადირეები წარმოადგენენ, რომლებიც ძირითადად ფინველებზე ნადირობენ. კრწანისის ტყე-პარკისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებაზე უკვე აქტიურად მუშაობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია (CENN). მათ აქტიური კომუნიკაცია აქვთ პარკზე უფლებამოსილ ყველა მუნიციპალიტეტთან და ეკონომიკის სამინისტროსთან, რომლის ბალანსზეც არის ამჟამად ტერიტორია. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ტერიტორია თბილისის საკუთრებაში უნდა გადმოვიდეს, ამგვარად პარკზე თბილისის ზონირების წესები გავრცელდება და მას რეკრეაციული ზომის სტატუსი მიენიჭება. ეკონომიკის სამინისტრო წერილობთ განცხადებაში ამბობს, რომ პარკზე უფლებამოსილი სამი მუნიციპალიტეტია. ამასთანავე, უწყება მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ტერიტორია შენარჩუნდეს როგორც ტყე-პარკი და ამასთან, მისი განვითრების ხელშეწყობის მიზნით იგეგმება განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება. ორგანიზაცია CENN-ი იმედოვნებს, რომ უწყებებს შორის ეფექტური კომუნიკაცია შედგება და კრწანისის ტყე-პარკისთვის დაცვითი სტატუსის მინიჭება მოხდება.
წაკითხვა
10 ადგილი, რომელიც დედამიწიდან გაქრება, ვიდრე ცოცხლები ვართ
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 19:26:00
გლობალური კლიმატური ცვლილებები გარემოსა და ლანდშაფტის ცვლილებებსაც განაპირობებს. შესაბამისად, ბევრი ადგილი, რომელსაც ახლა ვიცნობთ რადიკალურად შეიცვლება, ზოგიერთი მათგანი კი, საერთოდ გაქრება. ​ჩვენ შემოგთავაზებთ 10 ადგილს, რომელიც ჩვენს სიცოცხლეშივე შეიცვლება ან უბრალოდ გაქრება.აღდგომის კუნძული, ჩილეაღდგომის კუნძული ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია. ტურისტების დიდი ნაკადის გამო გარემო ბინძურდება და ეკოლოგიურ პრობლემებს წარმოშობს. კუნძული ნელ-ნელა კარგავს პირვანდელ სახეს. კილიმანჯარო, ტანზანიაკილიმანჯარო აფრიკის ყველაზე მაღალი წერტილია და ის თოვლითაა დაფარული. მეცნიერების ვარაუდით, 2033 წლისათვის მთა მთლიანად დაკარგავს პირვანდელ სახეს და თოვლი დადნება. კულებრა, პუერტო რიკო
წაკითხვა
შავ ზღვაში მცურავი მყარი ნარჩენების დიდი ოდენობა ფიქსირდება
გამოქვეყნებულია: 2017-05-23 11:31:00
შავ ზღვაში მცურავი მყარი ნარჩენების დიდი ოდენობა ფიქსირდება, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერების პრეზენტაციაშია აღნიშნული. განხორციელებული კვლევის შედეგად, დაბინძურების 12 ახალი ფაქტი იქნა აღმოჩენილი, რომლის მიხედვითაც, შავ ზღვაში ჟანგბადის სფერო შემცირებულია, ასევე პირველად დადგინდა შავი ზღვისთვის სპეციფიკური დამაბინძურებელი ნივთიერებების არსებობა. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ შავ ზღვაში უნიკალური იშვიათი ჯიშის თევზის სახეობები დაფიქსირდა. პრეზენტაციაზე სიტყვით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი წარსდგა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წაკითხვა
ახალ ზოოპარკში პირველი ვოლიერი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-05-18 14:05:00
ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი გაიხსნა. ვოლიერის პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები - დათვები და მგლები არიან. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაესწრნენ და ლენტი გაჭრეს. ვოლიერის ფართობი ერთი ჰექტარია. ახალ ტერიტორიაზე უკვე გადაყვანილია ოთხი მგელი და სამი დათვი. შემდეგ ეტაპზე, ახალ ზოოპარკში ირმები და ნიამორები გადავლენ. „მნიშვნელოვანია, რომ ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები დათვები და მგლები იქნებიან. ახალ ვოლიერში დაახლოებით 10 მათგანს შევიფარებთ. გარდა ამისა, ვგეგმავთ დაობლებული ბელების ბუნებაში დაბრუნების პროგრამის განხორციელებას", - განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ.
