საზოგადოებრივი
104.5 FM
კანონი ნადირობის შესახებ - რა ინიციატივაზე მუშაობს გარემოს დაცვის სამინისტრო
გამოქვეყნებულია: 2017-06-05 18:20:00
როდის და როგორ ჩამოყალიბდება კანონი ნადირობის შესახებ. გარემოს დაცვის სამინისტრო პირველი პროექტის დაწუნების შემდეგ ახალ ინიციატივაზე მუშაობს. პროცესში აქტიური ჩართვისკენ კვლავ მოუწოდებენ უწყებას მონადირეები. კონკრეტულად რა მიმართულებები იწვევს წინააღმდეგობას და როგორ გეგმავს გიგლა აგულაშვილის უწყება სფეროს დარეგულირებას? თემაზე მანანა გიგინეიშვილი მუშაობს.
წაკითხვა
საქართველო გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს უერთდება
განახლებულია: 2017-06-05 12:32:00
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, რამდენიმე აქცია გაიმართება. მინისტრის მოადგილე სოფელ გალაღანში, მცირე საოჯახო ტიპის სახლს ესტუმრა, სადაც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად, დარგვის აქციაში მიიღო მონაწილეობა. ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 40 -მდე ტუიას, თელასა და კაკლის სახოების ნერგები დაირგო. ასევე სუფთად ევროპისკენ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობა მიიღებს.
წაკითხვა
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა - მდინარეზე წყლის სინჯები აიღეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-02 13:16:00
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა.  ამასთან  დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი  სტუდენტებთან და  სპეციალისტებთან ერთად, მტკვარზე   წყლის  სინჯების  აღების პროცესს დაესწრო. სააგენტოს ექსპრესლაბორატორიით სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს, ადგილზე ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები განისაზღვრა.  ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები, მძიმე ლითონები სააგენტოს ლობორატორიაში შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
წაკითხვა
შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა - რატომ ვერ აკმაყოფილებს აჭარის სანაპირო ზოლში წყლის ხარისხი სტანდარტებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-01 20:45:00
ტურისტული სეზონის მოახლოების ფონზე, ისევ გამოწვევად რჩება შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა. ხუთი წლის წინ დამონტაჟებული გამწმენდი ნაგებობის მიუხედავად, აჭარის სანაპირო ზოლში წყლის ხარისხი სტანდარტებს მაინც ვერ აკმაყოფილებს. პრობლემას ჭოროხის ნაპირზე არსებული ნაგავსაყრელი კიდევ უფრო ამწვავებს. სპეციალისტების ნაწილი გამოსავალს ახალი ნაგავსაყრელის მოწყობაში და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაში ხედავს. მერაბ წულუკიძე მუშაობდა თემაზე.     
წაკითხვა
საქართველო კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს
გამოქვეყნებულია: 2017-05-31 12:24:00
საქართველო კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს. მიზანი, კლიმატის მწვანე ფონდში არსებული რესურსებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.ასევე დაგეგმილია პროექტების მომზადებისა და წარდგენის პროცედურების გაცნობა. შეხვედრას ესწრებიან აღომსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეეყნების წარმომადგენლები. ფორუმში მონაწილეობას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეც იღებს. 
