საზოგადოებრივი
104.5 FM
დავით უსუფაშვილი თბილისის მერს პოზიციას უწუნებს და რჩევით მიმართავს
გამოქვეყნებულია: 2016-05-06 20:27:00
დავით უსუფაშვილი თბილისის მერს პოზიციას უწუნებს და საკრებულოსთან ურთიერთობის კუთხით რჩევით მიმართავს. ბოტანიკური ბაღის სადავო ტერიტორიების თემა დღეს საპარლამენტო კომიტეტზეც განიხილეს. გარემოსდამცველებისა და ოპოზიციის კითხვებს თბილისის მერის მოადგილემ უპასუხა, თუმცა, ირაკლი ლექვინაძის განმარტებების მიუხედავად, ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მესამე სექტორი და უმცირესობა კვლავ აპროტესტებს. საკომიტეტო განხილვის პარალელურად, მორიგ განცხადებას ავრცელებს "თანაინვესტირების ფონდი". ფონდი მზად არის მოგებისა და დაინტერესების გარეშე 8 მასშტაბური პროექტი მათ შორის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი იმ ინვესტორებს გადასცეს, რომლებიც ამ პროექტების წარმატებით განხორციელებას შეძლებენ. საერთო ჯამში ამ პროექტების ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს.  
წაკითხვა
იელის უნივერსიტეტის კვლევა - როგორია საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობის მაჩვენებლები
გამოქვეყნებულია: 2016-05-05 21:01:00
111-ე ადგილი კვლევაში, რომელიც ეკოლოგიურ მაჩვენებლებს ასახავს: იელის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში საქართველოს არცთუ სახარბიელო პოზიცია უკავია. საუბარია ცხრა კატეგორიის მიხედვით მიღებულ მონაცემებზე. კვლევის მიხედვით, ჩვენმა ქვეყანამ დაბალი შეფასება წყლის რესურსების კომპონენტში მიიღო. თუ დასკვნას დავეყრდნობით, გაუმჯობესება ფიქსირდება ჰაერის ხარისხის შემოწმების შედეგად. რა რეაქციები მოჰყვა კვლევას გარემოსდამცველებს შორის - მანანა გიგინეიშვილი დეტალებით.
წაკითხვა
იელის უნივერსიტეტმა ეკოლოგიური მაჩვენებლის ინდექსის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
გამოქვეყნებულია: 2016-05-05 19:08:00
იელის უნივერსიტეტმა ეკოლოგიური მაჩვენებლის ინდექსის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა 180 ქვეყანაში ჩატარდა. საქართველო 111 ადგილზეა. ყველაზე მწვანე ქვეყნად ფინეთი დასახელდა. 
წაკითხვა
აუქციონის გადადებას ითხოვდა "ეროვნული ფორუმი" და საპარლამენტო უმცირესობა
გამოქვეყნებულია: 2016-05-03 18:09:00
დღეს ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის აუქციონის გადადებას დილიდან ითხოვდა "ეროვნული ფორუმი" და საპარლამენტო უმცირესობა. დეპუტატების ნაწილი თვლის, რომ ტერიტორიის გასხვისებამდე საზოგადოება უკეთ ინფორმირებული უნდა ყოფილიყო. და შესაბამისი უწყებები იყვნენ ვალდებული, საზოგადოების კითხვებისთვის პასუხი გაეცათ. პრობლემას ვერ ხედავს "ქართული ოცნება". უმრავლესობა თვლის, რომ აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს. დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობენ "რესპუბლიკელები". 
წაკითხვა
ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოცხადებულ აუქციონს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აფასებენ
გამოქვეყნებულია: 2016-05-03 12:06:00
ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოცხადებულ აუქციონს საკრებულოს დამოუკიდებელი და ოპოზიციონერი დეპუტატები არაგონივრულს და არაკეთილსინდისიერს უწოდებენ. ირაკლი აბესაძის განცხადებით, ტერიტორიაზე გზის მშენებლობისთვის მერიამ 100 ათასობით ლარი უკვე დახარჯა. ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით,  მისი კერძო საკუთებაში გადაცემა დაუშვებელია და აუქციონის გაუქმებას ითხოვს. 
წაკითხვა
დარღვევებით ჩაბარებული სახლები - როგორია თბილისში გამწვანების კოეფიციენტი და რას ედავება საკრებულოს ეკოლოგიის სამსახური მერიას
გამოქვეყნებულია: 2016-04-28 20:23:00
პროექტის დარღვევით ჩაბარებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები თბილისის მერიისა და საკრებულოს ეკოლოგიის სამსახურის დაპირისპირების მიზეზი ხდება. დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში იმ ნორმის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ, რომლითაც ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურები ახლადაშენებულ ნაგებობებს ექსპლუატაციაში იღებენ. საქმე გამწვანების კოეფიციენტს ეხება. მერიაში საკრებულოს ეკოლოგიის სამსახურის ბრალდებებს არ იღებენ. კანონმდებლობის გამკაცრებას კი გარემოსდამცველებიც ითხოვენ. მხარეთა პოზიციები დღეს ლაშა მესხმა მოისმინა.