წაკითხვა
გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა
გამოქვეყნებულია: 2017-05-14 09:36:00
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა. მათივე ინფორმაციით, გემის კაპიტანს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.
წაკითხვა
შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველი დაინიშნა
გამოქვეყნებულია: 2017-05-11 22:02:00
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვითა და სასამართლოს თანხმობით შეეყვანა სპეციალური მმართველი.როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია, რომელიც წლებია ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიასა და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებისა და გადამუშავების საქმიანობას, სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაჯარიმებისა და ადგილზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გონივრული ვადების განსაზღვრისა, კვლავ აგრძელებდა საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით, რაც საბოლოოდ დადასტურდა მიმდინარე თვეს განხორციელებული დათვალიერების შედეგად. „გაირკვა, რომ მდგომარეობა როგორც მდინარის, ასევე ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით არათუ გამოასწორა კომპანიამ, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე ფაქტობრივად ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფასს სიტუაციას ქმნის.შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, სამინისტროს მხრიდან მოთხოვნილი შუამდგომლობა, სამართლიანად დაკმაყოფილებულ იქნა სასამართლოს მიერ და კომპანიაში შეყვანილ იქნა სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი სიტუაციის ეტაპობრივ გამოსწორებაზე.ამასთან, მისასალმებელია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანიას არ შეუჩერა საქმიანობის ნებართვა და ლიცენზია, რაც თავისთავად აარიდებს ქვეყანას საწარმოო პროცესის შეჩერებას.ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, კომპანია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, არ ემუქრება დათხოვნა მომუშავე პერსონალს და ეტაპობრივად, კომპანიის სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი იქნება გეგმა-გრაფიკი სიტუაციის გამოსწორებისათვის“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სამინისტროს ცნობით, სპეციალურ მმართველად, წარდგენილ და დანიშნულ იქნა ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელსაც, მათივე ინფორმაციით, გააჩნია დიდი გამოცდილება ს.ს ,,ფეროშენადნობთა ქარხანა“ მუშაობისა. „იგი კარგად იცნობს ასევე შ.პ.ს “ჯორჯიან მანგანეზი”-ში არსებულ პრობლემებს და ვფიქრობთ, იგი დროულად შეძლებს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის ეტაპობრივ გამოსწორებას ჭიათურასა და ზესტაფონში.
წაკითხვა
„ლისი დეველოპმენტი“ - ლისის ტბის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გამოწვეულია წინა წლებში მომხდარი ხანძრით
გამოქვეყნებულია: 2017-05-01 01:53:00
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს, რომელშიც ლისის ტბის ტერიტორიაზე დამწვარი ხეებია ნაჩვენები, კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ ეხმაურება. კომპანიის განცხადებით, მათ უკვე მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. მათივე ინფორმაციით, არსებული ვითარება გამოწვეულია წინა წლებში მომხდარი მინდვრის ხანძრით, თუმცა კომპანია კვლავ მიმართავს შსს-ს, რათა დადგინდეს, ხომ არ განმეორდა ფაქტი. „კომპანია „ლისი დეველოპმენტისთვის“ ცნობილი გახდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ასახულია ლისის ტბის ტერიტორიაზე გადამწვარი ხეების რიგი. კომპანიამ არსებულ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის შედეგადაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. კომპანიამ შეისწავლა მდგომარეობა და დადგინდა, რომ არსებული ვითარება გამოწვეულია წინა წლებში მომხდარი მინდვრის ხანძრის შედეგად. ამ ეტაპზე კომპანია ხელახლა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაადგინოს, მას შემდეგ ხელახლა განმეორდა თუ არა ვანდალური ფაქტი. კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს ათასობით ხის ჩარგვას და მაქსიმალურად ხელს უწყობს ლისის ტბის ტერიტორიის გამწვანებას“, - ნათქვამია „ლისი დეველოპმენტის“ განცხადებაში. შეგახსენებთ, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ვიდეომასალა გაავრცელეს, სადაც ლისის ტბის მიმდებარედ დამწვარი ხეებია ნაჩვენები. პარტია 1-ელ მაისს ამ თემაზე ბრიფინგს გამართავს.ფოტო: Levan Khabeishvili/Facebook
წაკითხვა
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
გამოქვეყნებულია: 2017-04-21 10:58:00
საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით სამინისტრომ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, შეიმუშავა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 20 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო. ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. კოდექსის პროექტი სრულიად ახლებურად არეგულირებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებს. კერძოდ: • მოხდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების გაზრდა და განხორცილდა მათი რანჟირება მაშტაბებისა და ზემოქმედების ხარისხის მიხედვით. • დაინერგა სკრინინგის პროცედურა რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქმიანობის განმახორციელებელს დაზოგოს ფინანსური რესურსი და დრო, იმისათვის, რომ წინასწარ არ მოამზადოს გზშ-ს სრული ანგარიში ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ დაექვემდებაროს გზშ-ს. სკოპინგის პროცედურით კი საქმიანობის განმახორციელებელს მიეცემა შესაძლებლობა დაგეგმოს ბიუჯეტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მოსამზადებლად და არ გაიღოს ზედმეტი ხარჯები ისეთი კვლევების ჩასატარებლად, რომელიც არ არის აუცილებელი გზშ-ს მოსამზადებლად. • გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რომელმაც ჩაანაცვლა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, გამოეყო მშენებლობის ნებართვას, თუმცა ამავდროეულად საქმიანობის განმახორციელებელს მიენიჭა უფლება პარალელურ რეჟიმში გაიაროს მშენებლობის ნებართვის პროეცედურები. • კოდექსს შემოაქვს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სიტემა, იმისათვის, რომ სხვადასხვა სექტორების დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობდეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ასპექტების გათვალისწინებით. • კოდექსი ითვალისწინებს, სრულიად ახალი, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შემოღებას რომლის შესაბამისად, საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით უცხო ქვეყნის გარემოზე ზემოქმედების დროს, უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნული სახელმწიფოს ჩართულობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. •
წაკითხვა
ქვეითმა ინსპექტორებმა გარემოს დაბინძურებისთვის მოქალაქეები უკვე დააჯარიმეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-20 17:35:00
„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა გარემოს დაბინძურებისთვის მოქალაქეები უკვე დააჯარიმეს. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითმა ინსპექტორებმა საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენების დაყრისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების დაჯარიმება დღეიდან დაიწყეს.თბილისში გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმები 50 ლარიდან 1000 ლარამდე იქნება. კერძოდ:2 კგ-მდე ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით.2 კგ-ზე მეტი ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარით.ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარით.ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარით.
წაკითხვა
კომპაქტური, მწვანე და კარგი კავშირების მქონე ქალაქი - როგორი იქნება თბილისის მიწათსარგებლობის ახალი კონცეფცია
გამოქვეყნებულია: 2017-03-29 12:26:00
თბილისის მიწათსარგებლობის ახალ კონცეფციაში სამი ძირითადი მიმართულება იქნება. ეს არის კომპაქტური ქალაქი, მწვანე ქალაქი და კარგი კავშირების მქონე ქალაქი. ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო ჯგუფის, „სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ განაცხადა. კომპაქტური ქალაქი გულისხმობს პოლიცენტრულობას ანუ ქალაქში რამდენიმე ცენტრის ჩამოყალიბებას და სერვსების გადანაწილებას ისე, რომ ცენტრებმა შეძლონ მოსახლეობის დაკმაყოფილება. მწვანე ქალაქი მოიცავს მდინარისა და ქალაქის ურთიერთობას, ასევე გამწვანებული ტერიტორიების წილის ზრდას. როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, კონცეფციის მიხედვით, უპირატესობა ენიჭება ქალაქის განაშენიანებული ნაწილის განვითარებას და შეზღუდვას აწესებს ქალაქგარეთ ტერიტორიების ათვისებაზე. ამის მიზეზად კი ის რეკრეაციისა და გამწვანებისთვის სამომავლოდ მათ გამოყენებას ასახელებს. სიახლეა გამწვანებული ტერიტორიების წილის ზრდასთან დაკავშირებითაც. თუ აქამდე ერთ სულ მოსახლეზე 3-4 კვ.მ-მდე გამწვანებული ტერიტორია მოდიოდა, ახალი კონცეფციის მიხედვით, 10-11 კვ.მ-მდე გაიზრდება. როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, კონცეფცია ითვალისწინებს რეკრეაციული ტერიტორიების მდინარესთან მიახლოებას მტკვრის ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. რაც შეეხება მესამე მიმართულებას - კარგი კავშირის მქონე ქალაქს, ის მოიცავს სატრანსპორტო დერეფნების შეთავაზებას ქალაქისთვის. როგორც მამუკა სალუქვაძემ განმარტა, ამ მიმართულებით კონცეფციაში მტკვრის მარცხენა სანაპიროს განვითარებაზე იქნება აქცენტი გაკეთებული. მისი თქმით, შეთავაზებულია დიდი გამჭოლი მაგისტრალის გაკეთება, მათ შორის აეროპორტიდან აღმაშენებლის ხეივნამდე. ასევე, სატრანსპორტი დერეფნები, სადაც შეიძლება გაიაროს ტრამვაიმ ან სწრაფმავალმა ავტობუსებმა. მიწათსარგებლობის კონცეფცია 2030 წლამდეა გაწერილი. ის მერიას წარედგინება განსახილველად, საბოლოოდ კი მას თბილისის საკრებულო დაამტკიცებს.
