საზოგადოებრივი
104.5 FM
გარემოს დაცვის მინისტრისა და არასამთავრობოების ხმაურიანი შეხვედრა
გამოქვეყნებულია: 2014-12-13 16:32:00
ხმაური მოჰყვა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში  ელგუჯა ხოკრიშვილის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრას. შეხვედრა “პარტიზანი მებაღეების “ ერთ-ერთმა წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა . მისი თქმით, რაჭის ერთ-ერთ სოფელში უკანონოდ იჭრება იშვიათი ჯიშის ნაძვი, შემდეგ კი თბილისში რეალიზდება. ნატა ფერაძის განცხადებით, მან აღნიშნული ინფორმაცია სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ გადასცა, თუმცა არანაირი რეაგირება სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ საკითხს არ მოჰყოლია .  გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნაძვების უკანონო ჭრის თემაზე ნატა ფერაძემ ინფორმაცია ნამდვილად შეიტანა სამინისტროში, თუმცა არ მოუხდენია პიროვნების იდენტიფიკაცია, რის გამოც სამინისტრომ გამოძიების დაწყება ვერ შეძლო.
წაკითხვა
ვლადივოსტოკში თევზეულის მაღაზიაში კატამ 63 ათასი რუბლის ოდენობის პროდუქცია გაანადგურა
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 17:31:00
ვლადივოსტოკის აეროპორტში განთავსებულ თევზეულის ძვირად ღირებულ მაღაზიაში კატა შეიპარა და 63 ათასი რუბლის ოდენობის პროდუქცია გაანადგურა. კატამ ვიტრინაში განთავსებული პროდუქციის შეფუთვა დააზიანა, რის გამოც მაღაზიის მეპატრონემ აეროპორტის ადმინისტრაციის სახელზე საჩივარი შეიტანა და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. თუმცა აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, როგორ მოახერხა კატამ მაღაზიის ტერიტორიაზე შეღწევა, რადგან საღამოს საათებში ყველა მაღაზია და პავილიონი დაიხურა. პროდქციის უსაფრთხოებაზე კი თავად მეპატრონემ უნდა იზრუნოს. 
წაკითხვა
სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა გარემოს დაცვის მინისტრმა
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 16:58:00
სამინისტროს საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარადგინა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა. ელგუჯა ხოკრიშვილმა იმ 39 ახალ პროექტზე ვრცლად ისაუბრა რომელიც 2013-2014 წლებში განხორციელდა. მათ შორის ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა, ნარჩენების მართვის კოდექსი, ტყის მოვლა-აღდგენის მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები გამოყო. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება მომავალი წლის განსახორციელებელ პროექტებსაც დაუთმო. 
წაკითხვა
გარემოს დაცვის მინისტრის ანგარიში
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 12:10:00
რა გაკეთდა გარემოს დაცვის სამინისტროში ბოლო 2 წლის განმავლობაში - გარემოს დაცვის მინისტრი ანგარიშს წარადგენს. 
წაკითხვა
ძაღლის გასეირნება, შესაძლოა, 50 ლარი დაგიჯდეთ - ნარჩენებზე ჯარიმები მკაცრდება
განახლებულია: 2014-12-11 20:34:00
ძაღლის გასეირნება, შესაძლოა, 50 ლარი დაგიჯდეთ. იმ შეთხვევაში, თუ შინაური ცხოველი სკევრში, გზის სავალ ნაწილზე ან სახცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ექსკრემენტებს დატოვებს, ტერიტორია დაუყოვნებლივ უნდა დაასუფთაოთ.გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები მკაცრდება. ვინ არის კანონპროექტის ავტორი - საკითხი პარლამენტში უკვე განიხილეს. მანანა გიგინეიშვილი შეხვდა კანონპროექტის მოხრეებს და მოწინააღმდეგეებს.
