საზოგადოებრივი
104.5 FM
თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში გამოცდების მორიგი ეტაპი დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2009-01-13 13:47:48
თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში გამოცდების მორიგი ეტაპი დაიწყო. სამედიცინო გამოკვლევა 600-მა მსურველმა გაიარა. ისინი პირველ ეტაპზე ზოგად უნარებში თეორიულ გამოცდას ჩააბარებენ, რის შემდეგაც ფიზიკური მომზადების გამოცდები გაიმართება. 600 მსურველიდან აკადემიაში მხოლოდ 200 ჩააბარებს.
წაკითხვა
ალექსანდრ ვონდრა – "ნაბუკოს" მშენებლობა 2015 წლისთვის დასრულდება
გამოქვეყნებულია: 2009-01-12 12:02:15
გაზსადენი "ნაბუკოს" მშენებლობა 2015 წლისთვის დასრულდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჩეხეთის ვიცე–პრემიერმა ევროპის საკითხებში ალექსანდრ ვონდრამ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა შეეცდება დააჩქაროს ეს პროექტი მანამდე, სანამ ის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ამ მიზნით 2009 წლის გაზაფხულზე ჩეხეთი ე.წ. აღმოსავლეთის კორიდორის სამიტის ორგანიზების ინიციატივით გამოდის. "ნაბუკოს" გაზსადენის საშუალებით ევროპისთვის გაზის მიწოდება რუსეთის გვერდის ავლით მოხდება. მაგისტრალის ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის.
წაკითხვა
მთავრობა ინვესტორი თავად ხდება
გამოქვეყნებულია: 2009-01-11 13:16:44
საქართველოს მთავრობა ინვესტორი თავად ხდება. მომავალ კვირას გამოცხადდება მილიარდი ლარის ოდენობის ტენდერები პროექტებზე, რომლითაც საქართველოში სამუშაო ადგილები უნდა გაიზარდოს. ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე ქართული ეკონომიკის გადასარჩენად მიიღო. ერთი თვის ტენდერების გეგმა უკვე გაწერილია. პირველ ეტაპზე სახელმწიფო ეკონომიკაში მილიარდიან ინვესტიციას ჩადებს. პრიორიტეტები განსაზღვრულია. მილიარდიანი პაკეტიდან სახელმწიფო ყველაზე დიდი თანხით - 300 მილიონი ლარით გზების რეაბილიტაციას დააფინანსებს. ეკონომიკის სტიმულირებასთან ერთად, სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამების მთავარი მიზანი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაცაა.
წაკითხვა
ნავთობზე ფასი ეცემა
გამოქვეყნებულია: 2009-01-08 16:57:59
ნავთობზე ფასი კვლავ ეცემა. შეერთებულ შტატებში ნედლეულის მარაგების ზრდასთან დაკავშირებული მოლოდინის ფონზე, მსოფლიო ბაზარზე შავი ოქროს ფასი რეკორდული მაჩვენებლით, 12 პროცენტით შემცირდა. შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მონაცემებით, ქვეყანაში ნავთობის მარაგი თითქმის 7 მილიონი ბარელით გაიზრდება, რაც ექსპერტების მოლოდინს, 900 000 ბარელს თითქმის შვიდჯერ აღემატება. ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე ნავთობის ფასი თითქმის 6 პროცენტით დაეცა.
წაკითხვა
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საორგანიზაციო კომისია შეიქმნა
გამოქვეყნებულია: 2008-12-30 16:25:26
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების როლის შეზღუდვასა და საკანონმდებლო ორგანოს უფლებების გაზრდაზე იმუშავებს, სპეციალური კომისია შეიქმნა. 24–კაციანი კომისია დაკომპლექტდება საპარლამენტო უმრავლესობიდან და უმცირესობიდან, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციისა და ექსპერტებისგან. საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება მხოლოდ ერთხელ ექნება. ხოლო მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენებას პარლამენტი ექვს თვეში ერთხელ შეძლებს. პარლამენტმა დილის სხდომაზე 2009 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რასაც ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კამათი მოჰყვა.
