საზოგადოებრივი
104.5 FM
მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების დამონტაჟება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 12:16:00
მუნიციპალური განვითარების ფონდმა მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების დამონტაჟება დაიწყო. საპილოტე პროექტი მდინარე ნატანების კალაპოტში განხორციელდა. მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების მონტაჟი გარემოს დაცვის სამინისტროს კვლევის საფუძველზე და მისი რეკომენდაციით მიმდინარეობს. ნარჩენების დამჭერი ახალი კონსტრუქცია მდინარის დონის მატება-დაკლების შესაბამისად მოძრაობს და მდინარის ზედაპირზე მცურავი ნარჩენების, მათ შორის ნავთობპროდუქტების შეკავებას უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე ანალოგიური სამუშაოები სხვადასხვა მდინარის კალაპოტში მიმდინარეობს.
წაკითხვა
საგურამოს მოსახლეობის ნაწილი დასუფთავების სამსახურს უჩივის
გამოქვეყნებულია: 2016-07-18 19:09:00
საგურამოს მოსახლეობის ნაწილს დასუფთავების სამსახურთან პრეტენზიები აქვს. მოსახლეობა ირწმუნება, რომ დაბაში ანტისანიტარიაა და ნაგავი ათი დღეა, არ გაუტანიათ. მცხეთის მუნიციპალიტეტში კი ირწმუნებიან, რომ დასუფთავების სამსახური კვირაში 5 დღე მუშაობს. საკმარისია თუ არა ეს გრაფიკი ადგილობრივებისთვის, რომელთა რაოდენობაც ზაფხულის სეზონზე იზრდება, ნახეთ სიუჟეტი. 
წაკითხვა
ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში 3 კილომეტრის სიგრძის დამბა ააფეთქეს
გამოქვეყნებულია: 2016-07-14 17:30:00
ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში 3 კილომეტრის სიგრძის დამბა ააფეთქეს. მთავრობის ინფორმაციით, დამბის აფეთქება აუცილებელი იყო წყალდიდობის თავიდან ასაცილებად. გავრცელებული ინფორმაციით, დამბის ასაფეთქებლად 27 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს. აფეთქებამდე მთავრობის გადაწყვეტილებით ახლოს მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 
წაკითხვა
სამცხე-ჯავახეთში დაავადება „თურქულის“ შესახებ ტრენინგი ტარდება
გამოქვეყნებულია: 2016-07-14 17:25:00
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაავადება „თურქულის“ წინააღმდეგ ტრენინგი ტარდება. ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სწავლებებში სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანისა და რუსეთის სპეციალისტები, საერთაშორისო ექსპერტები და ტრენერები მონაწილეობენ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინაცია  წელიწადში ორჯერ ტარდება. 
წაკითხვა
როგორია ჰაერის ხარისხი თბილისში - ახალი სადგურების მონტაჟი იწყება, სპეციალისტები კი მთავრობას კონკრეტული წინადადებებით მიმართავენ
გამოქვეყნებულია: 2016-07-13 20:42:00
თბილისში ჰაერის ხარისხის შემოწმება იწყება. გარემოს დაცვის სააგენტო მონიტორინგს სპეციალური სადგურების საშუალებით ჩაატარებს. კვლევის შედეგების გასაჯაროებამდე, სპეციალისტები საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობენ და იმ მავნე ნივთიერებებზე მიუთითებენ, რომლებიც, მათივე განმარტებით, ჰაერშია. გარემოსდამცველები განსაკუთრებულ აქცენტს ავტომობილების გამონაბოლქვზე აკეთებენ და მთავრობას სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისკენ მოუწოდებენ.
წაკითხვა
საქართველოში რეალიზებული საწვავის შემადგენლობა განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება, - კვლევის შედეგები
გამოქვეყნებულია: 2016-06-30 17:10:00
საქართველოში რეალიზებული საწვავის შემადგენლობა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება, - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, ავტოგასამართი სადგურებიდან ბენზინისა და დიზელის სინჯები აიღეს. ლაბორატორიული კვლევისას დადგინდა, რომ სხვადასხვა ნივთიერებები საწვავში განსაზღვრულ ნორმებს აკმაყოფილებს.
