საზოგადოებრივი
104.5 FM
ბაკურ კვეზერელი საწარმოების მონახულებას აგრძელებს
გამოქვეყნებულია: 2009-02-19 13:03:07
სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, საწარმოების მონახულებას აგრძელებს. დღეს მინისტრი რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია "ეკო ფუდში" არსებულ მდგომარეობას და საწარმოს სამომავლო გეგმებს გაეცნო. კომპანიაში 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
წაკითხვა
ფინანსურმა კრიზისმა პრობლემები შეუქმნა უძველეს ქართული თექის წარმოების ტრადიციას
გამოქვეყნებულია: 2009-02-17 17:52:02
ფინანსურმა კრიზისმა პრობლემები შეუქმნა უძველეს ქართული თექის წარმოების ტრადიციას. თექის სამოსსა და აქსესუარებს ძირითადად საქართველოში ჩამოსული უცხოელები იძენდნენ. მას შემდეგ, რაც საქართველოში ტურისტების რიცხვი შემცირდა, ამ ბიზნესსაც პრობლემები შეექმნა. რამდენიმე სალონმა წარმოება შეწყვიტა, ზოგი კი საერთოდ დაიხურა.
წაკითხვა
საგზაო სამშენებლო სამუშაოებს კიდევ რვა კომპანია შეუდგება
გამოქვეყნებულია: 2009-02-13 16:46:29
საგზაო სამშენებლო სამუშაოებს ხვალიდან კიდევ რვა კომპანია შეუდგება. ტენდერში გამარჯვებულ ქარულ კომპანიებთან დღეს კონტრაქტი სახელმწიფო კანცელარიაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილმა გააფორმეს. გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება 129 მილიონ ლარს შეადგენს. ტენდერში კიდევ 100-მდე კომპანიის გამოვლენა იგეგმება. მთლიანობაში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით 521 მილიონი ლარი დაიხარჯება.
წაკითხვა
უცხოელი ინვესტორებისთვის ეკონომიკური დოკუმენტი შეიქმნა
გამოქვეყნებულია: 2009-02-13 16:19:54
უცხოელი ინვესტორებისთვის ეკონომიკური დოკუმენტი შეიქმნა. საქართველოს პრემიერ ნიკა გილაურის ინიციატივით, შეიქმნა სპეციალური ბროშურა, რომელიც საქართველოში ბიზნესით დაინტერესებულ უცხოელებს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე სრულ ინფორმაციას მიაწვდის. დოკუმენტი პრემიერ-მინისტრის ვებ-გვერდზეც დაიდება. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოში მოქმედ 200-მდე ბიზნესმენს ხვდება. პრემიერი ბიზნესსფეროს წამომადგენლებს მთავრობის 2009 წლის სამოქმედო გეგმასაც გააცნობს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. პრემიერის რანგში ნიკა გილაური ქართველ ბიზნესმენებს პირველად ხვდება.
წაკითხვა
მიხეილ სააკაშვილი–პენსიებისა და ხელფასების ზრდა არ შეჩერდება
გამოქვეყნებულია: 2009-02-13 10:34:04
მიუხედავად ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემებისა, პენსიებისა და ხელფასების ზრდა არ შეჩერდება. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენსიონერებს 5 ლარით გაზრდილი 75–ლარიანი პენსიის 100 დოლარამდე გაზრდას დაჰპირდა. ხელისუფლება პედაგოგების დახმარებასაც განაგრძობს და 25 ლარით გაზრდილ ხელფასებს სექტემბრიდან კიდევ 25 ლარი მოემატება. გარდა ამისა, მასწავლებელთა სამედიცინო დაზღვევის დაფინანსება 19 მილიონი ლარით გაიზარდა. პედაგოგების ხელფასების გარდა, გაიზრდება მოსწავლე–სტუდენტებისა და მაგისტრატურაში სწავლების დაფინანსება.
