საზოგადოებრივი
104.5 FM
დედაქალაქის ბიუჯეტი მიღებულია
გამოქვეყნებულია: 2008-12-16 16:48:12
ერთი ყველას წინააღმდეგ – დედაქალაქის ბიუჯეტი მიღებულია. 2009 წლის თბილისის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელიც ძირითადად სოციალურ სფეროზე იქნება ორიენტირებული. სოციალურად დაუცველი ფენისთვის ერთი წლის განმავლობაში 74 მილიონი ლარი დაიხარჯება. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეღავათები კვლავ შენარჩუნდება. ამ შეღავათით მომავალი წლიდან პედაგოგებიც ისარგებლებენ. მოხდება საბავშვო ბაღებისა და დარჩენილი სკოლების გაზიფიკაცია, გზების დაგება. გამგეობებიდან ყველაზე მეტი დაფინანსება – 44 მილიონი ლარი ძველი თბილისის გამგეობამ მიიღო. აქედან 24 მილიონი ლარი ძველი თბილისის რეკონსტრუქციას მოხმარდება. 2009 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ წარადგინა. წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი მხოლოდ ერთმა დაიწუნა. საკრებულოს წევრმა "ლეიბორისტული პარტიიდან" პაატა ჯიბლაძემ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა.
წაკითხვა
ენერგეტიკის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება
გამოქვეყნებულია: 2008-12-16 11:20:12
ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება. წლის ბოლომდე საქართველოს მთავრობას და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას შორის ხელმოწერილი იქნება კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც აზერბაიჯანული მხარისთვის რეგიონალური გაზგამანაწილებელი კომპანიების გადაცემას მოიცავს. ასევე იგეგმება რეგიონებში გაზიფიცირების გეგმის დამტკიცებისა და 5 წლის განმავლობაში საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების დეტალების განხილვა.
წაკითხვა
"სოლიდარობის ფონდი" ახალი ინიციატივით გამოდის
გამოქვეყნებულია: 2008-12-15 16:55:57
"სოლიდარობის ფონდი" მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად ახალი ინიციატივით გამოდის. კანონპროექტს, რომელიც მცირე მეწარმეებისთვის გაუმჯობესებული პირობების შექმნას ითვალისწინებს, ბიზნესმენები იხილავენ. განხილვის შემდეგ, კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს გადაეცემა, რის შემდეგაც მას საკანონმდებლო ორგანო გაეცნობა. "სოლიდარობის ფონდის" წარმომადგენლების თქმით, მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტის ამოქმედების შემთხვევაში, მცირე ბიზნესი ქვეყანაში საკმაოდ სწრაფად განვითარდება.
წაკითხვა
გიორგი გოგუაძემ ეკონომიკური განვითარების "ქართული გეგმა" წარმოადგინა
გამოქვეყნებულია: 2008-12-12 17:07:06
"ქართული გეგმა", – გიორგი გოგუაძის ახალი ინიციატივა, რომელიც უპრეცედენტო ეკონომიკურ პროექტად უნდა იქცეს. იქმნება გუნდი, რომელიც ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებს. ექსპერტებთან ერთად, დღეს საკუთარი იდეა პარლამენტის წევრმა საზოგადოებას გააცნო, პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. "ქართული გეგმა", – ორიენტირებული იქნება საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტების განსაზღვრაზე და წამყვანი დარგების განვითარების მიმართულებების ჩამოყალიბებაზე. გიორგი გოგუაძე აცხადებს, რომ პირველ რიგში უნდა განისაზღვროს რომელი დარგებია ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის, შემდეგ უნდა დაფიქსირდეს ძლიერი და სუსტი მხარეები და განისაზღვროს როგორ მოხდება დარგების გაძლიერება.
წაკითხვა
ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი განსაზღვრულია
გამოქვეყნებულია: 2008-12-12 10:10:43
ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი განსაზღვრულია. ფინანსური სექტორის გაძლიერება, ხელფასებისა და პენსიების დროული გაცემა და ენერგეტიკული კრიზისის თავიდან აცილება – ამ პირველად ამოცანებზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ ბიზნესმენებს ესაუბრა. მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოში არსებულ ფინანსურ კრიზისსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ფინანსური სექტორის ჩამოშლა არ მოხდა და ეკონომიკური მდგრადობა ქვეყანაში შენარჩუნებულია. პრეზიდენტი კომენტარს მთავრობაში მომხდარ საკადრო ცვლილებებზეც აკეთებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ფინანსურ და ეკონომიკურ სისტემაში არსებულ გამოწვევებს სამთავრობო ცვლილებების შემდეგ გამოცდილი ადამიანები უპასუხებენ.
წაკითხვა
კანცელარიაში დონორთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2008-12-11 17:16:45
მთავრობის კანცელარიაში დონორთა კოორდინაციის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილიც ესწრება. გთავაზობთ ვიდეომასალას.
წაკითხვა
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა მორიგი წარმომადგენლობითი ფორუმი გამართა
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 13:28:33
საქართველო და ევროკავშირი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გასაფორმებლად. ამასთან დაკავშირებით ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა დღეს მორიგი წარმომადგენლობითი ფორუმი გამართა. ფორუმის მიზანია სურსათის უვნებლობის შესახებ საქართველოს კანონის რიგი მუხლების მოქმედებისა და შესრულების შეჩერება. ფორუმი ტარდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის საქართველოს ევროპული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის მიერ.
წაკითხვა
მიხეილ სააკაშვილმა 'ანა ჯგუფის' საწარმო დაათვალიერა
გამოქვეყნებულია: 2008-12-06 16:52:57
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ნაძალადევის რაიონში მდებარე ”ანა ჯგუფის” საწარმო დაათვალიერა. საწარმოში 3000–მდე ადამიანია დასაქმებული. ”ანა ჯგუფი” 2 საწარმოს აერთიანებს – ”ტკბილი ქვეყანა”, რომელიც საკონდიტრო ნაწარმს ამზადებს და ხორცკომბინატი ”მითანა”. ამ საწარმოების ინვესტიცია 14 მილიონი დოლარი დაჯდა, რომელიც თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი.
წაკითხვა
'ბაზისბანკმა' ახალი საკრედიტო პროდუქტი შექმნა
გამოქვეყნებულია: 2008-11-26 18:06:07
"ბაზისბანკმა" ახალი საკრედიტო პროდუქტი შექმნა. ბანკის დირექტორის დავით ცაავას განცხადებით, სპეციალური საკრედიტო ხაზი გამოიყო მიკრო და მცირე საწარმოების ხელშესაწყობად. ახალი საკრედიტო პროდუქტი ითვალისწინებს სესხებს 500 ლარიდან 200 000 ლარამდე და რაც ყველაზე აქტუალურია სესხი გაიცემა როგორც უკვე არსებული, გამოცდილი საწარმოების დასაფინანსებლად, ასევე დამწყებ მეწარმეებზეც.
წაკითხვა