საზოგადოებრივი
104.5 FM
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება შემცირდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 13:19:00
2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში ფინანსთა სამინისტრო 2017 წელს სიგარეტის აქციზიდან საპროგნოზო შემოსავლების მიზეზებს განმარტავს. პროექტში აღნიშნულია, რომ აქციზის განაკვეთების ცვლილების შედეგად, მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად შემცირდა თამბაქოს მოხმარება საქართველოში. კერძოდ, 2016 წლის იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებული იყო 5,8 მილიარდი ღერი სიგარეტი, ხოლო 2017 წლის იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებულია 4,9 მილიარდი ღერი სიგარეტი. თამბაქოს მოხმარება მიმდინარე წელს (8 თვის მონაცემებით) შემცირებულია 900 მილიონი ღერით, ანუ მოხმარება 15.5%-ით შემცირდა. ,,იმის გამო, რომ თამბაქოს მოხმარება 2017 წელს საპროგნოზო მაჩვენებლზე 8%-ით შემცირდება, ბიუჯეტში აქციზის გადასახადის სახით მობილიზებული თანხები ჩამორჩება 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს’’, - აღნიშნულია პროექტში.ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშის მიხედვით, აქციზის გადასახადიდან შემოსავლების გეგმა 87,3%-ით შესრულდა და დაგეგმილ მაჩვენებელს (1,199 მლრდ ლარი) 152 მილიონი ლარი დააკლდა.
წაკითხვა
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს 910 000 ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 11:41:00
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა ხელი მოაწერეს საფინანსო ხელშეკრულებას 910 000 ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფასთან დაკავშირებით, რომელიც გერმანიის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის ფარგლებში დაამტკიცა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გრანტი მოხმარდება 100 მლნ. ევროს ოდენობის ახალი სესხის მოსამზადებელ სამუშაოებს, კერძოდ: ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადებას, განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობების შესწავლას და ტექნიკურ დახმარებას დამატებითი ღონისძიებების განსახორციელებლად, ხოლო სესხით დაფინანსდება ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში. პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში 2019 წელს შევა, ხოლო ძირითადი სამუშაოების დასრულება 2020 წლის ბოლოს იგეგმება.
წაკითხვა
Doing Business-ის პოზიტიური ანგარიში - რა რეფორმები განახორციელა საქართველომ ბიზნესის მიმართულებით
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 20:18:00
შეფასების რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მსოფლიო ბანკმა და რა რეფორმები განახორციელა ქვეყანამ ბიზნესის მიმართულებით. დუინგ ბიზნესის ანგარიშში, ერთ წელიწადში საქართველოს პოზიცია რამდენიმე კრიტერიუმშია გაუმჯობესებული. რომელია ეს ინდიკატორები და რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. მარიამ ბერძენიშვილის სიუჟეტი.
წაკითხვა
საქართველომ ბიზნესწარმოების რეიტინგში მე-16-დან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 20:16:00
საქართველო ბიზნესწარმოების რეიტინგში მოწინავე პოზიციას იკავებს. ჩვენმა ქვეყანამ მე-16-დან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. ყოველწლიურ ანგარიშს მსოფლიო ბანკის ჯგუფი აქვეყნებს და ბიზნესმენებისთვის ხელსაყრელი გარემოს მიხედვით, ქვეყნებს ნუმერაციით აჯგუფებს. ანგარიში, მსოფლიო ბიზნესისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოდ მოიაზრება. მთავრობა რეფორმების გაგრძელებას და წლევანდელი მაჩვენებლიდან გამომდინარე ინვესტორების მოსალოდნელ მატებაზე საუბრობს. სანდრო ჯუფალაკიანის რეპორტაჟი. 
წაკითხვა
ქართლის ქარის სადგურმა 85 000 000 კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 18:48:00
ენერგეტიკის განვთარების ფონდის ცნობით, ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტროენერგიის გენერაციამ 6 893 600 კილოვატ საათი შეადგინა, ხოლო რესურსის ათვისების პროცენტული მაჩვენებელი 46.71% შეადგენს.სადგურის მიერ ჩართვის დღიდან გამომუშავებული და მიწოდებული ელექტროენერგია კი 85 000 000 კილოვატ საათს შეადგენს.სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ კი 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა.