წაკითხვა
გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები იზრდება
გამოქვეყნებულია: 2014-12-11 11:06:00
„ნარჩენების მართვის კოდექსი“ პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა. ინიციატივა რამდენიმე მიმართულებით არსებული ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს.მანქანიდან ნაგვის გადაყრის შემთხვევაში, სანქცია 120 ლარამდე იზრდება. 50 ლარის გადახდა მოუწევთ შინაური ცხოველების პატრონებს, რომლებიც ტერიტორიას ფეკალური მასებისგან არ გაასუფთავებენ.საკითხის განხილვამ სხდომაზე გოგა ხაჩიძესა და გია ცაგარეიშვილს შორის დებატები გამოიწვია. ამასთან, უმრავლესობის წევრთა ნაწილი ჯარიმების გაზრდას არ ეთანხმება.
წაკითხვა
თბილისის ზოოპარკში 19 წლის ახალგაზრდა ვეფხვმა დაგლიჯა
განახლებულია: 2014-12-10 20:35:00
რამდენად დაცულია უსაფრთხოების ზომები თბილისის ზოოპარკში, - ეს კითხვა აქტუალური გუშინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ გახდა. 19 წლის ახალგაზრდა ვეფხვმა დაგლიჯა. ირკვევა, რომ ანალოგიური შემთხვევა
წაკითხვა
„ჩემი გარემო“ - კონფერენცია თსუ-ში
განახლებულია: 2014-12-05 13:31:28
„ჩემი გარემო“ - ასე ჰქვია კონფერენციას, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძვანელი და ფინეთის
წაკითხვა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე სასამართლომ თანამდებობაზე აღადგინა
განახლებულია: 2014-12-03 14:34:58
საკადრო ცვლილებაა მოსალოდნელი დაცული ტერიტორიების სააგენტოში. უწყების თავმჯდომარის პოსტზე, შესაძლოა, ისევ გიორგი შოვნაძე დაბრუნდეს. ის გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ წელიწად-ნახევრის წინ სამუშაოს არასათანადოდ შესრულების მოტივით გაათავისუფლა. თუმცა, სასამართლოში ჩივილის შემდეგ, შოვნაძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ის თანამდებობაზე აღადგინეს.რაც შეეხება რატი ჯაფარიძეს, რომელიც სააგენტოს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა, ის სამინისტროდან საკუთარი ნებით მიდის.
წაკითხვა
კამერებმა კავკასიაში გადაშენების პირას მყოფი ლეოპარდები აღბეჭდა
განახლებულია: 2014-12-03 01:47:00
სომხეთის სამხრეთ ნაწილსა და აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში დამონტაჟებულმა ვიდეო-კამერებმა გადაშენების პირას მყოფი ლეოპარდები აღბეჭდა, რაც ამ ტერიტორიაზე სულ მცირე ერთი ხვადისა და 2 ძუ ლეოპარდის ბინადრობას ადასტურებს. „ ეს დადებითი მოვლენაა, რაც მოწმობს, რომ იშვიათი ცხოველი კავკასიაში ჯერ კიდევ დაცულია,“ განაცხადა მსოფლიო ცხოველთა ფონდის კავკასიის რეგიონის დირექტორმა ნუგზარ ზაზანაშვილმა. მსოფლიო ცხოველთა ფონდი და კატისებრთა ოჯახის მტაცებელთა სპეციალისტების ჯგუფმა ლეოპარდების გადასარჩენად კავკასიის სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგია მიღებულია სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობების მიერ როგორც ეროვნული სამოქმედო გეგმა. სტრატეგია გულისხმობს ლეოპარდების პოპულაციების მონიტორინგს, ბრაკონიერობის აღკვეთასა და დაცული ტერიტორიების რიცხვის ზრდას. 2002 წლიდან სომხეთში დაცული ტერიტორიების რიცხვი 4-ით გაიზარდა, რაც ქვეყნის ტერიტორიის 2.9%-ს შეადგენს. ამჟამად აღრიცხულია დაახლოებით 1300 კავკასიური ლეოპარდი. ისინი ძირითადად ბინადრობენ ირანისა და ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე. კავკასიური ლეოპარდი, რომელიც ასევე ცნობილია სპარსული ლეოპარდის სახელით, წარსულში გავრცელებულ სახეობას წარმოადგენდა. ეს ველური ცხოველები უხვად ბინადრობდნენ შავი ზღვისა და კასპიის ზღვის მთიან რეგიონებში, თუმცა მათმა რიცხვმა საგრძნობლად იკლო მე-20 საუკუნეში. გასულ ზაფხულს, პირველად უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, ლეოპარდის 2 ბოკვერი დაიბადა რუსეთში. წყარო: http://wwf.panda.org
წაკითხვა
უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
განახლებულია: 2014-12-02 20:51:32
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევი პირი აკრძალული იარაღით - ელექტროშოკური აპარატით ახორციელებდა თევზჭერას. უკანონოდ მოპოვებულმა თევზმა 70 კილოგრამი შეადგინა. გარემოზე მიყენებული ზიანი 4000 ლარით განისაზღვრა. შემდგომი რეაგირებისთვის მასალები სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცათ.
