საზოგადოებრივი
104.5 FM
სტიქია ბორჯომში - ზარალის დათვლა ცეცხლის კერების სრულად ლიკვიდაციის შემდეგ დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2017-08-24 20:19:00
ზარალის დათვლა ბორჯომში ცეცხლის კერების სრულად ლიკვიდაციის შემდეგ დაიწყება. 20 აგვისტოს გაჩენილმა ხანძარმა 2008 წლის ომის შედეგად ნახანძრალი ტერიტორია გაანადგურა. მათ შორის ის ნაწილი, სადაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე, სოციალური კამპანიის ფარგლებში, მწვანე საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. გარემოსდამცველების ვარაუდით, 9 წლის წინ ერთხელ უკვე განადგურებული ტყის მასივისთვის მიყენებული ზარალი მასშტაბური იქნება, რამაც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, შესაძლოა, სტიქიური პროცესების გააქტიურებაც გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული, რომ ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, დამწვარი ტერიტორიის აღსადგენად სპეციალური ფონდიც შეიქმნას.
წაკითხვა
რა ხდება ტყის ხანძრის შემდეგ, როდესაც ეკოსისტემა განადგურებულია?
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 22:26:00
ტყის ხანძარი ბუნებრივი მოვლენაა და ტყეებსაც მასთან ერთად უწევს განვითარება. რაც არ უნდა გამანადგურებელი იყოს, ხანძრის შემდეგ, ტყე ხშირად აღდგენას ახერხებს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, ტყის ხანძარი იმდენად ძლიერია და იმდენად სასტიკ ზიანს აყენებს ნიადაგს, რომ აღდგენას წლები და ათწლეულები ესაჭიროება. მას შემდეგ, რაც ტყეში ხანძარი ჩაქრება, ქარისა თუ ფრინველების დახმარებით, უცხო ლანდშაფტზე პირველად ახალი სახეობები ჩნდება და ვრცელდება. ხშირად, ამ მტკიცე სახეობებს განსაკუთრებული ადაპტაციის უნარი აქვს, რათა კარგად მოერგოს და შეეთავსოს ხანძრისშემდგომ გარემოს. ზრდასთან ერთად, ეს მცენარეები წარმოქმნიან გარემო პირობებს, რომელიც თავდაპირველ ტყეში არსებულ სახეობათა დაბრუნებისთვისაა საჭირო. მაგალითად, ხანძრის შემდეგ, კანადის ზოგიერთ ტყეში ერთ-ერთი პირველი ვერხვი გამოჩნდა, მათ ჩრდილში კი ზრდა უკვე შესძლო ტყეში ხანძრამდე გავრცელებულმა ჩრდილოამერიკულმა შავმა ნაძვმა. თანდათანობით, თავდაპირველი სახეობები უკვე მნიშვნელოვნად გავრცელდა, ახლადმოსულ სახეობებს გადააჭარბა და მათი ადგილიც დაიკავა. მას შემდეგ, რაც თავდაპირველი სახეობები დომინანტი გახდა, მათ ისეთივე ტყე წარმოქმნეს, რომელიც იქ ხანძრამდე არსებობდა. ერთად თავმოყრილი უსარგებლო ბუნებრივი ნარჩენები კარგი საწვავია კიდევ ერთი შემდეგი ხანძრიათვის. ციკლი კვლავ მეორდება...  ზოგიერთ შემთხვევაში, ტყის ხანძრები იმდენად მძვინვარე და ინტენსიურია, რომ სერიოზულად ზიანდება და იმდენად იცვლება ნიადაგი, რომ აღდგენას შემდეგ წლები ან ათწლეულები სჭირდება. ასეთი სასტიკი ხანძრების მთავარი რისკფაქტორია ერთად თავმოყრილი ბუნებრივი ნარჩენები. თუკი ტყეში ამ ნარჩენების ფენა ხანძრამდე ძალიან სქელია, ცეცხლი ნელა გადაადგილდება და ძალიან მაღალ ტემპერატურას აღწევს. ეს სწორედ ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არის საჭირო პერიოდული პატარა ხანძრები ტყის ეკოსისტემის სიჯანსაღისათვის: ხდება ბუნებრივი ნარჩენების სქელი ფენის დაგროვების პრევენცია, რაც შეიძლება შემდეგში გამანადგურებელი მეგა-ხანძრების მიზეზი გახდეს.  