საზოგადოებრივი
104.5 FM
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4015 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-14 16:51:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 ივლისს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4015  ლარი იქნება.14 ივლისს ერთი დოლარის ფასი 2.3970  ლარი იყო.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი  2.7411 ლარია.
წაკითხვა
ექსპორტის ზრდაში ფეროშენადნობები ლიდერობს
გამოქვეყნებულია: 2017-07-13 16:18:00
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ფეროშენადნობის (237%), სპილენძის მადნების და კონცენტრატების (117%) , ყურძნის ნატურალური ღვინოების (72%) და მინერალური და მტკნარი წყლების (16%) ექსპორტი. შედეგად, მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, უმჯობესდება საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. „ნელ-ნელა ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში უმჯობესდება ეკონომიკური მდგომარეობა, შედეგად ჩვენი ექსპორტი იზრდება. მხოლოდ 2017 წლის ივნისის თვეში, ექსპორტი 46.6 %-ით გაიზარდა, შესაბამისად, 6 თვის საშუალო ზრდამ 31.8% შეადგინა. ზრდა გვაქვს ისეთი მიმართულებით, როგორიც არის სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ღვინოები და მინერალური წყლები“, - განაცხადა ჯავახაძემ.საგარეო ვაჭრობის მონაცემები დღეს საქსტატმა გაავრცელა.
წაკითხვა
ილია ელოშვილი - "გაზპრომთან" კონტრაქტი დავდეთ, რადგან ჩვენ გვჭირდება ეს გაზი
გამოქვეყნებულია: 2017-07-13 15:05:00
"გაზპრომთან" კონტრაქტი დავდეთ, რადგან ჩვენ გვჭირდება ეს გაზი გარკვეულ პერიოდებში, როდესაც ჩვენ შეიძლება ავარიის გამო, შეიძლება განსაკუთრებული ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, უცებ დაგვჭირდეს და მოვიხმაროთ ენერგია, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, "გაზპრომისგან" გაზის ყიდვა ხდება, როდესაც ქვეყანას არ ყოფნის გაზი. "თუკი მკითხავთ ამ კუთხით, რატომ დავდეთ გაზპრომთან კონტრაქტი, გაზპრომთან კონტრაქტი დავდეთ იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ეს გაზი გარკვეულ პერიოდებში, როდესაც ჩვენ, შეიძლება ავარიის გამო, შეიძლება განსაკუთრებული ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო უცებ დაგვჭირდეს და მოვიხმაროთ ეს ენერგია, მთავარი არის რომ ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს იმისა რომ რაღაც მოცულობა შევისყიდოთ. ალტერნატივა არის რომ როცა არ გვყოფნის გაზი, გავთიშოთ ქვესადგურები და გავთიშოთ მოსახლეობა, ამას ჩვენ არ ვაკეთებთ. გვირჩევნია, გაზპრომის გაზი მოვიხმაროთ, რადგან საბოლოო ჯამში მომხმარებელთან როცა მიდის გაზი, როცა ის ანთებს გაზქურას, ის არ უყურებს ეს "გაზპრომის" არის თუ "სოკარის", - განაცხადა ელოშვილმა. მისივე თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ მომხმარებელი იყოს დაკმაყოფილებული და ეს მოხდეს ისე, რომ არ დაირღვეს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საზღვრები.
