საზოგადოებრივი
104.5 FM
როდის ამოქმედდება საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმა
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 12:12:00
როდის ამოქმედდება საქართველოში დაგროვებით საპენსიო სისტემა? - ამ წუთებში მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები შესაბამისი კანონპროექტის პრეზენტაციას მართავენ. სანდრო ჯუფალაკიანი კანონპროექტის დეტალებით.
წაკითხვა
რა დატვირთვა აქვს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 20:13:00
უფრო ვრცლად ახალ მარშრუტზე, რომლითაც აზიიდან დაძრული ტვირთი საქართველოს გავლით ევროპაში ჩავა. სფეროს სპეციალისტები ეკონომიკურთან ერთად, პროექტის განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. ეს იქნება რუსეთის სარკინიგზო ხაზის ალტერნატიული მარშრუტი. ექსპერტების თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ჩინური ტვირთების გადაზიდვის კუთხით კონკურენციას მკვეთრად გაზრდის. პროექტის შეფასების დროს აქცენტი კეთდება უსაფრთხოების მიმართულებაზეც.  
წაკითხვა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გაიხსნა - სატვირთო გადაზიდვები 2018 წლიდან დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 20:09:00
2017 წლის 30 ოქტომბერი ისტორიული თარიღია საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის და თურქეთისთვის. 10 წლის წინ დაწყებული მასშტაბური პროექტი სრულდება. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ახლადგახსნილ მაგისტრალზე პირველი მატარებლის მგზავრები პროექტში ჩართული ქვეყნების ლიდერები იყვნენ. ქართული მხარე სტრატეგიული პროექტიდან დამატებით ეკონომიკურ სარგებელს და ტვირთბრუნვის გაზრდილ მაჩვენებელს ელის. ახალი სარკინიგზო ხაზით სატვირთო გადაზიდვები აქტიურად 2018 წლიდან დაიწყება. პროექტს უკვე უწოდეს ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ახალი ხიდი.  
წაკითხვა
ევროკავშირი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას მიესალმება
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 18:47:00
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნა ევროკავშირის, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენრალური აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო სისტემის სფეროში გადადგმული დიდი ნაბიჯია,- ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მიესალმება ახალ სარკინიგზო დერეფანს, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ლოჯისტიკის კოორდინაციის ურთიერთკავშირების გაუმჯობესებას, ახალი ბიზნეს-შესაძლებლობების შექმნასა და ვაჭრობის გაფართოებას.„ეს არის საკითხი, რომელიც ემთხვევა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიას. ევროკავშირი ყოველთვის უჭერს მხარს პროქტებს, რომლებიც პარტნიორ მეზობელ ქვეყნებთან კავშირების გაუმჯობესებსკენ არის მიმართული. თურქეთსა და ბულგარეთს, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებით, ეს პროექტი უძველესი აბრეშუმის გზით ევროპასა და აზიას სწრაფი და საიმედო სახმელეთი სატრანსპორტო კავშირით უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ევროკავშირის მისიის განცხადებაში.ამასთან, ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრიუსელი ასევე მხარს უჭერს გაზის სამხრეთის დერეფანს.დღეს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინგზის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
წაკითხვა
ზურაბ ალავიძე - ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის გახსნა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საქართველოსთვის, რადგან შუა აზიის ტვირთების ძირითადმა ნაწილმა ამ მიმართულებით უნდა იმოძრაოს
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 17:36:00
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის პროექტი წინ წაწევს როგორც საქართველოს ეკონომიკას, ასევე მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის ეკონომიკისთვის.მინისტრის თქმით, აღნიშნული რკინიგზა ანაკლიის პორტის შემადგენელი ნაწილი იქნება.„ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა უკვე ოფიციალურად გაიხსნა და დღეიდან მოძრაობას დაიწყებს ტვირთები. ამიტომ, მნიშვნელოვანი დღეა, როგორც იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეს რკინიგზა გადის, ისე - განსაკუთრებით საქართველოსთვის, რადგან შუა აზიის ტვირთების ძირითადმა ნაწილმა ამ მიმართულებით უნდა იმოძრაოს. ეს რკინიგზა იქნება შემადგენელი ნაწილი ანაკლიის პორტისაც. ანაკლიის პორტის მეშვეობით, ამ რკინიგზიდან გამომდინარე, ნაკადები თურქეთში მოხვდება. ეს პროექტი წინ წაწევს როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ასევე მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის ეკონომიკისთვის“,- განაცხადა ალავიძემ.ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად დღეს გაიხსნა. 