მაღალი ტემპერატურის მქონე ხანძარმა შესაძლოა ნიადაგი წყალგაუმტარი ან ჰიდროფობიური გახადოს, რადგან ამ დროს ორთქლდება ჰიდროფობიური ნაერთები, რომლებიც ნიადაგის ნაწილაკების რეკონდენსაციაზეა პასუხისმგებელი; შედეგად, წარმოიქმნება წყალგაუმტარი ფენა. ჰიდროფობიური ნიადაგი გაცილებით ნაკლებ წყალს ისრუტავს და მცენარეებს ფესვების გადგმა უჭირთ, რის გამოც წარმოიქმნება ნიადაგის ეროზიის საფრთხე. ეროზია ნიადაგს აცლის ნაყოფიერ მიწას, წყლისგან ჩნდება ღარები, რაც ახალი სახოებების გავრცელებას ართულებს. კიდევ უფრო უარეს საფრთხეს წარმოქმნის ნაცარი, რომელიც ავსებს ფორებს და შეუძლებელს ხდის ნიადაგში წყლის შეღწევას. ძლიერი ხანძრის შემდეგ, ნიადაგი თვეობით ან წლობით რჩება ჰიდროფობიური, ნაწილაკები კი ჰიდროფობიურ ფენას მაქსიმუმ 6 წელიწადში
წაკითხვა
გადაურჩნენ თუ არა ბორჯომის ხეობის სტიქიას იქ მობინადრე ცხოველები
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 19:45:00
გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, კარლო ამირგულაშვილის განმარტებით, ბორჯომის ხეობაში სტიქიის შედეგად დამწვარი და გამხმარი ხეების ტერიტორიიდან მყისიერად გატანა და მოჭრა რეკომენდებული არ არის, რადგან მათი ფესვთა სისტემა თავის ფუნქციას კვლავ ასრულებს და ამ ქმედებამ შეიძლება ეროზია გამოიწვიოს.პირველ არხთან საუბარში კარლო ამირგულაშვილმა ყურადღება სტიქიის ზონაში არსებული ფლორისა და ფაუნის მდგომარეობაზე გაამახვილა. ამირგულაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სტიქიის ზონაში ხანძრის ლიკვიდირება მოხდება, სახელმწიფოს ზარალის შესწავლა და პროექტის მომზადება მოუწევს იმის თაობაზე, სად შეიძლება იყოს ბუნებრივი განახლების პოტენციალი.„ზოგიერთ ადგილზე შეიძლება ბალახოვანი საფარი დაიწვა და ჰომოსისტემა დამწვარი არ იყოს. ასეთ შემთხვევაში, ნიადაგის შესწავლა მოხდება, როგორც ეს 2008 წელს მოხდა. სამწუხაროა, რომ ხანძარი უკვე გაშენებულ ტერიტორიასაც შეეხო. ნიადაგის შეფასება უნდა მოხდეს, რის საფუძველზეც პროექტის გაკეთება გადაწყდება. იმ ტერიტორიის ნაწილი, რაც დაიწვა, უკვე საპროექტო ტერიტორია იყო. გაწერილი გვქონდა, რა და როგორ უნდა დაგვერგო, ნერგებიც მოძიებული იყო. რაც შეეხება განახლებას, რეკომენდებული არ არის, რომ ხეები, რომლებიც გამხმარია, ტერიტორიიდან მყისიერად იქნეს გამოტანილი და მოჭრილი, რადგან მათი ფესვთა სისტემა თავის ფუნქციას კვლავ ასრულებს და შეიძლება მათმა გამოტანამ და მოჭრამ ეროზია გამოიწვიოს. შეიძლება ხეები დაიწვას, მაგრამ მათი ფესვთა სისტემა თავის ფუნქციას ასრულებს და მიწას ინარჩუნებს. ამიტომ, ძველი ხეების მოჭრა და გამოტანა ეტაპობრივად უნდა მოხდეს“, - აღნიშნა ამირგულაშვილმა. ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი სტიქიის შედეგად დაღუპული ცხოველების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ვარაუდობს, რომ ხანძრის გაჩენისთანავე, მსხვილი ძუძუმწოვრები ტერიტორიას გაეცლებოდნენ.„ბორჯომის მუნიციპალიტეტი ბიომრავალფეროვნებით ძალიან გამორჩეულია. მოსაზღვრე ფართობებზე, სადაც ხანძარი იყო, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს. ამ ტერიტორიებზე 60-მდე მნიშვნელოვანი ძუძუმწოვარია აღწერილი, რომელთაგან საქართველოში წითელ ნუსხაში რვა სახეობაა შეტანილი. ამ ტერიტორიებზე ასევე გვხვდება დაახლოებით 200 საახეობის ფრინველ