წაკითხვა
ბიზნესის წარმოების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა
განახლებულია: 2017-11-01 18:03:00
ბიზნესის წარმოების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა. ათეულში ქვეყანა სამწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. დუინგ ბიზნესის ანგარიშის მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს პოზიცია რამდენიმე კრიტერიუმით გაუმჯობესდა. მათ შორისაა ბიზნესის დაწყება, ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება, მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა, კონტრაქტების აღსრულება და გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა. ამასთან, ოთხ კრიტერიუმში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს სხვა ქვეყნებმა გაუსწრეს. მსოფლიო ბანკის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით,  ბიზნესის წარმოება მსოფლიოში ყველაზე მარტივი ახალ ზელანდიაშია. სანდრო ჯუფალაკიანი თემის დეტალებით.
წაკითხვა
ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დამატებით 100 მილიონ ევროს გამოუყოფს 
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 17:39:00
ევროკავშირმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდთან ერთად ხელი მოაწერა პირველ საგარანტიო შეთანხმებას პროკრედიტ ჰოლდინგთან და მის შვილობილ კომპანიებთან, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მცირე და საშუალო საწარმოებს.საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეთანხმების წყალობით, რომელიც მოიცავს 300 მილიონი ლარის (100 მილიონი ევრო) ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას, მცირე და საშუალო საწარმოები აღნიშნული ქვეყნებიდან ისარგებლებენ ფინანსებთან უფრო იოლი და უკეთესი ხელმისაწვდომობით. "პროკრედიტ ბანკს" უკვე აქვს შესაძლებლობა მცირე და საშუალო საწარმოები თითოეულ სესხზე 70%-იანი გარანტიით უზრუნველყოს, რაც შეამცირებს მათ ხარჯებს და დამატებით გადასახადს.მათივე ინფორმაციით, დამატებითი დაფინანსება გამოიყოფა “ევროკავშირი ბიზნესისათვის” (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებს. ევროკავშირი, EU4business პროგრამის მეშვეობით ეხმარება კომპანიებს 1) ფინანსური მხარდაჭერით, 2) ტრენინგებით, 3) ახალ ბაზრებზე ექსპორტის ხელშეწყობით. 2009 წლიდან მოყოლებული 2.1 მილიარდი ლარი (711 მილიონი ევრო) გამოიყო 63,000 ქართული კომპანიისთვის, მათი პოტენციალის სრულად რეალიზებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისათვის."მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ევროპის საინვესტიციო ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან მათი დაფინანსებით ხელს ვუწყობთ ეკონომიკურ ზრდას, ინოვაციასა და დასაქმებას. აღნიშნული საგარანტიო შეთანხმებები ჩვენს დიდი ხნის პარტნიორთან, პროკრედიტ ჰოლდინგთან და მის შვილობილ კომპანიებთან, დაგვეხმარება იმ ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებთან დაახლოებაში, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვთ გაფორმებული და ვუზრუნველყობთ მათ მიერ გრძელვადიან დაფინანსებებთან მზარდ ხელმისაწვდომობას, რათა შეძლონ განავითარონ ახალი პროექტები და გაზარდონ შემოსავალი", - განაცხადა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა სახის მხარდაჭერით უზრუნველყოფს ევროკავშირი ქართულ ბიზნესებს: მეტი წვდომა ფინანსებზეადგილობრივ ვალუტაში სესხების მხარდაჭერასუბსიდირებული დაფინანსება ექსპორტთან დაკავშირებული ინვესტიციებისთვისსუბსიდირებული დაფინანსება აღჭურვილობის შესაძენად ან განსაახლებლად
წაკითხვა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0380 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 17:08:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 ნოემბერს ერთი ევროს ღირებულება 3.0380 ლარი იქნება. 1 ნოემბერს ერთი ევროს ფასი 3.0368 ლარი იყო. 