წაკითხვა
მარტიდან მოქმედებას იწყებს სოფლის დახმარების ახალი პროგრამა
გამოქვეყნებულია: 2009-02-13 10:27:30
მარტიდან მოქმედებას იწყებს სოფლის დახმარების ახალი პროგრამა - ”ფული ყველა სოფელს”,- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. "ამ მიზნით გამოყოფილია 20 ათასი ლარი და პროექტის წარმატების შემთხვევაში დაფინანსება გაიზრდება. მარტიდან დაიწყება 130 კილომეტრი სიგრძის სოფლის გზების დაგებაც. სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოებისთვის სულ დაიხარჯება 50 ათასი ლარი. სოფლებისთვის გადაცემული თანხის გახარჯვის მიზნობრიობას თავად სოფლის მოსახლეობა გადაწყვეტს", – ამბობს პრეზიდენტი სააკაშვილი.
წაკითხვა
მთავრობა სამპუნქტიანი გეგმის განხორციელებას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2009-02-13 10:22:29
მთავრობა სამპუნქტიანი გეგმის განხორციელებას იწყებს. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოურ დახმარებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან აკავშირებს და 2 მილიარდ 200 მილიონი ლარის ინვესტირებას გულისხმობს. პრეზიდენტის განცხადებით, ეს ეკონომიკურ სტიმულირებას და 25 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო მთავარი ინვესტორი ხდება, რომელიც ეკონომიკაში იმაზე მეტ ფულს დებს, ვიდრე ამ წლების განმავლობაში იყო ჩადებული.
წაკითხვა
პრეზიდენტის რეზიდენციები გაიყიდება
გამოქვეყნებულია: 2009-02-13 10:07:49
ქამრების შემოჭერის ინიციატივა პრეზიდენტის ინსტიტუტსაც შეეხება და რეზიდენციები გაიყიდება. წეროვანის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია საბავშვო ბაღად გადაკეთდება და დევნილ მოსახლეობას გადაეცემა. ზუგდიდისა და ბათუმის რეზიდენციები კი გასაყიდად მომზადდება. სამთავრობო რეზიდენციების შენახვა არ დააწვება სახელმწიფოს და შემოსული თანხა კი იაფ კრედიტს, ჯანდაცვის პროგრამებსა და მოსახლეობის დასაქმებას მოხმარდება. ოპოზიციას ხელისუფლების მხრიდან რეზიდენციებზე საუბარი უადგილოდ მიაჩნია. პრეზიდენტის რეზიდენციების გაყიდვის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პარლამენტის წინაშე ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
წაკითხვა
მაიონეზი "სლობოდა" ოქროს მედლით დააჯილდოვეს
გამოქვეყნებულია: 2009-02-11 17:38:37
მაიონეზი "სლობოდა" ოქროს მედლით დააჯილდოვეს. საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პროდუქცია უმაღლესი ხარისხიაა. ზეითუნის მაიონეზი, უვნებლობისა და ეკოლოგიური სისუფთავის გამო, მომხმარებელთა ფედერაციამ ოქროს მედლით საზეიმოდ დააჯოლდოვა. ცერემონიალზე მოწვეულმა სტუმრებმა, "სლობოდასაგან" დამაზდებული კერძები თავადაც დააგემოვნეს.
წაკითხვა
პარლამენტში მთავრობის წევრებისთვის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების საკითხს განიხილავენ
გამოქვეყნებულია: 2009-02-10 12:00:42
პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში დღეს ფინანსთა მინისტრი და სხვადასხვა სამინისტროს ფინანსური განყოფილებების წარმომადგენლები მივლენ. მთავრობის წევრებისთვის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების საკითხს მათთან ერთად კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი განიხილავს. პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურის დავალების შესრულება ფინანსთა სამინისტროში უკვე დაიწყეს. ჩინოვნიკების სამივლინებო და სატელეფონო ხარჯებიდან გამოთავისუფლებული თანხები იაფი კრედიტების სისტემის ჩამოყალიბებას მოხმარდება.