წაკითხვა
#გაავსესტადიონი #ბორჯომისთვის - საქართველო-ირლანდიის საფეხბურთო მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს მოხმარდება
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 16:35:00
საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. ფედერაცია გულშემატკივრებს საფეხბურთო მატჩზე დასწრებისკენ მოუწოდებს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი 2 სექტემბერს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. ფედერაციის განცხადებას სპეციალური ჰეშტეგებიც ახლავს: #გაავსესტადიონი #ბორჯომისთვის
წაკითხვა
ტყის ყველაზე ძლიერი ხანძრები მსოფლიო ისტორიაში
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 16:26:00
მთელ მსოფლიოში, ტყეებში ხანძარი ყოველთვის საკმაოდ ხშირად ჩნდებოდა, თუმცა, ფაქტებმა განსაკუთრებით იმატა ბოლო წლებში, კლიმატის ცვლილების კვალდაკვალ. საშუალო ტემპერატურის მატება ხელს უწყობს ცეცხლის უფრო სწრაფ და დიდ ფართობზე გავრცელებას. როგორც წესი, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ყველაზე ხშირად ადამიანთა დაუდევრობა ხდება.  სამწუხაროდ, სტიქიას წელს ვერც საქართველო გადაურჩა. რამდენიმე დღეა სასტიკი ხანძარი მძვინვარებს ბორჯომის ხეობის ტყეებში. უკვე დამწვარია 12 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი.  წარმოგიდგენთ ტყის რამდენიმე ყველაზე სასტიკ ხანძარს მსოფლიოს ისტორიაში.   1. პეშტიგოს დიდი ხანძარი, ვისკონსინი, აშშ, 1871 პეშტიგოს დიდი ხანძარი 1871 წლის 8  ოქტომბერს, აშშ-ში, უისკონსინის შტატში გაჩნდა. ხანძარმა სრულიად გაანადგურა ტელეგრაფისა და ელექტროენერგიის ხაზები.  2. ტასმანიის ხანძრები, ავსტრალია, 1967 1967 წლის 7 თებერვალს, კუნძულ ტასმანიის ბუჩქნარში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი აღმოჩნდა მსოფლიოში — იმსხვერპლა 62 ადამიანის სიცოცხლე, სხეულის დაზიანება მიიღო 900-მა ადამიანმა, 700 კი უსახლკაროდ დარჩა.   
წაკითხვა
21 და 22 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში ცხელი ამინდი შენარჩუნდება
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 16:04:00
21 – 22 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსის ფარგლებში იქნება. ამასთან, 23 აგვისტოს დასავლეთის მიმართულებით ქარი გაძლიერდება და დღის ბოლოს გაწვიმდება. 24 აგვისტოს დღისით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე დაიკლებს.  25 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და +29, +34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 23 – 24 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება, დანარჩენ დღეებში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება.
