საზოგადოებრივი
104.5 FM
დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოში განხორციელებულმა ფისკალურმა რეფორმამ ეკონომიკური ზრდა დააჩქარა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 13:29:00
მთავრობის მიერ განხორციელებულმა ფისკალურმა რეფორმამ ეკონომიკური ზრდა დააჩქარა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისპროექტის წარდგენისას განაცხადა.  მისი თქმით, ეკონომიკური ტენდენციების უფრო ხელსაყრელმა განვითარებამ მთავრობას საშუალება მისცა 2017 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4 პროცენტიდან 4.7 პროცენტამდე გაეზარდა.„2017 წელი საქართველოსა და რეგიონში ეკონომიკის მკვეთრი გამოცოცხლებით დაიწყო. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისათვის 4 პროცენტს შეადგენდა, თუმცა საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელზე უფრო სწრაფიგაჯანსაღების შედეგად 2017 წლის პირველ კვარტალში, წინასწარი შეფასებით ეკონომიკურმა ზრდამ 9 თვეში 4.7 პროცენტი შეადგინა,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გამომწვევი მიზეზებზე საუბრისას, პირველმა ვიცე- პრემიერმა განაცხადა, რომ უცვლელი საგარეო ვითარების პირობებში, ფისკალური რეფორმის განხორციელების გარეშე, სხვადასხვა შეფასებით 3.1 პროცენტი იქნებოდა. „თუმცა ჩვენს მიერ განხორცილებულმა ფისკალურმა რეფორმამ 0.9 პროცენტული პუნქტით დააჩქარა ეკონომიკური ზრდა, ხოლო პოზიტიურმა საგარეო სექტორმა ზრდაში კიდევ დამატებით 0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა. შედეგად მოსალოდნელია 4.7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - 2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 13:28:00
2018  წლის ბიუჯეტი   ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. მისი თქმით, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ორიენტირებულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასა და ქვეყნის მშენებლობაზე. „ჩვენ თანამიმდევრულად განვაგრძობთ იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ 2016 წლის ბოლოს, მიმდინარე - 2017 წლის ბიუჯეტის წარდგენისას. ამ პოლიტიკის მიზანია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
წაკითხვა
მდგრადი სამთო კურორტის განვითარება - გუდაური ტურიზმის თანამშრომლობის ფორუმს მასპინძლობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:48:00
მდგრადი სამთო კურორტის განვითარება - გუდაური ტურიზმის თანამშრომლობის ფორუმს მასპინძლობს, რომლის მიზანია განსაზღვროს პრიორიტეტული ნაბიჯები შემდეგ კონტექსტში: მდგრადი ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარება დაცული ტერიტორიების სიახლოვეს და უნარები მთის კურორტების განვითარებისათვის. ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ფორუმი მეორედ ტარდება. ფორუმი მნიშვნელოვანია, იმ კუთხით, რომ ის დიალოგის, გამოცდილების თუ ინფორმაციის გაზიარების საშუალებას აძლევს ამ სფეროში მოღვაწე როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლებს.
წაკითხვა
სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბათუმში, ადგილობრივ მეწარმეებთან სემინარს მართავს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:46:00
რა უნდა გააკეთონ ქართველმა მეწარმეებმა
წაკითხვა
საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონემ 6,4 პროცენტი შეადგინა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:31:00
2017 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,4 პროცენტი შეადგინა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,6 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზეც: ბოსტნეული და ბაღჩეული (11,5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3,2 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (1,1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-3,0 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6,5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,19 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ფეხსაცმელზე (12,0 პროცენტი) და ტანსაცმელზე (3,6 პროცენტი).მათივე ინფორმაცით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,4 პროცენტით, რაც 2,21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (28,4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13,7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11,7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7,6 პროცენტი); ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 14,7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,83 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (19,4 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (12,7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (5,1 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 17,6 პროცენტით, რაც 1,13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (37,8 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,2 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 5,8 პროცენტით, რაც 0,5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (10,7 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (6,2 პროცენტი).
წაკითხვა
პარლამენტი ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის განხილვას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 12:01:00
პარლამენტი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის  განხილვას იწყებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საფინანო დოკუმენტი 95 მილიონი ლარითაა გაზრდილი. თუმცა ოპოზიცია კვლავ უკმაყოფილებას გამოთქვამს. უმცირესობა პრიორიტეტების არასწორ განსაზღვრაზე საუბრობს.  შორენა ხვიჩია თემის დეტალებით.
