საზოგადოებრივი
104.5 FM
მყინვარები წარსულში და დღეს - კლიმატის მეცნიერები საგანგაშო ფოტოებს აქვეყნებენ
გამოქვეყნებულია: 2017-05-02 19:31:00
კლიმატის ცვლილების ვიზუალური ასახვა საკმაოდ რთული საქმეა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასახულია თუ რა დაემართა ბოლო ასი წლის მანძილზე დედამიწის სხვადასხვა მყინვარს. დოკუმენტის მიზანია აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება მყინვარების დაკარგვასთან მიმართებაში, რისთვისაც პირდაპირ წარმოაჩენს ფოტოგრაფიულ მტკიცებულებებს. „წარმოგიდგენთ მყინვართა დნობის ფოტოგრაფიულ მტკიცებულებებს მთელი მსოფლიოდან. მასალა მოიცავს გრენლანდიისა და ანტაქრქტიკის ყინულოვან შელფებს“, — ისინი ზომაში სასტიკადაა შემცირებული“, — აღნიშნავს კვლევის თანაავტორი გრეგორი ბეიკერი. დოკუმენტი წარმოაჩენს ფოტოების მთელ წყებას, რომლებიც მკაფიოდ ასახავს თუ როგორ შემცირდა მყინვარები ზომაში გასული საუკუნის განმავლობაში. „ეს არ გახლავთ კომპიუტერული მოდელების შედეგად მიღებული ფოტოები, ყველაფერი ნამდვილია. ზოგიერთი ფოტო 100 წლის წინაა გადაღებული. კვლევის თანაავტორებმა ეს მყინვარები ხელახლა მოინახულეს და სურათები გადაუღეს, რათა მკაფიოდ  დაგვენახა ყინულის დანაკარგები“, — განმარტავს ბეიკერი. ეს მენდენჰოლის მყინვარია ალასკაში. პირველი ფოტო 2007 წელსაა გადაღებული, მეორე კი 2015 წელს. ამ პერიოდში, მყინვარი 550 მეტრით შემცირდა.  „კრიოსფეროს გადამრჩენი“, — ასე უწოდეს ავტორებმა დოკუმენტს, რათა კარგად წარმოეჩინათ ჩვენი დამოკიდებულება კრიოსფეროზე — პლანეტის ზედაპირის გაყინულ მონაკვეთებზე. 
წაკითხვა
გარემოს დაცვის მინისტრი დუისში ახლაგაზრდებს შეხვდა და სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა
განახლებულია: 2017-05-02 16:41:00
გარემოს დაცვის მინისტრი პანკისის ხეობას ესტუმრა, სადაც სოფელ დუისში ხეობის ახლაგაზრდებს შეხვდა და სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. პანკისელი ახალგაზრდები ექსპრესლაბორატორიის სამუშაო პროცესსაც გაეცნენ.  სააგენტოს სპეციალისტებმა ადგილზე ჩაატარეს ჰაერის დაბინძურების კვლევები, ელ. მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის გაზომვები.  დღესვე, სოფელ დუისში გამწვანების აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გიგლა აგულაშვილმა, მხარის გუბერნატორთან  და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიიღო. აქციის ფარგლებში, 300 -მდე წიწვოვანი   და ფოთლოვანი სახეობის ნერგები დარგეს.
წაკითხვა
დამწვარი ნაძვები ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე - როგორია თბილისის მერიის პასუხი და გარემოსდამცველების პოზიცია
განახლებულია: 2017-05-01 20:40:00
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების განზრახ დაზიანებას კატეგორიულად გამორიცხავენ კომპანია ლისი დეველოპმენტში. ტერიტორია სწორედ ამ კომპანიის კერძო საკუთრებაშია. ნაძვების დაწვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გასული თვის ბოლოს გავრცელდა. მომხმარებლები შესაბამის სტრუქტურებს საკითხით დაინტერესებას სთხოვდნენ. ლიზა ზუბაშვილის სიუჟეტი. 