წაკითხვა
"საქართველოს ბანკში" რეორგანიზაცია დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-29 17:13:31
"საქართველოს ბანკში" რეორგანიზაცია დასრულდა. აგვისტოს ომის შემდეგ, საკრედიტო მომსახურებაზე მოთხოვნის შემცირების გამო, ბანკში მომენტალური განვადებებისა და გარე გაყიდვების სამსახურები გაუქმდა. ბანკის თანამშრომელთა რიცხვი 830-ით შემცირდა. 2009 წლიდან "საქართველოს ბანკი", ამერიკული კომპანია "ოპიკისგან" მიღებული 39 მილიონი დოლარით იპოთეკური და სუბორდინირებული სესხების გაცემას დაიწყბს.
წაკითხვა
აფხაზური კავშირგაბმულობის კომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტი ”მეგაფონმა” შეისყიდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-26 10:05:30
აფხაზური კავშირგაბმულობის კომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტი 28 მილიონ დოლარად ”მეგაფონმა” შეისყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გაზეთი ”ვედომოსტი” ავრცელებს. მიუხედავად ქართული მხარის მრავალგზის გაფრთხილებისა და დაჯარიმებისა, აფხაზური „აკვაფონი“ რუსული ფიჭური კავშირგაბმულობის საკუთრება გახდა. საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ულიცენზიო საქმიანობისთვის კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კომპანია რამდენჯერმე დააჯარიმა. „მეგაფონს“ დღეისთვის 350 ათასი დოლარი აქვს გადასახდელი.
წაკითხვა
"თი–ბი–სი ბანკი" მოსახლეობას 2008 წლის შედეგებს აცნობს
გამოქვეყნებულია: 2008-12-25 17:11:25
"თი–ბი–სი ბანკი" მოსახლეობას 2008 წლის შედეგებს აცნობს. ბანკის პრეზიდენტმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ პრესკონფერენციაზე საბანკო სექტორზე აგვისტოს მოვლენების გავლენაზე ისაუბრა და "თი–ბი–სი ბანკის" ანტიკრიზისული სტრატეგია წარმოადგინა. ბუცხრიკიძის განცხადებით, ქვეყანაში განვითარებული რთული ეკონომიკური პროცესების მიუხედავად, "თი–ბი–სი ბანკმა" შეძლო აღედგინა ის ფინანსური მაჩვენებლები, რაც აგვისტოს მოვლენებამდე გააჩნდა. 2009 წელს ბანკი მოსახლეობას ბევრ სიურპრიზსა და გაუმჯობესებულ სერვისს ჰპირდება.
წაკითხვა
საქართველო–იაპონიის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა გრანტის შესახებ ურთიერთგაცვლის ნოტებს
გამოქვეყნებულია: 2008-12-25 13:03:25
13 მილიონი ევროს გრანტი სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობისთვის – საქართველო – იაპონიის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა არასაპროექტო გრანტის შესახებ ურთიერთგაცვლის ნოტებს. დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა და იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა მოაწერეს. გრანტის ფარგლებში გამოყოფილი თანხა იმ დახმარების ნაწილია, რომლის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება იაპონიის მთავრობამ ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე მიიღო. ეს დახმარება იაპონიის მხრიდან რიგით მეხუთეა.
წაკითხვა
გენადი ონიშენკო ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
გამოქვეყნებულია: 2008-12-25 10:18:15
"ქართული ღვინის ხარისხის შემოწმება არა ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არამედ იმ მწარმოებლების გასაკეთებელია, რომლებიც თავად არიან დაინტერესებული რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნებით",– ეს განცხადება რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ რუს ჯურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა. მისი თქმით, ღვინის მწარმოებლებმა დამოუკიდებლად ან რომელიმე ორგანიზაციის საშუალებით უნდა მიმართონ რუსეთის მაკონტროლებელ ორგანოს და წარადგინონ ყველა დოკუმენტი, რომელიც ნებართვის მისაღებად არის საჭირო. ონიშენკო ამბობს, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნება მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.
