საზოგადოებრივი
104.5 FM
გლდანის რაიონში ხე-მცენარეების მოვლის საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2016-04-07 18:09:00
გლდანის რაიონში ხე-მცენარეების მოვლის საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. გამგეობების თანამშრომლებმა, რომლებიც ნარგავებს უვლიან და ზედამხედველობენ, სპეციალური ტრენინგი გაიარეს. ამ ეტაპზე, გლდანის რაიონში 180 ზეხმელი და ავარიული ხე მოიჭრა, ხოლო სხვლა-ფორმირება 250 ხეს  ჩაუტარდა. მოჭრილი და დამუშავებული ხეები დაურიგდა რაიონის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
წაკითხვა
წყალმომარაგების კომპანიის ოფისის ასაშენებლად, შესაძლოა, 7634 კვ.მ. ფართობზე წიწვოვანი ხეების მოჭრა გახდეს საჭირო
გამოქვეყნებულია: 2016-04-04 19:18:00
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ოფისი
წაკითხვა
“არა მორატორიუმს და რეკრეაციული სტატუსის შეცვლას” - საპროტესტო აქცია საკრებულოსთან
განახლებულია: 2016-04-02 16:22:00
“არა მორატორიუმს და რეკრეაციული სტატუსის შეცვლას” - ამ ლოზუნგით დღეს თბილისის სხვადასხვა უბნის წარმომადგენლებმა, დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით, საკრებულოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ დაიწყოს გამოძიება თბილისის საკრებულოს მიერ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათ მოთხოვნებს მთავრობა არ გაითვალისწინებს, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.  
წაკითხვა
მახათას მთაზე სხვადასხვა სახეობის 2600 ძირი ნერგი დაირგო
გამოქვეყნებულია: 2016-03-31 17:58:00
მახათას მთაზე სხვადასხვა სახეობის 2600 ძირი ნერგი დარგეს. გამწვანების აქციაში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი
წაკითხვა
ასწლოვანი ხე ხმელეთზე დაბრუნდა
განახლებულია: 2016-03-28 20:38:00
ციხისძირიდან ბარჟით წაღებული ტიტას ხე შეკვეთილის სანაპიროზეა. ზღვიდან ნაპირზე გადატანის სამუშაოები გვიან ღამით დასრულდა. ხე დენდროლოგიურ პარკში უნდა გადაიტანონ. ამ დროისთვის სანაპიროზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. მიმდინარეობს გზის მოპირკეთებითი სამუშაოები, რომლითაც ხეტიტას ტრანსპორტირება მოხდება. კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, ხის ახალ ტერიტორიაზე გადატანა დღეისთვის იგეგმება.
წაკითხვა
მოხერხდება თუ არა ასწლოვანი ხის ხმელეთზე დაბრუნება
განახლებულია: 2016-03-27 16:09:00
შეკვეთილში ასწლოვანი ხის ნაპირზე გადასატანად სამუშაოები განახლდა. ჯერ ისევ უცნობია, მოხერხდება თუ არა ტიტას ხის ზღვიდან ხმელეთზე დაბრუნება. შეკვეთილის სანაპიროზე სამუშაოები უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს, თუმცა ასწლოვანი ხე ამ დრომდე ზღვაში დაცურავს. ხის გადმოსატანად ხელოვნური გზაც დაიგო, რომელიც უამინდობის შედეგად წყალმა წაიღო. ადგილზე აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სპეციალური ფილებია მიმაგრებული. სპეციალისტები სწორედ მისი გამოყენებით გეგმავენ გზის გამაგრებას და ასწლოვანი ხის ნაპირზე გადმოტანას. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც. 
წაკითხვა
ინფრასტრუქტურა შშმ პირებისთვის რეგიონებში ისევ მოუწესრიგებელია
გამოქვეყნებულია: 2016-03-24 19:32:00
ინფრასტრუქტურა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის რეგიონებში ისევ პრობლემაა. ხშირ შემთხვევაში, შშმ პირებს დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის არანაირი პირობები არ აქვთ, მათ შორის არც პანდუსები. რუსუდან ლოლაძის სიუჟეტი დმანისიდან. 
