საზოგადოებრივი
104.5 FM
როგორ ერთობიან თოვლში წითელი პანდები
გამოქვეყნებულია: 2015-02-20 12:57:00
ამერიკულმა ტელეკომპანია „ეი-ბი-სიმ“ ოჰაიოს შტატის ზოოპარკის ბინადრების, ორი წითელი პანდის თოვლში თამაშის ვიდეო გაავრცელა.ტელეკომპანიას ვიდეო ზოოპარკის მომვლელმა ლიზა ბრაუნინგმა მიაწოდა. ვიდეოში ნაჩვენებია 2 წლის ძუ პანდა, სახელად „ლინი“ და 9 წლის ხვადი „როვერი.“„პანდები ბუნებაში ჰიმალაის მთებში ბინადრობენ და ცივ ამინდს შეჩვეული არიან. ჩვენ მათთვის ხელოვნური თოვლიც შემოგვაქვს, თოვლში თამაში მათ ძალიან უყვართ,“ განაცხადა ზოოპარკის კომუნიკაციების განყოფილების დირექტორმა მიშელ ქურლიმ. წყარო: ABC Newshttp://abcnews.go.com/Lifestyle/red-pandas-snow-fun/story?id=29082627
წაკითხვა
ეუთო-ს რეგიონული შეხვედრა თბილისში
გამოქვეყნებულია: 2015-02-19 14:23:00
თბილისში ეუთო-ს რეგიონული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეუთო-ს ოფისის, ევროპის ეკოფორუმის, ბელგიისა და აზერბაიჯანის სასამართლოს წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი სამართალდამცველები ესწრებოდნენ. შეხვედრის მთავარი თემა ორჰუსის კონვეციის შესრულების მექანიზმები, ადამიანის უფლებებისა და გარემოსდაცვითი კანონის ამოქმედება საერთაშორისო სამართალში და სასამართლო ორგანოების როლი იყო.
წაკითხვა
ფოთის პორტის ტერიტორიაზე პიროლიზური ფისის ავარიული დაღვრა მოხდა
გამოქვეყნებულია: 2015-02-18 11:40:00
ფოთის პორტის ტერიტორიაზე პიროლიზებული ფისი დაიღვარა. გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ტერიტორია, სადაც შემთხვევა მოხდა, შორსაა დასახლებული პუნქტიდან, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მუშაობს საგანგებო შტაბი. ასევე, იმყოფებიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სპეციალისტები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენა. ფოთის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორია კონტროლზეა აყვანილი, რაც გამორიცხავს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას.
წაკითხვა
მსჯელობა გლობალური ბიომრავალფეროვნების სტრატეგიაზე
გამოქვეყნებულია: 2015-02-12 13:40:00
გლობალური ბიომრავალფეროვნების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს თბილისში, სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე. საქართველოს დედაქალაქში 16 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა. 2011-2020 წლების გლობალური სტრატეგიული გეგმა იაპონიაში სპეციალური კონვენციის ფარგლებში მიიღეს.
წაკითხვა
არარეგისტრირებული სახერხი საამქროები აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2015-02-09 13:33:00
ბორჯომში, ახალციხესა და ადიგენის რაიონში არარეგისტრირებული სახერხი საამქროები აღმოაჩინეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა ხეების უკანონო მოჭრას. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 5 500 ლარია. აღნიშნული ობიექტები უკვე დალუქეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პრევენციულ ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს.