წაკითხვა
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს საგანგაში მონაცემები საქართველოზე - ქვეყანაში მანქანების სავალდებულიო ტექნიკური შემოწმების აღდგენა იგეგმება
გამოქვეყნებულია: 2016-06-28 20:15:00
მანქანების ტექნიკური შემოწმება, სავარაუდოდ, ისევ სავალდებულო გახდება. პრემიერის მიერ დაანონსებული რეგულაციების მიზეზი საგანგაშო კვლევაა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო, 2012 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, წერს, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. განსაკუთრებული აქცენტი მანქანების გამონაბოლქვზე და ძველი მანქანების სიმრავლეზე კეთდება. თუმცა პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ გარემოს დაცვის სამინისტროში. უწყება კვლევის ავტორი ორგანიზაციისგან განმარტებებს ითხოვს.  
წაკითხვა
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ანგარიში - ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა
გამოქვეყნებულია: 2016-06-28 18:23:00
ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ეს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილი ცხრილის მაჩვენებელია. მონაცემები 2012 წლის კველვის შედეგადაა მიღებული. ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ ავტომობილები და მანგანუმის ძველი მაღაროები სახელდება. როგორია გარემოს დამცველებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოხმაურება - მანანა გიგინეიშვილის სიუჟეტი. 
წაკითხვა
რა მდგომარეობაა ზოოპარკში სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ
გამოქვეყნებულია: 2016-06-09 21:07:00
ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, თბილისის ზოოპარკში ახალი ვოლიერები მოეწყო. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ცხოველებისთვის გამოყოფილ იმ ადგილებსაც, რომლებიც 13 ივნისის სტიქიის დროს საგრძნობლად დაზიანდა. ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვაზე 3-4 წელიწადში გაიხსნება, მანამდე კი არსებულ ზოოლოგიურ პარკში, რეკრეაციული ზონის მოსაწყობად, გამწვანებითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
წაკითხვა
ენმ: ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა იგეგმება
გამოქვეყნებულია: 2016-06-08 12:10:00
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა იგეგმება. განცხადება ამის შესახებ ნიკა მელიამ და ირაკლი აბესაძემ ბოტანიკურ ბაღთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. მელიას თქმით, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ იგეგმება ასევე კაშხლის მშენელობა. ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს და თბილისის მერ დავით ნარმანიას ახსნა-განმარტებას სთხოვს. 
წაკითხვა
გურიაში დაზიანებულ კოლხურ ბზას წამლავენ
გამოქვეყნებულია: 2016-06-06 19:24:00
ეროვნული სატყეო სააგენტო დაზიანებული ტყის მონაკვეთის დამუშავებას განაგრძობს. დაზიანებულ კოლხურ ბზას წამლავენ გურიაში. სამუშაოები იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში 400 ჰექტარზე ხორციელდება. კოლხური ბზა, რომელიც „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობაა, ბოლო წლებში მასობრივად ხმება, განსაკუთრებით ბუნებრივი გავრცელების მთელ არეალზე. 
წაკითხვა
ქობულეთის შემოვლით გზაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა
გამოქვეყნებულია: 2016-06-06 19:21:00
ქობულეთის შემოვლით გზაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. გაიხსნა საჯავახო-ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი. შენდება 18 კილომეტრიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 15 ხიდი, 2 გვირაბი და სხვა ნაგებობები. პროექტს  აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. 
წაკითხვა
ემუქრება თუ არა სოფელ ნაოზას დატბორვის საფრთხე
გამოქვეყნებულია: 2016-06-03 19:35:00
სოფელი ნაოზა შესაძლოა, დაიტბოროს. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ და მდინარის კალაპოტის გამაგრების საჭიროებაზე საუბრობენ. 