წაკითხვა
გამწვანების აქცია მცხეთაში
განახლებულია: 2014-12-02 20:40:13
გამწვანების აქცია მცხეთაში - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო და მცხეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, მოსწავლეებთან ერთად, შიო მღვიმის მონასტრისკენ მიმავალი გზის ტერიტორიაზე 2 000 იფნის ხე დარგეს. აქციაში მცხეთის მერიის თანამშრომლები და გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.განაშენიანების აქცია პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში მოეწყო.
წაკითხვა
გამწვანების აქცია რუსთავში
განახლებულია: 2014-12-02 20:29:44
რუსთავში გამწვანების აქცია მოეწყო. ადგილზე პრემიერიც იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, 200-ზე მეტი სწრაფად მზარდი პაულონიას ნერგი დარგო. აქცია "მწვანე მომავალის" ფარგლებში გაიმართა, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით მარტიდან მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 250 000 სხვადასხვა სახეობის ნერგი დაირგო.
წაკითხვა
გამწვანების აქცია დიღმის ტყე-პარკში
განახლებულია: 2014-12-02 20:27:39
600-მდე ხეს დარგავენ დღეს დიღმის ტყე-პარკში. სხვადასხვა ჯიშის ხეებს თბილისის გამწვანების საშემოდგომო სეზონის ფარგლებში დარგავენ. გამწვანების პროგრამა დიღმის ტყე-პარკიდან დაიწყო და მთელ თბილისს მოიცავს. გამწვანების აქციასთან ერთად, დიღმის ტყე-პარკს სარეკრეაციო ზონის სტატუსიც აღუდგება.
წაკითხვა
ევროკავშირი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ერთობლივ მუშაობას იწყებენ
განახლებულია: 2014-12-02 20:26:00
ევროკავშირი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ერთობლივ მუშაობას იწყებენ.პროექტი ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ, გარემოსდაცვითი საგზაო რუკის შემუშავებას ითვალისწინებს. მის ფარგლებში სამინისტროში პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა. პროექტის მიზანია ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულება.
წაკითხვა
დასუფთავების აქცია არაგვის ხეობაში
განახლებულია: 2014-12-02 20:24:51
დასუფთავების აქცია არაგვის ხეობაში - თბილისის მერიისა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში აქციის მონაწილეებმა ტერიტორია საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენებისგან, პოლიეთილენის პაკეტებისგან, პლასტიკური ბოთლებისგან გაასუფთავეს და აღნიშნული ნარჩენები კასპის ნაგავსაყრელზე გადაიტანეს. აქციაში თბილისის მერი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიც მონაწილეობდნენ.დასუფთავების დღევანდელი აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, ერთი მხრივ, უერთდებიან საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივას - „საქართველო უნდა გავწმინდოთ ნაგვისგან“, მეორე მხრივ კი, საზოგადოებასა და მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაბინძურებისგან დაიცვან არაგვის ხეობის ის ადგილები, საიდანაც თბილისი, მცხეთა და მათი შემოგარენი სასმელი წყლით მარაგდება.