წაკითხვა
10 ადგილი, რომელიც დედამიწიდან გაქრება, ვიდრე ცოცხლები ვართ
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 19:26:00
გლობალური კლიმატური ცვლილებები გარემოსა და ლანდშაფტის ცვლილებებსაც განაპირობებს. შესაბამისად, ბევრი ადგილი, რომელსაც ახლა ვიცნობთ რადიკალურად შეიცვლება, ზოგიერთი მათგანი კი, საერთოდ გაქრება. ​ჩვენ შემოგთავაზებთ 10 ადგილს, რომელიც ჩვენს სიცოცხლეშივე შეიცვლება ან უბრალოდ გაქრება.აღდგომის კუნძული, ჩილეაღდგომის კუნძული ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია. ტურისტების დიდი ნაკადის გამო გარემო ბინძურდება და ეკოლოგიურ პრობლემებს წარმოშობს. კუნძული ნელ-ნელა კარგავს პირვანდელ სახეს. კილიმანჯარო, ტანზანიაკილიმანჯარო აფრიკის ყველაზე მაღალი წერტილია და ის თოვლითაა დაფარული. მეცნიერების ვარაუდით, 2033 წლისათვის მთა მთლიანად დაკარგავს პირვანდელ სახეს და თოვლი დადნება. კულებრა, პუერტო რიკო
წაკითხვა
კანონი ხეების მოჭრის წესზე - რას მოიცავს დოკუმენტი და რა პრეტენზიები აქვთ გარემოსდამცველებს
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 20:24:00
უთანხმოებაა პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული იმ კანონის გარშემო, რომელიც თბილისში ხეების მოჭრის წესებს არეგულირებს. გარემოსდამცველების აზრით, დოკუმენტი სამშენებლო კომპანიების მიმართ ზედმეტად ლიბერალურია. უფლებადამცველებს პრეტენზია აქვთ კანონის იმ ნაწილის მიმართაც, რომელიც ხეების მდგომარეობის შემფასებელ კომპანიებს ეხება. გარემოსდამცველები პოზიციას იმ ფაქტებით ამყარებენ, როცა ნებართვის საფუძველზე მოჭრილი ხეების დაავადება მოგვიანებით არ დადასტურდა. დოკუმენტის დამტკიცების მიუხედავად, აზრთა სხვადასხვაობაა საკრებულოშიც.
წაკითხვა
თბილისის ახალ ზოოპარკში ცხოველებისათვის ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-05-24 16:14:00
თბილისის ახალ ზოოპარკს უკვე პირველი ბინადრები ჰყავს. რამდენიმე სახეობის ცხოველი, მათ შორის დათვი და მგელი ამჯერად ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ბინადრობს. პირველი ვოლიერი გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით გაკეთდა.  „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, მხარში დავუდგეთ თბილისს და ფინანსურად დავეხმაროთ საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის აშენებაში“, — ამბობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის წარმომადგენელი ქრისტიან გონერი.  თანამედროვე სტანდარტების ზოოპარკი 48 ჰექტარზე გაშენდება. სივრცე სხვა ცხოველებითაც მალე შეივსება. მცირე ზომის ვოლიერებიდან ბინადრები ეტაპობრივად უფრო მასშტაბურ ტერიტორიაზე გადასახლდებიან.  „მშენებლობის პროცესშია მეორე ვოლიერი, რომელიც ასევე მაქსიმალურადაა მიახლოებული ბუნებრივ გარემოსთან. ამ ვოლიერში განთავსდებიან კეთილშობილი ირმები და ნიამორები. იქიდან გამომდინარე, რომ ნიამორი მთის ცხოველია, მათთვის გაკეთდება ხელოვნური კლდე. ვოლიერი ფაქტობრივად ორიარუსიანი იქნება — ზედა იარუსში ნიამორები, ქვედაში კეთილშობილი ირმები“, — ამბობს თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე დავით თაქთაქიშვილი. ახალ ზოოპარკში სრულად იქნება დაცული საერთაშორისო სტანდარტები. დიდი და კეთილმოწყობილი ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება. არსებული ლანდშაფტი მიახლოებული იქნება ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოსთან, ზოგადად სივრცე კი საგანმანათლებლო და დასასვენებელ ფუნქციას შეიძენს.  ამ თემაზე სიუჟეტი „პირველი არხის“ გადაცემა „კაცების დრომ“ მოამზადა.  
წაკითხვა
გიგლა აგულაშვილმა არასამთავრობოებს შავი ზღვის მონიტორინგის ანგარიში წარუდგინა
განახლებულია: 2017-05-23 18:26:00
როგორ უნდა გამოსწორდეს შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა. ზღვაში მყარი ნარჩენების დიდი ოდენობა და ჟანგბადის ნაკლებობა ცოცხალ ორგანიზმებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა ტექნოპარკში გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა. გიგლა აგულაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს შავი ზღვის მონიტორინგის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მხარეები თანხმდებიან რომ შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაზე რეგიონის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა იზრუნონ.