წაკითხვა
"ანაკლია სითიმ" კორეულ კომპანია "პანტოს ლოგისტიკთან" თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 11:37:00
"ანაკლია სითიმ" კორეულ კომპანია "პანტოს ლოგისტიკთან" თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიის წარმომადგენლები ანაკლიის პროექტის, საქართველოსა და რეგიონის შესაძლებლობების შესწავლას მემორანდუმის ფარგლებში უახლოეს მომავალში დაიწყებს. მემორანდუმის გაფორმების პარალელურად ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლები სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და პროექტის მნიშვნელობა გააცნეს.
წაკითხვა
საქსტატის ინფორმაციით, ოთხ წელიწადში საქართველოში ეკონომიკურად აქტიური ქალების რიცხოვნობა 3%-ით შემცირდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 11:16:00
2016 წელს 2012 წელთან შედარებით, ეკონომიკურად აქტიურ ქალთა რიცხოვნობა 3%-ით შემცირდა, ხოლო კაცთა რიცხოვნობა თითქმის უცვლელი დარჩა. ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობად მიიჩნევა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც აქვს დასაქმების სურვილი და მზაობა. საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებული ქალების და კაცების რიცხოვნობა, ამავე პერიოდში, თითქმის თანაბრად 2%-ით გაიზარდა. 2016 წელს, დასაქმებულთა 47%-ს ქალები, ხოლო 53%-ს კაცები შეადგენდნენ.საქსტატის ინფორმაციით, ქალებში აქტიურობის ყველაზე მაღალი დონე 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში შეინიშნება (81%). დასაქმების დონე ყველაზე მაღალია (73%) იმავე ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო ყველაზე დაბალი -15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში (18%). რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს 15-24 წლის ასაკის ქალებში (29%).2016 წლის მაჩვენებლებით, კაცების აქტიურობის დონე მაღალია (94%) 25-34 ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო დასაქმების დონე - 35-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში (80%). ისევე როგორც ქალებში, ასევე 15-24 წლის კაცებშიც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია (31%), ამ ასაკში თითქმის ყოველი მესამე კაცი უმუშევარია.დასაქმებული მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი საშუალო ზოგადი განათლების მქონეა. 2016 წელს დასაქმებულ ქალთა 38%-ს, ხოლო კაცთა 44%-ს საშუალო ზოგადი განათლება ჰქონდა. 
წაკითხვა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6,4 მილიონს გადააჭარბა
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 11:06:00
2017 წლის იანვარი - ოქტომბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 6,430,824 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,016,180-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +18.8%)მონაცემები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 10 თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,042,907 შეადგინა, რაც 665,327-ით მეტია 2016 წლის იანვარი - ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +28%).მათივე ინფორმაციით, 2017 წლის 10 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.8%), სომხეთიდან (+15.8%), რუსეთიდან (+33.3%), თურქეთიდან (-4.1%) და ირანიდან (+122.8%) შედგა.როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - ოქტომბერში გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო +40%, ავსტრია +36.8%, ნიდერლანდები +34.6%, საფრანგეთი +30.4% და გერმანია +29.1%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +171.5%, ქუვეითი +150.3%, ირანი +122.8%, კორეის რესპუბლიკა +88.1%, უზბეკეთი +75.4%, ინდოეთი +70% და ჩინეთი +56.9%მათივე ინფორმაციით, 2017 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 607,989 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 80,094-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +15.2%)-ია. ოქტომბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 259,313 შეადგინა, რაც 43,118-ით მეტია 2016 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +19.9%).როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 658.7 მილიონ დოლარს (ზრდა +27.8%), რაც 143 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.  2017 წლის პირველი და მეორე კვარტლების ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.1 მილიარდ (1,093,280,615) დოლარს (ზრდა +26%), რაც 225 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.მათივე ინფორმაციით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +11.1%-ია