წაკითხვა
თურქეთის დროშით მცურავმა გემმა შავი ზღვა ნავთობით დააბინძურა
გამოქვეყნებულია: 2016-03-24 18:22:00
გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების მორიგი ფაქტი. თურქეთის დროშით მცურავმა გემმა ყულევის ნავსადგურში ნავთობშემცველი წყლები ჩაღვარა. სამართალდამრღვევი გემის კაპიტანს 65 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მასვე მოუწევს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თურქეთის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული ჯარიმისა და ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
წაკითხვა
„ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ვაკის რაიონში სამუშაოები 130 მისამართზე მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2016-03-24 17:51:00
„ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ვაკის რაიონში სამუშაოები 130 მისამართზე მიმდინარეობს. დღეს ვაკის გამგებელი ბაგების I კორპუსთან იმყოფებოდა. გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში ცხრასართულიან კორპუსს რამდენიმე ტიპის სამუშაო ჩაუტარდა. გამოიცვალა და შეკეთდა დაზიანებული სახურავი. ამჟამად კორპუსის სამივე სადარბაზოში ლიფტების  სარემონტო სამუშაოები იწყება. 
წაკითხვა
დედამიწის საათი აღინიშნა
განახლებულია: 2016-03-20 16:49:00
უკვე მერვედ, საქართველო მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდა. ერთი საათი გარე განათების გარეშე: ჩამქრალი ქუჩები, ისტორიული ნაგებობები და სამთავრობო შენობების ფასადები, - ქვეყანაში დედამიწის საათი აღინიშნა. ამ დღეს, ტრადიციულად, მილიონობით ადამიანი ზუსტად ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამ ფორმით, პლანეტის მიმართ თანადგომას გამოხატავს. თბილისში, სიმბოლურად, ჩაქრა ნარიყალა, მშვიდობის ხიდი, სატელევიზიო ანძა, პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია, მერია, გაერო-ს სახლი, ახალგაზრდობის სასახლე, სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებების შენობები. მრგვალ ბაღში კი, ტრადიციულად, დედამიწის საათის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
წაკითხვა
ხეების გადარგვის პროცესი ციხისძირში - კომპანია მომიტინგეებს ულტიმატუმს უყენებს
გამოქვეყნებულია: 2016-02-24 18:48:00
ციხისძირში ხეების გადარგვის პროცესი გრძელდება. დღეს ახალი ულტიმატუმი დააყენა სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ 24-საათიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია პოლიციას მიმართავს. აქციის მონაწილეები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. 
წაკითხვა
კომპანია „ზიმო“ ციხისძირში ტერიტორიის კარვებისგან გათავისუფლებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2016-02-24 16:33:00
კომპანია „ზიმო“ ციხისძირში ტერიტორიის კარვებისგან გათავისუფლებას ითხოვს. საპროტესტო აქციის მონაწილეებს მათ სიტყვიერი გაფრთხილება უკვე მისცეს. კომპანია მიწის იმ ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე დაბრუნდა, ხვალ მძიმე ტექნიკის გადაადგილებას გეგმავს. ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ისინი აცხადებენ, რომ კომპანიამ სამუშაოების გასაგრძელებლად ნებართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, ქობულეთის გამგებლისგან უნდა მიიღოს. გამგეობის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იქნება მიღებული.
წაკითხვა
ბუკნარში ხეების გადარგვის სამუშაოები განახლდა
გამოქვეყნებულია: 2016-02-17 12:30:00
ბუკნარში ხეების გადარგვის სამუშაოები განახლდა.   კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სამუშაოებისთვის ყველა ნებართვა  და დოკუმენტაცია უკვე წესრიგშია და კანონის ფარგლებში გადარგვის სრული უფლება აქვთ. მათი თქმით, ერთადერთი რაც ვერ მოიპოვეს, ეს არის ხეებთან მისასვლელი ტერიტორიის მეპატრონის ნებართვა, რადგან ის ოფშორულ ზონაშია დარეგისტრიებული და მოძებნა ვერ მოხერხდა.  პარალელურად კი, ციხისძირში საპროტესტო აქციას განაგრძობს "ნაციონალური მოძრაობა". ისინი   კარვებში რჩებიან და აპირებენ, რომ კომპანიას სამუშაოების გაგრძელების საშუალება არ მისცენ. 
წაკითხვა
ციხისძირში დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს, ხეების გადარგვის თემაზე დაპირისპირებამ კი პარლამენტში გადაინაცვლა
გამოქვეყნებულია: 2016-02-11 20:38:00
ციხისძირში საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები სასამართლომ ხელწერილით გაათავისუფლა. თუმცა, ასწლოვანი ხეების გადატანის გარშემო უთანხმოება გრძელდება. თემა დღეს პარლამენტში მწვავე პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა. ოპოზიცია მცენარეების გადატანას ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს. თუმცა, ხეების ადგილმდებარეობის შეცვლაში პრობლემას ვერ ხედავს მმართველი გუნდი. ოპონენტთა ბრალდებები და ხელისუფლების არგუმენტები ნიკა მოლოდინაშვილის რეპორტაჟში.