წაკითხვა
ბათუმის ბულვარში წიგნის ფორმის ჯიხურებს ჩადგამენ
გამოქვეყნებულია: 2016-05-23 19:17:00
ბათუმის ბულვარში ჯიხურებს ჩადგამენ. აქ სუვენირები გაიყიდება, ჯიხურებს კი წიგნის ფორმა ექნება. საწყის ეტაპზე 30 ასეთი ჯიხური განთავსდება. მოსარგებლეები ელექტრონული აუქციონის წესით გამოვლინდებიან. 
წაკითხვა
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ რეგიონებისთვის ახალი ტექნიკა შეიძინა
გამოქვეყნებულია: 2016-05-19 17:25:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ, რეგიონებში გასანაწილებლად, ნარჩენების დამტვირთველი სპეცტექნიკა შეიძინა.  ტექნიკით შესაძლებელი იქნება ნაგავსაყრელების ოპერირების გაუმჯობესება  და სამუშაოების ეფექტურად განხორციელება. 
წაკითხვა
გარემოს დაცვის მინისტრი გურიის მოსახლეობას შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2016-05-19 17:19:00
შეხვედრა რეგიონებში გრძელდება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გურიაში იმყოფებოდა. გიგლა აგულაშვილი მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. მხარეებმა გარემოსდაცვით სფეროში არსებული აქტუალური საკითხები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. საუბრის მთავარი თემა ხე-ტყისა და წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები იყო. 
წაკითხვა
მარტვილის კანიონზე საპროტესტო აქციები გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2016-05-19 17:07:00
მარტვილის კანიონზე საპროტესტო აქციები გრძელდება. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია და ინჩხურის მოსახლეობის ნაწილი დღეს ისევ შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებენ კანიონზე მიმდინარე სამუშაოებს. ასევე, მიიჩნევენ, რომ ტერიტორია მზადდება გასასხვისებლად. შეკრებილები აქციების გამართვას თბილისშიც გეგმავენ. 
წაკითხვა
ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია კატასტროფული წყალდიდობის საფრთხეზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2016-05-16 17:44:00
ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია შემაშფოთებელ ანგარიშს აქვეყნებს. მათი ვარაუდით, კლიმატური ცვლილებების გამო, 2060 წლისთვის დედამიწის ერთ მილიარდამდე მაცხოვრებელი კატასტროფული წყალდიდობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. კვლევის თანახმად, ყველაზე დიდი საფრთხე ამერიკას, ჩინეთსა და ინდოეთს ემუქრება. ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, მიიღონ შესაბამისი ზომები გლობალური დათბობისა და კატასტროფების წინააღმდეგ.
წაკითხვა
ბათუმის ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულებულა - ტურისტული ობიექტი დამსვენებლების მისაღებად მზად არ არის
გამოქვეყნებულია: 2016-05-12 19:25:00
ბათუმში საკურორტო სეზონის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე დღე რჩება, თუმცა ქალაქის მთავარი ტურისტული ობიექტი - ზღვისპირა ბულვარი დამსვენებლების მისაღებად ჯერ მზად არ არის. სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დამთავრებულა ძველ ბულვარში, სადაც სასეირნო ბილიკების მოპირკეთება მიმდინარეობს. ახალ ბულვარში კი სიტუაცია კიდევ უფრო რთულია - მოუვლელი მცენარეები და უმოქმედო ინფრასტრუქტურა. მოუწესრიგებელი სანაპირო  ტურისტებს დისკომფორტს უქმნის. ბულვარის ადმინისტრაცია პრობლემების მიუხედავად, პირობას დებს, რომ პირველი ივნისისთვის ძირითად სამუშაოებს დაასრულებს. მერაბ წულუკიძის სიუჟეტი.
წაკითხვა
რადიო „ჰერეთმა“ და „საფერავი.ტვ“-იმ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
გამოქვეყნებულია: 2016-05-12 17:15:00
რადიო „ჰერეთმა“ და „საფერავი.ტვ“-იმ, ყვარელში, „აგროცენტრის“ ორგანიზებით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის მიზანია პროექტის - „გაზარდე მოსავლიანობა და მიიღე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი“ მხარდაჭერა. კამპანიის სტრატეგია ითვალისწინებს საზოგადოების ინფორმირებას რადიოსა და ტელევიზიის ჩართულობით.  
წაკითხვა