წაკითხვა
„დედამიწის საათის“ მასშტაბურ ღონისძიებას საქართველოც უერთდება
განახლებულია: 2017-03-25 20:33:00
„შეცვალე კლიმატის ცვლილება“ - ამ სლოგანით აღნიშნავს წელს მსოფლიო „დედამიწის საათს“. მასშტაბურ ღონისძიებას საქართველოც უერთდება და პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. მთავარი ღონისძიება-კონცერტი ამ წუთებში დედაენის ბაღში მიმდინარეობს, ცოტა ხანში კი, ქვეყნის მასშტაბით, ადმინიტრაციულ შენობებში ელექტოენერგია, ღირსშესანიშნაობებზე კი განათება გამოირთვება.  
წაკითხვა
შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა
გამოქვეყნებულია: 2017-03-19 12:49:00
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა.„გემის კაპიტანს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა.გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს“,- აღნიშნავენ სამინისტროში.
წაკითხვა
ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებები - რა მდგომარეობაა თბილისის უბნებში
გამოქვეყნებულია: 2016-11-29 13:00:00
ქალაქ თბილისის ავტომატური სადგურების მონაცემებზე დაყრდნობის მიხედვით, გთავაზობთ თბილისის უბნებში ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების საშუალო სადღეღამისო კონცენტრაციების განაწილებას.გთავაზობთ გრაფიკებს, სადაც სხვადასხვა ნივთიერებების კონცეტრაციებია აღბეჭდილი. წითელი ხაზით დასაშვები ნორმაა მონიშნული.ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
წაკითხვა
ინტერნეტში პოპულარულმა პოლარულმა დათვმა, რომელიც ძაღლს ეფერებოდა, ჰასკი შეჭამა
გამოქვეყნებულია: 2016-11-21 19:24:00
გასულ კვირას, ინტერნეტში აქტიურად ვრცელდებოდა კანადის ქალაქ ჩერჩილში გადაღებული კადრები, სადაც ასახულია თუ როგორ სათუთად უვლის პოლარული დათვი ძაღლების თავშესაფრის ბინადარ ჰასკის. ცხოველის მიერ სხვა ცხოველის მოვლა საუკეთესო მეთოდად მიიჩნევა. ვიდეოს გადაღებიდან რამდენიმე დღეში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ დათვმა მოკლა და შეჭამა თავშესაფრის ერთ-ერთი ჰასკი.  უცნობია, იყო თუ არა მსხვერპლი თავად ვიდეოში ასახული ძაღლი.CBC News-ის ცნობით, თავშესაფრის მეპატრონე პოლარულ დათვებსაც კვებავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ ღამესაც მას დათვებისთვის საკვების გარეთ დატოვება დაავიწყდა, რის შემდეგაც, მშიერმა დათვმა ჰასკი მოკლა და შეჭამა.კანადის ბუნების დაცვის სამსახურმა დათვი მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანა. კანადის კანონმდებლობის მიხევით, პოლარული დათვების თვითნებურად კვება სასტიკად აკრძალულია, რადგან ის საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად ითვლება.ამ დროისთვის უცნობია, დააჯარიმებენ თუ არა თავშესაფრის მეპატრონე ბრაიან ლადუნს. თუმცა ცხადია, რომ კვებას მიჩვეული პოლარული დათვები ახლა ბევრად სასტიკნი გახდებიან, რადგან მათ მის მიერ დატოვილი საკვები აღარ დახვდებათ.მომზადებულია Huffington Post-ის მიხედვით
წაკითხვა