წაკითხვა
„ლისი დეველოპმენტი“ - ლისის ტბის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გამოწვეულია წინა წლებში მომხდარი ხანძრით
გამოქვეყნებულია: 2017-05-01 01:53:00
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს, რომელშიც ლისის ტბის ტერიტორიაზე დამწვარი ხეებია ნაჩვენები, კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ ეხმაურება. კომპანიის განცხადებით, მათ უკვე მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. მათივე ინფორმაციით, არსებული ვითარება გამოწვეულია წინა წლებში მომხდარი მინდვრის ხანძრით, თუმცა კომპანია კვლავ მიმართავს შსს-ს, რათა დადგინდეს, ხომ არ განმეორდა ფაქტი. „კომპანია „ლისი დეველოპმენტისთვის“ ცნობილი გახდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ასახულია ლისის ტბის ტერიტორიაზე გადამწვარი ხეების რიგი. კომპანიამ არსებულ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის შედეგადაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. კომპანიამ შეისწავლა მდგომარეობა და დადგინდა, რომ არსებული ვითარება გამოწვეულია წინა წლებში მომხდარი მინდვრის ხანძრის შედეგად. ამ ეტაპზე კომპანია ხელახლა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაადგინოს, მას შემდეგ ხელახლა განმეორდა თუ არა ვანდალური ფაქტი. კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს ათასობით ხის ჩარგვას და მაქსიმალურად ხელს უწყობს ლისის ტბის ტერიტორიის გამწვანებას“, - ნათქვამია „ლისი დეველოპმენტის“ განცხადებაში. შეგახსენებთ, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ვიდეომასალა გაავრცელეს, სადაც ლისის ტბის მიმდებარედ დამწვარი ხეებია ნაჩვენები. პარტია 1-ელ მაისს ამ თემაზე ბრიფინგს გამართავს.ფოტო: Levan Khabeishvili/Facebook
წაკითხვა
დედამიწის დღის კვირეული - ღონისძიებები თბილისში
განახლებულია: 2017-04-29 16:30:00
დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში საკრებულოსა და ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. ხელოვნების სკოლების და მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლების ფილიალების აღსაზრდელებმა სხვადასხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება, რომლის მიზანი პლანეტის დაცვა და მისი დაბინძურების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა. 
წაკითხვა
„რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საქართველოში” - კონფერენცია თბილისში
განახლებულია: 2017-04-29 16:26:00
მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში წარმოების პროდუქტიულობის გაზრდის და გარემოს დაცვის საქმიანობის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრა გიგლა აგულაშვილმა. მინისტრმა აღნიშნული თემები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხევდრაზე განიხილა. კონფერენციას სახელწოდებით „რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საქართველოში” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო  და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წაკითხვა
გარემოსდაცვითი შეფასების რეფორმის შედეგები მინისტრის მოადგილემ შეაჯამა
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 16:39:00
გარემოსდაცვითი შეფასების  რეფორმის შედეგები შეაჯამა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ.შეხვედრაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა  და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების განხორციელებისთვის საჭირო პრაქტიკულ ნაბიჯებსა და მექანიზმებზე იმსჯელეს. ღონისძიებაზე ასევე განხილული იქნა ეფექტიანი სისტემის საკვანძო საკითხები, არსებული საუკეთესო პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება.
წაკითხვა
გარემოსდაცვითი კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციების შესახებ შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 10:42:00
გარემოსდაცვითი კოდექსით გათვალისწინებული ახალ რეგულაციები და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები. შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ტექნიკური დახმარებით ხორციელდება. ის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის სრულყოფას ისახავს მიზნად.
