საზოგადოებრივი
104.5 FM
მიწების გაყიდვაზე გამოცხადებული მორატორიუმი - რა პრობლემები შეექმნა ბანკებს და რა ინიციატივით გამოდის ბიზნესომბუდსმენის აპარატი
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 20:24:00
სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვაზე გამოცხადებული მორატორიუმი უკმაყოფილების მიზეზი ხდება. ბიზნესომბუდსმენის აპარატში იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც საბანკო სექტორს უკვე შეექმნა. დროებითი რეგულაციის გამო, ბანკები იმ მიწების განკარგვას ვერ ახერხებენ, რომელიც სესხის გაცემისთვის ბანკში ჩაიდო. ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ასევე აცხადებს, რომ დროებითი მორატორიუმი  პრობლემებს სახელმწიფო პროგრამებსაც შეუქნის, რადგან ბანკებს მიწით უზრუნველყოფილი სესხის დამტკიცებაზე უარის თქმა მოუწევთ და ფერმერები თანხის გარეშე დარჩებიან. რაში ხედავს გამოსავალს ბიზნესომბუდსმენის აპარატი და რას ფიქრობენ მმართველ გუნდში, რომლის გადაწყვეტილებითაც, ახალი კონსტიტუციის დამტკიცებამდე, მიწების გასხვისებაზე დროებითი მორატორიუმი ამოქმედდა. ნიკა მუკბანიანი გიამბობთ.
წაკითხვა
მიწების გაყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადება საბანკო სექტორს პრობლემებს უქმნის - ბიზნესომბუდსმენი პარლამენტს მიმართავს
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 18:40:00
სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადება საბანკო სექტორს პრობლემებს უქმნის. საკითხის მოსაგვარებლად, ბიზნესომბუდსმენის აპარატი საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს. რა მოთხოვნაზეა საუბარი - ნიკა მუკბანიანი მუშაობს თემაზე. 
წაკითხვა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ატმის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 16:34:00
მიმდინარე წლის 24 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 5,853 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 44%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 2.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 2,603 ტონას შეადგენდა, ხოლო მთლიან სეზონზე ექსპორტირებული ატმის მაჩვენებელი 5,800 ტონა იყო. შესაბამისად, წელს ატმის ექსპორტის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა შარშანდელი სეზონის სრულ მაჩვენებელს. მათივე ინფორმაციით, ატმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას. ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (76%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (14%), ყაზახეთის რესპუბლიკაში (4%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება. ამჟამად, ატმის საბითუმო ფასი 30-დან 70 თეთრამდე მერყეობს.
წაკითხვა
კომერციული ბანკების აქტივები იზრდება
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 14:43:00
2017 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 15  საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.6 მლრდ ლარით, ანუ 1.9 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.4 პროცენტით) და 30.3 მლრდ ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.0 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.2 პროცენტია.