წაკითხვა
გარემოს დაბინძურება - იცავენ თუ არა მოქალაქეები კანონს - სტატისტიკა და ჯარიმები #მოამბეში
განახლებულია: 2017-08-20 20:17:00
ქუჩაში ნაგვის დაყრის საწინააღმდეგო კამპანიის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ ხელისუფლებას გარემოსდამცველები. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან ეს ქმედება ადმინისტრაციულად დასჯადია და ჯარიმა 80-დან 1000 ლარამდე მერყეობს, კანონდარღვევის გამოვლენის სტატისტიკა მზარდია. მხოლოდ გასული 5 თვის განმავლობაში, თბილისში 2 000-მდე ოქმი შედგა. აქედან ნახევარი უცხოელებზე მოდის. 
წაკითხვა
შალვა ნათელაშვილი - როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ასევე მთავრდება ეს პროცესი დენის ტარიფის გაძვირებით
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 14:04:00
სემეკ-ის შენობაში, სადაც ხმაური და დაპირისპირებაა, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მივიდა. შალვა ნათელაშვილიც, თანაპარტიელ გიორგი გუგავას მსგავსად, სემეკ-ის მიერ "თელასის" სატარიფო განაცხადის განხილვის გადაწყვეტილებას აპროტესტებს."როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ასევე მთავრდება ეს პროცესი ტარიფის გაძვირებით", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა . "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა მოუწოდა მარეგულირებელ კომისიას, არ განიხილოს "თელასის" მოთხოვნა და არ გაზარდოს ტარიფი, ვინაიდან ეს უკანონო."ისინი უფლებააყრილები არიან. აქვთ 20 ათას ლარიანი ხელფასები და ამას ვერ ელევიან, უარი თქვით კომისიის სხდომის გაგრძელებაზე", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. სემეკ-მა "თელასის" ტარიფის გადახედვის საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების გადაწყვეტილება მიიღო. ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ "თელასის” საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხი კენჭისყრაზე დააყენა, რასაც კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.სემეკ-ის სხდომაზე ხმაური "ლეიბორისტული პარტიის" წევრის გიორგი გუგავას განცხადებამ გამოიწვია, რომელიც სხდომის შეწყვეტას ითხოვდა.
წაკითხვა
ჭავჭავაძეზე ხეების მოჭრა გააპროტესტეს თბილისის მერიასთან
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 19:16:00
ბაგებში, ჭავჭავაძის 82 ნომერში 15 ხე მოიჭრა.  როგორც „პარტიზანული მებაღეობის“ წარომადგენელი, ირაკლი ჯუღელი აცხადებს, ხეების მოჭრის შესახებ ინფორმაცია მათ ადგილობრივმა მცხოვრებმა მიაწოდა.ადგილზე მისულ პარტიზან მებაღეებს ტერიტორიაზე მომუშავეებმა ხეების ჭრაზე მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ნებართვა წარუდგინეს. მშენებლობას “შპს მესხი” ახორციელებს. თემაზე განცხადებას სოციალური ქსელით ავრცელებს ქართული ოცნების მერობის კანდიდატი კახა კალაძე. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიზნესის განვითარება ხეების ჩეხვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები უნდა დაიხვეწოს.
წაკითხვა
ბიომასის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 12:43:00
“ბიომასის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები საქართველოში” - ენერგეტიკის მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გახსნა. ილია ელოშვილის თქმით, საქართველოში არსებობს მყარი ბიომასის საკმაოდ დიდი რაოდენობა, რაც შესაძლებელია გამოყენებული იყოს თანამედროვე ბიოსაწვავის წარმოებისთვის. ბიომასა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო და ასევე სატყეო და მერქნის დამუშავების ნარჩენებს. მინისტრის განმარტებით, განახლებული ენერგიის ათვისება გაზრდის ქვეყნისა და ენერგომომხმარებლების ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას. ასევე შეშის ჩამნაცვლებელი საწვავის შეთავაზებით, ხელს შეუწყობს არალეგალური ხის ჭრის აღმოფხვრას და ეკოლოგიური კრიზისის შემცირებას. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლიტვის ბიომასის ენერგიის ასოციაციის პრეზიდენტი და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წაკითხვა
19 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება
გამოქვეყნებულია: 2017-08-11 12:27:00
2017 წლის 19 აგვისტოს საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი  და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში. 2017-2018 წლების ნადირობის სეზონისთვის ნადირობისთვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში.
