საზოგადოებრივი
104.5 FM
„ნაგვის კუნძულები“ მტკვარზე - მდინარეს დიდი ოდენობით ნაგავი მოაქვს
გამოქვეყნებულია: 2017-07-07 18:05:00
დღეს მდინარე მტკვარი განსაკუთრებით დაბინძურებულია. მდინარეს დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარჩენები მოაქვს. მათ შორისაა: პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის ბოთლები და სხვა სახის ნარჩენები. დანაგვიანებული მტკვარი დღეს სოციალური ქსელის მომხმარებლების ობიექტივშიც მოხვდა.
წაკითხვა
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ საკოორდინაციო საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-07-06 12:28:00
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მესამე სხდომა. საბჭოს წევრმა უწყებებმა საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ბოლო ერთი წლის ანგარიში წარადგინეს. განიხილეს საბჭოში შემავალი უწყებების სამომავლო გეგმები, საჭიროებები და რეკომენდაციები. 
წაკითხვა
გარემოს დაცვის სამინისტრო გაერო-ს მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-05 12:22:00
გარემოს დაცვის სამინისტრო გაერო-ს მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანია ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობა და მწარმოებელთა ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ნაჩენების მართვის კოდექსი რიგ ახალ ვალდებულებებს აკისრებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვალდებულებაა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შემოღება. ახალი ინიციატივის თანახმად, პროდუქტის მწარმოებელი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს ის უარყოფითი გავლენა გარემოზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პროდუქტის მოხმარებისა ან განადგურების შედეგად. პირველ ეტაპზე პროექტის ფარგლებში განხორციელდება ელექტრონული და ელექტრული ნარჩენების მართვის კონცეფციის შემუშავება. ახალი ინიციატივა ძალაში 2019 წლის პირველი დეკემბრიდან შევა.
წაკითხვა
„მე-4 ეროვნული შეტყობინება და მე-2 განახლებული ორწლიანი ანგარიშის მომზადება“ - პროექტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა
განახლებულია: 2017-07-04 16:32:00
პროექტის „მე-4 ეროვნული შეტყობინება და მე-2 განახლებული ორწლიანი ანგარიშის მომზადება“ შესახებ შეთანხმებას ხელი მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა მოაწერეს. ოთხწლიანი ინიციატივა, რომლის ბიუჯეტი 850 ათას აშშ დოლარს აღემატება, ითვალისწინებს ინფორმაციის შეგროვებას საქართველოში კლიმატის ცვლილების გამოვლენის შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს მთავრობა მოამზადებს ანგარიშებს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მიმართ, რომელიც ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო შეთანხმებაა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ ძალისხმევაში. 
წაკითხვა
„ჯორჯიან მანგანეზი“ ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს, რომლის ნარჩენებიც მდინარეში არ მოხვდება
გამოქვეყნებულია: 2017-07-04 14:55:00
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ 2018 წლისთვის ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს, რომლის საშუალებითაც მადნეული ისე გადამუშავდება, რომ ნარჩენები მდინარეში არ მოხვდება, ამის შესახებ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა.„ეს არის გერმანული კომპანია „ოლ-მინერალსი“, რომელთანაც მოლაპარაკებები დასრულებულია. მადნის გამამდიდრებელი ქარხანა 94% მარგანეცს იღებს მადნიდან და საერთო ჩაშვება თითქმის არ იქნება, გასუფთავდება მდინარე და გადაიჭრება ეს დიდი პრობლემა“ - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
წაკითხვა
ბათუმის დელფინარიუმს ახალი ბინადარი ჰყავს - დანას შვილი შეეძინა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-07-02 15:35:00