წაკითხვა
„სუფთად ევროპისკენ“ აქციის ფარგლებში ბორჯომში 1000 ნერგი დარგეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-27 16:34:00
სუფთად ევროპისკენ აქციის ფარგლებში ბორჯომში 1000 ნერგი დარგეს. მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმაც მიიღო. პროცესში ბორჯომის ტრენინგცენტრის მოსწავლეებიც ჩაერთნენ. აქციამ სოციალურ ქსელშიც გადმოინაცვლა და ფეისბუქის მომხმარებლებს საშუალება მიეცათ ვირტუალურად გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ბუნების მიმართ.
წაკითხვა
„სუფთად ევროპისაკენ“ - დასუფთავების აქციის კვირეული დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-04-27 10:09:00
სუფთად ევროპისაკენ - დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით დასუფთავების აქციის კვირეული დაიწყო. მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და მოსახლეობის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაა. დასუფთავების აქცია ქვეყნის ათ რეგიონსა და 74 მუნიციპალიტეტში იმართება და მასში 22 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს.
წაკითხვა
ეკოლოგიური პრობლემები თბილისში - „ახალი საქართველოს“ ოფისში შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 12:22:00
თბილისში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრეს „ახალი საქართველოს“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე პარტიის წევრებმა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჰაერის დაბინძურების მთავარ პრობლემად ავტომობილების გამონაბოლქვის ზრდა, უხარისხო საწვავი, რეკრეაციული ზონების სიმცირე, გაჩეხილი ხეები და არასაკმარისი გამწვანება ითვლება. ახალი საქართველოს წევრებმა პრობლემის მოგვარების გზები წარმოადგინეს. მათ  თბილისის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს. დედაქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრის საკუთარ ხედვებს პლატფორმის წევრები თბილისის მერიასა და საკრებულოს უახლოეს დღეებში წარუდგენენ. 
წაკითხვა
ეკოლოგიურად სუფთა ბენზინგასამართი სადგურების განთავსების საკითხი - შეხვედრა სლოვაკ ბიზნესმენებთან
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 10:54:00
საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა ბენზინგასამართი სადგურების განთავსების საკითხე იმსჯელეს შეხვედრაზე, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილესა და სლოვაკ ბიზნესმენებთან გაიმართა. ბენზინგასამართი სადგურები მწვანე ტექნოლოგიების პრინციპებთან შესაბამისობაში იქნება. სლოვაკურმა კომპანიამ მსგავსი სადგურები სლოვაკეთში თითქმის 50 ლოკაციაზე განათავსა. მხარეებმა საქართვლოში მიკროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხებიც განიხილეს. პროექტი მიზნად მწვანე ეკონომიკის წახალისებას ისახავს. 
წაკითხვა
ოპოზიციას გარემოს დაცვის მინისტრის მიმართ ხეების ჭრასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს
განახლებულია: 2017-04-25 20:57:00
რამდენად ხარისხიანად მოწმდება ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და  რა არის დაბინძურების ძირითადი წყაროები - ამ თემებზე დღეს გარემოს დაცვის მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტის წევრების წინაშე გამოსვლისას ისაუბრა. მინისტრმა დეპუტატებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით არსებული მოთხოვნები გააცნო.ოპოზიციას გიგლა აგულაშვილის მიმართ შეკითხვები ძირითადად ხეების ჭრასთან დაკავშირებით ჰქონდა. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ელენე ხოშტარია დაინტერესდა, რამდენად იყო მინისტრი ინფორმირებული თბილისში ხეების ჭრასთან დაკავშირებით. ხოშტარიამ მინისტრს ასევე ჰკითხა, უნდა ხდებოდეს თუ არა ქალაქში ქვის თლა, რაც ჰაერის დაბინძურებას იწვევს.  პასუხად გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, რომ ხეები მხოლოდ სანიტარიული მიზნებით იჭრება.