წაკითხვა
დავა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გარშემო - რა წერია ენმ-ის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტაციაში
გამოქვეყნებულია: 2016-04-28 20:17:00
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიები დავის საგნად რჩება. ყოფილ სახელისუფლებო პარტიას ამჯერად აინტერესებს, რატომ მისცა მერიამ კომპანია „ფინსერვისს“ 9 წლის წინ ნაყიდ და ბაღის ადმინისტრაციისგან მიღებულ ტერიტორიებზე მშენებლობის წარმოების უფლება. განმარტებების მოსმენას „ნაციონალური მოძრაობა“ მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსისგან ითხოვდა, თუმცა საკითხის პოლიტიზების მოტივით, კარლო ლაფერაძე საკრებულოში არ მივიდა. ოპონენტების პასუხად, დედაქალაქის მთავრობა განმარტავს, რომ მითითებულ ადგილებზე სამშენებლო სამუშაოების ჩატარების ნებართვა გზის გაყვანის გამო გაიცა. უთანხმოების მიზეზად რჩება 3 მაისს დაგეგმილი აუქციონიც, რომელზეც ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი ტერიტორია გადის: დავის გაგრძელება და პირველი გამოხმაურება არასამთავრობო სექტორიდან - რატი ხვისტანი მუშაობდა თემაზე.
წაკითხვა
ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფების რისკი იზრდება
გამოქვეყნებულია: 2016-04-28 18:49:00
ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფების რისკი იზრდება, მომატებულია მეწყერული კერების შესაძლო გააქტიურების საფრთხე, პარალელურად, პრობლემად რჩება კვლევების არარსებობა და შეფასებების სისტემა მაღალი რისკის ზონებში - ეს დასკვნა გამოიტანეს სპეციალისტებმი, მათ შორის, „მწვანეთა მოძრაობამ“ და დედამიწის შემსწავლელმა ინსტიტუტმა. რისკების არსებობას ადასტურებს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტიც. 
წაკითხვა
რატომ ირღვევა სახლების მშენებლობის დროს სტანდარტი და როგორია გამწვანების კოეფიციენტი თბილისში
გამოქვეყნებულია: 2016-04-28 18:13:00
რატომ ირღვევა თბილისში სახლების მშენებლობის დროს სტანდარტი და რატომ არ ხდება რეაგირება მერიის მხრიდან. საკრებულოს ეკოლოგიის კომისიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გამწვანების კოეფიციენტი მაღალსართულიანი ბინების მშენებლობის დროს თითქმის არასდროს არ არის გათვალისწინებული. მერიის პასუხი და სპეციალისტების შეფასება, ლაშა მესხის სიუჟეტი. 
წაკითხვა
თბილისში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2016-04-28 17:16:00
თბილისში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიც დაესწრო. ნარჩენების მართვის კოდექსისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა. შეხვედრაზე დისკუსია სამინისტროსა და დონორ ორგანიზაციებს შორის გაიმართა. 
წაკითხვა
„სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“ - მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ აქცია დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2016-04-28 17:13:00
„სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“ - მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ აქცია წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების გაიმართა აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: კომპანიის დირექტორმა, ქუთაისის მერის მოადგილემ და სპეციალური სერვისების თანამშრომლებმა. 
წაკითხვა
დავა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გარშემო - რა პირობებით გაუცვალა თბილისის მერიამ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას 4 ჰექტარი მიწა
გამოქვეყნებულია: 2016-04-26 20:12:00
სადავო ხდება ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარი ტერიტორია. ყოფილი სახელისუფლებო პარტია თბილისის მერიას კანონდარღვევაში სდებს ბრალს და აქციებს აანონსებს. ..ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამტკიცებენ, რომ 40 000 კვადრატული მეტრი ფართობის ახალი მესაკუთრე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიაა. პასუხად ტერიტორიების გაცვლაზე და საზღვრების კორექტირებაზე საუბრობს ბაღის ადმინისტრაცია, რომლის ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის გამოუყენებელი და ქვაღორღიანი განაპირა ფერდობი თაბორის მთაზე მდებარე იმავე მოცულობის ვაკე ადგილზე გაიცვალა. დირექტორი ტერიტორიების გაცვლით მიღებულ სარგებელზეც საუბრობს. თუმცა განმარტებები მიუღებელია ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წევრებისთვის, რომლებიც დღეს ბოტანიკურ ბაღს სტუმრობდნენ. ხელმძღვანელთან შეხვედრა ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა.
წაკითხვა
ენმ-ს განცხადება ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის გასხვისების შესახებ
გამოქვეყნებულია: 2016-04-26 16:06:00
"ნაციონალურმა მოძრაბამ" ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის გასხვისების შესახებ განცხადება დღეს დილით გააკეთა. ნიკა მელიას და ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიამ ბიძინა ივანიშვილს ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარი საკუთრებაში 2 კვირის წინ გადასცა. მელია აღნიშნულ საკითხზე მერისა და თვითმმართველი ორგანოს თანამშრომლების შესაძლო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხზეც საუბრობს. 