ბათუმის დელფინარიუმის ბინადარ დელფინს, მეტსახელად დანას შვილი შეეძინა. ამის შესახებ ინფორმაციას დელფინარიუმი ავრცელებს. „ბოლო ერთი თვეა დელფინარიუმის თანამშრომლები 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დანამ ექოსკოპიის თანახმად დადგენილ ვადაში იმშობიარა. დედა და ახალშობილი, უსაფრთხოების ნორმების გამო, ცალკე აუზში იმყოფებიან, სადაც კიდევ ერთი დედა-შვილი - ცუცა და გურუ ბინადრობენ“, - ნათქვამია განცხადებაში. დელფინარიუმის ინფორმაციით, დანა და მისი შვილი თავს კარგად გრძნობენ. ახალშობილის სქესი ჯერჯერობით უცნობია. „ჩვეულებისამებრ, დაბადებისთანავე დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისთვის, რის შემდეგაც პატარამ, დედასთან ერთად, სინქრონული ცურვა დაიწყო. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება. 6-დან 8 თვის ასაკის შუალედში, რძესთან ერთად, პატარა თევზით კვებასაც დაიწყებს. მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად, დელფინარიუმის თანამშრომლები ბოლო თვეებია (და ეს უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება) საგანგებო, 24-საათიან სპეცრეჟიმში მუშაობენ“, - აღნიშნავენ დელფინარიუმში. ბათუმის დელფინარიუმის ინფორმაციით, ბუნებრივ პირობებთან მიახლოებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია, თუმცა ბათუმის დელფინარიუმში მსგავსი შემთხვევაა უკვე მეექვსედ დაფიქსირდა. „ეს ფაქტი ნათლად
წაკითხვა
„ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ - საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის გახსნის ღონისძიება გაიმართა
განახლებულია: 2017-06-30 16:36:00
„ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ - საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის  გახსნის ღონისძიება გაიმართა. ევროკავშირმა ლიტვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსთან და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც დაეხმარება საქართველოს გააძლიეროს ტყის მართვის სისტემა ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით. პროექტი „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში" განხროციელდება 18 თვის განმავლობაში.   
წაკითხვა
კრწანისში ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-27 14:48:00
თბილისის ტურისტულ ზონაში, ნარიყალასა და ლეღვთახევში, ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა. კრწანისის გამგეობისა და სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ერთობლივი აქციის ფარგლებში, აღნიშნული ტერიტორიები სპეციალური ხსნარით - რეპელენტით შეიწამლა.შეწამვლის პროცესს ადგილზე ეცნობოდა კრწანისის გამგებელი. გიორგი კოპალეიშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მთელი რაიონის მასშტაბით ტარდება.„პრევენციული ღონისძიებებით ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ მოქალაქეთა და ვიზიტორთა უსაფრთხოება ქალაქში. ტერიტორიების რეპელენტით შეწამვლა-დამუშავება არის ქვეწარმავლებისგან დაცვის ყველაზე აპრობირებული მეთოდი და რაც მთავარია, ეს ნივთიერება საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის“, - აღნიშნა კოპალეიშვილმა. დედაქალაქში ქვეწარმავლების გავრცელება სეზონურად, ტემპერატურ მატებასთან ერთად დაიწყო, რის პარალელურადაც, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ზომებია მიღებული.ამასთან, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამოძახება 112-ზე 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.
წაკითხვა
ქართველი არქიტექტორი სეულში ეკოლოგიურ ხიდს ააშენებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-25 23:14:00
ლიტვაში მოღვაწე ქართველი არქიტექტორი ივანე ქსნელაშვილი, ლიტველ კოლეგებთან ერთად, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ეკოლოგიურ ხიდს ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიტვური გამოცემა 15min.lt ავრცელებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, პროექტის ღირებულება 9,15 მილიონი ევროა. საფეხმავლო ხიდის სიგრძე 60 მეტრი იქნება. ივანე ქსნელაშვილთან ერთად, პროექტს უხელმძღვანელებს მისი სამი ლიტველი კოლეგა - პიატრას იზორა, ონა ლოზურაიტუტე და დომინიკას დაუნისი. ხიდი სეულის სამხრეთ ნაწილში, მთიან რაიონში განთავსდება. ხიდზე იგეგმება ხეების, ბუჩქების დარგვა და ბალახის საფარის დაგება. პროექტის თანახმად, ხიდი ბუნებრივად უნდა შეერწყას ადგილობრივ ლანდშაფტს. ხიდი სამხრეთ კორეის დედაქალაქის პროექტის - „მწვანე რკალის“ ნაწილი იქნება. ამ პროექტის მიზანია, სეულის მწვანე ზონების ერთმანეთთან დაკავშირება ისე, რომ ადამიანებმა ქალაქის „მწვანე დერეფნებში“ მოგზაურობა შეძლონ. 