წაკითხვა
საპარლამენტო უმრავლესობამ „ეროვნული ბანკის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის კენჭისყრა გადადო, მიზეზი დეპუტატების წინააღმდეგობაა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 19:51:00
პარლამენტში „ეროვნული ბანკის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის კენჭისყრა გადაიდო. პირველი არხის ინფორმაციით, კენჭისყრის გადადების მიზეზი საკანონმდებლო პაკეტის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების კრიტიკული დამოკიდებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ დეპუტატებს ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინდელ პლენარულ სხდომაზე წარუდგინა, ცვლილებებს კენჭი არ უყარეს. პირველ არხთან საუბარში ცვლილებების მიმართ  კრიტიკულ განწყობას არ მალავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე.დეპუტატის თქმით, ეს კანონპროექტი ის არ არის, რომელიც საქართველოში ბანკების არაპროფილურ საქმიანობაში მონაწილეობის აკრძალვას ხელს შეუწყობს, რაც თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ეკონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესი,  კონკურენცია განვითარდეს, ხოლო ბანკები ნებსით თუ უნებლიედ ოლიგოპოლიურ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. „მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მუხლი პოზიტიურია, პირადად მე  კანონპროექტს ნეგატიურად ვაფასებ. ავტორებს ვთავაზობ, ის მუხლები გავიტანოთ, რომელსაც პოზიტიურად ვთვლით. ვეწინააღმდეგები იმას, რომ ეროვნული ბანკის კონტროლის ან სხვა რაიმე რეგულატორის კონტროლის ქვეშიდან საინვესტიციო ფონდები გასული იყოს. ამით რეალურად, დარჩენილი იქნება დიდი ხვრელი, რომ საბანკო სექტორმა იქ თანხების გადაქაჩვა და არაპროფილურ ბიზნესებში შესვლა მოახერხოს. ამ კანონპროექტს არსებული სახით ხმას არ მივცემ“, - განაცხადა კობერიძემ. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა ცვლილებები ჯერ კიდევ საკომიტეტო განხილვის ფორმატში გააკრიტიკეს.  პროექტის მხარდასაჭერად სხდომის შეჩერება და კონსულტაციების გამართვაც გახდა საჭირო, თუმცა მოგვიანებით დეპუტატებმა ინიციატივას შენიშვნების გათვალისწინებით დაუჭირეს მხარი, რომელთაგან ერთ-ერთი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისთვის იმუნიტეტის მინიჭებას და ხელშეუხებლობის გარანტიებს ეხებოდა. დეპუტატების მოთხოვნის შესაბამისად, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ამ უფლებაზე უარი განაცხადეს.  რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, კანონპროექტის შესაბამისად, „საფინანსო სექტორის წარმომადგენლის“ ცნება იცვლება და მასში ისეთი სუბიექტები აღარ მოიაზრება, როგორიცაა - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, სადაზღვევო საბროკერო კომპანია და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი. აღნიშნული განაპირობებს კვალიფიციური სა
წაკითხვა
პარლამენტი საქართველოს 2018 წლის ბიუჯეტზე მუშაობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 18:21:00
პარლამენტი საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გადამუშავებული პროექტი განიხილეს. ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან შედარებით, შემოსულობები 95 მილიონი ლარით, 12 მილიარდ 393 მილიონ ლარამდე იზრდება. ბიუჯეტის დეფიციტი 3,3%-დან 3 პროცენტამდე მცირდება.  განახლებულ ვარიანტში კიდევ უფრო იზრდება ჯანდაცვის, კულტურის, სპორტისა და გარემოს დაცვის სამინისტროების დაფინანსება.  მომავალი წლის ბიუჯეტი 2,5 ნიშნულიან კურსზეა გათვლილი. ლარის კურსი იყო სწორედ ის საკითხი, რამაც კომიტეტის სხდომაზე ყველაზე ხმაურიანი დისკუსია გამოიწვია.  ამასთანავე, ოპოზიცია დაინტერესდა, რატომ არ გაითვალისწინა ფინანსთა სამინისტრომ პენსიებისა და მასწავლებლების ხელფასის მატების საკითხი.