წაკითხვა
გიორგი გახარია - პირველ ეტაპზე კომერციული ატაშეები ექვს მიმართულებაზე იმუშავებენ
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 13:40:00
"ამბასადორიალი -2017" ფარგლებში თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ კომერციული ატაშეების ინსტიტუტზე ისაუბრა, რომელიც სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ მნიშვნელოვანი კომპონენტია.როგორ მინისტრმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების საელჩოებში კომერციული ატაშეს  ინსტიტუტი შეიქმნება. "კომერციული ატაშეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ „აწარმოე საქართველოს“ ექსპორტისა და ინვესტიციების გუნდთან და იმ სტრატეგიულ სავაჭრო ქვეყნებში დაამყარებენ კავშირებს პოტენციურ ინვესტორებთან და მსხვილ შემსყიდველებთან, რომლებსაც შემდეგ სააგენტოში არსებულ შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლებთან დააკავშირებენ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.კომერციული ატაშეების საქმიანობა დაფარავს როგორც ექსპორტის, ისე ინვესტიციების მიმართულებას. პოტენციური საექსპორტო ბაზრებისა და სექტორული პორტფელების მიხედვით იდენტიფიცირებულ პროდუქტებზე ინფორმაციის შეჯამება მოხდება ქვეყნების მიხედვით. კომერციული ატაშე პასუხისმგებელი იქნება შესაბამის ქვეყანაში პოტენციური ინვესტორებისთვის საქართველოში არსებული შესაძლებლობების გაცნობაზე და ახალი ინვესტორების მოზიდვაზე. გარდა ამისა, კომერციული ატაშე ხელს უწყობს ქართველი ექსპორტიორების შეღწევას შესაბამის ბაზარზე და კონტრაქტების მოპოვებას.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, არსებობს ექსპორტის მიმართულებისა და კომერციული ატაშეეების საქმიანობის შეფასების მექანიზმი. „ექსპორტის გაზომვა შესაძლებელი იქნება ყველა ქვეყანასთან მიმართებაში. ანალიზი გაკეთდება როგორც ქვეყნის, ისე კონკრეტული ნომენკლატურული ერთეულის პროდუქტის მიმართულებით. შესაბამისად ეს გვაძლევს ძალიან მარტივ შესაძლებლობას, გაიზომოს ზრდა და შემცირება. ეს იქნება ძირითადი კრიტერიუმები, რითიც შეფასდება კონკრეტული კომერციული ატაშეს მუშაობის ხარისხიც კონკრეტულ ქვეყანაში. ეკონომიკური ატაშეს ფუნქცია არ იქნება მხოლოდ ექსპორტის მხარდაჭერა, მათი ფუნქცია ასევე იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ესეც, რა თქმა უნდა გაზომვადია“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.უკვე განსაზღვრულია ის ქვეყნები, სადაც პირველ ეტაპზე კომერციული ატაშეები იმუშავებენ. საუბარია ექვს მიმართულებაზე, რომლებიც რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით შეირჩა. კერძოდ, საუბარია იმ სავაჭრო პარტნიორებზე, რომლებშიც ქართველი ექსპორტიორები უკვე გარკვეულწილად არიან დამკვიდრებულები. თუმცა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან თუ სხვა გარემოებიდან გამომდინარე, არსებობს ექსპორტის მნიშვნელოვანი გაზრდის პოტენციალი. გარდა ამისა, შერჩეულ ქვეყნებში წარმოდგენილია საქარ
წაკითხვა
26 ივლისს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 13:20:00
2017 წლის 26 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციებს განათავსებს.შეგახსნებთ, რომ 19 ივლის აუქციონზე 50 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები იყო განთავსებული. აქციონში მონაწილეობა  9 კომერციულმა ბანკმა მიიღო.  მთლიანმა მოთხოვნამ კი 139 500 000 ლარი შეადგინა . დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 7,190%, მაქსიმალური - 7,280%, ხოლო საშუალო შეწონილი 7,222%.ავტორი: ზაალ ჩხეიძე
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ბანკების არაპროფილური საქმიანობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი კონკრეტული მიმართულებით გასცემს ნებართვას
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 12:53:00
