საზოგადოებრივი
104.5 FM
ლარი კვლავ გაუფასურდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 21:10:00
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს მოქალაქეების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, ეროვნული ვალუტის კურსია. ლარი გაუფასურებას განაგრძობს და დღეს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 დოლარის ღირებულება 2,62 ლარამდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით კი ლარი ამერიკული ვალუტის მიმართ 3 თეთრით გაუფასურდა. ასეთი ტენდენციის მიუხედავად, ეროვნული ბანკი რეზერვების გამოყენებასა და სავალუტო ბაზარზე ხელოვნურ ჩარევას არ აპირებს. მათი განცახდებით, გაუფასურების არსებული მასშტაბები საგანგაშო არ არის და კურსი თავისით დასტაბილურდება.   
წაკითხვა
კონტრაბანდის მორიგი ფაქტი საქართველოში - რა სქემით მოქმედებენ დამნაშავეები
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 20:17:00
კონტრაბანდის მორიგი ფაქტი საქართველოში. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, როგორც ტრანზიტული დერეფანი ისე გამოიყენეს. სატვირთო ავტომობილში, ყვავილების ქვეშ დამალული დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი პასუხისგებაში მიცემულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში გადაჰქონდათ. თუმცა, სიგარეტი არ არის ერთადერთი საქონელი რაც კონტრაბანდის გზით გადააქვთ.   როგორია სტატისტიკური მონაცემები, რა სქემით მოქმედებენ დამნაშავეები, როგორ ხდება სქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსული საქონლის იდენტიფიცირება და რა ზიანი ადგება ქყვეყანას. თეონა ხუბულავა გიამბობთ. ამავე თემაზე, იხილეთ ჩართვა „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
საპენსიო რეფორმა - ვინ განკარგავს მოქალაქეთა მიერ ხელფასიდან დაზოგილ თანხებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 20:12:00
საპენსიო რეფორმა - ვინ განკარგავს მოქალაქეების მიერ ხელფასიდან დაზოგილ თანხებს პირველი კითხვა, რაც სავარაუდოდ ახალი საპენსიო რეფორმის მიმართ გაგიჩნდებათ, არის ის, თუ სად დაგროვდება და ვინ განკარგავს ჩვენს მიერ ხელფასიდან დაზოგილ თანხას - ფულს, რომელსაც საპენსიო ასაკში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ პენსიასთან ერთად მივიღებთ. კანონპროექტის მიხედვით, ამაზე პასუხისმგებელი სპეცილაურად შექმნილი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო იქნება. როგორ დაკომპლექტდება საბჭო და რა მოგვცემს იმის გარანტიას, რომ დაზოგილი თანხა არ დაიკარგება - ნახეთ ჩვენს სიუჟეტში.
წაკითხვა
Doing Business - საქართველომ ბიზნესის კეთება ერთ წელიწადში სამი მიმართულებით გაამარტივა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 19:57:00
Doing Business-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ბიზნესის კეთება ერთ წელიწადში სამი მიმართულებით გაამარტივა. კერძოდ, ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების, მცირე აქციონერთა უფლებების დაცვისა და გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტის კუთხით. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წინა წელთან შედარებით, შემცირდა ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების საფასური და პროცედურების რაოდენობა. მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის კუთხით ცვლილებები შევიდა „მეწარმეთა შესახებ“ და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონებში. ასევე, 2016 წელს მიიღეს ახალი კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“. 2017 წლის მაისში ცვლილება განხორციელდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში. „ამ რეფორმის შედეგად კიდევ უფრო გაძლიერდა როგორც მოვალის, ასევე კრედიტორ(ებ)ის უფლებების დაცვა. ცვლილებებით ნებისმიერ კრედიტორს შეუძლია განცხადების შეტანა მოვალის გადახდისუუნარობაზე, ხოლო მოვალეს, თავის მხრივ, უფლება აქვს მოითხოვოს როგორც გაკოტრება, ასევე რეაბილიტაციაც“, - აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.მთლიანობაში, საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 5 ინდიკატორში: ბიზნესის დაწყება - მე-4 ადგილი მსოფლიოში (2017 წელს მე-8 ადგილი); ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება - 30-ე ადგილი (2017 წელს 39-ე ადგილი); მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა - მე-2 ადგილი (2017 წელს მე-7 ადგილი); კონტრაქტების აღსრულება - მე-7 ადგილი (2017 წელს მე-16 ადგილი); გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა - 57-ე ადგილი (2017 წელს 106-ე ადგილი).