წაკითხვა
ბორჯომის ტყის აღდგენისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მადლობის სიგელი გადაეცა
გამოქვეყნებულია: 2017-08-09 12:47:00
ბორჯომის ტყის აღდგენისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მადლობის სიგელი გადაეცა. კამპანიამ ,,აღადგინე” შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, სადაც აქციის ორგანიზატორებმა კამპანიიის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებისა და დარგული ხეების შესახებ ანგარიში წარადგინეს. ღონისძიებას იმ კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,  რომლებმაც ბორჯომის გადამწვარი ტყის აღდგენის პროცესში წვლილი შეიტანეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ტყის აღდგენისთვის სერტიფიკატები გადასცეს. კამპანიაში მონაწილეობა 150 - მდე იურიდიულმა და 5000-მდე ფიზიკურმა პირმა მიიღო. ამ ეტაპზე კამპანიის ფარგლებში უკვე დაირგო 45 ათასზე მეტი ხე-მცენარე. 
წაკითხვა
გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ლიტვაში
გამოქვეყნებულია: 2017-07-29 16:26:00
გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში იმყოფება. შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა ლიტვის სატყეო პოლიტიკაზე, სატყეო მეურნეობის მართვის სტრუქტურასა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. გაეცნენ ლიტვის სატყეო სექტორის საქმიანობას. ასევე შეთანხმდნენ,  რომ ქართული მხარე შეძლებს ტყის მდგრადი მართვის გაზიარებას და კანონმდებლობის  ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას. ვიზიტი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში შედგა. ქართულ დელეგაციას გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს.  
წაკითხვა
სატყეო სააგენტო კოლხური ბზის გადასარჩენად სამუშაოებს აწარმოებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 12:43:00
ეროვნული სატყეო სააგენტო კოლხური ბზის გადასარჩენად სამუშაოებს აწარმოებს. ეროვნული რეაგირების გეგმის ფარგლებში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ბზის კორომების შეწამვლა მიმდინარეობს. მავნებლის მიერ დაზიანებული ბზის დამუშავება ბიოლოგიური პრეპარატით ხდება. გარდა ამისა, ეროვნული სატყეო სააგენტო მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის სხვა ღონისძიებებსაც ახორციელებს. ეს პროცესი  წელიწადში სამჯერ მეორდება. ბრძოლის ერთ-ერთ ასეთ საშუალებას ფერომონიანი ხაფანგები წარმოადგენს.
წაკითხვა
„საყდრისის დაცვის კომიტეტი“ გარემოს დაცვის სამინისტროსგან „არ-ემ-ჯი გოლდის“ საქმიანობის შემსწავლელი დასკვნის გასაჯაროებას მოითხოვს
განახლებულია: 2017-07-21 16:18:00
„საყდრისის დაცვის კომიტეტი“ გარემოს დაცვის სამინისტროსგან  ოქროს მომპოვებელი კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდის“  საქმიანობის შემსწავლელი დასკვნის გასაჯაროებას მოითხოვს. საუბარია გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წელს კომპანიაში ჩატარებულ ინსპექტირების დასკვნაზე. ნინო ბურჭულაძის განცხადებით, ისინი იცნობენ აღნიშნული დოკუმენტის შინაარსს და  მოკვლევის შედეგები შემაშფოთებელია.  როგორც ბურჭულაძე აცხადებს, დოკუმენტის მიხედვით  ირკვევა, რომ კომპანიის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანი , სავარაუდოდ, ასეულობით მილიონ ლარს აღემატება. საყდრისის კომიტეტში ასევე განმარტავენ, რომ უწყება, მათი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად,  აღნიშნულ დასკვნას არ ასაჯაროებს, რაც  ეჭვებს აჩენს.   გარემოს დაცვის სამინიტროში კი ამბობენ, რომ   საყრისის კომიტეტს  სასურველი ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. რაც შეეხება კომპანიას, სამინისტროში ადასტურებენ, რომ დარღვევების გამო, ის დაჯარიმდა და საქმე სასამართლოს გადეცა.  