ბანკების არაპროფილური საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბანკს კონკრეტული მიმართულებით აძლევს ამის ნებართვას,  - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომერციული ბანკების არაპროფილური საქმიანობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, ზოგადად არაპროფილური აქტივები და საქმიანობა არაპროფილური მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია."ყოველთვის იყო საუბარი ერთ-ერთ მსხვილ ბანკზე, რომ მათი საინვესტიციო პორტფელი იზრდება. ეს არის "საქართველოს ბანკი". ამასწინათ მოვისმინე "საქართველოს ბანკის" განცხადება, რომ მათ დაიწყეს გაყოფის პროცესი და შესაბამისად ამ მიმართულებით მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საკმაოდ რთული პროცესი, ძალიან მალე, შემოდგომაზე ვნახავთ, რომ "საქართველოს ბანკი" გაყოფს საინვესტიციო მიმართულებას ბანკის მიმართულებისგან და აქ სასაუბრო არაფერი დარჩება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - გამკაცრებული საგადასახადო ადმინისტრირებით 400%-ით გავზარდეთ შემოსავლები სათამაშო ბიზნესიდან
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 12:41:00
ბოლო წლების გამკაცრებული საგადასახადო ადმინისტრირებით 400%-ით გავზარდეთ შემოსავლები სათამაშო ბიზნესიდან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა კაზინოების რეგულირების თემის კომენტირებისას განაცხადა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აღნიშნული ბიზნესის ადმინისტრირება კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება. "ჩვენ სწორი ადმინისტრირება უნდა გავაკეთოთ. უნდა ვიზრუნოთ ახალგაზრდებზე, შესაბამისად, ასაკი აიწევს 18-დან 21 წლამდე, ასევე ოჯახის წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ საკმაოდ მარტივად მოახერხონ თავიანთი ოჯახის წევრები, რომლებიც ამით არიან დაავადებულები, შეზღუდონ თამაშის ნაწილში და შავ სიაში შეიყვანონ. მნიშვნელოვანი მიმართულებაა საგადასახადო ადმინისტრირება. ამ მიმართულებით ბოლო წლებში გამკაცრებული საგადასახადო ადმინისტრირებით,  400%-ით გავზარდეთ შემოსავლები სათამაშო ბიზნესიდან, 100 მილიონ ლარზე მეტს აღწევს სათამაშო ბიზნესიდან შემოსავლები. ამ მიმართულებით ადმინისტრირება კიდევ უფრო წინ წავა და კიდევ უფრ გამჭვირვალე გახდება, მათ შორის ონლაინში ჩაერთვება ყველა ტრანზაქცია, რომელსაც სათამაშო ბიზნესი ახორციელებს",- განაცხადა ქუმსიშვილმა.
წაკითხვა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7621 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-20 17:02:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 ივლისს ერთი ევროს ღირებულება 2.7621 ლარი იქნება. 20 ივლისს ერთი ევროს ფასი 2.7679 ლარი იყო. 
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3995 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-20 16:59:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 ივლისს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება  2.3995 ლარი იქნება.20 ივლისს ერთი დოლარის ფასი 2.4014 ლარი იყო. 
წაკითხვა
ივნისში, ყველაზე მეტად ლითონის ფასი გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-20 11:48:00
საქართველოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა. 2017 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ცვლილებამ წინა თვესთან შედარებით 0,5 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 12,3 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინდექსის ზრდა განპირობებული იყო გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 0,6 პროცენტით ზრდით, რაც ინდექსის ცვლილების მთლიან მაჩვენებელში 0,49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების 1,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე, აგრეთვე კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (1,1 %). ამასთან, ფასები -3%-ით შემცირდა ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 12,7 პროცენტით, რომლის წვლილმაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 10,49 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (39,9 პროცენტი), აგრეთვე კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (11,3 პროცენტი);ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 8,1 პროცენტით, რამაც 1,15 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში;სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 16,7 პროცენტით, რაც 0,63 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.