წაკითხვა
ზუგდიდში დევნილები სასმელი წყლის დაბინძურებას აპროტესტებენ
გამოქვეყნებულია: 2016-04-25 16:53:00
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა ახალ ჩასახლებაში საპროტესტო აქცია გაიმართა. იძულებით გადაადგილებული პირები სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტს აპროტეტებენ, რის შედეგადაც, გავრცელებულმა ინფექციამ მოსახლეობის მასიური მოწამვლა გამოიწვია.  ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა აქციაზე აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავასა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლის ალექსანდრე ჩიკვაიძის გამოჩენას. ადგილზე   იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძეც. მანუჩარ ჩილაჩავას განმარტებით, 15 დღის განმავლობაში დაიწყება სარემონტო სამუშაოები და პრობლემაც ეტაპობრივად მოგვარდება, მანამდე კი მოსახლეობას თერმულად დამუშავებული წყლის მიღება მოუწევს.
წაკითხვა
თერჯოლის რაიონში ნაგავსაყრელის მშენებლობას მოსახლეობა აპროტესტებს
გამოქვეყნებულია: 2016-04-21 19:27:00
თერჯოლის რაიონის ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მშენებლობამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ რაიონში შემავალი სოფლები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებიან. მოსახლეობა სხვა საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში შესაძლო საფრთხეებს არ ადასტურებენ და განმარტავენ, რომ მშენებლობა ევროსტანდარტის შესაბამისად მიმდინარეობს. 
წაკითხვა
ვაკის რაიონის გამგებელი ინფრასტრუქტურულ და თანადაფინანსებულ პროექტებზე სასაუბროდ მოსახლეობას შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2016-04-21 17:50:00
ინფრასტრუქტურულ და თანადაფინანსებულ პროექტებზე სასაუბროდ ვაკის რაიონის გამგებელი მოსახლეობას შეხვდა. ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის მე-10 კორპუსთან გამგეობა სხვადასხვა სამუშაოს აწარმოებს. მთლიანად იცვლება საკანალიზაციო სისტემა, ტერიტორიაზე არსებულ ხეივანში ეწყობა მოსასვენებელი სკვერი; მიმდინარეობს სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. ამ დროისთვის 6 სპორტული მოედანია აღდგენილი, მიმდინარეობს ხუთი მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შეხვედრაზე ვაკის გამგებელმა გამგეობის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა.
წაკითხვა
„ნუ მოჭრი ბზას!“ - გარემოს დაცვის მინისტრისა და მეუფე თეოდორეს ერთობლივი ბრიფინგი კამპანიის ფარგლებში
გამოქვეყნებულია: 2016-04-18 17:45:00
„ნუ მოჭრი ბზას!“ - ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში გარემოს დაცვის მინისტრმა და ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ საპატრიარქოში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მოახლოებულ ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და მასზე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები გატარდება. ბზა შესაძლებელია მოპოვებული იქნას მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, შესაბამისი ცნობის საფუძველზე. სამინისტრო მოსახლეობას ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილ ბზას სთავაზობს, რომელიც ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება.
წაკითხვა
გარემოს დაცვის სააგენტომ დედაქალაქში გარემოს დაბინძურების შედეგები საკრებულოს თავმჯდომარეს გააცნო
გამოქვეყნებულია: 2016-04-11 17:49:00
გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საკრებულოს თავმჯდომარესა და გარემოს დაცვის კომისიის წევრებს დედაქალაქში გარემოს დაბინძურების
წაკითხვა
მსოფლიოს ათეულში შესული ზუგდიდის დეკორატიული ბაღი განადგურების პირასაა
გამოქვეყნებულია: 2016-04-07 19:29:00
მსოფლიოს ათეულში შესული ზუგდიდის დეკორატიული ბაღი განადგურების პირასაა. უნიკალური მცენარეების ნაწილი გახმა, ნაწილი მოუვლელი
წაკითხვა
ციხისძირში, საიდანაც ასწლოვანი ტიტას ხე გადარგეს, ახალი პარკი გაშენდება
განახლებულია: 2016-04-07 18:50:00
ციხისძირში, საიდანაც ასწლოვანი ტიტას ხე გადარგეს, ახალი პარკი გაშენდება. 150 ეგზოტიკური  ხე-მცენარე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იტალიაში შეიძინა და პარკს გადასცა. დღეს მათი დარგვა დაიწყეს. სექვოიები, მარადმწვანე მუხები, კვიპაროსები, ტიტები - სულ 22 სახეობის ხე  ციხისძირის პარკში განთავსდება, რომლის მოწყობაც ზღვის სანაპიროზე  ერთ თვეში უნდა დასრულდეს. ტერიტორიაზე გაკეთდება სასეირნო ბილიკები და დეკორატიული განათებებიც. პარკი 4 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენდება.
წაკითხვა