წაკითხვა
ილია ელოშვილის განცხადებით, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-13 14:32:00
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილის განცხადებით, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს. ,,აქ არ განიხილება მხოლოდ და მხოლოდ ელექტროენერგია ან გაზი, ეს არის ყველაფერი ერთად. ენერგიის ორი მესამედი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა განათებისთვის, გათბობისთვის და სხვა საყოფაცხოვრებო მიზნისთვის იყენებს არის შემოტანილი.  ეს ძალიან ბევრია. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა შემცირდეს იმპორტის მაჩვენებელი, რაც შესაძლებელია განახლებადი ენერგეტიკის განვითარებით და ენერგოეფექტურობის სისტემის დანერგვით, ისევე როგორც ეს არის ევროპაში.მინისტრის განცხადებით, საქართველო სანდო პარტნიორია არსებული კანონმდებლობისა და სტაბილურობის კუთხით. ელოშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მუშაობს ახალ ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის არის ,,შაჰდენიზის'' პროექტის მეორე ფაზის ამოქმედება. ,,ვეცდებით, დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რომ საქართველოზე გაიაროს ამ მარშუტმა, ამ ნაკადებმა, ეს იქნება ეს გაზის, ნავთობის, თუ სხვა რომელიმე ენერგიის წყარო, რათა ქვეყანამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს''. - აღნიშნა ელოშვილმა და დასძინა, რომ ყველა ენერგეტიკული პროექტი განიხილება ეკოლოგიურ ჭრილში. მინისტრი ამბობს, რომ ნებისმიერ დიდ ენერგეტიკულ პროექტს გარკვეული გავლენა აქვს გარემოზე,  თუმცა მთავარია, რომ ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას დაცული იყოს სტანდარტები.  რაც შეეხება, გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლას, მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით სწორედ ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებაა საჭირო.  
წაკითხვა
ილია ელოშვილი - საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა ის, რომ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების პირობები გაუარესდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-13 14:00:00
ორმხრივი დოკუმენტის გასაჯაროებას სჭირდება ორმხრივი მხარის თანხმობა, არ შეიძლება გამოვიდეს ერთი მხარე და გაასაჯაროვოს. თუკი იქნება ორივე მხარის სურვილი გასაჯაროვდება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა „გაზპრომთან“ დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.„გაზპრომთან“ ჩვენი კონტრაქტი დასრულდა, როდესაც კონტრაქტი სრულდება მხარეები იწყებენ მოლაპარაკებას, მცდარია ის, ესაა შეცდომაში შეყვანა საზოგადოების, რომ პირობები გაუარესდა. პირობები უარესდება არსებულ კონტრაქტში, როცა კონტრაქტი მთავრდება იწყება ახალი მოლაპარაკებები, ახალი მოლაპარაკებების დროს ორივე მხარე ცდილობს თავისთვის მაქსიმალურად მომგებიანი პირობები მიიღოს. დეტალებში არ წავალ, რამდენად მომგებიანი ან წამგებიანი იყო ეს კონტრაქტი ჩვენთვის. ვთქვი, რომ ეს არის ცივილური სამყარო, დღესდღეობით გადასულია იმ ფორმებზე, როგორც ეს კონტრაქტი. ჩვენ არ გვქონდა ის ბერკეტები, რომ ძალა გამოგვეყენებინა მეორე მხარის წინააღმდეგ, ან გვეთხოვა და მათი კეთილი სურვილიდან გამომდინარე დათანხმებოდნენ იმ პირობებზე, რომელიც გვეგონა, რომ მომგებიანი იყო ჩვენთვის“, - აღნიშნა ელოშვილმა.მინისტრის თქმით, საქართველო შეეცდება დაარწმუნოს პარტნიორები, რომ ნავთობისა და გაზის ნაკადებმა სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გაიაროს. მან პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდება მზადაა უპასუხოს შეკითხვებს.„ვაპირებ, რომ ვიყო საკმაოდ გახსნილი მინისტრი საზოგადოებისთვის მთავრობისთვის პარლამენტისთვის და ნებისმიერი მსურველისთვის“, - აღნიშნა ელოშვილმა.
წაკითხვა
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს გზებს 250 მლნ ევროთი დააფინანსებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-13 12:54:00
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში, 250 მლნ ევროს დაფინანსებას გამოყოფს. შესაბამის ფინანსურ კონტრაქტს დღეს ხელი ბათუმში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა მოაწერეს.250 მლნ ევრო საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 253 კმ სიგრძის ძირითადი და მეორადი გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება.პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.დღესვე ბათუმში ხელი მოეწერა მეორე ხელშეკრულებასაც, რომლის თანახმად, ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია დამატებით 3,5 მლნ ევროთი დაფინანსდება.აღნიშნული თანხა დაემატება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილ 20 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რაც საჭირო გახდა ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად.პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ორი აგრეგატის რეაბილიტაცია, ასევე ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის რეაბილიტაცია და გალის წყალსაცავსა და ვადნილის არხზე უსაფრთხოების აუცილებელი ზომების განხორციელება.