წაკითხვა
კონტრაბანდული ტვირთები საქართველოში - სტატისტიკა და რეალობა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 18:29:00
რამდენად მაღალია საქართველოში კონტრაბანდული ტვირთების შემოტანის ან ტრანზიტის მაჩვენებელი? ბოლო ხუთი წლის სტატისტიკით, ამ დანაშაულისთვის დაკავებულთა რაოდენობა მზარდია. თუმცა საერთო სურათის დასადგენად ეს მაჩვენებელი საკმარისი არ არის. თეო ხუბულავა მუშაობდა თემაზე. 
წაკითხვა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 18:07:00
ერთი დოლარი 2 ლარი და 63 თეთრი ღირს. სავალუტო ჯიხურებში და ბლუმბერგის პლატფორმაზე, ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს ეროვნული ბანკი. ვიცე-პრეზიდენტის თქმით საშუალოდ და გრძელვადიანი პროგნოზით ლარის კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. 
წაკითხვა
გაიზრდება თუ არა ელექტრო ენერგიის სამომხმარებლო ტარიფი
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 18:06:00
დეკემბრის ბოლოს გახდება ცნობილი გაიზრდება თუ არა საქართველოში ელექტრო ენერგიის სამომხმარებლო ტარიფი. მარეგულირებელმა კომისიამ სადგურების, „ხრამი 1“-ის და „ხრამი 2“-ის მფლობელ კომპანიას ენერგიის მიწოდების ტარიფი გაუზარდა. სემეკში გადაწყვეტილებას ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას უკავშირებენ. კომპანიამ მარეგულირებელს თავად მიმართა, შედეგად კი „ხრამი 1“-ის შემთხვევაში - 1,58 თეთრით, ხოლო „ხრამი 2“-ის შემთხვევაში 1,85 თეთრით მომატებული ტარიფი მიიღო. კომპანიაში თვლიან, რომ მატება არასაკმარისია. მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით. 
წაკითხვა
როდის ამოქმედდება დაგროვებითი საპენსიო სისტემა - პროექტს პარლამენტი სავარაუდოდ წლის ბოლომდე განიხილავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 18:03:00
დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეიძლება 2018 წლის შემოდგომიდან ამოქმედდეს. მოქალაქეებს შეეძლებათ ყოველთვიური ხელფასის 2 % სპეციალურ ფონდში გადარიცხონ. დამსაქმებელი და სახელმწიფო კი კიდევ 2-2 %-ს დაამატებენ. მაგალითისთვის, თუ მოქალაქე ყოველ თვე ანაზრაურების სახით იღებს ათას ლარს, მისი პირადი შემოსავლიდან  დაგროვებით საპენსიო ფონდში გადაირიცხება 20 ლარი, ასევე დამსაქმებლისგან 20 ლარი სახელმწიფოსგანაც 20 ლარი. უკვე ცნობილია ამ სისტემის სხვა დეტალებიც. პროექტი შედგენილია და სავარაუდოდ წლის ბოლომდე მას პარლამენტი განიხილავს. რას გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, ამას უფრო დაწვრილებით სანდრო ჯუფალაკიანი გვეტყვის. 