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6106 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 17:05:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება  2.6106 იქნება. 1 ნოემბერს ერთი დოლარის ფასი  2.6112 ლარი იყო. 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 14:32:00
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი გადასახადებისა და სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასა და სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს გაუმჯობესებულ მაჩვენებლებზე ისაუბრა. „ამჟამად საქართველოს მთავრობა ახორციელებს რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმას. ჩვენ, როგორც განვითარების გზაზე მყოფი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, რომელიც ისწრაფვის შემდგომი დივერსიფიკაციისა და ცოდნაზე დაფუძნებული წინსვლისკენ, ეს გეგმა მოგვცემს მნიშვნელოვანი ხარისხობრივი პროგრესის მიღწევის საშუალებას. ჩვენი გეგმის პრიორიტეტებია ზრდაზე ორიენტირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა, ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ გამიზნული განათლების სისტემა, სივრცითი მოწყობა და ეფექტიანი მმართველობა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მსოფლიოში. ქვეყანაში მოქმედებს მიმზიდველი და ბიზნესისთვის ხელსაყრელი მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა: მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსის“ თანახმად, რომლის ახალი მაჩვენებლები სულ რაღაც გუშინ გამოქვეყნდა, საქართველო მე-9 ადგილზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. გასულ წელთან შედარებით, ჩვენი რეიტინგი შვიდი პუნქტით გაუმჯობესდა. Frazer Institute-ის გლობალური ეკონომიკური თავისუფლების ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს მე-8 ადგილზეა მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის. გადასახ
წაკითხვა
Doing Business-ის რეიტინგში სამშენებლო ნებართვების პარამეტრით შარშან საქართველო მე-8 ადგილზე იყო, წელს კი 29-ე პოზიციაზეა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 14:30:00
მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში საქართველო წელს მსოფლიოში მე-9 ადგილზეა. ამასთან, წინა ანგარიშთან შედარებით, საქართველოს პოზიციები 10-დან ოთხ ინდიკატორში შემცირებისკენ შეიცვალა.კერძოდ, სამშენებლო ნებართვების პარამეტრით შარშან საქართველო მე-8 ადგილზე იყო, წელს კი 29-ე პოზიციაზეა. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მიმართულებით  54-ე ადგილიდან  - 62-ზე, კრედიტის მიღების კუთხით კი მე-7-დან მე-12-ზე. ერთი ადგილით შეიცვალა მაჩვენებელი ქონების რეგისტრაციის კუთხით (შარშან მე-3 ადგილი, წელს კი მე-4).კიდევ ერთი პარამეტრით პოზიცია არ შეცვლილა - გადასახადების გადახდის კრიტერიუმით შარშანაც და წელსაც საქართველო მსოფლიოში 22-ე ადგილზეა.პოზიციები გაუმჯობესებულია ბიზნესის დაწყების, ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების, მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის, კონტრაქტების აღსრულების და გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტის კუთხით.
