საზოგადოებრივი
104.5 FM
გამწვანების აქცია ოქროყანაში
განახლებულია: 2014-12-02 20:11:28
გამწვანების აქცია გრძელდება. ოქროყანაში თბილისის მერმა 800 ძირი ნერგი დარგო. მოჭრილი გამხმარი 400 ხის საშეშე მერქანი კი ოქროყანის, წავკისისა და ტაბახმელის მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცემა.გამწვანების საშემოდგომო სეზონი ტყე-პარკების მასშტაბური განაშენიანებით წინა კვირას დიღმის ტყე-პარკიდან დაიწყო.
წაკითხვა
დავით შავლიაშვილმა სამტრედიაში მუნიციპალური ნაგავსაყრელის მშენებლობის სამუშაოები მოინახულა
განახლებულია: 2014-12-02 20:11:13
სამტრედიაში მუნიციპალური ნაგავსაყრელის მოწყობა გრძელდება. სამუშაოები, რომელიც „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ზედამხედველობით მიმდინარეობს, დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნაგავსაყრელი ოთხი მუნიციპალიტეტის - სამტრედიის, ვანის, ხონისა და აბაშის მოსახლეობას მოემსახურება.მანამდე არსებული ობიექტი სანიტარიულ და ეკოლოგიურ ნორმებს ვეღარ აკმაყოფილებდა.
წაკითხვა
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
განახლებულია: 2014-12-02 20:06:47
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძარი ჩააქრო ხანძრის შედეგად, 10 ჰექტარი ფართობის ტყის საფარი დაიწვა.
წაკითხვა
წიწვოვანი ხე-ტყის უკანონო გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს
განახლებულია: 2014-12-02 20:06:10
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლენტეხში, ხე-ტყის გადამამუშავებელ სახერხ საამქროში ათ კუბამეტრამდე წიწვოვანი ხე-ტყის უკანონო გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევებს უკანონოდ მოპოვებული მასალა ჩამოართვეს. მიმდინარეობს ზიანის დადგენა. მასალები რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა.
წაკითხვა
პროტესტის უჩვეულო ფორმა სიდნეის პლაჟზე
განახლებულია: 2014-12-02 20:05:42
პროტესტის უჩვეულო ფორმა სიდნეის პლაჟზე. აქციის 400-მდე მონაწილემ, სილაში თავის ჩარგვით, "დიდი ოცეულის" სამიტის დაწყებამდე კლიმატის გლობალური ცვლილების პრობლემების უგულებელყოფა გააპროტესტა. აქციის მონაწილეები სამიტზე ეკოლოგიის საკითხების განხილვას მოითხოვენ და პროსტესტის ამ ფორმით ავსტრალიის პრემიერმინისტრის საქციელს სირაქლემას ქცევას ადარებენ, რომელსაც, დემონსტრანტების განცხადებით, კლიმატის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების ეშინია. აქციის მონაწილეები ავსტრალიის პრემიერმინისტრს მოუწოდებენ მიბაძონ შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ხელისუფლებას და მიიღოს გარკვეული ზომები ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ. 10-11 ნოემბერს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების შესახებ.
წაკითხვა
გამწვანების აქცია წავკისში
განახლებულია: 2014-12-02 20:02:20
გამწვანების აქცია წავკისში. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ ორგანიზებული ტყის დაცვის კვირეული 15-დან 23 ნოემბრამდე გაგრძელდება. კვირეული ხეების დარგვის აქციით გაიხსნა, მასში თბილისის მერიც მონაწილეობდა. კვირეულის დასრულების შემდეგ გამწვანებისთვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობა თბილისის მერიას გადეცემა.
წაკითხვა
გარემოს დაცვის მინისტრი სამეგრელოში
განახლებულია: 2014-12-02 19:59:24
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა. მინისტრი, მხარის გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად, დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. 2015 წლისთვის კოლხეთის ეროვნულ პარკში დამატებით ახალი ტურისტული მარშრუტები შეიქმნება, როგორც შავი ზღვის ტერიტორიაზე, ასევე შიდა წყლებში. დაგეგმილი პროექტების განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება.გასულ წელთან შედარებით, დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურისტების გაორმაგებულ რაოდენობას ელოდება.
