საზოგადოებრივი
104.5 FM
000
გამოქვეყნებულია: 2018-12-14 04:12:00
000
წაკითხვა
„ხანი2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით, ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
გამოქვეყნებულია: 2017-11-05 23:39:00
ენერგეტიკის სამინისტრომ იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლაიშურაზე ასაშენებელი „ხანი2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია BESTRENT-ისა და კომპანია CREDINVEST-ის განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა. „ხანი2 ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 4.0 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 18.1 მილიონ კილოვატ-საათს შეადგენს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 10,107,460 აშშ დოლარია. დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი, ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად, ენერგეტიკის სამინისტროში 2017 წლის 30 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.
წაკითხვა
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:04:00
2018 წლის ბიუჯეტის მისაღებად საკანონმდებლო ორგანოს დრო წლის ბოლომდე აქვს. მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა პარლამენტში გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპოზიციის ძირითადი პრეტენზიები პენსიის საკითხსა და ეროვნული ვალუტის კურსს უკავშირდებოდა. მმართველი გუნდი ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების მიზნობრიობაზე საუბრობს. ოპოზიციაში კი თვლიან, რომ წარმოდგენელი დოკუმენტი ეკონომიკის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს და, სავარაუდოდ, მომავალი წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. ახლა პროექტი ცვლილებებისთვის მთავრობას დაუბრუნდება. პარლამენტი კი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღებაზე უკვე დეკემბერში იმსჯელებს.
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 12:10:00
საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე  ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობის სფერო, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ფარგლებში თანამშრომლობა’’. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს, ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესს. რუმინეთის მხარემ აღნიშნულ პროცესში საქართველოს მხარდაჭერის სრული მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომის ოქმს.
წაკითხვა
ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში - ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 12:05:00
ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში თითქმის 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დიმიტრი ქუმსიშვილმა დეპუტატებს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინა. ოპოზიციის პრეტენზიები პენსიის საკითხსა და ეროვნული ვალუტის კურსს უკავშირდებოდა. ფინანსთა მინისტრმა ლარის ვარდნა მაღალი დოლარიზაციით ახსნა. რაც შეეხება პენსიას, ის მომდევნო 2 წლის განმავლობაში 20-20 ლარით გაიზრდება. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობას ცვლილებებისთვის დაუბრუნდება. საკანონდებლო ორგანო მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღებაზე კი უკვე მომავალ თვეში იმსჯელებს.
წაკითხვა
რატომ იზრდება საქართველოში სამომხმარებლო ფასები
განახლებულია: 2017-11-03 20:12:00
რატომ იზრდება სამომხმარებლო ფასები. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში მიზნობრივი ინფლაციის დონე 3.5 %-ით არის განსაზღვრული. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ის 4 % იყო თუმცა საქ-სტატის მონაცემებით, ოქტომბრის თვეში წლიურმა ინფლაციამ უკვე 6.4 % შეადგინა. ბიუჯეტისთვის ეს პოზიტიური დინამიკაა, თუმცა უარყოფითად აისახება მოქალაქეების მატერიალურ მდგომარეობაზე. ქვეყანაში გარკვეულ პროდუქტებზე ფასები იზრდება. საქ-სტატის ოფიციალური მონაცემებით, ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტების და ტანსაცმლის ნაწილზე, ასევე მედიკამენტებზე და სატრანსპორტო ჯგუფზე. 
წაკითხვა
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 20:00:00
როგორ გეგმავს მთავრობა საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტის განკარგვას. ფინანსთა მინისტრს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტებზე სასაუბროდ საათი და ათი წუთი დასჭირდა. პარლამენტში გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. უმრავლესობის დეპუტატები პროექტს დაბალანსებულს უწოდებენ რაშიც მათ კოლეგა ოპოზიციონერი დეპუტატები არ ეთანხმებიან. უმცირესობის წევრები ხელისუფლებას ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო აკრიტიკებენ, გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯზე საუბრობენ და სვამენ კითხვას, თუ რატომ არ იზრდება 2018 წელს პენსია და სხვადასხვა სოციალური ფენისთვის გათვალისწინებული შემწეობა. როგორც დღეს გაირკვა, პენსია 20 ლარით შეიძლება 2019 და 2020 წელს გაიზარდოს. პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვას შორენა ხვიჩია ესწრებოდა. ამავე თემაზე, იხილეთ ჩართვა „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:18:00
პარლამენტში გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოების დაფინანსებაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2017 წელს 16 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა ბიუჯეტიდან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. „მომავალ წელს ბიუჯეტში ჩადებულია 14 მლნ ლარი, თუმცა ვმუშაობთ როგორც შესაბამის კომიტეტთან, ისე სამინისტრისთან, რათა დამატებით მოვიძიოთ თანხები“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2017 წელს ავიაციის მეშვეობით 110 ათას ჰექტრამდე ფართობი და საკარმიდამო ნაკვეთი დამუშავდა. „მომავალ წელს გაგრძელდება მუშაობა, ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდისთვის. ჩვენ ვმუშაობთ დონორ ორგანიზაციებთან და საგრანტო კომპონენტის მიღების დიდი იმედი გვაქვს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
წაკითხვა
პარლამენტმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:13:00
საქართველოს პარლამენტმა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმების გაფორმებით, ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარს, დამატებითი ბარიერების გარეშე მიაწოდონ. გარდა ამისა, შეთანხმება მხარეებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას ემსახურება.პარლამენტის ცნობით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმების ზრდას. გარდა ამისა, დოკუმენტი მნიშვნელოვნად წაახალისებს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას.საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული.