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 14:18:00
საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ესტონეთის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ესტონელი მეგობრების მხრიდან მხარდაჭერასა და თანადგომას. „თქვენი თბილისში ჩამობრძანება ძალიან სასიამოვნოა. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა პატივსაცემ დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტისათვის - ეს ხაზს უსვამს ჩვენი ურთიერთობების სიღრმესა და მასშტაბს. ესტონეთი ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, განვითარებისა და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერი. თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ მხარდაჭერას, რადგან ამჟამად, ესტონეთი ევროკავშირის პრეზიდენტი-სახელმწიფოს ფუნქციას ასრულებს და ამავდროულად, გვიახლოვდება უმნიშვნელოვანესი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. საქართველო სამიტს მომზადებული ხვდება. ჩვენ შთამბეჭდავ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე. ეს ჩვენი ერის თავდადებისა და ჩვენი მეგობრების ურყევი მხარდაჭერის შედეგია - მათ შორის აღსანიშნავია ჩვენი ქვეყნის არა უდიდესი, არამედ უძლიერესი მხარდამჭერი - ესტონეთი. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი ესტონელი მეგობრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერასა და თანადგომას, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის მანძილზე საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. დღეს დილით ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად ორმხრივი შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ იმ სფეროების ფართო სპექტრი, რომელთა ფარგლებშიც წარმატებით ვთანამშრომლობთ, და რაც ყველაზე მთავარია, კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ჩვენ გაგვაჩნია ერთიანი ხედვა საერთო მომავალთან დაკავშირებით და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს აქ შეიკრიბნენ წამყვანი ესტონური კომპანიების წარმომადგენლები და მათი ქართველი კოლეგები, რომელთაც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული აუთვისებელი პოტენციალის გამოყენების და მნიშვნელოვანი ბიზნეს შესაძლებლობების შესწავლის სურვილი“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ესტონეთი დიდი წარმატების მაგალითია. გიორგი
წაკითხვა
გიორგი გახარია - დღეს საქართველო ელიტარული ქვეყნების კლუბშია, სადაც მარტივად და კომფორტულად არის შესაძლებელი ბიზნესის კეთება
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 12:35:00
მსოფლიო ბანკის  2018 წლის Doing Business -ის რეიტინგში, რომელიც განიხილავს 190ქვეყნის რეიტინგს საქართველომ მე-16 ადგილიდან გადაინაცვლა მე-9 ადგილზე. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ბიზნეს გარემოს და ჩვენი საინვესტიციო კლიმატისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს საქართველო არის ელიტარული ქვეყნების კლუბში, სადაც მარტივად და კომფორტულად არის შესაძლებელი ბიზნესის კეთება. "ჩვენი წინსვლა არის მნიშვნელოვან კრიტერიუმებში, როგორიც არის ბიზნესის დაწყება, ისეთ კრიტერიუმებში, როგორიც არის გადახდის უუნარობის შემთხვევეში კომპანიების ინტერესების დაცვა და კიდევ სხვა. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც ბიზნესს ეწყობა ხელი, რომ დაიწყონ და განახორციელონ საქმიანობა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ კერძო სექტორი და ბიზნესი არის ჩვენი ეკონომიკის ძირითადი „დრაივერი“, ეს არის ის ნაწილი ჩვენი ეკონომიკისა, რომელიც დღეს იზრდება და ჩვენი 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც სექტემბერში დაფიქსირდა, არის სწორედ ამ კომპანიების დამსახურებას. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ რეიტინგებში წინსვლა არის სასიხარულო შედეგი ერთობლივი მუშაობის", - განაცხადა გახარიამ. როგორც გახარიამ აღნიშნა, რეიტინგს აქვს კონკრეტული დატვირთვა, რომელსაც კონკრეტული შედეგი მოაქვს კომპანიისთვის."Douing business აქვს სულ 10 რეიტინგი, ამ ათი რეიტინგიდან, ჩვენ შევძელით წინსვლა გვქონოდა 6-ში, 4-ში საერთოდ არ შეგვიცვლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი კრიტერიუმით რომელსაც Douing business-ი აფასებს, ვერც ერთმა ქვეყანამ ჩვენ შარშან ვერ გვაჯობა. ექვს კრიტერიუმში ჩვენ გვქონდა გაუმჯობესება, მაგრამ 4-ში გაუარესება არ გვქონია, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. გამოდის, რომ ევროპის და აზიის რეგიონში საქართველო არის ყველაზე რეფორმისტული ქვეყანა. ეს უკვე ფაქტია. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, Douing business-ი არის ყველაზე კომპლექტური რეიტინგი და სხვადასხვა რეიტინგები როგორიც არის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ა.შ დიდწილად ეყრდნობა ამ კვლევებს", - განაცხადა გახარიამ. 