წაკითხვა
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე სასტუმრო აშენდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 17:28:00
თბილისში, დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე სასტუმრო აშენდება. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით,  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში   თბილისში, დიმიტრი უზნაძის ქუჩა N14–ში მდებარე  სახელმწიფო  ქონება 1 960 000 ლარად, ელექტრონულ აუქციონზე გაყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანია სულ მცირე 120 ნომრიან სასტუმრო-კომპლექსს მოაწყობს, რისთვისაც არანაკლებ 6 500 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ერთი წლის შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა ადგილებში, გაყიდულია 26 602 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 58 200 000 ლარს შეადგენს."პროექტი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს მასშტაბით უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და უპასუხონ ტურიზმის დარგში დაფიქსირებულ გაზრდილ მოთხოვნას",-ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
წაკითხვა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0368 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 17:05:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 ნოემბერს ერთი ევროს ღირებულება 3.0368  ლარი იქნება. 31 ოქტომბერს ერთი ევროს ფასი 3.0106 ლარი იყო.  
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6112 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 17:03:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6112 იქნება. 31 ოქტომბერს ერთი დოლარის ფასი 2.5873 ლარი იყო. 
წაკითხვა
თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენგეგმის პროექტი მერიას 13 ნოემბერს ჩაბარდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 16:32:00
თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის პროექტი დედაქალაქის მერიას 13 ნოემბერს ჩაბარდება. შემდეგ კი დასამტკიცებლად ახალი შემადგენლობის საკრებულოს გადაეგზავნება. ამის შესახებ, გენგეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის  “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” დირექტორმა განაცხადა.  მისი თქმით, თბილისის ახალი ხელმძღვანელობა დოკუმენტებს უნდა გაეცნოს და შესაძლო კონკრეტული კორექტივები შევიდეს. თუმცა ძირითად საკითხებში ცვლილებები არ იქნება.  დოკუმენტის მომზადების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, თბილისის ბიუჯეტიდან  3 მილიონამდე ლარს მიიღებს. 
წაკითხვა
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, შპს „არზუ გაზისთვის“ სამომხმარებლო ტარიფი 7.5 თეთრით გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 16:21:00
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, შპს „არზუ გაზისთვის“ სამომხმარებლო ტარიფი 7.5 თეთრით გაიზარდა. როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განმარტა, ტარიფის ზრდა განაპირობა კომპანიის საოპერაციო და კაპიტალურ დანახარჯებში ცვლილებებმა. „ეს განაპირობა იმან, რომ კომპანიას იჯარის ხელშეკრულება გაეზარდა, ასევე ბუნებრივი გაზის დანაკარგების შესასყიდად ბუნებრივი გაზის ფასი, რამაც შესაბამისად განაპირობა ეს შედეგი”, - განაცხადა მილორავამ.შპს „არზუ გაზისთვის” სამომხმაარებლო ტარიფმა დღგ-ს ჩათვლით 55.418 თეთრი შეადგენა. მანამდე ტარიფი 47.850 თეთრი იყო, სხვაობამ კი 7.6 თეთრი შეადგინა. შპს „არზუ გაზისთვის” ტარიფის მოქმედების ვადა 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბეის ჩათვლით იქნება. კომპანია გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში 527 აბობენტს ემსახურება.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ ახალი ტარიფები „ხრამჰესი 1" და „ხრამჰესი 2"-საც დაადგინა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, 2018 წლის ბოლომდე „ხრამჰესი 1"-ის ტარიფი 1.58 თეთრით, ხოლო „ხრამჰესი 2"-ის 1.85 თეთრით გაიზარდა.
წაკითხვა
სავალუტო ჯიხურებში ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 16:15:00
სავალუტო ჯიხურებსა და ბლუმბერგის პლატფორმაზე ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ერთი აშშ დოლარის ფასი 2 ლარი და 63 თეთრია.ეროვნული ბანკი მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზით, ლარის კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. 
