საზოგადოებრივი
104.5 FM
„ყაზტრანსგაზთან“ საარბიტრაჟო დავაზე 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
გამოქვეყნებულია: 2017-08-08 17:18:00
„ყაზტრანსგაზთან“ საარბიტრაჟო დავისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თითქმის 5 მილიონი ლარი (2 040 500 დოლარი) უნდა გამოიყოს. მინისტრთა კაბინეტის განკარგულება იუსტიციის სამინისტროს საიტზეა ხელმისაწვდომია. სარეზერვო ფონდის 6 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, თანხა ჯერ აუთვისებელია. იუსტიციის სამინისტროში კი დღემდე დახარჯული თანხის მოცულობას არ აკონკრეტებენ.მთავრობის განკარგულების მიხედვით, სამინისტროს უნდა შეერჩია შესაბამისი იურიდიული კომპანია და მასთან ხელშეკრულება გაეფორმებინა. დოკუმენტში მითითებულია, რომ თანხა (არა უმეტეს 2 040 500 დოლარის) ეტაპობრივად, სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად უნდა გამოიყოს.ყაზახურმა სახელმწიფო კომპანიამ საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში აპრილში უჩივლა. სარჩელის თანხა 180 მილიონი დოლარია. ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები საქმეზე მორიგების შესაძლებლობაზე საუბრობდნენ.
წაკითხვა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8246 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-08 16:58:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 აგვისტოს ერთი ევროს ღირებულება 2.8246 ლარი იქნება. 8 აგვისტოს ერთი ევროს ფასი 2.8204  ლარი იყო.
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3903 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-08 16:57:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.3903 ლარი იქნება.8 აგვისტოს ერთი დოლარის ფასი 2.3904 ლარი იყო. 
წაკითხვა
უძრავი ქონების გაქირავების ფასი 25%-ით შემცირდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-08 15:32:00
საქართველოში დოლარით გამოხატული უძრავი ქონების ფასი კლებულობს, მონაცემებს ეროვნული ბანკი ავრცელებს. უწყების ცნობით, 2013 წლის იანვართან შედარებით უძრავი ქონების ფასი დოლარში დაახლოებით 15 პროცენტით შემცირდა. რაც შეეხება უძრავი ქონების გაქირავების ფასს, ცვლილებამ 25 პროცენტი შეადგინა.კლების მკვეთრი ტენდენცია 2014 წლის ბოლოდან ფიქსირდება, რაც დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურებას უკავშირდება. ამასთან, ლარში გამოხატული უძრავი ქონების ფასი ამავე პერიოდში სტაბილურია.შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 ივლისიდან იურიდიული პირებისთვის უძრავ ქონებაზე დოლარში ფასდადება აკრძალულია. თუმცა, მოსახლეობას (ფიზიკურ პირებს) ქონების რეალიზაციის ან გაქირავებისას ფასის უცხოურ ვალუტაში მითითება კვლავ შეუძლია.
წაკითხვა
„ინტერ რაომ“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების დარეგულირების საერთაშორისო ცენტრშიც შეიტანა
გამოქვეყნებულია: 2017-08-08 10:51:00
სტოკჰოლმის შემდეგ, „ინტერ რაომ“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი ლონდონში, მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების დარეგულირების საერთაშორისო ცენტრში (ICSID) შეიატანა. ნიდერლანდებში რეგისტრირებული „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიები ქართული ეროვნული ვალუტის დევალვაციის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 175 მილიონ დოლარს ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.„ინტერ რაოში“ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია შეთანხმება ინვესტიციების სტიმულირებისა და დაცვის შესახებ, როდესაც ლარის დევალვაციის დროს ადგილობრივმა მარეგულირებელმა ორგანომ ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფი არ გაზარდა. აღნიშნულის გამო დაზარალდა „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიები, რომლებმაც კომპანია „თელასის, ასევე ჰიდროელექტროსადგურების ხრამი1-ისა და ხრამი2-ის საკონტროლო პაკეტები შეიძინეს.ივნისში ამ კომპანიებმა უკვე მიმართეს სტოკჰოლმის არბიტრაჟს და ქართული მხარისგან კომპენსაციის სახით 12 მილიონი დოლარი მოითხოვეს.
წაკითხვა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8204 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-07 16:54:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 აგვისტოს ერთი ევროს ღირებულება 2.8204 ლარი იქნება. 5 აგვისტოს ერთი ევროს ფასი 2.8393 ლარი იყო.
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3904 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-07 16:45:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.3904 ლარი იქნება.5 აგვისტოს ერთი დოლარის ფასი 2.3910 ლარი იყო. 2017 წლის 7 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3910  შეადგინა.