წაკითხვა
ამერიკელი სომელიეები ქართულ ღვინოს ეცნობიან
გამოქვეყნებულია: 2017-07-13 12:11:00
ამერიკელი სომელიეების ჯგუფი საქართველოს ერთვირიანი ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებშიც ღვინის პროფესიონალები ღვინის საწარმოებს სამეგრელოში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში მოინახულებენ. ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა. სტუმრებმა უკვე დააგემოვნეს დასავლეთ საქართველოს ღვინოები და ამჟამად კახეთში იმყოფებიან.ღვინის პროფესიონალების ჯგუფს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია ,Marq Energie-ის მმართველი ჯული პეტერსონი (Julie Peterson) ხელმძღვანელობს. „აქ იმყოფებიან წამყვანი რესტორნების წარმომადგენლები და გვინდა წარვუდგინოთ მათ არაჩვეულებრივი ქართული ღვინის გარემო. აშშ-ში გასულ წელთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 43%-ით გაიზარდა. ჩვენ გვინდა განვაგრძოთ ბაზრის წარდგენა ყველა მწარმოებლისთვის, მოგვყავს იმპორტიორები, მედიის წარმომადგენლები. ამ ჯგუფის წევრებმა, რომელშიც არიან სომელიეები ჩიკაგოდან, სენტ-ლუისიდან და ნიუ-იორკიდან, არაჩვეულებრივი კვირა გაატარეს, მიიღეს ინფორმაცია ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, გაიცნეს მწარმოებლები. ველოდებით კვირის დარჩენილი დროის ასევე, საინტერესოდ გატარებას. ჩვენ გვაქვს სხვა სომელიეების სია, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ ჩამოვიდნენ საქართველოში და ნახონ რა ხდება აქ ღვინის სფეროში“, - აღნიშნა ჯული პეტერსონმა.ნიუ-იორკის ერთ-ერთი რესტორნის სომელიე ჯეიმს სლაი განსაკუთრებით ალადასტურით მოიხიბლა. იგი აცხადებს, რომ დიდი ხანია სურდა საქართველოში ჩამოსვალა და ქართული ღვინოების ადგილზე დაგემოვნება.
წაკითხვა
საქართველოდან ექსპორტი იანვარ-ივნისში 31.8 პროცენტით გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-13 11:14:00
საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 მილიარდ 829,9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 მილიარდ 249,5 მილიონი დოლარი იყო (31.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 მილიარდ 580,3 მილიონი დოლარი (8.6 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივნისში 2330.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.3 პროცენტი შეადგინა.ექსპორტ-იმპორტის დეტალური სტატისტიკა 19 ივლისს გამოქვეყნდება.
წაკითხვა
ყაზბეგში რძის საწარმო გაიხსნება
გამოქვეყნებულია: 2017-07-12 17:00:00
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რძის საწარმო გაიხსნება. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ არშაში შპს „ნედლი რძე“-ს 2 140 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა.ახალი საწარმო რძის, მაწვნის და ყველის წარმოებას შეძლებს, საჭირო ნედლეულს კი ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს.წინასწარი ინფორმაციით, დასაქმდება 14 ადამიანი, ინვესტიცია კი 342 400 ლარს შეადგენს.ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილია 288 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 657 მილიონ ლარს აჭარბებს. ამასთან, შეიქმნა 11 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი.
