საზოგადოებრივი
104.5 FM
მესტიის რაიონში ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტი გამოვლინდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-31 11:19:00
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა მესტიის რაიონის  სოფელ იფარში  გადამამუშავებელი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული 195  სხვადასხვა ზომისა და დიამეტრის სოჭის ჯიშის უკანონო მორი აღმოაჩინეს.  საერთო მოცულობამ 200 კუბური მეტრი შეადგინა. გარემოსთვის მიყენებული ზიანის სავარაუდო ოდენობა 22 000 ლარია. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა.
წაკითხვა
სოლოლაკის ქედს ლანდშაფტის დაცვის ზონის სტატუსი შეეცვალა
გამოქვეყნებულია: 2014-12-31 10:34:00
სოლოლაკის ქედს ლანდშაფტის დაცვის ზონის სტატუსი შეეცვალა და ის საქმიან-საცხოვრებელ ზონად ჩამოყალიბდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო. ცვლილებას 23 მომხრე და 10 მოწინააღმდეგე ჰყავდა. საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელებმა" დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმიდან სოლოლაკის ქედის ლანდშაფტის ზონის სტატუსის ცვლილების საკითხის ცალკე გამოყოფა მოითხოვეს, თუმცა აღნიშნულს კენჭისყრაზე მხარი მხოლოდ 12-მა დეპუტატმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე კი  23 იყო. სხდომაზე საკითხის გადადება მოითხოვეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, ფრაქციამ "ქართული ოცნება – რესპუბლიკელები", "გაერთიანებულმა დემოკრატებმა", "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "ნაციონალურმა მოძრაობამ". მათი განცხადებით, "პანორამა თბილისის" პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვები გააჩნია, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.  მათივე თქმით, საკითხის გადაწყვეტამდე სერიოზული განხილვები და კონსულტაციები  აუცილებელი იყო.   
წაკითხვა
5 საათის განმალობაში ჰყავდათ დაკავებული სამართალდამცველებს პარტიზანული მებაღეობის 4 წევრი
გამოქვეყნებულია: 2014-12-31 10:28:00
დაახლოებით 5 საათის განმალობაში ჰყავდათ დაკავებული სამართალდამცველებს  პარტიზანული მებაღეობის 4 წევრი, რომლებიც გუშინ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მათი განცხადებით, ისინი ამ დროის განმავლობაში საპატრულო მანქანებში ისხდნენ, საბოლოოდ კი  ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.  მათივე თქმით, რამდენიმე დღეში სასამართლო პროცესი  გაიმართება. პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენლები თბილისის საკრებულოსთან გუშინ დააკავეს.  ისინი "პანორამა თბილისის" პროექტს აპროტესტებდნენ.    პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ.  
წაკითხვა
სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, შეეცვლება თუ არა "პანორამა თბილისისთვის" განკუთვნილ ტერიტორიას სტატუსი
განახლებულია: 2014-12-30 16:37:00
სავარაუდოდ, დღეს  გახდება ცნობილი, შეეცვლება თუ არა "პანორამა თბილისისთვის" განკუთვნილ ტერიტორიას სტატუსი-გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უნდა მიიღონ. ამჯერად დეპუტატებისა და არქიტექტორების ერთი ნაწილის უკმაყოფილება თანაინვესტირების ფონდის მიერ პროექტში შეტანილ ცვლილებებს უკავშირდება. კორექტირებულ პროექტში ავტორები ითხოვენ, სტატუსი შეეცვალოს მთაწმინდის რაიონის იმ ტერიტორიას, სადაც „პანორამა-თბილისის პროექტით გათვალისწინებული სოლოლაკის ბაღები უნდა განთავსდეს. დეპუტატების ნაწილი კორექტირებულ ვარიანტს მხარს არ უჭერს. უკმაყოფილებაა არქიტექტორებს შორისაც. 