წაკითხვა
დედამიწის დღეს საქართველო დასუფთავებისა და გამწვანების აქციებით შეუერთდა
განახლებულია: 2017-04-22 20:38:00
უამინდობის გამო ჩაიშალა რამდენიმე ღონისძიება, რომელიც დედამიწის დღის აღსანიშნად დაიგეგმა. დასუფთავებისა და გამწვანების აქციებით  შეუერთდა საქართველო მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყანას. ღონისძიებები გაიმართა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. სიმბოლურად დღევანდელ დღეს გარემოს დაცვის სამინიტრიმ ახალი, დასუფთავების კამპანია წამოიწო, რომელშიც ქვეყნის ყველა რეგიონია ჩართული. 
წაკითხვა
სასჯელაღსრულების სამინისტრომ დედამიწის დღე გამწვანების აქციით აღნიშნა
განახლებულია: 2017-04-22 16:39:00
გამწვანების აქციით აღნიშნა დედამიწის დღე სასჯელაღსრულების სამინისტრომ. ღონისძიება 16 პენიტენციურ დაწესებულებაში მოაწყო.აქციის ფარგლებში 150-მდე ყვავილი და ბუჩქი დარგეს. ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ და საპატრიარქოსთან არსებული „დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის“ მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრის დასასრულს მსჯავრებულებს სააღდგომო ეპისტოლეები გადასცეს.
წაკითხვა
თემქას კიდევ 15 დასასვენებელი ზონა შეემატება
გამოქვეყნებულია: 2017-04-21 16:46:00
თემქას კიდევ 15 დასასვენებელი ზონა შეემატება. გამგებელმა და დეპუტატმა დღეს ის ადგილები დაათვალიერეს, სადაც სამომავლოდ რამდენიმე სკვერის მოწყობა იგეგმება. აღნიშნული ზონების სტატუსის შეცვლის მოთხოვნით, ჯაბა სამუშია და ირაკლი ხელაძე  დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უახლოეს მომავალში მიმართავენ.  
წაკითხვა
გამწვანების აქცია დიდ დიღომში
განახლებულია: 2017-04-21 16:43:00
გამწვანების აქცია დიდ დიღომში. მშენებარე ავტობაზის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 000  ძირი ალვის ხე დაირგო. მცენარეები დედაქალაქის მერიას სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ „ჯიღაურას“ სადემონსტრაციო ბაზიდან გადაეცა. გამწვანების ღონისძიებაში  თბილისის მერი დავით ნარმანია, სოფლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძესთან, მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.
წაკითხვა
„სუფთად ევროპისკენ“ - გარემოს დაცვის სამინისტრო დასუფთავების კვირეულს იწყებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-21 16:36:00
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დასუფთავების კვირეულს  იწყებს. „სუფთად ევროპისკენ“ ყველა რეგიონს მოიცავს.  კამპანიაში მონაწილეობას სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობები, მუნიციპალიტეტები, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ.  დასუფთავების მასშტაბური აქცია დღეს  იმერეთის რეგიონის  12 -ვე მუნიციპალიტეტში გაიმართა.