წაკითხვა
თბილისში ​საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 12:18:00
ამ წუთებში ​საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“. ღონისძიების პირველ ნაწილში ესტონური ბიზნესდელეგაციისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ წარმოადგინა. ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალი კი ქართულ კომპანიებს ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, კადრი სიმსონმა გააცნო. ღონისძიების ბოლოს, სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი გამოვლენ. ბიზნესფორუმის მოდერატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანია. ესტონეთის ბიზესდელეგაცია საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს. როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა აღნიშნა, ესტონური ბიზესდელეგაციის შემადგენლობაშია 34 წევრი და დელეგაციას ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა. „დღევანდელ ფორუმზე სექტორების ძალიან ფართო სპექტრია წარმოდგენილი. საქართველოს მხრიდან 120 კომპანია მონაწილეობს. გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ქართველ და ესტონელ ბიზნესმენებს შორის. იმედი გვაქვს, რომ ისინი შეძლებენ საქართველოში პარტნიორის მოძიებას და სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების დამყარებას“, - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა. მისივე თქმით, ესტონეთის დელეგაციის მხრიდან წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორი, მათ შორის, ლოგისტიკა, გადაზიდვები, კვების მრეწველობა, სამშენებლო სექტორი, არქიტექტურული კომპანიები და ფინანსური სექტორი. ღონისძიებას ასევე ესწრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კადრი სიმსონი. ზურაბ ალავიძის განცხადებით, საქართველო და ესტონეთი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს აღნიშნავენ. „ჩვენ ესტონეთი მხარს გვიჭერს ყველა მიმართულებით, რასაც ძალიან ვაფასებთ. მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები. არის რამდენიმე მსხვილი პროექტი უძრავი ქონების მიმართულებით, სადაც საქართველოში ესტონური ინვესტიციაა. განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებას, როგორ შეიძლება
წაკითხვა
ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა და უძრავი ქონების რეესტრთან ერთად პირველ ხუთეულშია
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 12:08:00
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის Doing Business 2018 მიხედვით, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის, ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიხედვით, საქართველო დაწინაურდა და მერვედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, ქონების რეგისტრაციის სიმარტივის მიხედვით კი, ქვეყანა კვლავ სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს პირველ ხუთეულში. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეფასდა ორი კრიტერიუმით. „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეფასდა ორი კრიტერიუმით. ეს არის ბიზნესის დაწყების სიმარტივე და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სიმარტივე. ბიზნესის დაწყების ნაწილში ჩვენ მერვე ადგილიდან გადავინაცვლეთ მეოთხე ადგილზე, ვართ ხუთეულში ისეთი ქვეყნების რიგში, როგორიც არის ახალი ზელანდია, კანადა და ჰონ-კონგი. უძრავი ქონების რეგისტრაციის ნაწილში კი რამდენიმე წელია ჩვენ ხუთეულში ვართ და ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია გვიჭირავს. როგორც ამ უწყების ხელმძღვანელი, მე მოხარული ვარ ამ ფაქტით და მინდა თითოეულ თანამშრომელს მივულოცო", - განაცხადა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საჯარო რეესტრში განხორციელებულმა რეფორმებმა რეიტინგის შეფასების ყველა კომპონენტი მოიცვა: სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობა და რეგისტრაციისათვის საჭირო დრო მინიმუმამდე შემცირდა; მომსახურება ერთი სარკმლის პრინციპით ხორციელდება და მომხმარებელს ურთიერთობა უწევს მხოლოდ ერთ ოპერატორთან; ქონების და ბიზნესის რეგისტრაცია რამდენიმე საათშია შესაძლებელი; რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.Doing Business მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პროექტია, რომელიც ბიზნესის გარემოს მსოფლიოს 190 ქვეყანაში, 10 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით იკვლევს.
წაკითხვა
Doing Business-ის რეიტინგში საქართველო 7 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოში მე-9 ადგილზეა
განახლებულია: 2017-11-01 12:03:00
Doing Business-ის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა. ახალი ანგარიში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. შარშანდელთან შედარებით, საქართველო 7 პოზიციით დაწინაურდა. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ახალ ზელანდიას, სინგაპურს, დანიას, სამხრეთ კორეას, ჰონგ-კონგს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და ნორვეგიას აქვთ. ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მე-9 ადგილზე 2012 წელსაც იყო, საუკეთესო მაჩვენებელი კი, 2013 წლის რეიტინგში ჰქონდა და მე-8 პოზიციაზე იყო.