წაკითხვა
შავ ზღვაში მცურავი მყარი ნარჩენების დიდი ოდენობა ფიქსირდება
გამოქვეყნებულია: 2017-05-23 11:31:00
შავ ზღვაში მცურავი მყარი ნარჩენების დიდი ოდენობა ფიქსირდება, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერების პრეზენტაციაშია აღნიშნული. განხორციელებული კვლევის შედეგად, დაბინძურების 12 ახალი ფაქტი იქნა აღმოჩენილი, რომლის მიხედვითაც, შავ ზღვაში ჟანგბადის სფერო შემცირებულია, ასევე პირველად დადგინდა შავი ზღვისთვის სპეციფიკური დამაბინძურებელი ნივთიერებების არსებობა. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ შავ ზღვაში უნიკალური იშვიათი ჯიშის თევზის სახეობები დაფიქსირდა. პრეზენტაციაზე სიტყვით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი წარსდგა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წაკითხვა
ანტარქტიდამ გამწვანება დაიწყო - გლობალური დათბობის წყალობით, კონტინენტი გეოლოგიურ წარსულში ბრუნდება
გამოქვეყნებულია: 2017-05-19 19:15:00
ანტარქტიდაზე მომუშავე მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ყინულოვანი კონტინენტის ჩრდილოეთ ნახევარკუნძულის სანაპიროებზე სწრაფად იზრდება ხავსები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს პლანეტის ყველაზე ცივი და მოშორებული ზონების კლიმატის ცვლილებაზე.  თითქმის 50-წლოვანი დათბობის პროცესის შუაგულში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ხავსების ორი სახეობა, რომლებმაც თითქოს უცბად იფეთქა; ერთ-ერთი ხავსი, რომელიც ძალიან ნელა, წელიწადში 1 მმ-ზე ნაკლებით იზრდებოდა, ახლა წელიწადში 3 მილიმეტრზე მეტი იზრდება. „ხალხი ფიქრობს, რომ ანტარქტიდა მთლიანად ყინულოვანი ადგილია, მაგრამ როგორც ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, ზოგიერთი ნაწილი ახლა მწვანეა და თანდათან უფრო მწვანდება“,  — ამბობს კვლევის ავტორი მეთიუ ემსბერი ექსეტერის უნივერსიტეტიდან. „ამ შორეული ეკოსისტემის შესახებ შესაძლოა ხალხი ფიქრობდეს, რომ ადამიანისგან ხელუხლებელია, მაგრამ სინამდვილეში, ის სწორედ ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ წარმოქმნა“. კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა; ემსბერისთან ერთად, ავტორები არიან მისი კოლეგები კემბრიჯის უნივერსიტეტიდან, British Antarctic Survey-დან და დარემის უნივერსიტეტიდან. მცენარეული საფარი თანამედროვე ანტარქტიდის ტერიტორიის მხოლოდ 1%-ზე ნაკლებზეა წარმოდგენილი. ნახევარკუნძულის გარკვეულ ნაწილებზე, ანტარქტიკული ხავსები იმ გაყინულ ზედაპირზე იზრდება, რომელიც ზაფხულობით ნაწილობრივ ლხვება. ზაფხულში, ზედაპირის ხავსები თხელ ფენას წარმოქმნის, რომელიც ზამთარში ისევ იყინება. როდესაც ერთი ფენა სხვა ფენის ზემოთ ექცევა, ძველი ხავსები გაყინული ნიადაგის დაბლა რჩება, სადაც ტემპერატურა მათ შესანიშნავად ინახავს. ემსბერის თქმით, ასე ისინი „დროთა მანძილზე ცვლილებათა აღმწერებად“ იქცევიან. ანტარქტიდის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, 640 კმ სიგრძის ტერიტორიაზე აღებულმა ნიმუშებმა
წაკითხვა
ახალ ზოოპარკში პირველი ვოლიერი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-05-18 14:05:00
ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი გაიხსნა. ვოლიერის პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები - დათვები და მგლები არიან. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაესწრნენ და ლენტი გაჭრეს. ვოლიერის ფართობი ერთი ჰექტარია. ახალ ტერიტორიაზე უკვე გადაყვანილია ოთხი მგელი და სამი დათვი. შემდეგ ეტაპზე, ახალ ზოოპარკში ირმები და ნიამორები გადავლენ. „მნიშვნელოვანია, რომ ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები დათვები და მგლები იქნებიან. ახალ ვოლიერში დაახლოებით 10 მათგანს შევიფარებთ. გარდა ამისა, ვგეგმავთ დაობლებული ბელების ბუნებაში დაბრუნების პროგრამის განხორციელებას", - განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ.