წაკითხვა
თურქი ინვესტორები 500–კილოვოლტიან გადამცემ ხაზს ააშენებენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-24 16:46:52
თურქი ინვესტორები საქართველოში 500–კილოვოლტიან გადამცემ ხაზს ააშენებენ, რომლის მშენებლობაც 2011 წელს დასრულდება. ამის შესახებ შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა თურქული ენერგოსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიაღწია. გარდა ამისა, თურქულმა ენერგოკომპანიამ საქართველოსთნ მემორანდუმი გააფორმა. საქართველოში ენერგეტიკული კომპანიის წარმომადგენლებს იანვარში ელოდებიან. თბილისში ასევე ჩამოვა თურქეთის ეკონომიკის მინისტრი, რომელიც თურქ ბიზნესმენებთნ ერთად დაინტერესებულია საქართველოში სხვადასხვა ინვესტიციების ჩადებით. საქართველოს პრემიერ–მინისტრი სტამბულში ვიზიტს დღეს დაასრულებს.
წაკითხვა
სააგენტო "პროფილი" საუკეთესო ქართულ ბრენდებს გამოავლენს
გამოქვეყნებულია: 2008-12-24 13:04:52
24 დეკემბერი ქართული ბრენდის დღეა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილი" სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" 30 საუკეთესო ქართულ ბრენდს გამოავლენს. შეფასების კრიტერიუმები "პროფილმა" მარკეტინგული კვლევებითა და პიარგაზომვებით დაადგინა. ნომინაციებში რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი სახელი და ლიდერი კომპანია, გამარჯვებულები 19:00 საათზე გამოვლინდებიან.
წაკითხვა
საქართველოს თურქ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვევა
გამოქვეყნებულია: 2008-12-24 10:25:54
უახლოეს მომავალში საქართველოს თურქ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვევა, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების ჩადებას გეგმავენ. თურქეთში მყოფმა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი უცხოური ინვესტიცია ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ნიშნავს. თურქული ინვესტიციების ჩადება აჭარის რეგიონშიც იგეგმება. გადაწყდა, რომ დაიწყება სარფის გამშვები პუნქტის პროექტზე მუშაობა, ასევე მოხდება მაჭახელა-მარადიდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. პროექტების განსახორციელებლად აჭარაში სპეციალურ ჯგუფს ანკარადან ელოდებიან. ანკარაში გრიგოლ მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა დელეგაციამ მუშაობა უკვე დაასრულა. დღეს პრემიერ–მინისტრი შეხვედრებს უკვე სტამბულში გამართავს.
წაკითხვა
ქართველი მეწარმეები ქვეყნის ეკონომიკური სტრატეგიის ფორმირებაში მონაწილეობას მიიღებენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-23 17:13:43
საქართველოში პირველად, ქართველ მეწარმეებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ეკონომიკური სტრატეგიის ფორმირებაში. დღეს სასტუმრო "შერატონ მეტეხში" საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით ”ქართული გეგმის” ავტორები, გიორგი გოგუაძის თავმჯდომარეობით, მეწარმეებს შეხვდნენ. მათი მიზანია შეიქმნას ბიზნესმენთა ჯგუფი, რომელიც "ქართული გეგმის" შექმნაში მიიღებს მონაწილეობას. დამსაქმებელთა ასოციაცია, გაეროსა და ჰოლანდიის ბიზნესკონფედერაციის მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებში ჩაატარებს კვლევას, რომელიც კომპანიებში მომავლის პერსპექტივებთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.