წაკითხვა
დავა თბილისში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების გარშემო გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2014-12-30 10:19:00
დავა თბილისში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების გარშემო გრძელდება. შეეცვლება თუ არა ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონას სტატუსი: გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დღევანდელ სხდომაზე  გახდება ცნობილი.  პროექტ ,“პანორამა თბილისს“  საკრებულოს დეპუტატების და არქიტექტორების ნაწილი აკრიტიკებს. ამჯერად უთანხმოების მიზეზი თანაინვესტირების ფონდის მიერ პროექტში შეტანილი ცვლილებებია. კორექტირებულ პროექტში ავტორები ითხოვენ - სტატუსი შეეცვალოს მთაწმინდის რაიონის იმ ტერიტორიას, სადაც „პანორამა-თბილისის“ პროექტით გათვალისწინებული სოლოლაკის ბაღები უნდა განთავსდეს. დეპუტატების ნაწილი კორექტირებულ ვარიანტს მხარს არ უჭერს. უკმაყოფილებაა არქიტექტორებს შორისაც. საკრებულოს ურბანული კომისიის გუშინდელი სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა: გარემოს დამცველებმა პროტესტი ჯერ თვითმმართველობის ორგანოს წინ გამოხატეს, მოგვიანებით კი საკრებულოში მიმდინარე განხილვას შეუერთდნენ. 
წაკითხვა
რამდენად კანონიერად შეეცვალა დიღმის ტყე-პარკს სტატუსი - დაიწყება თუ არა ფაქტზე გამოძიება
გამოქვეყნებულია: 2014-12-29 20:35:00
დაკარგული სტატუსი - დიღმის ტყე-პარკის გამო, პროკურატურაში კიდევ ერთი საჩივარი იგზავნება. ავტორი მმართველი კოალიციის წევრია, რომელსაც აინტერესებს, რამდენად კანონიერად შეუცვალეს ხუთი წლის წინ ტერიტორიას რეკრეაციული სტატუსი. თბილისის მერიის მიერ 2009 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში კანონდარღვევას უკვე ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დედაქალაქის ახალ მთავრობას ტყე-პარკში მიმდინარე მშენებლობებით დაინტერესებას სთხოვენ.
წაკითხვა
დავა „პანორამა თბილისის“ გარშემო - შეეცვლება თუ არა ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონას სტატუსი
გამოქვეყნებულია: 2014-12-29 20:25:00
დავა გრძელდება თბილისში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების გარშემო. პროექტ „პანორამა თბილისს“ საკრებულოს დეპუტატების და არქიტექტორების ნაწილი აკრიტიკებს. ამჯერად უთანხმოების მიზეზი თანაინვესტირების ფონდის მიერ პროექტში შეტანილი ცვლილებებია. კორექტირებულ პროექტში ავტორები ითხოვენ, სტატუსი შეეცვალოს მთაწმინდის რაიონის იმ ტერიტორიას, სადაც „პანორამა თბილისით“ გათვალისწინებული სოლოლაკის ბაღები უნდა განთავსდეს. თუმცა, იმ მოტივით, რომ სტატუსის შეცვლას მასშტაბური სამუშაოების დაწყება მოჰყვება, დეპუტატების ნაწილი კორექტირებულ ვარიანტს მხარს არ უჭერს. უკმაყოფილებაა არქიტეტორებს შორისაც. საკრებულოს ურბანული კომისიის დღევანდელი სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა: გარემოს დამცველებმა და ურაბნისტებმა პროტესტი ჯერ თვითმმართველობის ორგანოს წინ გამოხატეს, მოგვიანებით კი საკრებულოში მიმდინარე განხილვას შეუერთდნენ. შეეცვლება თუ არა ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონას სტატუსი - გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ხვალინდელ სხდომაზე უნდა გახდეს ცნობილი.
წაკითხვა
გარემოსდამცველთა ყვითელი ბარათი კალაძეს და ენერგეტიკის მინისტრის პოზიცია ჰესების მშენებლობაზე
გამოქვეყნებულია: 2014-12-28 20:19:00
„მწვანეების“ ყვითელი ბარათი კალაძეს - რაჭის უნიკალური ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, არის თუ არა მიზანშეწონილი რეგიონში ჰესების კასკადის მშენებლობა - გარემოსდამცველები ეკოპრობლემებზე საუბრობენ, ენერგეტიკის მინისტრი კი რაჭის ეკონომიკის განვითარებაზე აკეთებს
წაკითხვა
აქცია რაჭაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ
გამოქვეყნებულია: 2014-12-28 16:45:00
რაჭაში ჰესის მშენებლობა დღეს ენერგეტიკის სამინისტროსთან გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი იყო. აქციის მონაწილეების თქმით, ახალი ჰესების მშენებლობა საფრთხეს შეუქმნის რეგიონში   ღვინის კულტურის განვითარებას. მათი თქმით, ხვანჭკარა, როგორც სახეობა, შესაძლოა, განადგურდეს, ასევე არსებობს ბუნებრივი კატაკლიზმების გახშირების რისკი. აქციაზე ენერგეტიკის მინისტრს, სიმბოლურად, ყვითელი ბარათები უჩვენეს.