წაკითხვა
ხეების გადარგვის პროცესი ციხისძირში - ხმაურიანი განხილვა პარლამენტში
გამოქვეყნებულია: 2016-02-11 16:42:00
ხმაური იყო პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. თითქმის 3 საათის განმავლობაში განიხილავდნენ, უნდა გადაირგოს თუ არა ციხისძირიდან იშვიათი ჯიშის 3 ტიტას ხე სხვა ადგილას. სხდომის ჩატარების ინიციატივით კომიტეტს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ მიმართა. სხდომას ესწრებოდა როგორც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე დარგის სპეციალისტები. ნიკა მოლოდინაშვილი ადევნებდა თვალს განხილვას.
წაკითხვა
ციხისძირში დაკავებულთა პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2016-02-11 11:11:00
ციხისძირში დაკავებული „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პარტიზანული მებაღეობის“   წევრები ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. საკრებულოს ორი წევრისა და „პარტიზანული მებაღეობის“ სამი წარმომადგენელის დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით იმ დროს მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენლებს ასწლოვანი ხის გადარგვის სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ. მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი იმ დოკუმენტების გასაჯაროებასაც მოითხოვენ, რომელთა საფუძველზეც ციხისძირის სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხეების გადარგვა ხდება.
წაკითხვა
ციხისძირში აქცია ხმაურითა და დაკავებებით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2016-02-10 19:38:00
ხმაურითა და დაკავებებით დასრულდა ციხისძირში მიმდინარე აქცია, რომელზეც „პარტიზანი მებაღეები“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ასწლოვანი ხეების გადარგვას აპროტესტებდნენ. „პარტიზანი მებაღეები“ პოლიციამ იმ დროს აიყვანა, როდესაც ისინი ტრაქტორში თავად ჩასხდნენ და კომპანიის თანამშრომლებს სამუშაოების წარმოების საშულება არ მისცეს. მერაბ წულუკიძე დეტალებით.
წაკითხვა
აქცია ციხისძირში - ხეების გადატანის სამუშაოები შეჩერებულია
გამოქვეყნებულია: 2016-02-10 16:58:00
ციხისძირში ხეების გადატანის სამუშაოები შეჩერებულია. ტექნიკას გადაადგილებისა და მუშაობის საშუალებას „პარტიზანი მებაღეები“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ აძლევენ. ისინი აცხადებენ, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსა და ხეებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ ერთად დაიცავენ. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს კი რეაგირებისკენ მოუწოდებენ. პარალელურად, ხეების გადატანის წინააღმდეგ მესამე დღეა მჯდომარე აქციას მართავენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც. მათ სადღეღამისო მორიგეობა აქვთ დაწესებული და კარვები ისე აქვთ გაშლილი, რომ ტექნიკა ვერ გადაადგილდეს. კომპანია „ზიმოში“ ირწმუნებიან, რომ გადატანისას ხე არ დაზიანდება და ის იცოცხლებს, სამუშაოებს კი მსოფლიო გამოცდილების მიხედვით აწარმოებენ.
წაკითხვა
"არ გადამრგო" - აქცია აჭარის მთავრობის სახლთან
განახლებულია: 2016-02-09 17:02:00
"არ გადამრგო" - ამ სახელწოდების აქცია აჭარის მთავრობის სახლთან "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამართა. პარტიის წევრებმა ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხეების გადარგვა გააპროტესტეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ციხისძირში კარვებიც გაშალეს და მორიგეობაც დააწესეს. მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ხეების გადატანის უფლებას არ მისცემენ. კომპანია "ზიმოს" ერთი ასწლოვანი ტიტა და ჭაობის 2 კვიპაროსი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გადააქვს. ოფიციალური ინფორმაციით, შეკვეთილში ეროვნული პარკი მოეწყობა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩატანილი ეგზოტიკური მცენარეები განთავსდება.
წაკითხვა
გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა - რა საკითხის დაყენებას აპირებს "ნაცმოძრაობა"
გამოქვეყნებულია: 2016-02-09 16:58:00
პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა იწყება. "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს დააყენოს ციხისძირში  100-წლოვანი ხეების გადარგვის  საკითხი.ნათია ქენქაძე დეტალებით.
წაკითხვა