წაკითხვა
გიორგი კაკაურიძე - მოლოდინი ჩამოყალიბდა, რომ მეოთხე კვარტალში ლარი უნდა გაუფასურდეს და როცა მოსახლეობას შემოსავლი უჩნდება, ცდილობს, ვალუტა შეიძინოს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 17:15:00
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ყველანაირი ფაქტორი, რაც ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე მოქმედებს, დადებითია. გიორგი კაკაურიძემ დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურებაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც ოპოზიცია დაინტერესდა, მთავრობამ ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის რა ნაბიჯები გადადგა.კაკაურიძის თქმით, ლარის კურსმა პირველი რყევა 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ საკმაოდ დიდი რყევები იყო, მაგრამ საქართველოს სავაჭრო პარტნიორებ ქვეყნებში - თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურება მოხდება. „მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნების მიერ მილიარდობით რეზერვი იქნა გამოყენებული, რათა ვალუტის ცვალებადობა არ მოეხდინათ, მათ ამან არ უშველა და ვალუტის მყისიერი ცვლილება მოხდა. 90-იანი წლებიდან ნებისმიერი ტრენდი ამოვიღოთ, ნებისმიერი ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსი ვნახოთ და მიხვდებით, რომ თუ გაუფასურება ხდება, შეიძლებელია, ეს გაცვლით კურზე არ აისახოს. თუ დავას დავიწყებთ, რომ ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის ვალუტის ცვლილება ქართულ ლართან არაფერ კავშირშია, ეს სწორი არ იქნება და ძალიან კარგად გესმით, რომ ჩვენი ეკონომიკა მიბმულია და გაცვლითი კურსი მის ეფექტურ, ნომინალურ  კურსს უბრუნდება“, - აღნიშნა კაკაურიძემ. მინისტრის მოადგილის თქმით, მთავრობა ელოდება, რომ ექსპორტის ოქტომბერში მაღალი მაჩვენებელი იქნება და მისი 30 პროცენტიანი ზრდა მოხდება. „ყველანაირი ფაქტორი, რაც გაცვლით კურსზე მოქმედებს, დადებითია. ფუნდამეტური ფაქტორებიდან არ არის გამოწვეული, რაც გაცვლით კურსზე მოქმედებს. დიდწილად ლარის ცვალებადობაში წვლილი შეიტანა შექმნილმა მოლოდინებმა.  ქვეყანაში მოლოდინი ჩამოყალიბდა, რომ ყოველი წლის მეოთხე კვარტალში ლარი უნდა გაუფასურდეს. ბიზნესს, მოსახლეობას მოლოდინი აქვთ, რომ წლის ბოლოს ლარი გაუფასურდება და როცა შემოსავლი უჩნდებათ, ცდილობენ, ვალუტის შეძენა მოახდინონ. სამართავია, რომ მოლოდინები სწორად იყოს ჩამოყალიბებული“, - განაცხადა კაკაურიძემ. კაკაურიძე ე.წ. ლარიზაციის პროგრამის განხორციელებასაც შეეხო. „ქვეყანაში, სადაც დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია, გაცვლითი კურსი პრობლემატურია. იმ ქვეყნებში, სადაც დოლარიზაციის მაჩვენებელი დაბალია, იქ გაცვლითი კურსის მერყეობა მოსახლეობასა და ბიზნესზე გავლენას არ ახდენს. დღეს სიტუაცია გვაქვს, როცა სესხების ლარიზაცია მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას უფრო ნაკლები დამოკიდებულება აქვს დოლართან მიმართებაში, ვიდრე ერთი წლის წინ ჰქონდათ“, - დასძინა კაკაურიძემ.