წაკითხვა
თბილისში მიწა 20 პროცენტით გაიაფდა
გამოქვეყნებულია: 2009-02-06 17:16:12
თბილისში მიწა 20 პროცენტით გაიაფდა. დედაქალაქის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის გაიაფების გადაწყვეტილება დღეს თბილისის საკრებულომ მიიღო. თბილისის ტერიტორიაზე ერთი კვადრატული მეტრი მიწის ფასის ქვედა ზღვარი 10 ლარით, ხოლო ზედა ზღვარი 400 ლარით განისაზღვრა. საკრებულომ დღესვე მიიღო დადგენილება სათამაშო ბიზნესში გადასახადების გაზრდის შესახებ. ერთ სათამაშო აპარატზე კვარტალური გადასახადი 600–დან 850 ლარამდე, ხოლო ტოტალიზატორის, ბინგოს და ლოტოს შემთხვევაში, თითოეულ სალაროზე 1800-დან 2300 ლარამდე გაიზარდა. გადასახადი გაიზარდა ე.წ. სისტემურ-ელექტრონული თამაშების სფეროშიც. გადასახადების ზრდა არ შეხებია კაზინოებს.
წაკითხვა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2009 წელს მსოფლიოში ეკონომიკის ზრდა ნახევარი პროცენტი იქნება
გამოქვეყნებულია: 2009-02-06 17:00:09
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2009 წელს მსოფლიოში ეკონომიკის ზრდა მხოლოდ ნახევარი პროცენტი იქნება. სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა მასუდ აჰმედმა პრეზენტაციაზე დეტალურად მიმოიხილა გლობალური ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის გამომწვევი მიზეზები. სავალუტო ფონდის წარმომადგენლის თქმით, გლობალურმა კრიზისმა საქართველო მინიმალურად დააზარალა. ქართული მხარე ამბობს, რომ საქართველო გადაურჩა კრიზისის მძიმე შედეგებს. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ თუ აქამდე ქართული ბანკებისთვის ხელმისაწვდომი იყო უცხოური კერძო იაფი კრედიტები, ახლა ეს შეუძლებელია.
წაკითხვა
გიგი უგულავამ სასურსათო კომბინატ "ბაზში" წარმოების პროცესი მოინახულა
გამოქვეყნებულია: 2009-02-06 13:30:43
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში თბილისის მერია დედაქალაქში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას ხელს უწყობს. თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს სასურსათო კომბინატ "ბაზში" წარმოების პროცესი მოინახულა და მასში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა. კომბინატი უკვე მეორე წელია ქართულ ბაზარზე არსებობს. მასში 40 ადამიანია დასაქმებული.
წაკითხვა
საკრებულო არასასოფლო–სამეურნეო მიწებზე ფასების ტარიფს შემცირებს
გამოქვეყნებულია: 2009-02-06 13:26:17
თბილისის საკრებულო დღეს არასასოფლო–სამეურნეო მიწებზე ფასების ტარიფს შემცირებს.ინიციატივა ქალაქის მერს გიგი უგულავას ეკუთნის. დღევანდელ სხდომაზე იგეგმება სათამაშო ბიზნესზე მოსაკრებლის გაზრდაც. კვარტალში თითოეულ სათამაშო აპარატზე, 600 ლარის ნაცვლად, ბიუჯეტში შესატანი თანხა 830 ლარით განისაზღვრება. ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე, ნაცვლად ათას ორასი ლარისა, გადასახდელი 2300 გახდება. მოსაკრებელი არ ეზრდებათ კაზინოებს, მათ კვარტალში გადასახდელი მაგიდაზე 30 ათასი ლარი აქვთ.
წაკითხვა
ნიკა გილაური რუსთავში ჩავიდა
გამოქვეყნებულია: 2009-02-05 13:28:35
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ნიკა გილაური დღეს რუსთავში ჩავიდა, სადაც კინოთეატრ "რუსთაველში" საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. გილაურმა მათ ის სამთავრობო პროგრამები გააცნო, რომელსაც დღეს პარლამენტს წარუდგენს. ძირითადი აქცენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა სამუშაო ადგილების შექმნაზე, ვაჭრობის ხელშეწყობასა და ინვესტორების მოზიდვაზე გააკეთა. „ჩემი მიზანი იქნება სამუშაო ადგილების შექმნა და უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა. ადრე უშუქობას ვებრძოდი“, - აღნიშნა ნიკა გილაურმა. გილაურის თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში გაორმაგდა სოციალური პაკეტი. მიმდინარე წლიდან კი უკვე სოციალურ ზღვარს ქვემოთ მყოფი 900 ათასი ადამიანი მიიღებს სოციალურ დახმარებას. პრემიერობის კანდიდატმა აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა. მცირე მეწარმეებს თხოვნა ჰქონდათ – ისინი იაფ კრედიტებს ითხოვდნენ.