წაკითხვა
ყვარელსა და სურამში ტურისტებს ახალი სასტუმროები უმასპინძლებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:09:00
უახლოეს მომავალში ყვარელსა და სურამში ტურისტებს ახალი სასტუმროები უმასპინძლებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. "ბოლო დროს საქართველოში დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების საგრძნობმა მატებამ  კიდევ უფრო მოთხოვნადი გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამ მიზნით, პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ინვესტორებს სურამსა და ყვარელში არსებული სახელმწიფო ქონება შესთავაზა",-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. სამინისტროს ცნობით, ელექტრონული აუქციონების მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა   და ვაჭრობის შედეგად გამოვლენილმა გამარჯვებულებმა სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება აიღეს. "პროექტის ფარგლებში მიღებული შემოსავალი სულ უფრო იზრდება. დღეის მდგომარეობით, გაყიდულია 26 927 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 58 200 000 ლარს შეადგენს",-ახცადებენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში.
წაკითხვა
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:09:00
ოპოზიციის კრიტიკა ბიუჯეტის პროექტს. ფინანსთა მინისტრი ოპონენტების მწვავე კითხვების პირისპირ. პარლამენტში ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა გრძელდება. ოპოზიციის წარმომადგენლები ბიუჯეტში გაწერილი ხარჯების არამიზნობრიობის გარდა, აქცენტს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზეც აკეთებენ. განხილვის დეტალებს შორენა ხვიჩია პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. 
წაკითხვა
ოქტომბერში წლიური ინფლაცია 6,4%-ამდე გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:08:00
ოქტომბერში წლიური ინფლაცია 6,4 პროცენტამდე გაიზარდა. ფასების საერთო ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სასურსათო პროდუქტის გაძვირებამ მოახდინა. კერძოდ, მოიმატა ბოსტნეულის, რძის პროდუქტებისა და კვერცხის ფასმა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს ინფლაციის ზღვრული მაჩვენებელი 4 პროცენტი უნდა ყოფილიყო.  
წაკითხვა
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 17:33:00
საქართველო-რუმინეთის მთავრობებს შორის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის პირველი სხდომა გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლის კუთხით უკვე გადადგმული ნაბიჯები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროებში. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების მნიშვნელობასაც. არ არის გამორიცხული, ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები დაინიშნოს. სხდომის თავმჯდომარეები ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გენადი არველაძემ და რუმინეთის ბიზნეს გარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრი ჰარი ილან ლაუფერი იყვნენ.
წაკითხვა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0610 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 17:05:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 ნოემბერს ერთი ევროს ღირებულება 3.0610 ლარი იქნება. 3 ნოემბერს ერთი ევროს ფასი ლარი 3.0625  იყო. 
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6284 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 17:03:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6284 იქნება. 3 ნოემბერს ერთი დოლარის ფასი ლარი 2.6297 იყო. 
წაკითხვა
ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით მოძრავი პირველი სატვირთო მატარებელი უკვე თურქეთშია
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 16:53:00
ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით მოძრავი პირველი სატვირთო მატარებელი უკვე თურქეთშია. სატვირთო შემადგენლობამ ქართული მონაკვეთი, მათ შორის ახალქალაქის სადგური გაიარა, საქართველო-თურქეთის საზღვარი გადაკვეთა და ყარსის სადგურში ჩავიდა. ყაზახეთიდან წამოსული ხორბლის დანიშნულება თურქეთის ქალაქ მერსინის პორტია.მატარებლის გადაადგილებაზე ინფორმაციის მიღებას „პირველი არხი“ ეკონომიკის სამინისტროსგან ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ყარსის სადგურში შემადგენლობის ჩასვლის შესახებ ცნობა თურქულმა მედიამ გაავრცელა.ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი ოფიციალურად 30 ოქტომბერს გაიხსნა. თუმცა, სრულყოფილად რკინიგზა მუშაობას 2018 წელს დაიწყებს.