წაკითხვა
გიორგი გახარია - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე რეგიონულ ჭრილში
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 17:28:00
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე რეგიონულ ჭრილში, - ამის შესახებ  საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის ლოგისტიკა და გადაზიდვები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნქცია. "ეს  ე.წ შუალედური კორიდორი აბრეშუმის გზის კორიდორის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და პირველი საცდელი სატვირთო შემადგენლობის გაშვება ამ მონაკვეთზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ტვირთბრუნვის გარდა, ეს დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, როგორც საქართველოს, ისე -მთლიანად რეგიონს. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ საბოლოო დასრულებამდე კიდევ ბევრი გზაა გასავლელი, კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. გვჯერა და დარწმუნებულნი ვართ, რომ სამივე მხარე ერთად - აზერბაიჯანული, თურქული და ქართული, ამ სამუშაოებს უმოკლეს ვადაში დაასრულებს",-აღნიშნა გიორგი გახარიამ.ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დღეს ოფიციალურად გაიხსნა.  გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  მონაწილეობდა.
წაკითხვა
ამერიკის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა, ნავთობი გაძვირდა, ევრო გაუფასურდა, ღვინის წარმოება კი რეკორდულად შემცირდა - კვირის ბიზნესმიმოხილვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 17:22:00
მიუხედავად იმისა, რომ გასული კვირას ესპანეთში საკონსტიტუციო კრიზისი დრამატულად დაიძაბა, ეს ფაქტი ფინანსურ ბაზრებზე მაინცდამაინც არ აისახა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ როგორც ჩანს ინვესტორები თვლიან, რომ ბარსელონასა და მადრიდს შორის დაძაბულობა სერიოზულ სახეს არ მიიღებს. NASDAQ-ის საფონდო ბირჟამ კვირა საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა, ევროს კი ყველაზე ცუდი კვირა ჰქონდანიუ-იორკის NASDAQ-ის საფონდო ინდექსმა რომელიც დაახლოებით 3 ათას კომპანიას წარმოადგენს, გასული კვირა წლის საუკეთესო შედეგით დაასრულა. მოგება აჩვენა ფაქტობრივად ყველა წამყვანმა ამერიკულმა საფონდო ინდექსმა, რასაც ხელი შეუწყო მესამე კვარტალში ამერიკული კომპანიების მოგების მაღალმა მაჩვენებელმა და ზოგადად შეერთებული შტატების ეკონომიკის ზრდამ. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შტატების ეკონომიკამ მოსალოდნელზე მეტი სამპროცენტიანი ზრდა აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ორმა ძლიერმა ქარიშხალმა გადაურა.ამერიკული ბაზრების დადებითი ტენდენცია ანალიტიკოსების აზრით, ტექნოლოგიური სექტორის დიდი დამსახურებაა. "გუგლის" მფლობელი კომპანიის "ალაფაბეტის" აქციების ფასი 4.3 პროცენტით გაიზრდა, "მაირკოსოფტის" 6.4 პროცენტით, ხოლო "ამაზონის" 13.2 პროცენტით.მიუხედავად ესპანეთის მოვლენებისა, ზრდა დაფიქსირდა ევროპის ფინანსურ ბაზრებზეც. ევროპული კომპანიების აქციები გასულ პარასკევს ბოლო ხუთი თვის მაქსიმუამდე ავიდა - აქაც კომპანიების მაღალი კვარტალური მაჩვენებლების წყალობით. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა ესპანურ წამყვან ინდექსს, რომელიც 1.5 პროცენტით დაეცა მას შემდეგ, რაც კატალონიის პარლამენტმა პარასკევს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, პასუხად კი მადრიდმა კატალონიის პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები გამოაცხადა.ვალუტა
წაკითხვა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0106 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 17:04:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 ოქტომბერს ერთი ევროს ღირებულება 3.0106 ლარი იქნება. 30 ოქტომბერს ერთი ევროს ფასი 2.9766 ლარი იყო. 