წაკითხვა
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 48.61%-ით გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-12 16:41:00
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 48.61%-ით გაიზარდა. იანვარ-ივნისში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 1 609 183 შეადგინა.ზრდა დაფიქსირდა სამივე საერთაშორისო აეროპორტში. თბილისის აეროპორტი 2017 წლის 6 თვის განმავლობაში 1 287 228 მგზავრს მოემსახურა. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული მონაცემი 893 222 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად მატებამ 44.11% შეადგინა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 93.69%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 6 თვეში აეროპორტი მოემსახურა 95 430 მგზავრს, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 184 840 მგზავრი შეადგინა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიერ მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში მომსახურებულ იქნა 133 418 მგზავრი, რაც 43.95%-ით (40 736 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში 3 240 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 746 მგზავრით, შესაბამისად 116.87%-ით მეტია გასული წლის 6 თვის მაჩვენებელზე. ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე 457 მგზავრს მოემსახურა.მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 8 768 სამგზავრო და სატვირთო რეისი (7 016 რეგულარული და 1 752 ჩარტერული), რაც 39,48%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას (6 286 რეისი). წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.15%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს - 57 811 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს - 65 992 ერთეული გადაფრენა).ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 16 941.729 ტონა შეადგინა, რაც 4 846.43 ტონით, შესაბამისად - 40.07%-ით მეტია ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.
წაკითხვა
ქართული ბიზნესი ანგარიშგების ახალ სტანდარტზე გადადის - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმა
გამოქვეყნებულია: 2017-07-12 16:07:00
ქართული ბიზნესი გამჭვირვალე და საერთაშორისო ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი რომ გახდეს, მთავრობა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმას იწყებს, რომელიც კომპანიებს ფინანსური ანგარიშების ყოველწლიურად გასაჯაროების ვალდებულებას აკისრებს.ამ რეფორმის მიზანია კორპორაციული მართვის და სააღრიცხვო დისციპლინის გაუმჯობესება, ანგარიშგების სანდოობის ხარისხის ამაღლება, კაპიტალური ბაზრების განვითარების ხელშეწყობა, ფინანსური სექტორის ეფექტურობის ზრდის ხელშეწყობა, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობის ზრდა, საზედამხედველო და საანგარიშგებო სფეროში ევროკავშირის და მსოფლიოში წამყვანი პრაქტიკის გაზიარება და დანერგვა. Eეს ყველაფერი საერთო ჯამში ზოგადი საინვესტიციო კლიმატის გაჯანსაღებას უწყობს ხელს და მისი სტრატეგიული მიზანი კაპიტალის ბაზრის განვითარებაა, რაც დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტს ქმნის და დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად, ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფება ნაწილობრივ სწორედ იმ ფაქტის გამო, რომ ბიზნესს არ სურს თავისი კომპანია საჯარო გახადოს. რეფორმის არსი ფინანსური ანგარიშების გასაჯაროების ვალდებულება ქართულ კომპანიებს ჯერ კიდევ 2000 წლიდან ჰქონდათ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა ორგანო, რომელიც ამ ვალდებულების აღსრულებას უზრუნველყოფდა, ეს საკითხი კომპანიის მენეჯმენტის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული და 17 წლის განმავლობაში ქართულ ბიზნესს, გარდა უმნიშვნელო გამონაკლისისა, საკუთარი ფინანსური მაჩვენებლების გასაჯაროებით თავი არც აუტკივებია. Eკომპანიის ფინანსური ანგარიში ძირითადად შიდა სამზარეულოს ნაწილი გახლდათ, რომელსაც მენეჯმენტის ვიწრო წრე ეცნობოდა, ფართო საზოგადოებას კი ამაზე ხელი არ მიუწვდებოდა. გამონაკლისს წარმოადგენდა რეგულირებას დაქვემდებარებული დარგები, როგორიცაა საბანკო და სადაზღვევო სექტორი, კომუნიკაციები და ენერგეტიკა, რომლებიც საკუთარი მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნით, კომპანიის საქმიანობის აღმნუსხველ დეტალურ ფინანსურ მაჩვენებლებს და აუდიტორულ დასკვნებს როგორც საკუთარი, ისე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების ელექტრონულ გვერდზე აქვეყნებდა. ასეთ კომპანიებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად 2016 წელს მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი დაინტერესების პირი ე.წ. სდპ ეწოდა და შემდეგნაირად  განიმარტა: „ეს არის იურიდიული პირი, რომელიც შეი