წაკითხვა
პანამის დროშით მცურავი გემი ზღვის დაბინძურებისთვის დააჯარიმეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-28 13:49:00
ფოთში პანამის დროშის  ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა გემის მიერ ჰიდრავლიკური ზეთით ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ფოთის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევს, ჯარიმის სახით, 65 000 ლარი დააკისრა, რასაც გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა - 1244 ლარი დაემატა. სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის გადახდის შემდეგ, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვა.
წაკითხვა
კალაძე - რაჭაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გარემოს საფრთხეს არ შეუქმნის
გამოქვეყნებულია: 2014-12-28 13:01:00
ენერგეტიკის მინისტრი დაწმუნებულია, რომ რაჭაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გარემოს საფრთხეს არ შეუქმნის. კიდევ ერთი განმარტება ამ თემაზე კახი კალაძემ „მოამბის“ ეთერში გააკეთა. მინისტრი ამბობს, რომ მშენებლობის გამო, არც ტერიტორიების დატბორვა იგეგმება და არც მოსახლეობის გასახლება. გარდა ამისა, მინისტრი განმარტავს, რომ გარემოზე ზემოქმედებისა და სოციალური საკითხების შეფასების დროს განხილული იქნება ყველა შესაძლო ალტერნატივა და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, კონკრეტულად რომელ ადგილზე დაიწყება ჰესის მშენებლობა, ამიტომ ვიცე-პრემიერი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
წაკითხვა
2015 წლიდან პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს
გამოქვეყნებულია: 2014-12-27 12:56:00
2015 წლიდან პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს. ამ საკითხთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.  თეიმურაზ მურღულიამ საცალო ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლებს ახალი “ნარჩენების მართვის კოდექსი” გააცნო, რომელიც მომავალი წლის იანვრიდან  შევა ძალაში.  შეხვედრა მიზნად ისახავდა კერძო სექტორის ჩართულობას ნარჩენების მართვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში. შეხვედრაზე მხარეებმა პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების პრობლემაზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ 2015 წლიდან ეტაპობრივად მოხდება პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება.
წაკითხვა
წინასაახალწლო მონიტორინგი - გამოვლენილია ნაძვის უკანონოდ მოჭრის 97 ფაქტი
გამოქვეყნებულია: 2014-12-24 20:46:00
წინასაახალწლო მონიტორინგი გრძელდება. გამოვლენილია ნაძვის უკანონოდ მოჭრის 97 ფაქტი, რის გამოც კანონდამრღვევებს ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა მოუწევთ.გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას ნაძვების მოჭრაზე გამკაცრებული სანქციების შესახებ აფრთხილებს და იმ ადგილებისკენ მიუთითებს, სადაც საახალწლო სიმბოლოს შეძენა ჯარიმის გარეშე შეიძლება.