წაკითხვა
ახალი ნაგავსაყრელის მოსაწყობად 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული
განახლებულია: 2014-12-02 20:21:29
საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე დიდი ლილოს ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხი განიხილეს. დეპუტატებმა ძველი პოლიგონის კონსერვაციისა და ახლის აშენებაზე იმსჯელეს. პროექტზე 2015 წლის ბიუჯეტში 25 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი. მერიის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი ნაგავსაყრელის დაპროექტებაში, ევროსტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით, გერმანელი ექსპერტები ჩაერთვებიან.
წაკითხვა
საკრებულოში ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის წინააღმდეგ შეტანილი განცხადების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
განახლებულია: 2014-12-02 20:17:07
ხმაურით მიმდინარეობს საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა. დეპუტატები თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის წინააღმდეგ შეტანილ განცხადებას განიხილავენ. ამ საჩივარში თავშესაფრის ახლოს მცხოვრები მოქალაქეები ობიექტის გაუქმებას ან სხვა ადგილზე გადატანას ითხოვენ და მიზეზად ხმაურსა და ანტისანიტარიას ასახელებენ. თუმცა საჩივარს არ ეთანხმებიან თავშესაფრის თანამშრომლები, ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც, თავშესაფრის შენარჩუნების მოთხოვნით, საკრებულოს გარეთ, სხდომის პარალელურად, აქციას მართავენ. აქციის მონაწილეთა ნაწილი ცოტა ხნის წინ თვითმმართველობის ორგანოში შევიდა და დაინტერესდა, რატომ დადგა დღის წესრიგში თავშესაფრის შესაძლო გაუქმების საკითხის განხილვა. შეკითხვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. გთავაზობთ საზოგადოების დამოკიდებულებას ცხოველების მიმართ აკაკი შენგელიას ტელე-ბლოგში - "საყელურის გარეშე". http://1tv.ge/video/20136
წაკითხვა
ხელჩართული ჩხუბი საკრებულოში - ცხოველთა თავშესაფრის საკითხმა მწვავე დაპირისპირება გამოიწვია
განახლებულია: 2014-12-02 20:15:22
ცხოველთა ცხოვრება საფრთხეშია - ოთხფეხა მეგობრების დამცველები მრავლად აღმოჩნდნენ, ოღონდ არა იმდენი, რომ საკრებულოს საკითხის განსახილველად დრო აღარ დაეკარგა. ყეფით შეწუხებული ადამიანები თავშესაფრის დემონტაჟს მოითხოვენ, მოთხოვნით შეწუხებულები კი საკანონმდებლო ორგანოსთან ძაღლებთან ერთად მივიდნენ, სხდომასაც დაესწრნენ და სიტყვიერის გარდა, ფიზიკური დაპირისპირების ეპიცენტრშიც აღმოჩნდნენ. ძაღლი უფრო ერთგულია თუ ადამიანი - ამ კითხვაზე დეპუტატთა პასუხია საინტერესო.
წაკითხვა
„ნარჩენების მართვის კოდექსის“ პროექტის მიხედვით, ჯარიმები გამკაცრდება
განახლებულია: 2014-12-02 20:11:49
„ნარჩენების მართვის კოდექსის“ პროექტი საქართველოს მთავრობამ განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა. კანონპროექტის მიხედვით, გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები და სანქციები მაქსიმალურად მკაცრდება. ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარით, მაქსიმალური კი 5 000 ლარით განისაზღვრება.კანონპროექტის მიზანია, ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას, ენერგიის აღდგენასა და მათ უსაფრთხო განთავსებას.მისი ამოქმედების შემდეგ, მწარმოებელი ვალდებული იქნება, გადამუშავების დროს წარმოქმნილი სპეციფიკური ნარჩენები გარემოსთვის უსაფრთხოდ გადაამუშაოს.კანონპროექტი საქართველოში ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს.
წაკითხვა