წაკითხვა
"ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2" - სთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ ახალი ტარიფები დაადგინა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 16:04:00
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, 2018 წლის ბოლომდე "ხრამჰესი 1"-ის ტარიფი 1.58 თეთრით, ხოლო "ხრამჰესი 2"-ის 1.85 თეთრით გაიზარდა. თუმცა ხრამჰესების კომპანია ტარიფის უფრო მეტად გაზრდას ითხოვდა, რაც კომისიამ არ დააკმაყოფილა. კერძოდ, "ხრამი 1"-ისა და "ხრამი 2"-ის წარმომადგენლები ტარიფის დაკორექტირებას ლარის კურსის დოლართან მიმართებაში ცვლილების გამო ითხოვდნენ, რასაც კომპანიის დაანგარიშებით ტარიფის 40%-იანი ზრდა უნდა მოჰყოლოდა, თუმცა სემეკ-მა მიწოდების ტარიფი მხოლოდ 26%-ით გაზარდა. სატარიფო ცვლილება მხოლოდ საინვესტიციო კომპონენტს შეეხო. გადაწყვეტილება ძალაში პირველი ნოემბრიდან შევა და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს. სემეკ-ში არ აკონკრეტებენ, მოახდენს თუ არა აღნიშნული ცვლილება გავლენას სამომხმარებლო ტარიფზე. ეს სავარაუდოდ დეკემბრის ბოლომდე გაირკვევა.
წაკითხვა
დაგროვებით საპენსიო სისტემაში თვითდასაქმებულებიც ჩაერთვებიან
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 15:06:00
საპენსიო რეფორმა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ისტორიაში, ექსპერტებთან ერთად, შევიმუშავეთ ისეთი მოდელი, რომელიც გამართლებულია ჩვენი დღევანდელი რეალობისთვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ დაგროვებითი პენსიის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კანონის პროექტი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.ნიკოლოზ გაგუას თქმით, საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, მათი ასაკის მიუხედავად. საპენსიო რეფორმა გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს ამ დასაქმებიდან ან თვითდასაქმებიდან.„დაგროვებითი პენსიების შესახებ“ კანონის პროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს, კერძოდ: თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილე ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს - თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს - ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი, როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.ამასთან, მოხდება დაგროვილი თანხის ინვესტირება, რის შედეგადაც მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება. შესაბამისად, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად გააუმჯობესებს მისი სოციალური უზრუნველყოფის დონეს საპენსიო ასაკში.
წაკითხვა
2020 წლიდან საბაზისო პენსია შესაძლოა, ინფლაციის შესაბამისად გაიზარდოს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 14:36:00
სახელმწიფო პენსია, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ღებულობს, 2020 წლიდან შესაძლოა, სპეციალური ინდექსით გაიზარდოს. შესაბამის წესს მთავრობა შეიმუშავებს და დაგროვებით საპენსიო სისტემასთან ერთად აამოქმედებს - ამის შესახებ დღეს, დაგროვებითი პენსიის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადეს. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ გარდამავალ პერიოდში მინიმალური პენსიის გაზრდა მთავრობას ისევე შეეძლება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. 2020 წლიდან კი, მისი ოდენობა, სავარაუდოდ, სპეციალური ინდექსით დაითვლება. დიდი ალბათობით, პენსიის გაზრდა ინფლაციაზე იქნება დამოკიდებული. ანუ ფასების გაზრდასთან ერთად, პენსიის მოცულობაც მოიმატებს.დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება 2018 წლის პირველი ივლისიდან იგეგმება. ამასთან, შენარჩუნდება სახელმწიფო პენსია, რომლის ოდენობა დღეს 180 ლარია.