წაკითხვა
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
გამოქვეყნებულია: 2017-04-21 10:58:00
საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით სამინისტრომ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, შეიმუშავა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 20 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო. ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. კოდექსის პროექტი სრულიად ახლებურად არეგულირებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებს. კერძოდ: • მოხდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების გაზრდა და განხორცილდა მათი რანჟირება მაშტაბებისა და ზემოქმედების ხარისხის მიხედვით. • დაინერგა სკრინინგის პროცედურა რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქმიანობის განმახორციელებელს დაზოგოს ფინანსური რესურსი და დრო, იმისათვის, რომ წინასწარ არ მოამზადოს გზშ-ს სრული ანგარიში ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ დაექვემდებაროს გზშ-ს. სკოპინგის პროცედურით კი საქმიანობის განმახორციელებელს მიეცემა შესაძლებლობა დაგეგმოს ბიუჯეტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მოსამზადებლად და არ გაიღოს ზედმეტი ხარჯები ისეთი კვლევების ჩასატარებლად, რომელიც არ არის აუცილებელი გზშ-ს მოსამზადებლად. • გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რომელმაც ჩაანაცვლა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, გამოეყო მშენებლობის ნებართვას, თუმცა ამავდროეულად საქმიანობის განმახორციელებელს მიენიჭა უფლება პარალელურ რეჟიმში გაიაროს მშენებლობის ნებართვის პროეცედურები. • კოდექსს შემოაქვს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სიტემა, იმისათვის, რომ სხვადასხვა სექტორების დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობდეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ასპექტების გათვალისწინებით. • კოდექსი ითვალისწინებს, სრულიად ახალი, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შემოღებას რომლის შესაბამისად, საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით უცხო ქვეყნის გარემოზე ზემოქმედების დროს, უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნული სახელმწიფოს ჩართულობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. •
წაკითხვა
მონადირე, რომელიც ეგზოტიკურ გარეულ ცხოველებს ხოცავდა, ზიმბაბვეში ნიანგებმა შეჭამეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-20 19:29:00
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ აფრიკელი მონადირე ნიანგებმა შეჭამეს. ამის ვარაუდის საფუძველს ორ ნიანგში აღმოჩენილი ადამიანის გვამის ნარჩენები იძლევა. სკოტ ვან ზილი გასულ კვირას, ზიმბაბვეში საფარიზე სანადიროდ წასვლის შემდეგ გაუჩინარდა.  პროფესიონალ მონადირეს თან ახლდა ძაღლების ჯგუფი და რამდენიმე ზიმბაბველი მონადირე. იგი უცხოელი კლიენტებისთვის სპეციალურ ტურებს აწყობდა. როგორც ვარაუდობენ, მონადირე მდინარე ლიმპოპოს ნაპირებზე ნიანგებმა შეჭამეს. დადგინდა, რომ ზილმა და თანმხლებმა მონადირეებმა სატვირთო მანქანა დატოვეს და სხვადასხვა მიმართულებებით გაემართნენ. მოგვიანებით, ძაღლები ბანაკში ზილის გარეშე დაბრუნდნენ; მისი ნივთები მანქანაში აღმოაჩინეს. მონადირის ძებნა ვერტმფრენით დაიწყო სამაშველო ჯგუფმა, სამძებრო საქმიანობაში მთელი რეგიონის მასშტაბით ჩაერთვნენ სხვა მონადირეებიც. მოგვიანებით, ზილის კვალი მდინარე ლიმპოპოს ნაპირებთან იპოვეს, იქვე ეგდო მისი ზურგჩანთაც. სამძებრო ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის, საკი ლოურენსის განცხადებით, პოლიცია ვარაუდებს, რომ მონადირე ორმა ნილოსის ნიანგმა შეჭამა.  „მივაგენით ადამიანის სხეულის ნარჩენებს“, — უთხრა მან The Telegraph-ს. სასამართლო ექსპერტები ამჟამად მუშაობენ დაადგინონ, ეკუთვნის თუ არა ეს ნარჩენები ზილს. როგორც დაკარგული მონადირის კუთვნილი ორგანიზაცია SS Pro Safaris-ის საიტი წერს, სამხრეთ აფრიკის მასშტაბით, „კომპანია ახორციელებდა მრავალ საფარის“. სანადირო ცხოველთა შორის არის „სპილოები ბოტსვანაში და პატარა ლურჯი ანტილოპები კვაზულუ-ნატალის პროვინციაში“. სანადირო სიაში ასევე შედის ბუფალო, მარტორქა, ლომი, ლეოპარდი, ანტილოპა.  ცოტა ხნის წინ, ნიანგებმა სამხრეთ ზიმბაბვეში კიდევ რამდენიმე ადამიანი შეჭამეს. გასულ წელს, ნიანგებმა ასევე შეჭამეს 13 წლის ბიჭი, რომელიც სწავლის საფასურის გადახდის მიზნით თევზაობდა. 
წაკითხვა