წაკითხვა
თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 42%-ით, ბათუმში კი 65%-ით გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 18:50:00
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი ივლისში (წინა წლის ივლისთან შედარებით) 42%-ით, ბათუმის აეროპორტში კი 65%-ით გაიზარდა. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, თბილისში კომპანია 371 131 მგზავრს მოემსახურა, ბათუმში კი 100 613-ს. ორივე შემთხვევაში ეს რეკორდული მაჩვენებელია.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა 42%-ით გაიზარდა, ბათუმში კი 31%-ით.
წაკითხვა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8393 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 18:02:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 აგვისტოს ერთი ევროს ღირებულება 2.8393  ლარი იქნება. 4 აგვისტოს ერთი ევროს ფასი 2.8333 ლარი იყო.
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3910 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 17:54:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.3910 ლარი იქნება.4 აგვისტოს ერთი დოლარის ფასი 2.3928 ლარი იყო. 
წაკითხვა
ღვინის ექსპორტი 60%-ით გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 12:27:00
2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,3 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 60%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. უცხოეთის ბაზარზე ღვინის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 84,3 მლნ დოლარია.,,52%-ითაა გაზრდილი ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ქართული ღვინის რეალიზაცია გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობისა და ერთობლივად დაგეგმილი, სწორი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგია“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. ექსპორტი გაიზარდა შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 80% (4 462 631), რუსეთი - 86% (23 740 750), უკრაინა - 41% (3 653 334), პოლონეთი - 20% (1 427 458), ლატვია - 27% (830 852), ბელარუსი - 42% (814 022), აშშ - 89% (236 012), გერმანია - 34% (234 000), ისრაელი - 202% (127 334), საფრანგეთი - 450% (95 530), აზერბაიჯანი - 170% (102 342) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, პოლონეთი და ყაზახეთი.
წაკითხვა
ბოსტნეულსა და ხილზე ფასებმა საგრძნობლად იმატა - ინფოგრაფიკა
გამოქვეყნებულია: 2017-07-31 17:40:00
წინა წლის ივნისთან შედარებით, 2017 წლის ივნისში ბოსტნეულსა და ხილზე საერთო ჯამში ფასებმა საგრძნობლად იმატა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ივნისის „თვის მიმოხილვაშია“ ნათქვამი. საქართველოს ეროვნული ბანკის "ივნისის თვის" მიმოხილვის თანახმად, 2017 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინფლაციამ 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4 პროცენტით დაიკლო.მიმოხილვის თანახმად, თითქმის 34 პროცენტით გაძვირდა „ბოსტნეულის“, ხოლო 16 პროცენტით „ხილის“ ქვეჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასები. თითქმის 10 პროცენტით მოიმატა ფასებმა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე."თვის მიმოხილვის" მიხედვით, ეს ფაქტი შეიძლება უკავშირდებოდეს ამ პროდუქტების ექსპორტის ზრდას და ამის შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების შესუსტებას.
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4009 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-28 16:50:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 ივლისს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4009 ლარი იქნება.28 ივლისს ერთი დოლარის ფასი 2.4022 ლარი იყო. 
წაკითხვა
"ლიბორი" უნდა გაუქმდეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-27 17:19:00
ლონდონის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი "ლიბორი", რომელიც საშუალოდ 350 ტრილიონი დოლარის მოცულობის ფინანსურ პროდუქტზე გამოიყენება და რომელიც საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე სასესხო განაკვეთებს განაპირობებს, 2021 წლისთვის უნდა გაუქმდეს და უფრო სანდო სისტემით შეიცვალოს.ამ გადაწყვეტილებამდე დიდი ბრიტანეთის საბანკო სექტორი და მარეგულირებელი ორგანო ერთად მივიდნენ, რადგან "ლიბორის" სახელი ხშირი მანიპულირების გამო უკვე სკანდალთან და სიყალბესთან ასოცირდება.როგორც დიდი ბრიტანეთის ფინანსური სექტორის ქცევის მარეგულირებელი ორგანოს „ფინანსური ქცევის სამსახურის“ უფროსმა ენდრიუ ბეილმა დღეს განაცხადა, "ლიბორის" განაკვეთი არ არის მდგრადი, რადგან "ლიბორზე" მიბმული ტრანზაქციების ფინანსური მონაცემების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ იძლევა."ლიბორის" განაკვეთს ლონდონში მოქმედი 20 წამყვანი ბანკი ყოველ დილით ადგენს. ეს არის საშუალო განაკვეთი, რომლითაც ბანკები ერთმანეთისგან დაუზღვეველ სესხს ხუთ სხვადასხვა ვალუტაში იღებენ, და რომელიც შემდეგ უშუალოდ თითოეული ბანკის საპროცენტო განაკვეთს ედება საფუძვლად."ლიბორით" მანიპულირების გამო, საფინანსო ბაზრის ტრეიდერები საერთო ჯამში 9 მილიარდი დოლარით დაჯარიმდნენ და რამდენიმე ბანკირი დააპატიმრეს კიდეც.