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - 2021 წლამდე პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდა შეზღუდულია
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 16:34:00
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2021 წლამდე პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდა შეზღუდულია.როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ქუმსიშვილმა განაცხადა, თანამდებობის პირების ხელფასი 2021 წლისთვის ის იქნება, რაც წელსაა .„2021 წლიდან იქნება შესაძლებელი ის, რომ მათ კოეფიციენტები აუმოქმედდეთ“, - დასძინა მინისტრმა.
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთოკვისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 16:34:00
ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთოკვისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს და როგორც კი, საშიშროებას დაინახავს, რომ პროცესში უნდა ჩაერიოს, აუცილებლად ჩაერევა.პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ქუმსიშვილმა დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლარის კურსის მოკლევადიან ცვლილებებს სავალუტო ბაზარზე მონაწილეთა ქცევა განსაზღვრავს, რაც ძალიან მარტივი რაღაცაა. "სავალუტო ბაზარზე მყოფი სუბიექტების ქცევა იმ შედეგს განსაზღვრავს, რაც სავალუტო ბაზარზეა. ამ სუბიექტის ქცევებზე ზეგავლენას მოლოდინები ახდენს. ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა, რადგან ეს თავის თავში მრავალ კომპონენტს შეიცავს, მათ შორის დასაქმებას, ხელფასების ზრდას და ა.შ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პოლიტიკა გავაგრძელოთ, რასაც უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით ვატარებთ, ლარიზაციის მიმართულებას ვგულისხმობ. მიკროსაფინანსო სექტორის პორტფელის 70 პროცენტი გალარებულია. ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთოკვისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს და როგორც კი, ინფლაციის საშიშროებას დაინახავს რომ უნდა ჩაიერიოს, აუცილებლად ჩაერევა“, - დასძინა მინისტრმა.
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენ არ მივმართეთ პოპულიზმს და პენსიების მატების გადაწყვეტილების შესახებ არჩევნებამდე არ განვაცხადეთ
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 15:40:00
ჩვენ არ მივმართეთ პოპულიზმს და პენსიების მატების გადაწყვეტილების შესახებ არჩევნებამდე არ განვაცხადეთ, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საქართველოში 2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება."დღეს წარმოგიდგინეთ 2018 წლის ბიუჯეტი და ის ძირითადი მიმართულებები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ის სრულ შესაბამისობაშია იმ დაპირებებთან, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ხალხს მივეცით. რამდენიმე დღის წინ დამთავრდა ადგილობრივი არჩევნები. ჩვენ არ გამოვიყენეთ პოპულისტური ხერხი და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ 2019-2020 წლებში 20-20 ლარით გავზრდიდით პენსიას, არ გავაკეთეთ ეს განცხადება. 2016 წელს ჩვენ მოქალაქეებს დავპირდით, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდებოდა და ოთხ პუნქტიანი გეგმა შესრულდებოდა,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და პარლამენტს რეფორმების განხორციელების სფეროში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ფიზიკური პირების სესხებში ლარიზაცია 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54% შეადგინა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 13:33:00
ლარიზაციის რეფორმამ სხვა არანაკლებ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან ერთად, მინიმუმამდე უნდა შეამციროს თითოეული ჩვენი მოქალაქის დამოკიდებულება საგარეო ეკონომიკურ შოკებზე, უნდა გაზარდოს მათი დანაზოგები და ქვეყნის განვითარებას შეუწყოს ხელი, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.„ბოლო დღეებში, ერთ-ერთი მთავარი თემაა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარებაა. ლარის კურსი უცხოური ვალუტების მიმართ და მისი მსყიდველობითი უნარი მეც მაწუხებს. მაწუხებს, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, მაწუხებს, როგორც საქართველოს მთავრობის წევრს, რადგან ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა, სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა, სწორედ ამიტომ,  ეს პასუხისმგებლობა მავალდებულებს ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ ასეთი მდგომარეობა - სავალუტო ბაზარზე კურსის თუნდაც მოკლევადიანი რყევების გამო, ბევრისთვის განკარგვადი შემოსავლის ხელშესახები შემცირება, გაგრძელდება მანამდე, ვიდრე მაღალია დოლარიზაციის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე. სწორედ ესაა ამ პრობლემის მთავარი საფუძველი,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ლარიზაციის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირებას, რათა მოიხსნას აღნიშნული პრობლემა და შოკის მიმართ გამძლეობა გაიზარდოს.როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველმა ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ლარიზაციის სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელება გაზრდის ლარიზაციის მაჩვენებელს.დიმიტრი ქუმსიშვილმა მოიყვანა 2017 წელს დოლარიზაციის მაჩვენებლებს შემცირების სტატისტიკა, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, დეპოზიტების ლარიზაცია წლის დასაწყისიდან გაიზარდა 6 პროცენტული პუნქტით - 35%-მდე, ხოლო სესხების ლარიზაცია გაიზარდა 8,4 პროცენტული პუნქტით - 35 %-მდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა ფიზიკური პირების შემთხვევაში. სესხების ლარიზაცია ფიზიკურ პირებში 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შეადგინა 54%.
წაკითხვა