წაკითხვა
ქვემო ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე თევზის ნაპირზე გამორიყვისა და დახოცვის შემთხვევები დაფიქსირდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-20 21:04:00
ორთაჭალჰესის წყალსაცავში წყლის მინიმალურ დონეზე დაწევის შედეგად, ქვემო ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე თევზის ნაპირზე გამორიყვისა და დახოცვის შემთხვევები დაფიქსირდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ინფორმირებულია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაქვემდებარებაში არსებული ორთაჭალჰესის ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავში მოხდა წყლის მინიმალურ დონეზე დაწევა, რამაც, ორთაჭალჰესის ქვემოთ, მტკვრის დინებაში, წყლის დონის მომატება გამოიწვია. აღნიშნულის გამო, ქვემო ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაფიქსირდა თევზის ნაპირზე გამორიყვისა და დახოცვის შემთხვევები. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს საკითხის შესწავლა. დადგინდება, რამდენად შესაბამისობაში იყო აღნიშნული ქმედება დადგენილ მოთხოვნებთან“, - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
წაკითხვა
მესტიაში ნარჩენების გადამტვირთი სადგური მოეწყო
გამოქვეყნებულია: 2017-07-14 10:43:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ მესტიაში მოაწყო ნარჩენების გადამტვირთი თანამედროვე სადგური, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდ კონტეინერში ჩატვირთვას და სპეციალური გადამტვირთი მანქანებით მათ რეგულარულ ტრანსპორტირებას ზუგდიდის კეთილმოწყობილ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები ხელს შეუწყობს ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის დასრულებული სამუშაოები საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.მესტიის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 314 700 ლარი შეადგინა.
წაკითხვა
ანტარქტიდას ლონდონზე ოთხჯერ დიდი აისბერგი მოსწყდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-12 17:01:00
ანტარქტიდის ყინულოვან საფარს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი აისბერგი მოსწყდა — ყინულის მასა ტრილიონ ტონას აღწევს.   ლარსენ C-ის შელფურ მყინვარზე არსებულ უზარმაზარ ნაპრალს მკვლევრები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ და საგანგაშო პროგნოზსაც აკეთებდნენ. საბოლოოდ, ნაპრალმა დაახლოებით ლონდონზე ოთხჯერ დიდი აისბერგის მოწყვეტა გამოიწვია. მეცნიერთა განცხადებით, ნაპრალის გზა ყინულზე საბოლოოდ დასრულდა და ოკეანეში 5800 კვადრატული კილომეტრის ზომის აისბერგი შეცურდა. გიგანტური ყინულის მოწყვეტამ ლარსენ C-ის შელფის ზომა დაახლოებით 12%-ით შეამცირა და სამუდამოდ შეცვალა ანტარქტიდის ნახევარკუნძულის ლანდშაფტი, — ამბობს ბრიტანეთის სუონსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი. აისბერგი, რომელსაც სავარაუდოდ A68-ს დაარქმევენ, 11-12 ივლისს მოსწყდა.  მოწყვეტის საბოლოო ფაქტი Nasa-ს თანამგზავრმა Aqua MODIS-მა დააფიქსირა.  „ამ მოვლენას ჯერ კიდევ თვეების წინ ვპროგნოზირებდით და გაკვირვებულები ვიყავით, რამდენ ხანს იცავდა აისბერგს მოწყვეტისგან სულ რამდენიმე კილომეტრი, რომლითაც ის ძირითად ყინულოვან საფართან რჩებოდა მიბმული“, — ამბობს სუონსის უნივერსიტეტის პროფესორი ადრიან ლაკმენი.  