წაკითხვა
გიორგი გახარია - ლარის მერყეობას წარმატებით გადავლახავთ
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 11:27:00
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ლარის გაუფასურებას მოლოდინებს და სეზონურობის ფაქტორს უკავშირებს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეროვნული ვალუტა გამყარდება.“შარშან მოლოდინები და სეზონურობა რბილად გადავლახეთ და დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც მერყეობა უფრო რბილად გადაილახება. სეზონურობის ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და ამ მიმართულებით უნდა ვიყოთ მოქნილები”, აღნიშნა გახარიამ.ეკონომიკის მინისტრის თქმით, ყველა მაკროეკონომიკური ფაქტორი გაუმჯობესებულია, მათ შორის ექსპორტი, ფულადი გადმორიცხვები და ტურიზმი.
წაკითხვა
ნავთობის ფასი გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-11-01 10:51:00
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი 2,07 დოლარით გაიზარდა. რაც შეეხება 2017 წლის 31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებს, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 61,37 (+ 0,47) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 54,38 (+ 0,23) დოლარი/ბარელზე.
წაკითხვა
ელექტროენერგიის მიღების ინდექსით „Doing Business “-ის ანგარიშში საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 22:30:00
მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული „Doing Business 2018“-ის ანგარიშის მიხედვით, ელექტროენერგიის მიღების ინდექსით, საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა და 39-ე ადგილიდან 30 ადგილზე გადაინაცვლა. სემეკ-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიღების ინდექსით საქართველოს პოზიციების დაწინაურებაში გადამწყვეტი როლი ჰქონდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ 2016-2017 წლებში გატარებულ რეფორმებს. „სემეკის რეგულაციებით, გამარტივდა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პროცედურები, რაც “Doing Business”-ის გუნდის მიერ აღიარებულ იქნა 3 კონტაქტის პროცედურად. ამ კუთხით, საქართველო გაუტოლდა მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, შვედეთი, გერმანია. ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პროცედურების გამარტივება განხილულია სს „თელასის“ მიერ შესრულებული სამუშაოების მიხედვით. „Doing Business 2018“-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემცირებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური. კერძოდ, ანგარიშში საუბარია 0.380 კვ ძაბვის საფეხურის, 120-150 კვტ/სთ-ის სიმძლავრის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფაზე, რომლის საფასურიც შემცირებულია 15 254 ლარამდე (დღგ-ის გარეშე). აღსანიშნავია, რომ სემეკის მიერ მიღებული წესების თანახმად, დადგენილია ქსელზე მიერთების ვადები შესაბამისი სიმძლავრეების მიხედვით. კომპანიის მიერ ვადების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებლის სასარგებლოდ ქსელზე მიერთების საფასური ნახევრდება. ვადების განმეორებითი დარღვევისას საფასური ნულდება, ხოლო მომდევნო ჯერზე დაფიქსირების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია, მომხმარებელზე გასცეს კომპენსაცია.ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცესსა და წესების დაცვას კომპანიის მხრიდან სემეკი ახალი პროგრამის - კომერციული მომსახურების ხარისხის მონიტორინგის სისტემის საშუალებით რეალურ დროში აკვირდება. პროგრამას “Doing Business”-ის გუნდმა მაღალი შეფასება მიეცა. ახალი პროგრამის საშუალებით კომისია რეალურ დროში ხედავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებში შესული განაცხადების რეგისტრაციისა და კომპანიის მიერ მათზე რეაგირების პროცესებს. კომისიის მიერ გან
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში ევროპისა და ცენტრალური აზიის ლიდერია
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 20:39:00
საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში ევროპისა და ცენტრალური აზიის ლიდერია, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების 2018 წლის ანგარიშს, რომელშიც საქართველო 7 ადგილით დაწინაურდა."მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების 2018 წლის ანგარიშის  მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა და ახლა ჩვენი ქვეყანა ევროპის და ცენტრალური აზიის ლიდერია", - წერს გიორგი კვირიკაშვილი.Doing Business-ის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა. ახალი ანგარიში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
წაკითხვა