წაკითხვა
ანზორ ქოქოლაძის ბრალდებებს "თიბისი ბანკში" ცილისწამებას უწოდებენ
გამოქვეყნებულია: 2017-07-11 13:59:00
„ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის ბრალდებებს, თითქოს ხელისუფლებას ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს ლობირებს, "თიბისი ბანკში" ცილისწამებას უწოდებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით "თიბისი ბანკი" განცხადებას ავრცელებს. "თაღლითობისთვის ნასამართლევმა ანზორ ქოქოლაძემ ისევ ცილისწამებას მიმართათაღლითობისთვის ნასამართლევი ანზორ ქოქოლაძე წინასაარჩევნოდ კვლავ გააქტიურდა და ცილისმწამებლური განცხადებების მორიგი ტალღა ააგორა თიბისი ბანკის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ქოქოლაძე ითხოვს, სახელმწიფომ, კერძო ბიზნესმა და სასამართლომ - სამივემ აპატიოს მას ჩადენილი უკანონო ქმედებები და ცნოს „დაზარალებულად“, რაც ისეთივე უტოპიაა, როგორც სხვა მის მიერ გამოთქმული არაერთი განცხადება წლების განმავლობაში.საზოგადოებამ იცის, რომ პროკურატურა ჯერ კიდევ იძიებს ქოქოლაძის მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეს, ამასთან ის ერთხელ უკვე ნასამართლევია თაღლითობისთვის. ამ ფონზე, ქოქოლაძე გადაწყვეტილებას იღებს, ტრადიციულად, თავს დაესხას ისევ თიბისი ბანკს, რომელთან დავა „ელიტ-ელექტრონიქსის“ თემაზე მას უკვე სამი ინსტანციის სასამართლოში აქვს წაგებული.საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქმის ნამდვილ არსს. "თიბისი ბანკსა" და ქოქოლაძეს შორის ერთადერთი კავშირი იყო სასესხო ხელშეკრულებები, რომელიც ეხებოდა „ელიტ-ელექტრონიქსს“ და რომელიც მან არაერთგზის დაარღვია - ბანკს რამდენიმე მილიონიანი ზარალი მიაყენა, რის გამოც, სხვა სამართლებრივ ქმედებებთან ერთად, საჭირო გახდა ელიტ-ელექტრონიქსის 55%-იანი წილის/აქციების რეალიზაცია, ხოლო შემდეგ კომპანიის გადასარჩენად სტრატეგიულ ინვესტორზე გასხვისება.რაც შეეხება სამართლებრივ დავას თიბისი ბანკის მიერ აქციების რეალიზაციის კანონიერებასთან დაკავშირებით - "თიბისი ბანკს" ქოქოლაძესთან სამოქალაქო დავა ჰქონდა 7 წლის წინ. ეს დავა საქალაქო სასამართლოში მან თავად დაიწყო, კერძოდ, აღძრა საქმე თიბისი ბანკის წინააღმდეგ და მოითხოვა იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც „ელიტ-ელექტრონიქსის“ დაგირავებული აქციების 55% ბანკს გადაეცა საკუთრებაში რეალიზაციისთვის და სასესხო ვალდებულების გასასტუმრებლად.ეს დავა ბანკმა მოიგო სამივე ინსტანციაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქოქოლაძის სარჩელი, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყ
წაკითხვა
გიორგი გახარია სტამბოლში თურქეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-11 12:19:00
გიორგი გახარია სტამბოლში თურქეთის ეკონომიკის მინისტრს, ნიჰატ ზეიბექჩის შეხვდა. საუბარი ქვეყნებს შორის მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოებას და სავაჭრო ბრუნვის გაზრდის შესაძლებლობას შეეხო.ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, გიორგი გახარია თურქეთში 10 ივლისს გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ნავთობის 22-ე კონგრესში და ასევე, თურქეთის პრემიერ-მინისტრს, ბინალი ილდირიმს შეხვდა. 2017 წლის ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოს ძირითად 10 სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის თურქეთი პირველ ადგილზეა, საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 15%-იანი წილით. ამავე პერიოდში ქართული პროდუქციის ექსპორტი 17%-ით არის გაზრდილი და 97,1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
წაკითხვა
გაზის ტარიფებს სემეკი 18 ივლისს განიხილავს
გამოქვეყნებულია: 2017-07-10 16:16:00
გაზის სამომხმარებლო ტარიფებს სემეკი 18 ივლისს განიხილავს, - ამის შესახებ საზოგადოებრივს მარეგულირებელი კომისიის წევრმა გოჩა შონიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ტარიფების დეპარტამენტმა შესაბამისი დასკვნა უკვე მოამზადა. თუმცა, შონია არ აკონკრეტებს, მოსალოდნელია თუ არა ტარიფების გაზრდა. განაცხადები სემეკ-ში „სოჯარ ჯორჯია გაზმა”, „საქორგგაზმა” და „ყაზტრანსგაზ-თბილისმა” შეიტანეს.17 ივლისს სემეკ-ში „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” სატარიფო განაცხადსაც განიხილავენ.