წაკითხვა
ეროვნული ბანკი - ლარის გაუფასურება დროებითია
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 17:06:00
ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ბოლოდროინდელი მაღალი მერყეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.„როგორც არაერთხელ აღინიშნა, არსებული ინფორმაციის მიხედვით, კურსზე მოქმედი საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორები პოზიტიურია. მიმდინარე წელს სავალუტო შემოსავლები უმჯობესდება და ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. სექტემბრის მონაცემებით საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის განმავლობაში თითქმის 30%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები 20%-ით გაიზარდა. წლის განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯვა დაბალანსებულად მიმდინარეობს. ეროვნულ ბანკს მთავრობასთან აქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და დარჩენილ პერიოდშიც არ არის მოსალოდნელი კურსზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მხრიდან რაიმე უარყოფით გავლენა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ მთავრობის მიმდინარე სახაზინო ოპერაციები ან ეროვნული ბანკის ლიკვიდობის მართვის რეგულარული ოპერაციები არ ახდენს გავლენას კურსის დინამიკაზე.ბოლო პერიოდში ლარის კურსის ცვლილება ძირითადად შემოდგომაზე გაუფასურების მაღალმა მოლოდინმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლოდინს რეალური ფუნდამენტური საფუძვლები არ გააჩნია, მან მცურავი კურსის პირობებში მაინც მოახდინა გავლენა ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე, გაზარდა რა უცხოური ვალუტის მოთხოვნა.ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლარის აღნიშნული გაუფასურება დროებითია. თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებამ მომავალში შეიძლება შექმნას ზეწოლა ინფლაციაზე, თავისი მანდატის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს მაღალი ინფლაციის თავიდან ასაცილებლად. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას.კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც აუცილებელია ეკონომიკის გრძელვადიანი სტაბილური ზრდისა და დასაქმებისთვის. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ბაზრისთვის დამახასიათებელია კურსის მოკლევადიანი ცვალებადობა, მათ შორის მოლოდინებზე რეაგირება, რაც სავალუტო ბაზრის ბუნებრივი ქცევაა. ჩვენი მიზანია მინიმალური ჩარევა საბაზრო პროცესებში, თუმცა ეროვნული ბანკი ფლობს ადეკვატური რაოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვს, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, გონივრულად მიმართავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
წაკითხვა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0625 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 17:04:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 ნოემბერს ერთი ევროს ღირებულება 3.0625 ლარი იქნება. 2 ნოემბერს ერთი ევროს ფასი 3.0380 ლარი იყო.  
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6297 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 17:03:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6297 იქნება. 2 ნოემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6106 ლარი იყო. 
წაკითხვა
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 95 მილიონი ლარით იზრდება
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 16:55:00
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემოსულობების ნაწილი 95 მილიონი ლარით იზრდება და საერთო ჯამში, 12 მილიარდ 393 მილიონი ლარით განისაზღვრება. გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გააცნო. კაკაურიძის განცხადებით, პროექტის პირველად ვარიანტში მოდიფიცირებული დეფიციტი 3,3 პროცენტი იყო, გადამუშავებულ ვერსიაში კი 3 პროცენტია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულია. „შემოსავლების ხარჯზე შემოსულობების ნაწილი - 95 მილიონი ლარით იზრდება, რაც ორი წყაროსგან არის. ესაა გრანტები, რომელიც გაზრდილია 70 მილიონი ლარით, ხოლო სხვა შემოსავლები გაზრდილია - 25 მილიონი ლარით. 2018 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი - 12 მილიარდ 393 მილიონი ლარით განისაზღვრება. წინა ვერსიასთან შედარებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 38,8 მილიონი ლარით გაზრდილია და წარმოდგენილი ვერსიით, 12 მილიარდ 403,3 მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა კაკაურიძემ. კაკაურიძის ცნობით, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიით, რამდენიმე უწყებას დაფინანსება ეზრდება. „წინა ვარიანტთან შედარებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება ერთი მილიონი ლარით გაიზარდა, თანხები თამბაქოსა და შრომის ინსპექტირების კუთხით დამატებითი რესურსის გამოყოფას დაემატა და საერთო ჯამში, სამი მილიარდ 528 მილიონ ლარს შეადგენს. განათლების სამინისტროს სამი მილიონი ლარი დაემატა, რომელიც პროფესიულ განათლებაზე მიემართა და საერთო ჯამში, მილიარდ 181,8 მილიონ ლარს შეადგენს. ასევე, 10 მილიონი ლარით გაიზარდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებაც და ეს თანხა მთლიანად გათვალისწინებულია აზიური
წაკითხვა
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ინიციატივით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 14:28:00
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ინიციატივით, სამუშაო შეხვედრა იმართება. ღონისძიებას ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. ორგანიზატორთა განცხადებით, შეხვედრაზე განიხილება სამშენებლო სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები. დღესვე გაიმართება ღონისძიება - „მშენებლობა საქართველოში - ხარისხი, როგორც გამოწვევა“. „ჩვენს უმთავრეს ამოცანას მშენებლობის ხარისხის ზრდა წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას. პროექტების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვნად ვეხმარებით ადგილობრივი სამშენებლო ბიზნესის განვითარებას, ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და წარმოების წახალისებას, რადგან მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ ადგილობრივი წარმოების პროდუქტი და სამშენებლო ბიზნესის რესურსები“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაგი ბუაძემ.