წაკითხვა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-20 11:14:00
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ყარსში თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს, აჰმეთ არსლანს შეხვდა ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარიამ აჰმეთ არსლანთან ერთად ყარსიდან საქართველო-თურქეთის საზღვრამდე, ახალ სარკინიგზო მონაკვეთზე, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტისთვის აშენდა, პირველი მატარებლით იმგზავრა. „ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს იმ შედეგების, რაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ამოქმედებამ უნდა მოუტანოს როგორც საქართველოს, თურქეთს და აზერბაიჯანს, ასევე რეგიონის ქვეყნებს. იმედი მაქვს, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი მალე ამუშავდება" - განაცხადა გახარიამ. ორი ქვეყნის მინისტრებთან ერთად საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის რკინიგზის ხელმძღვანელები, თურქეთის სამთავრობო და კერძო უწყებების ასზე მეტი წარმომადგენელი და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. მოდერნიზებულ მატარებელში, რომელიც თურქეთის მხარემ უზრუნველყო, მხარეებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს, სადაც პროექტის მიმდინარეობა განიხილეს და ისაუბრეს მასში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარების საკითხებზე.„ეს არის ისტორიული პროექტი და დღეს ჩვენ ყველა ვართ ამ ისტორიული ფაქტის მომსწრეები, როდესაც საშუალება გვეძლევა პირველად ვიმგზავროთ ახალ ხაზზე მატარებლით. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი, სამი სახელმწიფოსთვის, მისი წყალობით საშუალება გვეძლევა განვავითაროთ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები. მოგეხსენებათ, რომ პროექტი დაიწყო აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის, მისი რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ემატება ყაზახეთი და თურქმენეთი და მთლიანად აბრეშუმის გზა ლონდონიდან პეკინამდე გადაიჭიმება. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას როგორც ჩვენს, ასევე რეგიონის ქვეყნებს შორის, შესაბამისად, მოკლე ვადაში ვაპირებთ ამ პროექტის დასრულებას და გახსნას“, - აღნიშნა თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმეთ არსლანიმ.ოთხი ქვეყნის დელეგაციებმა, გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე, ახალქალა
წაკითხვა
2017 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 30%-ით გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-19 12:59:00
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4822.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი გაზრდილია 30.1% და 1234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 8.8 პროცენტით მეტია და 3588.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.„საქსტატის“ მონაცემებით, ამავე პერიოდში ექსპორტი 30,4 % გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებთან, ხოლო დსთ-ის ქვეყნებთან 61.2 %-ით. სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 216.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 17.5 %. ფეროშენადნობების ექსპორტი 153.5 მლნ. აშშ დოლარს და ექსპორტის 12.4 % შეადგეს, მესამე ადგილზე კი მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ ჯგუფის ექსპორტმა 84.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6.9 პროცენტი შეადგინა.
წაკითხვა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7787 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-18 16:57:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 ივლისს ერთი ევროს ღირებულება 2.7787 ლარი იქნება.18 ივლისს ერთი ევროს ფასი 2.7555 ლარი იყო.რაც შეეხება აშშ დოლარს, მისი კურსი 2.4039 ლარია.
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4039 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-18 16:54:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 ივლისს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4039 ლარი იქნება.18 ივლისს ერთი დოლარის ფასი 2.4047 ლარი იყო.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი  2.7787 ლარია.
წაკითხვა
ირინა მილორავა - ბუნებრივი აირის ტარიფის ზღვარი 5 თეთრით შემცირდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-18 14:41:00
სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა აცხადებს, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზღვრული ოდენობა 5 თეთრით შემცირდა. მისი თქმით, დღემდე ბუნებრივი აირის ტარიფის ზედა ზღვარი 50,620 თეთრს შეადგენდა. აქედან 5 თეთრს მთავრობა ასუბსიდირებდა და მომხმარებლის გადასახდელი მხოლოდ 45,620 თეთრი იყო. "კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის ზღვარი შემცირებულია ხუთი თეთრით ანუ დადგინდა 46,153 თეთრი. რა იქნება ხვალ გასაყიდი ფასი დამოკიდებულია იმაზე გაგრძელდება თუ არა მთავრობასა და კომპანიებს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული სუბსიდირება, - განაცხადა მილორავამ და დასძინა, რომ "თუკი სუბსიდირება არ გაგრძელდება ტარიფი დარჩება ის, რომელიც დრეს დადგინდა - 46,1 თეთრი.
წაკითხვა
"ყაზტრანსგაზი" - მარეგულირებელმა კომისიამ ჩვენ მიერ გაწეული ხარჯის მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა
გამოქვეყნებულია: 2017-07-18 14:29:00
"ყაზტრანსგაზ თბილისის" სპეციალური მმართველის, მამუკა კობახიძის განცხადებით, მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიის მიერ წარდგენილი ხარჯების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა. "კომპანია ემსახურება როგორ კომერციული აბონენტებს, ისე მოსახლეობას, რომელიც სოციალური ტარიფით სარგებლობს. კომისიამ ორივე სეგმენტის ხარჯების ნაწილი გაითვალისწინა და დაადგინა სოციალური ზღვრული ტარიფი 46,1 თეთრი. ამ ხარჯების გაყოფის შემდეგ გადავხედავთ ფინანსურ მაჩვენებლებს და დავინახავთ ეს ცვლილება, რა სახის გავლენას მოახდენს კომპანიაზე", - აღნიშნა მამუკა კობახიძემ. სემეკმა ,,ყაზტრანსგაზ თბილისის’’ ტარიფი ცოტა ხნის წინ დაადგინა და თბილისში მცხოვრებ აბონენტებს 20 ივლისიდან 1 კბ.მ გაზში 45,6 თეთრის ნაცვლად 46,1 თეთრის გადახდა მოუწევთ.