წაკითხვა
აქცია ზანდუკელის ქუჩაზე - მოსახლეობა ჭოველიძის 10 ნომერში უკანონო მშენებლობას აპროტესტებს
გამოქვეყნებულია: 2014-12-20 16:45:00
აქცია ზანდუკელის ქუჩაზე - მოსახლეობა ჭოველიძის 10 ნომერში  უკანონო მშენებლობას აპროტესტებს. მათი განმარტებით, განადგურებულია სარეკრეაციო ზონა და დანგრეულია სტადიონი. ასევე, აღნიშნული სამუშაოები საფრთხეს უქმნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავარიულ სახლებს. როგორც მოსახლეობა აცხადებს, ინვესტორს მიწა უკანონოდ აქვს შეძენილი, თუმცა  “ტიფლის დეველოპმენტის” წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვდრისას აღნიშნეს, რომ ადგილი კანონიერად აქვთ შეძენილი და aმ ადგილზე სტადიონი არც ყოფილა. მოსახლეობასთან შესახვედრად  მთაწმინდის პარლამენტის წევრი ზაზა პაპუაშვილი და საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილიც იმყოფებოდნენ. როგორც პაპუაშვილმა მოსახლეობას განუცხადა,  მოხდება აღნიშნული საქმის შესწავლა და მოსახლეობის ქალაქის მერთან შეხვედრა. მშენებლობის შეუჩერებლობის შემთხვევაში,  ვერის უბნის მაცხოვრებლები სასამართლოში ჩივილს აპირებენ.
წაკითხვა
საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია - შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროში
გამოქვეყნებულია: 2014-12-17 12:57:00
შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროშიგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გერმანიის საერთაშორისო თანამეგობრობის საზოგადოების ევროპისა და კავკასიის განყოფილების  ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე 2014-2020 წლებში  საქართველოს
წაკითხვა
ნაძვის ხის მოჭრაზე სანქციები მკაცრდება
განახლებულია: 2014-12-15 20:47:00
წინასაახალწლო გაფრთხილება მოსახლეობას - ნაძვის ხის მოჭრაზე სანქციები მკაცრდება. 21 დეკემბრიდან შესაბამისი უწყება ტყეებთან მისასვლელ გზებზე მონიტირინგს იწყებს. კანონდარღვევის გამო დაწესებული ფულადი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, გარემოს დაცვის სამინისტრო მოქალაქეებს იმ ადგილების ჩამონათვალს აცნობს, სადაც ბუნებრივი ნაძვის ყიდვა შეიძლება.გამაფრთხილებელი განცხადება ვრცელდება დღესასწაულის კიდევ ერთ ატრიბუტზე - ამჯერად საუბარია პიროტექნიკაზე.
წაკითხვა
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა და არქეოლოგებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქცია გამართეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-13 20:20:00
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა და არქეოლოგებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საყდრისის მაღაროში სამთო-მოპოვებითი სამუშაოების განახლებას აპროტესტებენ და საზოგადოებრივ მაუწყებელში ღია ეთერის დათმობას მოითხოვენ. მათივე თქმით, დღეს დილიდან საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებები მიმდინარეობდა, რომელიც ახლომდებარე სოფლებშიც იგრძნობოდა. კომიტეტის წევრებისა და არქეოლოგების მოთხოვნაა "არ-ემ-ჯის"
წაკითხვა
რის საფუძველზე გასცა კულტურის სამინისტრომ საყდრისში სამუშაოების განახლების ბრძანება
გამოქვეყნებულია: 2014-12-13 20:15:00
რის საფუძველზე გასცა კულტურის სამინისტრომ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა საყდრისი-ყაჩაღიანის პირველ სალიცენზიო უბანზე სამთო-
წაკითხვა
ნინო მიქიაშვილი - საყდრისს ძეგლის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს და კომპანიამ სამუშაოები შეაჩეროს
გამოქვეყნებულია: 2014-12-13 19:59:00
საყდრისს ძეგლის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს და კომპანიამ სამუშაოები შეაჩეროს - ეს არის მოთხოვნა, რომელიც ბოლო ორი წელია თითქმის ყოველდღე გვესმის. მოთხოვნის ერთ-ერთი ავტორია ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი, რომელსაც საზოგადოების ნაწილი საყდრისის დამცველის სტატუსით იცნობს.
წაკითხვა
საყდრისის მცველები - კომპანიამ "არ-ემ-ჯი" ისტორიული საბადო ააფეთქა
გამოქვეყნებულია: 2014-12-13 19:59:00
საყდრისის მცველები-კომპანია "არ-ემ-ჯის"  ძეგლის ნგრევაში სდებენ ბრალს. კაზრეთში ხმაურია. ყაჩაღიანის ტერიტორიაზე სამუშაოების დაწყებას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მხარს უჭერს, სწორედ ეს გახდა რადენიმე
წაკითხვა