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5873 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 17:01:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.5873 იქნება. 30 ოქტომბერს ერთი დოლარის ფასი 2.5612 ლარი იყო. 
წაკითხვა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა - [ფოტოამბავი]
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 16:50:00
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ლიანდაგში სიმბოლურად ლურსმნები ჩააჭედეს, ისრები გადაიყვანეს და მემორიალური დაფა გახსნეს.ხუთი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს, ასევე იმგზავრეს პირველი მატარებლით, რომელმაც ახლად გახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე გაიარა.
წაკითხვა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველმა მატარებელმა გაიარა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 16:14:00
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველმა მატარებელმა გაიარა.მატარებელი ხორბილით დატვირთული 32 კონტეინერისგან შედგება. მატარებელი ყაზახეთის ქალაქ კოსტანაიდან 24 ოქტომბერს გავიდა, მისი დანიშნულების პუქნტია თურქეთის ქალაქი მერსინი.ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალური ცერემონია ბაქოში გაიმართა.რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობდა. აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, საქართველოს, ყაზახეთისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებმა ასევე დაათვალიერეს სამგზავრო მატარებელი, რომელიც ბაქო-სტამბულის მიმართულებით ივლის. აზერბაიჯანმა ეს მატარებელი კომპანია "შტადრელს" სპეციალურად ამ პროექტისთვის შეუკვეთა. სავარაუდოდ სამგზავრო მიმოსვლა 2018 წელს დაიწყება. 
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 12:29:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში, რომელზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიწვია. ღონისძიებაზე დასასწრებად აზერბაიჯანში იმყოფებიან ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თედო ჯაფარიძე.
წაკითხვა
საქსტატი - სექტემბერში ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტი იყო
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 11:21:00
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა სექტემბერში 5 პროცენტი იყო. შესაბამისად, მესამე კვარტალში ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 4.4 პროცენტი, ხოლო 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 4.7 პროცენტი შეადგინა.სტატისტიკის მიხედვით, სექტემბერში ეკონომიკური ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, მშენებლობა. დამატებული ღირებულების კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის დარგში.
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას
გამოქვეყნებულია: 2017-10-30 07:55:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური ღონისძიებაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიიწვია. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი. 
წაკითხვა
ლარის გაუფასურებაზე ექსპერტებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ - ერთი დოლარი 2.57 ლარს აღემატება
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 20:10:00
გაუფასურებული ეროვნული ვალუტა. ერთი დოლარი ამ დროისთვის 2 ლარსა და 57 თეთრს აღემატება. ლარის დევალვაცია სექტემბრის თვიდან დაიწყო, თუმცა განსაკუთრებულად ის 23 ოქტომბრის შემდეგ გაუფასურდა. ექსპერტებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ. მათი ვარაუდით, დოლარის პოზიციების გამყარება, ლარის მიმართ არასწორ მოლოდინებს უკავშირდება. მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით.
წაკითხვა
მეიდანზე ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი მოეწყო
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 13:26:00
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, დღეს და ხვალ, 13:00-დან 22:00 საათამდე, მეიდანზე სამეწარმეო მარკეტი მოეწყო, რომლის მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული პროდუქცია - სუვენირები, საკონდიტრო ნაწარმი, ალკოჰოლური სასმელები და ა.შ. „ვაპირებთ, რომ აუცილებლად გავაგრძელოთ საკვირაო მარკეტები. ეს ერთგვარ ტრადიციადაც ჩამოყალიბდა. ეს დამწყები მეწარმეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მუდმივად არის ჩვენთან მომართვიანობა და ყველა ახალ მარკეტზე ვცდილობთ, რომ ახალი ბენეფიციარები მოვიყვანოთ და, საქართველოს მასშტაბით, მაქსიმალურად ყველას შევუწყოთ ხელი, რათა მოახდინონ პროდუქციის პოპულარიზაცია“, - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ.
