საზოგადოებრივი
104.5 FM
აშშ და ჩინეთი სათბური გაზების ემისიის შემცირებაზე შეთანხმდნენ
გამოქვეყნებულია: 2014-11-12 18:10:00
შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პირველი პირები პეკინში შეხვედრის დროს ატმოსფეროში სათბური გაზების ემისიის შემცირების შესახებ შეთანხმდნენ. ამერიკაში ვარაუდობენ, რომ 2025 წლისთვის სათბური აირის გავრცელება 26-28 პროცენტით შემცირდება. ოფიციალურ ჩინეთს ვადები არ დაუსახელებია.ობამამ ამ შეთანხმებას ისტორიული უწოდა. როგორც მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან და ამერიკის პრეზიდენტმა გადაწყვიტეს, რომ პარიზში კლიმატური ცვლილებების საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს ყველაფერი გააკეთონ, რათა შეთანხმება მიღწეული იქნას.
წაკითხვა
დასუფთავების აქცია საბანკო სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით
გამოქვეყნებულია: 2014-11-09 17:21:00
საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ასოციაციისა და მოქმედი კომერციული ბანკების თანამშრომლებმა პროფესიულ დღეს დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. დასუფთავების აქცია თბილისში, ლისის ტბაზე და სხვადასხვა რეგიონში მოეწყო. მასში ბანკების ფილიალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.ასეთი მასშტაბური აქცია პირველად ჩატარდა და ეროვნული ბანკი მომავალშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას.
წაკითხვა
დაცული ტერიტორიების სააგენტომ დემარკაციის პროცესი დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 13:09:00
დაცული ტერიტორიების სააგენტომ დემარკაციის პროცესი დაიწყო. უწყების ინფორმაციით, თბილისის ეროვნული პარკისა და ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების საზღვრები დაუზუსტებელია, რის გამოც მოსახლეობა ვერ ახერხებს კუთვნილი ქონების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. ამ ეტაპზე სამუშაოების შესწავლა და პრობლემური ადგილების საზღვრების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც დემარკაცია ჩატარდება.
წაკითხვა