მისივე თქმით, ისინი დაკვირვებას განაგრძობენ როგორც ლარსენ C-ის შელფის დარჩენილ ნაწილზე, ისე თავად მოწყვეტილ აისბერგზე.  „ეს აისბერგი ერთ-ერთი უდიდესია კაცობრიობის ისტორიაში და ძალიან ძნელია მისი სამომავლო პროგრესის განსაზღვრა. შესაძლოა ის ერთ მთლიან ყინულად დარჩეს, მაგრამ უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ფრაგმენტებად დაიშალოს“. „ზოგიერთი ყინული ამ ზონაში შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში დარჩეს, ნამსხვრევების ნაწილი კი ჩრდილოეთით, თბილ წყლებში გაიფანტოს“, — აცხადებს პროფესორი. მიუხედავად იმისა, რომ აისბერგი ტრილიონ ტონას იწონის, მოწყვეტამდე იგი უკვე წყალში იყო შეტივტივებული, შესაბამისად, ზღვის დონეზე უშუალო გავლენას ვერ მოახდენს. მკვლევართა განცხადებით, მოწყვე
წაკითხვა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოავლინეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-12 16:18:00
2017 წლის 11 ივლისს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შემცველი უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეები აკრძალული იარაღების საშუალებით - ე.წ. ელექტროშოკური აპარატით, სხვადასხვა ტიპის სახლართი ბადეებითა და ასაფეთქებელი საშუალებებით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. ამოღებული და დალუქულია თევზჭერისთვის აკრძალული იარაღები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის ორგანოში. უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მსგავსი ტიპის ღონისძიებების გატარებას მომავალშიც სისტემატურად გეგმავს.
წაკითხვა
კატარის ბლოკადის გამო, უდაბნოში ასობით აქლემი წყურვილით იხოცება
გამოქვეყნებულია: 2017-07-12 15:03:00
კატართან დიპლომატიური განხეთქილების შემდეგ, საუდის არაბეთიდან კატარელი ფერმერები გააძევს. უდაბნოში მიმავალ საკმაოდ გრძელ გზაზე, მათი კუთვნილი ასობით აქლემი წყურვილით იხოცება. ცხოველები ორი ქვეყნის საზღვარის სიახლოვეს დაიხოცნენ, რადგან საზღვრის კვეთის უფლებას დღეში მხოლოდ რამდენიმე ასეულ აქლემს აძლევდნენ. დარჩენილ აქლემთა უზარმაზარი ქარავანი იძულებული იყო უდაბნოს პაპანაქება სიცხეში ეხეტიალა, სადაც ტემპერატურა 50 °C-მდე აღწევს. ცხოველთა ზოგიერთი მეპატრონის განცხადებით, აქლემების გარკვეული ნაწილი ქარავნიდან გარბოდა და შემდეგ, დღეები სჭირდებოდა მათ იდენტიფიკაციას. ცხოველთა დიდი ნაწილი გზების გასწვრივ დაეცა და დაიხოცა. საზღვრის კატარის მხარეს, ქვეყნის გარემოს სამინისტრომ აქლემებისთვის თავშესაფარი მოაწყო, სადაც წყლითა და საკვებით 8000-ზე მეტი ცხოველი უზრუნველყვეს. გავცრელებული ინფორმაციით, სპარსეთის ყურეში წარმოქმნილ დიპლომატიურ კრიზისს 12 000-25 000 ცხოველი ემსხვერპლა.  იმის გამო, რომ კატარი ტერიტორიულად ძალიან პატარაა, ფერმერები ცხოველებს ხშირად კვებავდნენ მეზობელ საუდის არაბეთში. ივნისის დასაწყისში, ირანთან და ექსტრემისტებთან ახლო ურთიერთობების ბრალდებით, საუდის არაბეთმა, ქუვეითმა, ეგვიპტემ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დოჰასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს და ქვეყანა ბლოკადაში მოაქციეს. ამჟამად, კატარში მხოლოდ 1 მილიონამდე ცხოველი რჩება, მათ შორის ცხვრები, თხები და აქლემები.  
წაკითხვა