წაკითხვა
ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი დმანისში
განახლებულია: 2014-12-02 19:57:17
ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი დმანისში. ეროვნული სატყეო სააგენტოს, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ადგილზე დაილუქა უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი და სანტრანსპორტო საშუალება. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.
წაკითხვა
შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროში
განახლებულია: 2014-12-02 19:54:48
გარემოს დაცვის მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ჩეხეთს შორის გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სპეციალისტები ჩეხეთში, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ერთობლივად განხორციელებულ გარემოსდაცვით პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელს.
წაკითხვა
თბილისის მერი ხეების დარგვას განაგრძობს
განახლებულია: 2014-12-02 19:51:45
თბილისის მერი ხეების დარგვას განაგრძობს. გამწვანების აქცია 170-ე, 172-ე და მე-3 ბაგა-ბაღებში დაიწყო. აქციაში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და პედაგოგების გარდა, დავით ნარმანიამ მონაწილეობა, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს ბიძინა გიორგობიანთან ერთად მიიღო. დარგული მცენარეების მოვლას გამწვანების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. საბავშვო ბაღების ეზოების გამწვანება ეტაპობრივად, რაიონების მიხედვით, 28 დეკემბრიდან გაგრძელდება. ეზოების გასამწვანებლად დედქალაქში არსებულ 159 ბაგა- ბაღს ნერგები უკვე გადაეცა.
წაკითხვა
19 ნოემბერი მსოფლიო სანიტარიის დღეა
განახლებულია: 2014-12-02 19:51:05
19 ნოემბერი მსოფლიო სანიტარიის დღეა.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძემ, ნარჩენების თემაზე ჩატარებული ვიდეოკონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. გარემოს დაცვის სამინისტრო, პრემიერმინისტრის ინიციატივით ახორციელებს პროექტს ”ნუ დატოვებ ნარჩენებს იზრუნე გარემოზე”. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (ჩENN) ორგანიზებით, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნარჩენების თემაზე ვიდეოკონკურსი ჩატარდა. კონკურსში კახეთის და აჭარის რეგიონების 30-მდე საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებული მოსწავლეები ბულაჩაურის ბანაკში გაემგზავრებიან, სადაც მათ ნარჩენების მართვასა და სხვა გარემოსდაცვით აქტუალურ საკითხზე ტრენინგები ჩაუტარდებათ.
წაკითხვა
კვლევა საქართველოში გარემოს მდგომარეობის შესახებ
განახლებულია: 2014-12-02 19:48:56
მსოფლიო ბანკი საქართველოში გარემოს მდგომარეობის შესახებ კვლევას ატარებს. შედეგად, მომავალი წლისთვის ქვეყნის გარემოსდაცვითი ანალიზის ანგარიში მომზადდება. დღევანდელ შეხვედრაზე საერთაშორისო ექსპერტებმა და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქვეყანაში გარემოსდაცვითი მდგომარეობის წინასწარი შეფასება და შემუშავებული რეკომენდაციები წარმოადგინეს. განიხილეს გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც.დოკუმენტის მიზანი, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოსთვის გარემოსდაცვითი განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაა.
წაკითხვა
დუშეთში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
განახლებულია: 2014-12-02 19:45:58
დუშეთში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ნაგავსაყრელი 1940 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში გასულ წელს გადაეცა.
წაკითხვა
სოფელი ნიგვზიანი, ცოფის მხრივ, არაკეთილსაიმედოდ გამოცხადდა
განახლებულია: 2014-12-02 19:45:09
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში შინაური პირუტყვი ცოფით დაავადდა. სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულების საფუძველზე ნიგვზიანი, ცოფის მხრივ, არაკეთილსაიმედოდ, ხოლო მისი მიმდებარე ტერიტორია დაავადების მხრივ საშიშროების ქვეშ არსებულ ტერიტორიად გამოცხადდა. განკარგულების საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ უნდა უზრუნველყოს დაავადების არაკეთილსაიმედო კერაში და ცოფის მხრივ საშიშროების ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე დაავადების საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიებების გატარება. აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის ტერიტორიაზე დაწესდა შეზღუდვა და შესაბამისი სამსახურების მიერ, კანონით გათვალისწინებული ვეტერინარიულ-სანიტარიული ღონისძიებები ტარდება.წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
რეგიონებში წყლის ხარისხი საგანგაშოა
განახლებულია: 2014-12-02 19:42:25
რეგიონებში წყლის ხარისხის შესამოწმებლად კვლევა ჩატარდა. მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ სოფლების დიდ ნაწილში სასმელი წყალი ხარისხი სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და დაბინძურებულია. კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ სურსათის ეროვნული სააგენტო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისგან წყალგაყვანილობის სისტემის გაუმჯობესებას ითხოვს.