წაკითხვა
ხელოსნებმა მშენებლობის ადგილიდან მელიის ლეკვი ამოიყვანეს
გამოქვეყნებულია: 2015-02-06 14:02:00
ჩვეულებრივი სამშენებლო ტერიტორია, სადაც ხელოსნები თავის საქმეს ასრულებდნენ, სულ რამდენიმე წუთში  სამაშველო ოპერაციის ადგილად გადაიქცა. ლონდონის გარეუბანში ხელოსნებს  მტვრითა და ნაგვით დაფარული ადგილიდან  სუსტი ტირილის ხმა მოესმათ. ისინი მიხვდნენ, რომ ხმა ცხოველის იყო, მათ დაუყოვნებლოვ დაიწყეს ადგილის გათავისუფლება.რამდენიმე წუთში მათ ტალახიანი მელიის ლეკვი ამოიყვანეს. ცხოველი შეშინებული და დათრგუნული ჩანდა. ადგილზე გარეულ ცხოველთა დახმარების ცენტრის წარმომადგენლები მივიდნენ და შეშინებული მელია ვეტერინართან წაიყვანეს. დაბანის შემდეგ ის ულამაზესი ხვადი მელიის ლეკვი აღმოჩნდა. ექიმებმა ცხოველი გასინჯეს.  ის სრულიდან ჯანმრთელი იყო."ჩვენ ყოველთვის იმ ადგილზე ვაგროვებთ სამშენებლო ნარჩენებს, სადაც ცხოველი ვიპოვეთ. ის ნარჩენების ქვევით იყო, მიკვირს, ამდენ ხანს როგორ გაძლო ცოცხალმა."- ამბობს ერთ-ერთი ხელოსანი.პატარა ცხოველი დროებით რეაბილიტაციას ვეტ-კლინიკაში გაივლის, ხოლო შემდეგ გადაიყვანენ თავშესაფარში, რადგან ტყეში შესაძლოა დედის გარეშე საკვები ვერ მოიპოვოს და დაიღუპოს.წყარო: http://www.zo
წაკითხვა
თავშესაფრიდან გაყრილი ძაღლები - ისინი ქუთაისის ქუჩებში გაუშვეს
გამოქვეყნებულია: 2015-02-03 20:46:00
თავშესაფრიდან გაყრილი ძაღლები - ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  ცხოველები ქუჩებში გაუშვა. ადგილობრივები მიუსაფარი ძაღლებისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და მათთვის ახალი თავშესაფრის გამოყოფას ითხოვენ. რატომ არ გამოცხადდა ხელახალი ტენდერი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე.  შექმნილი პრობლემის გამო ქალაქის მერია მესამე სექტორის კრიტიკის სამიზნე ხდება. 
წაკითხვა
როგორია ჰესების მშენებლობის შედეგად გარემოს ცალკეულ კომპონენტებზე მიყენებული ზემოქმედება - შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროში
გამოქვეყნებულია: 2015-01-30 13:30:00
როგორია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შედეგად გარემოს ცალკეულ კომპონენტებზე მიყენებული ზემოქმედება. ამის შესახებ  გარემოს დაცვის სამინისტროში   იმსჯელეს. პროექტის ძირითადი მიზანია  გარემოზე ჰიდროელექტროსადგურებით გამოწვეული კომპლექსური ზემოქმედების შესწავლა, რაც გარემოს  დაცვის სამინისტროს  გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაეხმარება. ასევე, ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ნებართვების კანონმდებლობაში არსებული მოთხოვნების სრულყოფილად შესრულებას. შეხვედრას გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ეროვნული დირექტორი ესწრებოდნენ.
წაკითხვა
ახმეტაში უკანონოდ მოჭრილი ხის მასალა ამოიღეს
გამოქვეყნებულია: 2015-01-26 17:10:00
ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ორვილას ხეობაში უკანონოდ მოჭრილი ხის მასალა ამოიღეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზარალმა 3 000 ლარი შეადგინა.
წაკითხვა
სამშენებლო კომპანიის მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა
გამოქვეყნებულია: 2015-01-24 13:47:00
სამშენებლო კომპანიის მიერ საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა ფანასკერტელის ქუჩის მიმდებარე ფერდობზე. აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს. ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაწყებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. სამართალდარღვევა 1500 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. სამშენებლო კომპანიამ ვალდებულება აიღო, უახლოეს პერიოდში ტერიტორიის დასუფთავება განახორციელოს.
წაკითხვა
გარემოს დაბინძურებისთვის სანქციები დღეიდან ამოქმედდა
გამოქვეყნებულია: 2015-01-15 21:39:00
გარემოს დაბინძურების სანაცვლოდ, დღეიდან სოლიდური თანხის გადახდა მოგიწევთ. ერიდეთ ჯარიმებს, რადგან ფინანსური სანქცია 50-დან 5000 ლარამდე მერყეობს. პროცესს მონიტორინგს საპატრულო პოლიცია გაუწევს.
წაკითხვა
ღარიბაშვილი - ამგვარი გადაწყვეტილება აუცილებელი იყო, რათა დავამკვიდროთ შესაბამისი ჩვევები გარემოს დასაცავად
გამოქვეყნებულია: 2015-01-15 12:14:00
დღეიდან გარემოს დაბინძურებაზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ის, ვინც ნაგავს ქუჩაში დაყრის, დაჯარიმდება. ამ თემაზე განცხადება მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გაკეთა. ფინანსური სანქცია 50-დან 5 000 ლარამდეა. პროცესს ზედამხედველობას საპატრულო პოლიცია გაუწევს. მანქანიდან ნარჩენების გადაგდებისთვის ჯარიმა 120 ლარია. კერძო ავტოტრანსპორტის შემთხვევაში, ჯარიმდება მძღოლი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირობებში კი მგზავრი.