წაკითხვა
ნიკოლოზ გაგუა - დაგროვებით პენსიაზე ყველა შენატანი გათავისუფლებული იქნება გადასახადისგან
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 14:24:00
დაგროვებით პენსიაზე ყველა შენატანი გათავისუფლებული იქნება გადასახადისგან - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა. ახალი სისტემის პრეზენტაციის შემდეგ, მან ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რატომ გადაწყდა, დაგროვებით საპენსიო სისტემაში გარკვეული კატეგორიის დასაქმებულებისთვის ჩართვა სავალდებულო იყოს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩართულობა იყოს ფართო, მაქსიმალური. ასევე, არსებობს საერთაშორისო გამოცდილებები ამ თვალსაზრისით. პრაქტიკულად, ყველა საერთაშორისო ექსპერტმა გვირჩია აღნიშნული მიმართულებით გადაგვედგა ნაბიჯები და ეს არის ის მოდელი, რომელიც გამართლებულია ჩვენი რეალობისთვის. საპენსიო რეფორმა ითვალისწინებს 6%-იან შენატანის განხორციელებას. აქედან, 2%-ს იხდის დასაქმებული, 2%-ს დამსაქმებელი, ხოლო 2%-ს სუბსიდიის სახით, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადაუხდის მთავრობა, სისტემაში მონაწილეს - ეს არის მთავრობის შენატანი. ყველა შენატანი გათავისუფლებულია გადასახადისგან, რაც არის უპრეცედენტო შეღავათი და პრაქტიკულად, სახელმწიფოს შენატანი არა 2%-ია, იქედან გამომდინარე, რომ დასაქმებულის და დამსაქმებლის შენატანი გათავისუფლებულია გადასახადისგან, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს შენატანი 2,8%-ია. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. შესაბამისი ხარჯები უკვე ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტში. 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება რეფორმა. ეს იქნება მნიშვნელოვანი ქვეყანაში დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდისთვის, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ და დასძინა, რომ პენსიაზე გასვლის ასაკი არ შეიცვლება და ქალებისთვის 60 და მამაკაცებისთვის 65 წელი იქნება. დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2018 წლის1-ელი სექტემბრიდან 
წაკითხვა
არჩილ მესტვირიშვილი - საშუალოდ და გრძელვადიანად, ლარის კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 14:10:00
საშუალოდ და გრძელვადიანად, ლარის კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ლარის გაუფასურების ტენდენციასთან დაკავშირებით საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ მესტვირიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რას გულისხმობს ლარის მცურავი კურსი. „საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და ვიცით, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი არის აუცილებელი, რომ ჩვენ გვქონდეს მდგრადი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, გვქონდეს მაღალი და მზარდი დასაქმება, რომ შევინარჩუნოთ კონკურენტული ბიზნესგარემო. მცურავი გაცვლითი კურსისთვის დამახასიათებელია ცვალებადობა, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში.ამ ბაზრისათვის დამახასიათებელია კურსის ცვალებადობა, რაც შედარებით ახალია ჩვენთან და გარკვეული ცვალებადობა დამატებით აჟიოტაჟს იწვევს, ზოგ შემთხვევაში, ზოგ შემთხვევაში კი, მოლოდინებს აჩენს“ - განაცხადა არჩილო მესტვირიშვილმა.მისივე თქმით, თუკი ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ საფრთხე ექმნება ინფლაციას, შესაბამის ინსტრუმენტებს გამოიყენებენ. „რომ შევხედოთ კურსის განმსაზღვრელ ფაქტორებს, ყველაფერი პოზიტიურადაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ და გრძელვადიანად კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. რა თქმა უნდა, მოლოდინები არის, რაც შეიძლება დასაბუთებული ან დაუსაბუთებელი იყოს, მაგრამ ეს არის კონკრეტული ბიზნესსუბიექტების გადაწყვეტილება, რომლებიც თავიანთი მოლოდინებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას, რაც ბუნებრივია, კურსზე გავლენას იწვევს.
წაკითხვა
„ანაკლია სითის“ პრეზენტაცია ბიზნესასოციაციაციის ოფისში
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 12:15:00
ანაკლია პორტის და ანაკლია სითის პრეზენტაცია ბიზნესასოციაციაციის ოფისში. შეხვედრაზე კონსორციუმის წევრებმა ეკონომიკური ზონის პროექტებზე ისაუბრეს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასამშენებლო მოსამზადებელი ეტაპი 2016 წელს დაიწყო და ამ პერიოდში სხვადასხვა სამუშაოები განხორციელდა. პორტის სამშენებლო სამუშაოები კი 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება.
წაკითხვა