წაკითხვა
ბორჯომ-ბაკურიანისთვის ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგური მოეწყო
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 10:30:00
ბორჯომისა და ბაკურიანის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგური მოეწყო. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ბორჯომის მუნიციპალური ნაგავსაყრელი სტანდარტების შესაბამისად დახურა. დაიხურება ბაკურიანის არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელიც. აღნიშნული მუნიციპალიტეტებისთვის ბორჯომში მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგური, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდ კონტეინერში ჩატვირთვას და სპეციალური გადამტვირთი მანქანებით მათ რეგულარულ ტრანსპორტირებას ხაშურის კეთილმოწყობილ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე.აღნიშნული სამუშაოები ხელს შეუწყობს რეკრეაციულ ზონებში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.ჩატარებული სამუშაოები საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.ბორჯომისა და ბაკურიანის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 459 723 ლარი შეადგინა.ავტორი: ელენე იაშვილი
წაკითხვა
საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს ქარის ელექტროსადგურის პროექტში წილის შეძენას სთავაზობს
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 11:16:00
ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება, - საჯარო შეთავაზებით იქმნება პრეცედენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს პროექტში წილის შეძენის შესაძლებლობას აძლევს. ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ისაუბრა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, პრივატიზაციის ასეთი ფორმა ძალიან მნიშვნელოვნად წაახალისებს, პირველ რიგში, საფონდო ბირჟას და ამავდროულად, საშუალებას მისცემს ადგილობრივ ინვესტორებს, შეიძინონ წილი პროექტში. „რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. ასევე, ადგილობრივ ინვესტორებს მიეცემათ შანსი, შეიძინონ ამ პროექტის აქციები, ვინაიდან მომზადდება პროექტი ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე საჯარო შეთავაზებისთვის. ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი, რომელიც ერთადერთი არ იქნება. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ არაერთ ნაბიჯს გადავდგამთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერი მიიჩნევს, რომ მწვანე ენერგიის ათვისება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა გახდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ სწორად აითვისოს ჰიდროენერგიის მიმართულებით არსებული პოტენციალი, თუმცა აქცენტი გასაკეთებელია ქარისა და მზის ენერგიაზეც, რომელიც, ტექნოლოგიური განვითარებიდან გამომდინარე, საკმაოდ იაფდება. პრემიერ-მინისტრმა ქარის ელექტროსადგურის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, EBRD-ს და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა, რომ პროექტის აქციები ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსდება.
წაკითხვა
საშიში საცხოვრებელი ზონები - გეოლოგები თბილისის მდინარეების ხევებში განაშენიანების აკრძალვას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-06-19 20:35:00
გეოლოგები მერიას თბილისის მდინარეების ხევებში განაშენიანების აკრძალვას სთხოვენ. ანალოგიური რეკომენდაციაა დედაქალაქის გენგეგმის ახალ პროექტში, რომლის განხილვას მერია თვის ბოლოდან დაიწყებს. თუმცა საკითხის გარშემო ქალაქის მთავრობასა და სპეციალისტებს შორის კონსენსუსი არ არსებობს. მერია მხოლოდ რეგულაციების გამკაცრებას თანხმდება. ამ დროისთვის ხევებში მშენებლობები ისევ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ ქალაქის სხვადასხვა მდინარის სიახლოვეს დასახლებული ოჯახები ყოველი სტიქიის დროს საფრთხის წინაშე დგანან. ვნახოთ რეპორტაჟი საშიში საცხოვრებელი ზონებიდან.  
წაკითხვა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვაშლის ახალი ბაღი გაშენდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-15 12:20:00
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვაშლის ახალი ბაღი გაშენდა. პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სოფელ ქსოვრისში შ.პ.ს „ქართული ხილის კომპანიის“ მიერ 10 ჰექტარზე მოწყობილი ვაშლის ბაღი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. აღნიშნული კომპანია პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და ნერგების შეძენისათვის 100 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.