წაკითხვა
პარლამენტი დღეს 2009 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს
გამოქვეყნებულია: 2008-12-23 10:54:32
საქართველოს პარლამენტი დღეს 2009 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. უკვე ცნობილია, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შემცირდება. ყველაზე მეტად თანხები თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შეუმცირდებათ. დეპუტატებმა მიმდინარე სასესიო კვირას რვა ახალი ელჩი უნდა დაამტკიცონ. რიგგარეშე სესიებზე პარლამენტი პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების გაზრდასა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელებს.
წაკითხვა
დეპუტატები ბიზნესმენებისგან რეკომენდაციებს მიიღებენ
გამოქვეყნებულია: 2008-12-22 10:30:59
2009 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე უმრავლესობის წევრები დღეს პარლამენტში ბიზნესმენებს შეხვდებიან. შეხვედრაზე მეწარმეებისგან დპუტატები რეკომენდაციებს მიიღებენ. უკვე ცნობილია, რომ მცირდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. დღესვე გაიმართება პარლამენტის ბიუროს სხდომა, სადაც ასევე იმსჯელებენ ეკონომიკურ საკითხებზე. ხვალ საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე 2009 წლის ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დაამტკიცებს.
წაკითხვა
გერმანიის მთავრობამ და საკრედიტო ბანკმა KFW-მ საქართველოსთვის დახმარება გამოყვეს
გამოქვეყნებულია: 2008-12-19 17:31:49
დონორი ქვეყნები საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობენ. ამჯერად გერმანიის მთავრობამ და საკრედიტო ბანკმა KFW-მ დახმარების სახით კიდევ 59 მილიონი ევრო გამოყვეს. აქედან 45 მილიონი შეღავათიანი სესხია, რომელიც ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდება. ამავე პროექტისთვის დამატებით კიდევ 6 მილიონი ევროა გამოყოფილი, რომელსაც საქართველოს მთავრობა გრანტის სახით მიიღებს. დარჩენილი 8 მილიონი ევრო კი ფინანსური შეთანხმების საფუძველზე საქართველოსა და გერმანიას შორის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტებს მოხმარდება. თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით დღეს ფინანსთა სამინისტროში საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ სპეციალური ჩარჩო ხელშეკრულებაც გაფორმდა.
წაკითხვა
"თი-ბი-სი ბანკი" მომხმარებელს "ოქროს ანაბარს" სთავაზობს
გამოქვეყნებულია: 2008-12-18 18:08:28
"თი-ბი-სი ბანკი" მომხმარებელს ახალ, ვადიან "ოქროს ანაბარს" სთავაზობს. დამატებითი სანდოობისთვის ბანკი ანაბარს ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე შეძენილი ოქროთი ამყარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ოქროს ანაბრის" მფლობელი ოქროს ფასის ზრდის შემთხვევაში გაზრდილი საპროცენტო სარგებლის მიღებას შეძლებს. ოქროს ანაბრის ვადა ერთი წელია და მისი გახსნა 500 დოლარის დანაზოგით ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია.
წაკითხვა
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კვლევის შედეგები წარმოადგინა
გამოქვეყნებულია: 2008-12-18 17:15:03
მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ ბიზნესის სფეროში ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა. გამოკითხვა საქართველოს 7 ქალაქის 400-მდე კომპანიაში ჩატარდა და გამოვლინდა კერძო სექტორის ის დარგები, რომლებიც აგვისტოს მოვლენების შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალდა. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველო-რუსეთის ომმა უარყოფითი გავლნა იქონია კომპანიათა შემოსავლების დაახლოებით 77 პროცენტზე. თანამშრომელთა რიცხვი კი 3 პროცენტით შემცირდა.
წაკითხვა
2009 წლის ბიუჯეტი 6 271 000 000 იქნება
გამოქვეყნებულია: 2008-12-18 16:45:45
2009 წელს საქართველოს ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით 1 მილიარდი ლარით ნაკლები იქნება და 6 მილიარდ 271 მილიონს შეადგენს. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა ისაუბრა.
წაკითხვა