წაკითხვა
სემეკი ბუნებრივი აირის ახალ სამომხმარებლო ტარიფს დღეს დაადგენს
გამოქვეყნებულია: 2017-07-18 11:51:00
გაზის ტრანსპორტირების ტარიფის ნახევარი თეთრით გაძვირების შემდეგ, დღეს სემეკი ბუნებრივი აირის ახალ სამომხმარებლო ტარიფს დაადგენს. ტარიფების გადახედვის მოთხოვნით, სემეკ-ს სამმა კომპანიამ „სოკარგაზმა“, „საქორგაზმა“ და „ყაზტრანსგაზმა“ 2017 წლის დასაწყისში მიმართეს. მარეგულირებელს დოკუმენტაციის შესასწავლად ხუთ თვიანი ვადა ჰქონდა და საბოლოო გადაწყვეტილებას სხდომაზე დღეს გამოაცხადებს. სემეკ-ში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, გაძვირდება თუ არა მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ფასი. გოჩა შონიას განცხადებით, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კომისიის წევრები კომპანიების პოზიციას მოისმენენ. "პროგნოზის გაკეთება რთულია, უნდა დაველოდოთ დეპარტამენტის მოსაზრებებს, რომელიც დეტალურად წარმოადგენს გაანგარიშებებს. ასევე მოვუსმენთ მეორე მხარეს და მხოლოდ ამ ორი მოსაზრების შეჯერების შემდეგ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. როგორი იქნება გადაწყვეტილება წინასწარ ამის თქმა არ იქნება სწორი. განსხვავებული ტარიფია ყველა არეალში და გეტყვით, რომ ახალი მეთოდოლოგიით ყველა კომპანიის არეალში იქნება ერთიანი ტარიფი“,- აცხადებს გოჩა შონია. 
წაკითხვა
სემეკმა გაზის ტრანსპორტირების ფასი გააძვირა
გამოქვეყნებულია: 2017-07-17 13:28:00
სემეკმა გაზის ტრანსპორტირების ახალი ტარიფი დაადგინა.კომისიის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა კომპანიისთვის ტრანსპორტირების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 1,884 თეთრი იქნება."საქართველო გაზის ტრანსპორტირების" კომპანიამ ტარიფის გადახედვის მოთხოვნით, სემეკს 2017 წლის დასაწყისში მიმართა და გადახედვის მოტივი ქსელის მოწესრიგებისთვის განხორციელებული ინვესტიციებია. სამომხმარებლო ტარიფში გაზის ტრანსპორტირების წილი 1000 კბ.მ-ზე 13,5 პროცენტია. გაიზრდება თუ არა ტრანსპორტირების ტარიფი იმ მოცულობით, რომ სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა მოახდინოს, ცოტა ხანში გაირკვევა. ხვალ კი კომისია რამდენიმეთვიანი მსჯელობის შემდეგ მოსახლეობისთვის ახალ სამომხმარებლო ტარიფს გამოაცხადებს. ახალი ტარიფი 20 ივლისიდან ამოქმედდება. 
წაკითხვა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7411 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-14 16:54:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 ივლისს ერთი ევროს  ღირებულება 2.7411  ლარი იქნება.14 ივლისს ერთი ევროს ფასი 2.7290  ლარი იყო.რაც შეეხება აშშ დოლარს, მისი კურსი 2.4015 ლარია.
წაკითხვა