წაკითხვა
მედიის წარმომადგენლებს „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა გააცნეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-14 15:26:00
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, კომპანიის Georgian American Alloys აქციონერმა და წარმომადგენელმა ურიელ ლაბირმა და შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა საგანგებო პრესკონფერენცია ჩაატარეს, რომელიც  შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“ მიმდინარე პროცესებს ეხებოდა. “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა მედიის წარმომადგენელებს დროში გაწერილი დეტალური საშუალოვადიანი გეგმა გააცნო, რომელიც ერთი თვის საქმიანობის ანგარიშთან ერთად, (12 ივნისს) წარადგინა სასამართლოში. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაიმართა არაერთი შეხვედრა შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ დამფუძნებელი კომპანიის Georgian American Alloys,  წარმომადგენლებთან და კომპანიის მესაკუთრეებთან, რომლებიც სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ და ამჟამადაც იმყოფებიან საქართველოში. ისინი სრულად იზიარებენ იმ მიზეზებსა და გარემოებებს, რომლებზე დაყრდნობითაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე. ამასთან, მათი მხრიდან კარგად იქნა გააზრებული ლიცენზიითა და ნებართვით ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების მნიშვნელობა რეგიონში ეკოლოგიური წონასწორობის ეტაპობრივი აღდგენის კუთხით და ისინი მზად არიან და აქვთ სურვილი, სპეციალურ მმართველთან ერთად უზრუნველყონ მათი შესრულება განსახორციელებელი გეგმის შესაბამისად.  დღესვე მხარეებმა შპს. „ჯორჯიან მანგანეზის“ საშუალოვადიან გარემოსდაცვით სამოქმედო გეგმას ხელი მოაწერეს. სამინისტროს ცნობით, კომპანიის როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი აქტივობების ეფექტიანი განხორციელებისთვის  შეიქმნა ეკოლოგიური სამსახური, რომელიც სრულ მონიტორინგს გაუწევს მიმდინარე ეკოლოგიური პროექტების განხორციელებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაგეგმილი სამუშაოების ნებისმიერი მიზეზით შეფერხება და დროულად იქნეს აღმოფხვრილი ყველა ხელისშემშლელი გარემოება.ასევე კომპანია უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარებას, რაც მეტად ეფექტიანს გახდის პირობების აღსრულების პროცესს, როგორც ეკოლოგიური, ასევე ფინანსური დაგეგმვის კუთხით. 
წაკითხვა
2 წელი 13 ივნისის სტიქიიდან - გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიში
გამოქვეყნებულია: 2017-06-13 11:58:00
2 წელი 13 ივნისის სტიქიიდან. გარემოს ეროვნულმა სააგენტო მედიას ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტში სპეციალისტების მხრიდან შემუშავებული კვლევის შედეგები და განხორციელებული პროექტებია შეჯამებული. მარიამ სეთურიძე დეტალებით.
წაკითხვა
გარემოს ეროვნული სააგენტო - თბილისში, უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, სადგურები ბუნებრივი მოვლენების პროგნოზირების საშუალებას იძლევა
გამოქვეყნებულია: 2017-06-13 10:46:00
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 13-14 ივნისისს, თბილისში განვითარებული სტიქიური პროცესების შესახებ ანგარიში წარადგინა. შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა სპეციალისტების მიერ ორი წლის განმავლობაში შემუშავებული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები გაასაჯაროვა. სწორედ კვლევების საფუძველზე სიცოცხლისათვის საფრთხის შემცვლელი არეალი დადგინდა და სათანადო დამცავი ღონისძიებების გატარების მიზნით შესაბამის უწყებებს წარედგინა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ნათქვამია, რომ მდინარე ვერეს აუზში დამონტაჟდა მდინარის დონის 3 მზომი და 5 ნალექმზომი მოწყობილობები, საიდანაც მონაცემები ონლაინ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს. სპეციალისტების თქმით, უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში სადგურები ბუნებრივი მოვლენების პროგნოზირების საშუალებას იძლევა და შესაბამისი უწყების ინფორმირება მარტივად ხდება. 
წაკითხვა
გარემოსდამცველები ხელისუფლებას მიმართავენ - გადავა თუ არა კრწანისის ტყე-პარკი თბილისის მერიის დაქვემდებარებაში
გამოქვეყნებულია: 2017-06-12 20:36:00
გარემოსდამცველები ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავენ. მესამე სექტორი ითხოვს, სამ მუნიციპალიტეტს შორის გაყოფილი კრწანისის ტყე-პარკი მხოლოდ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში გადავიდეს და მომავალში მის განვითარებაზე დედაქალაქის მთავრობამ იზრუნოს.სწორედ დაცვითი სტატუსის არქონით ხსნიან უფლებადამცველები პარკის ტერიტორიაზე შექმნილ მძიმე სურათს. გარემოსდამცველები უნიკალური ჯიშის ხეების გაჩეხვის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობენ.