წაკითხვა
თბილისის ცირკის შენობა იყიდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 11:53:00
თბილისის ცირკის შენობა იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ ვებ-გვერდზე სააგენტო Colliers International Georgia ავრცელებს. აღნიშნული უძრავი ქონების საერთო ფართი 21,014 კვადრატულ მეტრს შეადგენს.„იყიდება თბილისის ცირკის ისტორიული შენობა, რომელიც ცნობილი საბჭოთა არქიტექტორის, ნიკოლაი ნაპრინცევის მიერ 1939 წელს აშენდა. ნეოკლასიკური, მრგვალი ფორმის ნაგებობა ხუთ სართულს მოიცავს, საერთო ფართით 4,750 კვადრატული მეტრია. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800 კვადრატული მეტრი ფართობის ადმინისტრაციული ერთეულისგან. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქონება შესაბამისია მრავალფუნქციური განვითარებისთვის, მათ შორის, ოფისის, სასტუმროს, საკონცერტო დარბაზისა და სხვა დანიშნულების ადგილების მშენებლობისთვის. აქტივზე არსებობს ბიზნეს გეგმა, რომლის გაცემაც შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. რაც შეეხება უძრავი ქონების ფასს, სააგენტოს საკუთარ გვერდზე ინფორმაცია ამის შესახებ მითითებული არ აქვს.
წაკითხვა
ახალი დეტალები ცენტრ-პოინტის საქმეში - რა განაცხადა „კრწანისი-ვილა-რეზიდენსის“ წარმომადგენელმა „მოამბესთან“ საუბარში
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 20:30:00
,,მოამბისთვის” ცნობილი ხდება რამდენიმე ახალი დეტალი ცენტრ-პოინტის გახმაურებული საქმიდან. ჩვენს ჟურნალისტთან პირველად საუბრობს სამშენებლო კომპანია ,,კრწანისი-ვილა-რეზიდენსის” წარმომადგენელი, რომელიც ცენტრ-პოინტს, მის მიერ ინვესტორად დასახელებულ ,,ემ-კვადრატსა” და ასეულობით დაზარალებულ მოქალაქეს შორის შუამავლის ფუნქციას შეასრულებს. დეველოპერული კომპანია პირობას დებს, რომ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილება მოხდება. თუმცა მრავალწლიან დავაში ახალი შუამავლის გამოჩენა მენაშენეებს შორის კითხვებს და ეჭვებს აჩენს.ამავე თემაზე, იხილეთ ჩართვა „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
ლარი კვლავ გაუფასურდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 20:25:00
ეროვნული ვალუტის კურსი ვარდნას განაგრძობს. გუშინდელთან შედარებით ლარი კიდევ ორი თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხვალ ერთი დოლარის ოფიციალური ფასი ორი ლარი და 56 თეთრი იქნება. ევროსთან მიმართებაში კი მცირედი გამყარება ფიქსირდება. დოლარი სხვა ვალუტების მიმართაც მყარდება. თუმცა თვის დასაწყისიდან გაუფასურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თურქეთსა და საქართველოში ფიქსირდება. კურსის ვარდნის ტენედენციის მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია, გეგმავს თუ არა ეროვნული ბანკი ინტერვენციას. შეგახსენებთ, რომ ლარის კურსმა ვარდნა სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო. ბოლო ორ თვეში ეროვნული ვალუტა 16 თეთრით გაუფასურდა.     
წაკითხვა
“საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტო“ და “საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია“ განცხადებას ავრცელებენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 18:46:00
სსიპ “საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტო“ და “საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია“ განცხადებას ავრცელებენ. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ამერიკელი კონგრესმენების ტედ პოსა და გეინ გრინის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც კონგრესმენები საუბრობენ საქართველოში კომპანია Frontera Resources საქმიანობის შესახებ.კომპანია Frontera Resources აწარმოებს ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში, XII სალიცენზიო ბლოკზე.კომპანია ფრონტერასა და საქართველოს მხარეს შორის ურთიერთობას აწესრიგებს 1997 წელს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულება. ქართული მხარე მოქმედებს აღნიშნულიხელშეკრულების პირობების სრული დაცვით და ამასთან, მოითხოვს ფრონტერას მხრიდან მის ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას.გავრცელებული ინფორმაცია კომპანია ფრონტერას ინტერესების სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არასწორია და სინამდვილეს არ შეესაბამება. ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მოითხოვს მხარეების მიერ კონფიდენციალურობის პირობების დაცვას, ამიტომ მოკლებული ვართ დამატებითი დეტალების გასაჯაროვების შესაძლებლობას", - აღნიშნულია განცხადებაში. 
წაკითხვა