წაკითხვა
2017 წლის რთველისთვის ყურძნის სუბსიდირების წესი იცვლება
გამოქვეყნებულია: 2017-07-27 14:20:00
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, კახეთის რეგიონში ხარისხიან ყურძენზე სუბსიდია არ გაიცემა, რაჭა-ლეჩხუმში კი არსებული წესი შენარჩუნდება -"ალექსანდროულსა" და "მუჯურეთულზე" - 1კგ-ზე 2 ლარის ოდენობით.როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ახალი წესით, სახელმწიფოსგან კილოგრამზე 35 თეთრს მიიღებენ კომპანიები, რომლებიც "რქაწითელსა" და "კახური მწვანის" ჯიშის 1 კგ ყურძენს საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით შეისყიდიან.მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება არსებული ვითარების გათვალისწინებით მიიღეს."პროგნოზი ისეთია, რომ ჩვენ თუ არ ჩავერევით და არ მოვახდენთ ყურძნის სუბსიდირებას, ღვინის კომპანიები იმ ფასში შეიძენენ, რაც მოტივაციას შეუნარჩუნებს ჩვენს მევენახეებს. ამავე დროს ჩვენ გვესმის, რომ არსებობს ისეთი ტიპის ნედლეული ბაზარზე. ჩვენ გქონდა ბევრი სეტყვა წლის განმავლობაში, რომელიც არის ნაკლებად კონდიციური, ხშირ შემთხვევაში ის ყურძენი მაღალი ხარისხის ღვინის საწარმოებლად არ არის გამოსაყენებელი. ასეთი ტიპის პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა, რომ არ შეექმნათ მევენახეებს, ამ შემთხვევაში ჩვენ გარკვეულ კომპენსაციებს ვაძლევთ სპირტის მწარმოებელ, ან ყურძნის ტკბილის დამამზადებელ კომპანიებს, რომ ის ჭარბი მასა, რომელიც შეიძლება ღვინის სექტორმა არ აითვისოს, არ მოხდეს ამ პროდუქტის დაბინავების პრობლემები", - განაცხადა მინისტრმა. 
წაკითხვა
30 699 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ
გამოქვეყნებულია: 2017-07-26 14:56:00
საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.პირველი ივნისიდან პირველ ივლისამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 1130-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 1,236.6 მილიონიდან 1,355.0 მილიონ ლარამდე.30 699 ხელშეკრულებიდან 15 267 სამომხმარებლო სესხია. მოცულობა კი, 188,9 მილიონი ლარი.რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ივლისის მონაცემებით 10707 სესხია მიბმული, საშუალოდ 10,9%-ში. მთლიანი პორტფელი კი 440,6 მილიონი ლარია.2918 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 689,36 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 132,4 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12,9%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ივლისის მონაცემებით 557 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.9%-ში.ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი.ასევე გაცემულია 1534 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 32,3 მილიონი ლარია.ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 ივლისის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 17,5%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.ავტორი: ზაალ ჩხეიძე
წაკითხვა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-26 14:26:00
2017 წლის 26 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 48 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.120 პროცენტით, მაქსიმალური 8.200 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.130 პროცენტით განისაზღვრა.კუპონური განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.ავტორი: ზაალ ჩხეიძე
წაკითხვა
„ლიბერთი ბანკის“ გასხვისებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი დოკუმენტაციას სწავლობს
გამოქვეყნებულია: 2017-07-26 12:40:00
„ლიბერთი ბანკის“ გასხვისებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი დოკუმენტაციას სწავლობს.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საჭიროა სპეციალური პროცედურების გავლა და საბოლოო გარიგება სწორედ ამ პროცედურების გავლის შემდეგ გაფორმდება.„ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით მივიღეთ ინფორმაცია ახალ მყიდველებზე. ეს არის ის ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ გარიგებას. არსებობს სპეციალური და განსაკუთრებული პროცედურები, როდესაც ხდება ბანკის მფლობელების შეცვლა. იმისთვის, რომ საბოლოოდ გარიგება დასრულდეს და მფლობელი შეიცვალოს, საჭიროა ამ პროცედურების გავლა. ეხლა დავიწყეთ იმ დოკუმენტაციის შესწვლა, რომელიც დაინტერესებული მყიდველის მხრიდან იყო ჩვენთან წარმოდგენილი. გარკვეული დრო გვჭირდება, რომ გავაანალიზოთ ეს დოკუმენტი და შევაგროვოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია ამ პროცედურების შესაბამისად. სწორედ დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე გაცნობებთ შედეგებს“,- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.კობა გვენეტაძის ინფორმაციით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ამ დრომდე ცვლილებები ოფიციალურად არ განხორციელებულა. მან არ დააკონკრეტა მყიდველის ვინაობა და განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია უკვე გასაჯაროვდა.