წაკითხვა
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია კრწანისის ტყე-პარკისთვის დაცვითი სტატუსის მინიჭებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-06-12 11:37:00
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი კრწანისის ტყე-პარკისთვის დაცვითი სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ტერიტორია თბილისსა და რუსთავს შორის მდებარეობს და 210 ჰექტარს მოიცავს. გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, ეს დედაქალაქთან ახლოს არსებული ყველაზე ცხელი წერტილია. აქ ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებაა, სეირნობისას დამსვენებელებს შეუძლიათ ნახონ წითელ წიგნში შეტანილი ხეები, დააკვირდნენ სხვადასხვა ჯიშის ფრინველებს. აქვეა 5 ტბა, რომელთაგან ნაწილი სათევზაოდ გამოიყენება.„ არის დიდი ტერიტორია, ბილიკები ქმნის იმის პირობას, რომ ველომოყვარულებმა ისეირნონ. ტერირტორია იდეალურია ე.წ. „bird watching”-ის, ანუ ფრინველებზე დაკვირვებისთვის, პიკნიკისთვის, კარვებით ღამის გასათევად და დასასვენებლად“ - აცხადებს CENN-ის გარემოს დაცვის ოფიცერი ნინო ბრეგაძე.ტერიტორია ამჟამად სამი მუნიციპალიტეტის: თბილისის, რუსთავისა და გარდაბნის საკუთრებაა. ადგილს არ აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი, ამიტომ მკაცრი კონტროლი არ ხორციელდება. ნინო ბრეგაძე ამბობს, რომ პარკში არსებულ ხეებს მოსახლეობა ჭრის და სათბობ რესურსად იყენებს. კიდევ ერთ საფრთხეს, მისი აზრით, მონადირეები წარმოადგენენ, რომლებიც ძირითადად ფინველებზე ნადირობენ. კრწანისის ტყე-პარკისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებაზე უკვე აქტიურად მუშაობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია (CENN). მათ აქტიური კომუნიკაცია აქვთ პარკზე უფლებამოსილ ყველა მუნიციპალიტეტთან და ეკონომიკის სამინისტროსთან, რომლის ბალანსზეც არის ამჟამად ტერიტორია. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ტერიტორია თბილისის საკუთრებაში უნდა გადმოვიდეს, ამგვარად პარკზე თბილისის ზონირების წესები გავრცელდება და მას რეკრეაციული ზომის სტატუსი მიენიჭება. ეკონომიკის სამინისტრო წერილობთ განცხადებაში ამბობს, რომ პარკზე უფლებამოსილი სამი მუნიციპალიტეტია. ამასთანავე, უწყება მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ტერიტორია შენარჩუნდეს როგორც ტყე-პარკი და ამასთან, მისი განვითრების ხელშეწყობის მიზნით იგეგმება განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება. ორგანიზაცია CENN-ი იმედოვნებს, რომ უწყებებს შორის ეფექტური კომუნიკაცია შედგება და კრწანისის ტყე-პარკისთვის დაცვითი სტატუსის მინიჭება მოხდება.
წაკითხვა
სატყეო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-06-09 12:26:00
სატყეო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ და ევროკავშირის საერთაშორისო მრჩერველმა დაივა მატონიენემ. მხარეებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების საკითხიც განიხილეს. პროექტს „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ლიტვა-უნგრეთის კონსორციუმი ახორციელებს. პროცესი 1 ივნისს დაიწყო და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება
წაკითხვა
კოლხური ბზის დაზიანებული კორომების დამუშავება დაიწყო
განახლებულია: 2017-06-07 18:31:00
სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ კოლხური ბზის დაზიანებული კორომების დამუშავება დაიწყო. ტყის ფონდში არსებული დაზიანებული ბზის კორომების შეწამვლა ბიოლოგიური პრეპარატით იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში 400 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდება. შეწამვლის ღონისძიებები, რომელიც კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული რეაგირების გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი აქტივობაა, ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.  პროცესი სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს და გარდა ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავებისა, მავნებელთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდის დატესტვასაც ითვალისწინებს.
წაკითხვა