წაკითხვა
გამწვანების აქციები გრძელდება
განახლებულია: 2014-12-02 19:40:46
დედაქალაქის მასშტაბით, გამწვანების აქციები გრძელდება. დღეს თემქის დასახლების მესამე და მეთერთმეტე მიკრორაიონების შემაერთებელ გზაზე 100 ძირი ჰიმალაიური კედრის ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებთან ერთად მიიღეს. დღესვე გამწვანების აქციები გაიმართა დიდუბისა და საბურთალოს რაიონებში. სულ გამწვანების საშემოდგომო სეზონზე თბილისსა და მის შემოგარენში 3 ათსამდე -ნერგი უკვე დარგეს. ჯამში, წლის ბოლომდე 20 ათასამდე ხე-მცენარეს დარგავენ.
წაკითხვა
ნაპირდამცავი სამუშაოები ოზურგეთში
განახლებულია: 2014-12-02 19:39:33
ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟზე ნაპირდამცავი სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი პირადად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მდინარე ბჟუჟის კალაპოტში 400 მეტრის სიგრძისა და 6 მეტრის სიგანის რკინა-ბეტონის დამცავი კედელი შენდება. კონსტრუქციის 4 მეტრი წყალქვეშ იქნება მოქცეული.პროექტის ფარგლებში, 100-მეტრიანი გაბიონის მოწყობაც მიმდინარეობს. გაფართოვდა და გაღრმავდა მდინარის კალაპოტი.სექტემბერში, მდინარე ბჟუჟის ადიდების შედეგად, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. სტიქიამ მოსახლეობას და რაიონში არსებულ ინფრასტრუქტურას ზარალი მიაყენა.
წაკითხვა
ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი სენაკში
განახლებულია: 2014-12-02 19:37:51
ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს სენაკის რაიონში. უკანონო ქმედება სოფელ გეჯეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გამოავლინა. სამართალდარღვევის გამო, გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას გადაეცა.
წაკითხვა
კონკურსი "სუფთა რეგიონი" დასრულებულია
განახლებულია: 2014-12-02 19:23:04
კონკურსი "სუფთა რეგიონი" დასრულებულია. ნომინაციაში საქართველოს ყველაზე მეტად დასუფთავებული რეგიონი, მუნიციპალიტეტი და სოფელი, გამარჯვებულები გამოვლენილია. გამარჯვებულებს გარემოს დაცვის სამინისტროსგან და შვედეთის საელჩოსგან საჩუქრები გადაეცათ. კონკურსი "სუფთა რეგიონი" პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო" ფარგლებში ჩატარდა.
წაკითხვა
ქათმის გრიპის მეოთხე შემთხვევა ჰოლანდიაში
განახლებულია: 2014-12-02 19:06:43
დევნილებმა აქცია გამართეს ქუთაისში. ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებულები დახმარებას ითხოვენ. ქათმის გრიპის რიგით მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა ჰოლანდიის ფერმაში, სადაც უკვე გაანადგურეს დაახლოებით 28 000 ფრინველი. ახლა შემოწმება ახლოს მდებარე ოთხ სხვა ფერმას უტარდება.ქათმის გრიპის პირველი შემთხვევა ჰოლანდიაში ორი კვირის წინ დაფიქსირდა. ექსპერტები ახლა იმის დადგენას ცდილობენ, რამდენად საშიშია ვირუსი ადამიანებისთვის. ექსპერტიზის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.შეგახსენებთ, ჰოლანდია ფრინველის ხორცის და კვერცხის ერთ-ერთი ყველზე მსხვილი ექსპორტიორია ევროკავშირში.
წაკითხვა