წაკითხვა
დიდი ოცეულის სამიტი კონსტრუქციულად წინააღმდეგობრივი გამოდგა, ევრო კი მყარდება
გამოქვეყნებულია: 2017-07-10 13:18:00
დიდი ოცეულის სამიტიჰამბურგში უქმეებზე ვანდალური პროსტესტის ფონზე მიმდინარე მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ლიდერების სამიტი კვირის მთავარ მოვლენად იქცა. სამიტს პირველად ესწრებოდა შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ეკონომიკის მიმართ პროტექციონისტული დამოკიდებულებისა და გლობალური კლიმატური პრობლემებისადმი გულგრილობის გამო, ჯერ კიდევ სამიტის დაწყებამდე გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის კრიტიკის ობიექტი გახდა.მიუხედავად ტრამპის მიმართ წინასწარი ნეგატიური განწყობისა, დიდი ოცეულის ლიდერებმა სამიტი საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში წარმართეს, თავად ტრამპი კი მკვეთრ განცხადებებს მოერიდა. სამიტის მთავარი გზავნილებისამიტმა, მართალია, გლობალურ დონეზე ვაჭრობის კუთხით პროტექციონიზმს  ბრძოლა გამოუცხადა, თუმცა ისიც დაუშვა, რომ ვაჭრობის დაცვის მხრივ, ქვეყნებს სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება შეუძლიათ. გარდა ამისა, სამიტის კომუნიკეში ისიც ჩაიწერა, რომ ვაჭრობა პარტნიორ ქვეყნებს შორის ორმხრივად მოგებიანი უნდა იყოს, რითაც ფაქტობრივად, ტრამპის  ე.წ. სამართლიანი ვაჭრობის კონცეფციას მხარი დაუჭირა.სამიტმა ფოლადის ბაზარზე ჭარბი და დემპინგური ფასებით მიწოდების პრობლემის კუთხითაც გაიზიარა ტრამპის პოზიცია და საკითხის სასწრაფოდ დარეგულრიების მიზნით ჩინეთში უახლოეს ერთ თვეში დიდი ოცეულის შეხვედრა დაგეგმა. ცნობილია, რომ უკვე წლებია გლობალური ფოლადის ინდუსტრიის წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი აშშ ჩინეთს ფოლადის ბაზრის ხელოვნურ გაჯერებასა და  ფასის დაგდებაში ადანაშაულებენ, რის შედეგადაც ამ ინდუსტრიას გლობალურ დონეზე უზარმაზარი ზარალი მიადგა და მრავალი საწარმოს გაკოტრება გამოიწვია. თავად ტრამპი ამ საკითხის მოსაგვარებლად ქვეყანაში ფოლადის იმპროტზე ტარიფების გაზრდას ან კვოტების დაწესებას აპირებს. 
წაკითხვა
ეროვნული ბანკის რეზერვები 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გამოქვეყნებულია: 2017-07-07 12:10:00
2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის ოფიციალური სარეზერვო აქტივები 2 მილიარდ 956 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს 2013 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა 2,753 მილიარდი დოლარია, ხოლო სესხების სპეციალური უფლებების (SDR) მოცულობა 203 მილიონ დოლარს შეადგენს.რეზერვები, 2016 წლის 31 დეკემბერთან შედარებით, 200 მილიონი დოლარითაა გაზრდილი. ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებული ტრანშით და სავალუტო აუქციონებზე უცხოური ვალუტის შეძენითაა გამოწვეული. ეროვნულმა ბანკმა წელს 89.75 მილიონი დოლარი შეისყიდა, სავალუტო ფონდიდან ჩარიცხულმა თანხამ კი 79.6 მილიონი დოლარი შეადგინა.