წაკითხვა
გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა
გამოქვეყნებულია: 2017-05-14 09:36:00
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა. მათივე ინფორმაციით, გემის კაპიტანს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.
წაკითხვა
არაბთა გაერთიანებული საამიროები ანტარქტიდიდან აისბერგების წაღებას აპირებს - ბრძოლა გვალვასთან
გამოქვეყნებულია: 2017-05-13 21:17:00
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მუშავდება პროექტი Emirates Iceberg Project, რომლის მიხედვითაც, გვალვასთან საბრძოლველად, ანტარქტიკიდან ქვეყანაში  ყინულის გიგანტური ნაჭრები უნდა შეიტანონ.  პროექტი გასულ კვირას, აბუ-დაბიში არსებულმა კომპანია National Advisor Bureau Limited-მა წარმოადგინა. გეგმის მიხედვით, ანტარქტიკაში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, დაახლოებით 9 200 კმ სიგრძეზე უნდა მოიჭრას აისბერგები, რომლებსაც შემდეგ არაბთა გაერთიანებულ საამიროების სანაპიროზე წაიღებენ და სასმელი წყლის წყაროდ გამოიყენებენ. „ეს გახლავთ ყველაზე სუფთა წყალი მთელ მსოფლიოში“, — უთხრა Gulf News-ს კომპანიის დირექტორმა სულეიმან ალ შეშიმ. „უკვე შემუშავებული გვაქვს ტექნიკური და ფინანსური გეგმა. საუკეთესო მეთოდია ბაგირებით გამოთრევა. პროექტს 2018 წლიდან დავიწყებთ“. საშუალო აისბერგი 20 მილიარდ გალონზე მეტ მტკნარ წყალს შეიცავს, რაც როგორც საამიროების კომპანია აცხადებს, 1 მილიონ ადამიანს 5 წლის მანძილზე ეყოფა წყურვილის მოსაკლავად. აისბერგის ინდოეთის ოკეანეში გამოთრევას დაახლოებით 1 წელი დასჭირდება და მას ქვეყნის უდიდეს ნავსადგურში — ელ-ფუჯაირაში შეიტანენ. როგორც კომპიუტერული სიმულაციები აჩვენებს, გზაში აისბერგი მთლიანი მასის 30%-ს დაკარგავს და როდესაც ის დანიშნულების ადგილს მიადგება, კომპანია ყინულის დადნობის პროცესს დაიწყებს. აისბერგს ყინულის პატარა ბლოკებად დაჭრიან, შემდეგ გადაადნობენ და წყალს დიდ ტანკერებში შეინახავენ. პროექტის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ნათელი გახდა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წყლის მარაგი სწრაფად იწურება და გამტკნარებული ზღვის წყალი საკმარისი არ არის. 2015 წელს, Associated Press-ი იუწყებოდა, რომ ქვეყნის მიწისქვეშა წყლის მარაგი მაქსიმუმ 15 წელიწადში ამოიწურებოდა, ქალაქები კი სასტიკად ანადგურებდნენ გარემოს, რადგან მათ მიერ მიერ მოხმარებული სასმელი წყლის 98%-ს გამტკნარებული წყალი შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ოფიციალურად უწოდებენ წყალს „ნავთობზე მეტად მნიშვნელოვანს“, ბევრი ადგილობრივისთვის, გარემოს დაცვა სულაც არაა პრიორიტეტი. „გაერო-ს კვლევის მიხედვით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და სპარსეთის ყურის უმეტეს ქვეყანაში, ერთი მოქალაქე დღეში საშუ
წაკითხვა
„გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად“ - კამპანიას პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა
განახლებულია: 2017-05-13 16:32:00
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კამპანიას „გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად“ შეუერთდა. ადმინისტრაციის თანამშრომლებმა პირადი ინიციატივითა და, ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე დასარგავად სხვადასხვა ჯიშის ნერგები შეიძინეს. ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ტერიტორიის აღდგენაშიც მიიღეს მონაწილეობა. 2008 წელს, რუსული აგრესიის შედეგად, ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარის გამო, 250 ჰექტარზე ტყის საფარი მთლიანად განადგურდა.