წაკითხვა
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ინდური ფილმის გადაღება მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-07-26 12:29:00
კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი, რიგით მეშვიდე პროექტი განხორციელდება. კომედიური ჟანრის ინდური ფილმის „SONU KE TITU KI SWEETY” გადაღებები თბილისის მასშტაბით ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 25 ივლისს ფილმის რამდენიმე ეპიზოდის გადაღება ძველი თბილისის ქუჩებში გაიმართა, ეკონომიკის სამინისტროს სსიპის „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია ესწრებოდა. მისი განცხადებით, „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში, რომლის ბიუჯეტიც 800 000 ლარს აღემატება, 150-მდე ადგილობრივი დასაქმდება. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარეობს რიგით მეშვიდე საერთაშორისო კინოპროექტის განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა 2016 წელს დაიწყო, არსებული სტატისტიკა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ზუსტად არის მორგებული იმ საჭიროებას, რომლითაც საქართველო ახდენს საერთაშორისო დონეზე პოზიციონირებას, როგორც მიმზიდველი კინოლოკაცია. წინამორბედი 6 პროექტის ფარგლებში ქართულ რეალობაში განხორციელდა 9 მილიონ ლარამდე მოცულობის ინვესტიცია და შეიქმნა 700-მდე ახალი სამუშაო ადგილი.“ - აღნიშნა ოთარ ანთიამ. მოცემული ეტაპისთვის, პროგრამა „გადაიღე საქართველოში“, რომელსაც სსიპ „აწარმოე საქართველოში“ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს 7 პროექტს, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულებულია 6 ფილმზე, ხოლო 1 ფილმის გადაღებებები ამჟამად მიმდინარეობს. „სარკე სტუდიამ“ დაიწყო თანამშრომლობა ერთ-ერთ დიდ ინდურ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა ბოლივუდური მასშტაბური ფილმის გადასაღებად. პროექტში ქართული მხრიდან 100 მეტი ადამიანია დასაქმებული ყოველდღიურად. დღეს მეოთხე გადასაღები დღეა. ტექნიკურად ძალიან გამართული ჯგუფია, თვითონაც მომზადებულები ჩამოვიდნენ და ჩვენი მხრიდანაც პროფესიონალები დახვდნენ. ყველაზე კარგი ის არის, რომ ძალიან კმაყოფილები არიან და კიდევ გ
წაკითხვა
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 7 პროცენტზე დატოვა
გამოქვეყნებულია: 2017-07-26 12:06:00
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 26 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან, რომელთა მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გავლენით, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. მათივე ინფორმაციით, ივნისში სამომხმარებლო ფასების ინდექსის წლიური ცვლილება 7.1% იყო, საიდანაც თამბაქოს პროდუქტებისა და საწვავის წვლილი 2.6 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ინფლაციის მაჩვენებლის აღნიშნული ზრდა დროებითია; პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევრიდან შემცირებას დაიწყებს და, ერთჯერადი ფაქტორების გავლენის ამოწურვასთან ერთად, მომავალი წლის დასაწყისში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება. დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირება.2017 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები მოსალოდნელზე უფრო მაღალ ზრდაზე მიუთითებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო სექტორის გაუმჯობესება, რაც აისახება როგორც საქონლისა და მომსახურების (ტურიზმი) ექსპორტის, ასევე ფულადი გზავნილების მაღალი ტემპით ზრდაში. საგარეო შემოდინებების მატებასთან ერთად იზრდება მოხმარებაც, რაც ასევე ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. მიუხედავად აღნიშნულისა, შიდა მოთხოვნა და მთლიანად ეკონომიკური აქტივობა ჯერჯერობით პოტენციურ დონეზე ქვემოთ ნარჩუნდება და, შესაბამისად, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლის რისკებს არ ქმნის. ბანკების მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტების ზრდა დაახლოებით 15%-ის ფარგლებშია, რაც შესაბამისობაშია არსებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებთან. საკრედიტო პორტფელის ზრდა ძირითადად ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე მოდის, რაც პოლიტიკის განაკვეთის ზომიერი ცვლილებით ინფლაციის მიზნობრივ დონესთან დაახლოების საშუალებას იძლევა. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 6 სექტემბერს გაიმართება.
წაკითხვა