წაკითხვა
გარემოს დაბინძურებისთვის ახალი სანქციები დღეიდან ამოქმედდება
გამოქვეყნებულია: 2015-01-15 10:18:00
გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები დღეიდან ამოქმედდება. ნარჩენების მართვის ახალი კოდექსი ძალაში შედის. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კოდექსის თანახმად, ორ კილოგრამამდე ნარჩენების დაყრის შემთხვევაში, პირი 80 ლარით დაჯარიმდება; ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ნარჩენის გადაყრის შემთხვევაში - 120 ლარით, ხოლო საცხოვრებელი კორპუსიდან გარემოს დაბინძურების შემთხვევაში, პირი 100 ლარით დაისჯება. თუ აღნიშნული შემთხვევები წლის განმავლობაში ორჯერ განმეორდება ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება.
წაკითხვა
თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული ნიამორი დააბრუნეს
გამოქვეყნებულია: 2015-01-13 15:08:00
თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული ნიამორი უკვე დააბრუნეს. როგორც თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელმა განაცხადა, ნიამორმა ღობეზე გადასახტომი ადგილი მონახა და გალიიდან თავის დაღწევა შეძლო, რის შემდეგაც ვარაზის მხარეს ფერდობზე ბალახს ძოვდა.ზურაბ გურიელის ინფორმაციით, ცხოველის დაბრუნება მალე მოხერხდა. ამჟამად ნიამორი საკუთარ ვოლიერშია. წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
1 000 ლარამდე ჯარიმა გარემოს დაბინძურებისთვის - კონტროლი მკაცრდება
გამოქვეყნებულია: 2015-01-12 20:46:00
გარემოს დაბინძურების სანაცვლოდ, 1000-მდე ლარის გადახდა მოგიწევთ. ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები და სანქციები ძალაში 15 იანვრიდან შედის.
წაკითხვა
„მოამბის“ კითხვებს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ უპასუხა
განახლებულია: 2015-01-12 16:28:00
გარემოს დაბინძურებაზე კონტროლი მკაცრდება - „მოამბის“ კითხვებს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიამ უპასუხა.
წაკითხვა
ქუჩების დანაგვიანებაზე კონტროლი მკაცრდება
განახლებულია: 2015-01-12 16:26:00
15 იანვრიდან ნაგვის ქუჩაში დაყრას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს. სამართალდამცველები პატრულირებას დაიწყებენ. სანქცია დაეკისრება ყველა იმ პირს, ვინც მანქანიდან ნარჩენებს ქუჩაში გადმოყრის. სამართალდარღვევას სამი უწყება - საპატრულო პოლიცია, გარემოს დაცვის შესაბამისი სამსახური და ადგილობრივი თვითმმართველობა აღკვეთავს.
წაკითხვა
თბილისში ცხოველების აღწერა იწყება
გამოქვეყნებულია: 2015-01-07 20:43:00
თბილისში ცხოველების აღწერა იწყება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქუჩებში კატებსა და ძაღლებს დაითვლიან. აღწერის მიზანი ზუსტი რაოდენობის დადგენა და მათი ნაწილის თავშესაფრებში გადაყვანაა. აღწერის ჩასატარებლად, მერიაში უკვე შექმნილია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, რომელიც სამუშაოებს ჩაატარებს. თუმცა, კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვამდე, დედაქალაქის მთავრობას ცხოველთა უფლებების დამცველები კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ.
წაკითხვა
თელავის რაიონში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
გამოქვეყნებულია: 2015-01-05 13:51:00
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურის თანამშრომლების მიერ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, მდინარე თურდოს ხეობაში გამოვლენილ იქნა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ 18 ძირი ფიჭვისა და ვერხვის ჯიშების პირველი ხარისხის ხე-ტყე. გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა 5 470 ლარს შეადგენს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შსს-ს თელავის რაიონულ სამმართველოში.
წაკითხვა
საკრებულოსთან გამართული აქციის დროს დაკავებული პარტიზანი მებაღეების სასამართლო პროცესი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2014-12-31 16:44:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოსთან გამართული აქციის დროს დაკავებული პარტიზანი მებაღეების სასამართლო პროცესი გაიმართა. მათ ბრალი ედებათ სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. სასამართლოზე ბრალდებულების ადვოკატმა ნინო ქურდოვანიძემ  რამდენიმე შუამდგომლობა წარმოადგინა, რომელიც შეეხებოდა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენას, ვიდეომასალის დართვას არსებულ საქმეში და მოწმეების წარმოდგენას სასამართლო პროცესზე. მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა დააკმაყოფილა წარმოდგენილი შუამდგომლობები და მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესი 2015 წლის რვა იანვარს გაგრძელდება.
წაკითხვა