წაკითხვა
შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველი დაინიშნა
გამოქვეყნებულია: 2017-05-11 22:02:00
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვითა და სასამართლოს თანხმობით შეეყვანა სპეციალური მმართველი.როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია, რომელიც წლებია ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიასა და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებისა და გადამუშავების საქმიანობას, სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაჯარიმებისა და ადგილზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გონივრული ვადების განსაზღვრისა, კვლავ აგრძელებდა საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით, რაც საბოლოოდ დადასტურდა მიმდინარე თვეს განხორციელებული დათვალიერების შედეგად. „გაირკვა, რომ მდგომარეობა როგორც მდინარის, ასევე ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით არათუ გამოასწორა კომპანიამ, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე ფაქტობრივად ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფასს სიტუაციას ქმნის.შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, სამინისტროს მხრიდან მოთხოვნილი შუამდგომლობა, სამართლიანად დაკმაყოფილებულ იქნა სასამართლოს მიერ და კომპანიაში შეყვანილ იქნა სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი სიტუაციის ეტაპობრივ გამოსწორებაზე.ამასთან, მისასალმებელია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანიას არ შეუჩერა საქმიანობის ნებართვა და ლიცენზია, რაც თავისთავად აარიდებს ქვეყანას საწარმოო პროცესის შეჩერებას.ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, კომპანია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, არ ემუქრება დათხოვნა მომუშავე პერსონალს და ეტაპობრივად, კომპანიის სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი იქნება გეგმა-გრაფიკი სიტუაციის გამოსწორებისათვის“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სამინისტროს ცნობით, სპეციალურ მმართველად, წარდგენილ და დანიშნულ იქნა ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელსაც, მათივე ინფორმაციით, გააჩნია დიდი გამოცდილება ს.ს ,,ფეროშენადნობთა ქარხანა“ მუშაობისა. „იგი კარგად იცნობს ასევე შ.პ.ს “ჯორჯიან მანგანეზი”-ში არსებულ პრობლემებს და ვფიქრობთ, იგი დროულად შეძლებს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის ეტაპობრივ გამოსწორებას ჭიათურასა და ზესტაფონში.
წაკითხვა
მაიმუნი მკვდარ შვილს დასტირის - ინდოელი ფოტოგრაფის მიერ დაჭერილი კადრი
გამოქვეყნებულია: 2017-05-10 21:59:00
მაიმუნს მკლავებზე მკვდარი ნაშიერი ჰყავს დაწვენილი და ტკივილისგან ღრიალებს. ეს მომენტი ინდოელმა ფოტოგრაფმა, ავინაშ ლოდჰიმ ქალაქ ჯაბალპურის სიახლოვეს გადაიღო.  „შეჯგუფებული მაიმუნები შევნიშნე; გადავწყვიტე, დავმჯდარიყავი და მეყურებინა თუ რას აკეთებდნენ“, — უთხრა მან გამოცემა Metro -ს.  „მსურდა მათთვის ფოტო გადამეღო. ბნელოდა, თან ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ვერც შევნიშნე რას ვიღებდი“, — ამბობს 31 წლის ფოტოგრაფი. სიმაღლიდან ჩამოვარდნილი პატარა მაიმუნი ფოტოზე მკვდარს ჰგავს, მაგრამ როგორც ფოტოგრაფმა The Telegraph-ს განუცხადა, სურათის გადაღების შემდეგ, ცხოველი წამოხტა და გაიქცა. „ამ ფოტომ ჩემს გულში ძალიან დიდი ადგილი დაიკავა, რადგან მთელი ჩემი ფოტოგრაფიული კარიერის მანძილზე, მსგავსი არაფერი მინახავს. ასეთი მომენტი უიშვიათესია, განსაკუთრებით ცხოველებში“, — ამბობს ფოტოგრაფი. 
წაკითხვა
ტყის ხელოვნურად აღდგენის პრეცედენტი საქართველოში - ბორჯომში გამწვანების მასშტაბური აქცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-05-06 16:45:00
ბორჯომში გამწვანების მასშტაბური აქცია მიმდინარეობს.დაირგო ათი ათასამდე ნერგი და საფუძველი ჩაეყარა ტყის ხელოვნურად აღდგენის პრეცედენტს საქართველოში. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ხანძრისგან დაზიანებულ 250 ჰექტარზე 750 ათასი ხის დარგვა და ტყის სრული აღდგენა. 