წაკითხვა
ოთხ თვეში ავტომობილების იმპორტში 2008 წლის შემდეგ გამოშვებული მანქანების წილი 76%-მდე გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 13:58:00
საგადასახადო პოლიტიკის ცვლილების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება იმპორტირებული ავტომობილების ასაკი, - აღნიშნულია ბიუჯეტის 2018 წლის პროექტში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ავტომობილების იმპორტში 9 წლამდე ავტომობილების წილი, ივნის-სექტემბერში, 29%-იდან 76%-მდე გაიზარდა. ეს აისახა საბიუჯეტო შემოსავლის ნაწილზეც, ვინაიდან შედარებით ახალი ავტომობილები იბეგრებიან უფრო დაბალი აქციზის განაკვეთით.დოკუმენტის მიხედვით, მნიშვნელოვნად გაზრდილია ჰიბრიდულ და ელექტრო ძრავიანი ავტომობილების იმპორტი, რაც ასევე შემცირებული განაკვეთით იბეგრება: ჰიბრიდი - სტანდარტულ განაკვეთზე 60%-ით დაბალი განაკვეთით იბეგრება, ხოლო ელექტრო - სრულად გათავისუფლებულია გადასახადებისაგან. ჰიბრიდულ და ელექტრო ძრავიანი ავტომობილების წილი მთლიან იმპორტში, ივნის-სექტემბერის განმავლობაში, 7%-იდან 42%-მდე გაიზარდა.
წაკითხვა
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 13:57:00
ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პირველი ფაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ საზღვაო და სახმელეთო სამშენებლო სამუშაოების ნებართვა გასცა. ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების პორტი“ იუწყება.ამასთან, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საფუძველზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გამოსცა. "აღნიშნული სამინისტროებისგან ნებართვების დროული მიღება საშუალებას გვაძლევს ასევე დროულად და ოპერატიულად დავიწყოთ პორტის სამშენებლო სამუშაოები. ამ ყველაფერს წინ ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა. ჩვენ უამრავი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მოვამზადეთ და თითოეული მათგანი მოცემულ ვადაში ჩავაბარეთ მთავრობას. ამჯერად ყველა საჭირო დოკუმენტი და ნებართვა არსებობს იმისთვის, რომ დავიწყოთ მშენებლობა და სამ წელიწადში ანაკლიის პორტში პირველი გემი მივიღოთ, “ - განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება.
წაკითხვა
სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის უფრო მეტად გაზრდას შესაძლოა, ჩინეთთან სავაჭრო კავშირებმა შეუწყოს ხელი
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 13:37:00
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ ანგარიშში, რომელშიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეკონომიკური ვითრებააა მიმოხილული, საუბარია საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზეც. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა საქართველოში 4 პროცენტი იქნება, 2018 წელს კი 4,2 პროცენტი. ეს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კერძოდ, აზერბაიჯანში სავალუტო ფონდი წელს ეკონომიკურ ვარდნას ვარაუდობს (-1%), მომავალ წელს კი 1.3-პროცენტიან ზრდას. სომხეთში ეკონომიკა წელს, სავარაუდოდ, 3.5 პროცენტით გაიზრდება, მომავალ წელს კი 2.9 პროცენტით.ამასთან, უფრო მაღალია ეკონომიკური ზრდა ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ლიდერი მათ შორის თურქმენეთია, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წელს, სავარაუდოდ, 6,5 პროცენტს შეადგენს, 2018 წელს კი 6,3 პროცენტს.ანგარიშში საუბარია საქართველოს ეკონომიკაზე მოქმედ ფაქტორებზეც. სავალუტო ფონდში ვარაუდობენ, რომ სავაჭრო კავშირების გაღრმავებამ, მათ შორის ჩინეთთან, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკაზე დადებითი გავლენა მოახდინოს. ამასთან, მიმდინარე წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. ანგარიშის პრეზენტაციას თბილისში სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი 7 ნოემბერს გამართავს.
წაკითხვა