წაკითხვა
ვლადიმირ ჩიჟოვი - ”ნაბუკო” ეკონომიკურად მდგრადი არ არის
გამოქვეყნებულია: 2009-02-04 10:29:30
”პროექტი - ”ნაბუკო” ჯერჯერობით ეკონომიკურად მდგრადი არ არის”, - ასეთი კომენტარი ჟურნალისტებთან რუსეთის მუდმივმა ელჩმა ევროკავშირში ვლადიმირ ჩიჟოვმა გააკეთა. ჩიჟოვის განცხადებით, პროექტის მთავარი ნაკლი ის არის, რომ მას ბუნებრივი აირის საკმარისი რესურსი არ გააჩნია. ჩიჟოვის თქმით, ერთადერთი რეალური გზა, რომლითაც ”ნაბუკო” ამოქმედებას შეძლებს, მისი ირანის გაზსადენზე მიერთებაა, თუმცა რუსმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ შეახსენა ჟურნალისტებს, რომ ირანი ”ნაბუკოს” პროექტში მონაწილეობას მიღებას არ აპირებს. ”ნაბუკოს” პროექტის განხორციელება ბოლო დროს ევროპისთვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ახალი გაზსადენის საშუალებით, ევროპამ გაზი რუსეთის გვერდის ავლით უნდა მიიღოს. გაზსადენი საქართველოს ტერიტორიაზეც გაივლის.
წაკითხვა
ლაშა ჟვანიამ "ანა ჯგუფში" შემავალი საწარმოები მოინახულა
გამოქვეყნებულია: 2009-02-01 13:08:04
ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამ გაერთიანება "ანა ჯგუფში" შემავალი საწარმოები "ტკბილი ქვეყანა", "მითანა" და "კანტი" მოინახულა. საწარმოები 2005 წელს მხოლოდ ქართული ინვესტიციებით დაარსდა. სამივე საწარმოში ამ დროისთვის 1 000 ადამიანია დასაქმებული. მუშა-მოსამსახურეთა საშუალო ხელფასი 400 ლარია. "ანა ჯგუფის" ხელმძღვანელობა წლის ბოლომდე წარმოების გაზრდასა და დამატებით კიდევ 200 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.
წაკითხვა
ნიკა გილაური პირველ სამუშაო შეხვედრას უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებთან მართავს
გამოქვეყნებულია: 2009-01-31 16:16:26
საქართველოს პრემიერობის კანდიდატი ნიკა გილაური პირველ სამუშაო შეხვედრას უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებთან მართავს. “შერატონ მეტეხი პალასში” შეხვედრას, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გარდა, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი კახა ბაინდურაშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ესწრებიან. გთავაზობთ ვიდეომასალას.
წაკითხვა
სასტუმრო „საქართველოს“ ტერიტორიაზე გასართობი კომპლექსი აშენდება
გამოქვეყნებულია: 2009-01-30 17:18:01
ყოფილი სასტუმრო "საქართველოს" ტერიტორიაზე გრანდიოზული გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი "გრანდ საქართველო" უნდა აშენდეს. 160- ნომრიანი სამორინე და ღამის კლუბი დასრულებულ სახეს ერთ წელიწადში მიიღებს. გასართობი კომპლექსი 5–ვარსკვლავიანი იქნება და მასში 800-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. პროექტის განხორციელებისთვის 8 მილიონი დოლარია გამოყოფილი.
წაკითხვა
ლაშა ჟვანიამ და შიგეო კაცომ ფინანსური კრიზისიდან საქართველოს გამოსვლის გზებზე იმსჯელეს
გამოქვეყნებულია: 2009-01-30 11:52:05
ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია მსოფლიო ბანკის ვიცე–პრეზიდენტს ევროპისა და აზიის საკითხებში შიგეო კაცოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიოში არსებულ ფინანსურ კრიზისზე და ამ კრიზისიდან საქართველოს გამოსვლის გზებზე იმსჯელეს. წლის ბოლომდე მსოფლიო ბანკი ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად საქართველოში რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ბანკი საქართველოს დასაქმების პროექტების განხორციელებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში დაეხმარება.
წაკითხვა