წაკითხვა
პეკინი ქვიშის შტორმშია გახვეული
გამოქვეყნებულია: 2017-05-05 19:17:00
ჩრდილოეთ ჩინეთი მტვრის შტორმშია გახვეული. გაუარესებულია ჰაერის ხარისხი და ხილვადობა.  გაზაფხული ჩინეთში მტვრის შტორმის სეზონია. გობის უდაბნოდან ქვიშის ნაწილაკები ქარებს სამხრეთით, მჭიდროდ დასახლებული რეგიონებისკენ მიაქვს. როგორც ჩინეთის ოფიციალური, სახელმწიფო გაზეთი People's Daily წერს, შტორმი უფრო ძლიერად მძვინვარებს მონღოლეთის საზღვრის გასწვრივ. თუმცა, ქვიშის შტორმი პეკინსა და ჩრდილო-აღმოსავლეთის სხვა რეგიონებშიც შეინიშნება.  პეკინის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, პატარა სუნთქვადი ნაწილაკები (PM 2.5) — ჩინეთის ჰაერის ხარისხის ინდექსის მთავარი კომპონენტი, კუბურ მეტრზე 630 მიკროგრამამდე გაიზარდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტით, ეს მაჩვენებელი კუბურ მეტრზე 10 მიკროგრამს არ უნდა აღემატებოდეს. ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, პეკინში ჰაერის ხარისხი 5 მაისის საღამოდან დაიწყებს გაუმჯობესებას. სახელმწიფო ტელევიზია ბავშვებსა და მოხუცებს სახლში დარჩენას ურჩევს. მტვრის შტორმი ჩინეთის გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს. ამას ემატება ფაბრიკა-ქარხნების მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვიც, რომელიც ხშირად სმოგის სახით ეფინება ჩრდილოეთ ჩინეთს. ჩინეთის ხელისუფლება მილიარდებს ხარჯავს გაუდაბნოების პროცესის შეჩერებისაკენ მიმართულ პროექტებში. 
წაკითხვა
ანტარქტიდის ყინულის შელფის უდიდესი ნაპრალი ორად გაიყო
გამოქვეყნებულია: 2017-05-03 21:45:00
მკვლევართა ვარაუდით, მალე, ანტარქტიკაში ყინულოვან შელფს მსოფლიოში უდიდესი აისბერგის მოსწყდება. დრამატული საფეხური კიდევ უფრო მოახლოვდა, რადგან ყინულის 180 კილომეტრიანი ბზარი მოულოდნელად ორად გაიყო. ანტარქტიდაზე, ლერსენ C-ის ყინულის შელფზე მასიური ნაპრალის ნელ განვითარებას მეცნიერები ათწლეულების მანძილზე აკვირდებოდნენ. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მოვლენები სწრაფად განვითარდა და ნაპრალი ორ დამოუიკიდებელ ნაწილად გაიყო; მეორე, დამატებითი ტოტი დღეში 15 კმ-ით იზრდება. „წინა ნაპრალი დიდი აქტივობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ახალი სულ სხვაგვარად იქცევა. მდებარეობს წინა ბზარიდან 10 კმ-ით უკან და ყინულის სათავისკენ მიემართება“, — ამბობს გეოლოგი ანდრეა ლაკმენი.  5000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ყინულის ნაჭერს მხოლოდ 20 კმ-იანი მონაკვეთი აკავებს უედელის ზღვაში შეცურებისგან. როდესაც ეს მოხდება, ეს იქნება ყინულის მესამე უდიდესი დანაკარგი ანტარქტიკაში. შედარებისათვის — აისბერგის დელავერის შტატის ზომის იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ნაპრალის ძირითადი შტო შედარებით სტაბილურობას ინარჩუნებდა, იანვარში, სამ კვირის მანძილზე მისმა სიგრძემ 10 კმ-ით მოიმატა.  ლაკმენის თქმით, აისბერგის მოწყვეტის შემდეგ, შედეგები ლარსენ  C-ის ყინულის შელფის დანარჩენი ნაწილისთვის დრამატული იქნება. მსგავსი დანაკარგი თანდათანობით გამოიწვევს ლარსენ  C-ის მთლიანი შელფის კოლაფსს. „ეს მოვლენა ფუნდამენტურად შეცვლის ანტარქტისიდ ნახევარკუნძულის ლანდშაფტს“. 
წაკითხვა