წაკითხვა
კახი კალაძემ მისი მინისტრობის პერიოდში ამოქმედებული გენერაციის ობიექტები წარადგინა [გრაფიკა, ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-07-06 14:08:00
კახი კალაძე „ექსპო-ჯორჯიაში“ 2013-2017 წლების საქმიანობას აჯამებს. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ამოქმედდა გენერაციის 21 ობიექტი, მათ შორის 18 ჰიდროელექტროსადგური, ორი თბოელექტროსადგური და ქარის ელექტროსადგური „ქართლი“.კალაძის ინფორმაციით, ობიექტებში მილიარდ 186 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, სადგურების სიმძლავრე კი 782,97 მეგავატია. პრეზენტაციას სახელწოდებით „ენერგეტიკული (რ)ევოლუცია“ მთავრობის, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, ინვესტორები და ექსპერტები ესწრებიან. 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - ივნისის თვეში საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-06 11:05:00
ივნისის თვეში საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელი - 43%-იანი ზრდა დაფიქსირდა – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ივნისში საქართველოს 330 000-მდე ტურისტი ეწვია. „ეს არის იმ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში და მათი რაოდენობა თითქმის 99 000-ით მეტია 2016 წლის ივნისის მაჩვენებელზე. ბოლო 6 თვის მონაცემებით, ტურისტთა რაოდენობა არის 29%–ით გაზრდილი, რაც კარგი მაჩვენებელია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში იზრდება როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან - ავსტრია +54%, ნიდერლანდები +36%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +28% და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენები ლონდონის მიმართულებით, როგორც ქუთაისიდან, ასევე თბილისიდან, კიდევ უფრო მეტი ტურისტი შემოვა გაერთიანებული სამეფოდან. საფრანგეთიდან გვაქვს 23%–იანი ზრდა და ლიტვა 17%. ამასთან, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტურისტების რიცხვი აზიის ქვეყნებიდანაც. თითოეული დამატებით შემოსული ტურისტი ნიშნავს დამატებით შემოსავალს ჩვენი მოსახლეობის პირად ბიუჯეტში და იმ ადამიანების ბიუჯეტში, რომლებიც სხვადასხვა ფორმით იღებენ სარგებელს ტურიზმიდან–ვაჭრობა, მცირე სასტუმროები, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, სხვადასხვა ტიპის მომსახურება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ტურიზმის მიმართულებით გაძლიერდეს ინვესტიციები და ძალისხმევა, რათა საქართველომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს. 
წაკითხვა
ბიზნესს საგადასახადო გადაცდომებისთვის აღარ დასჯიან, ლარი კი მშვიდად ცურავს - კვირის მიმოხილვა
გამოქვეყნებულია: 2017-07-03 21:03:00
საგადასახადო გარემო დაიხვეწაგასული კვირა ქართული ბიზნესკლიმატისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლით დაგვირგვინდა - საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ახდენს, რასაც ბიზნესი დიდი ხანია ითხოვდა. აღნიშნული პაკეტით ცვლილებები შედის როგორც საგადასახადო, ისე სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ცალკეული სახეობის ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს.კერძოდ, გადასახადის შემცირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის დადგენილი თანხის ოდენობა 50.000 ლარიდან 100.000 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გადასახადი განსაკუთრებით დიდ ოდენობად ჩაითვლება, თუ თანხა დღეს არსებული 100.000 ლარის ნაცვლად, 150.000 ლარს აღემატება.ცვლილებით, ასევე, გაუქმდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით, საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს. სასაქონლო ზედნადებთან და არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდება.ბიზნესისთვის და ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთვის ეს ფაქტი ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა, რაც მიანიშნებს, რომ მთავრობა ბიზნესს პარტნიორად განიხილავს და დაინტერესებულია მისი განვითარებით და არა დასჯით. თუმცა ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ახალი კანონის აღსრულების საკითხი. ძალიან რთულია გაიმიჯნოს ერთმანეთისგან საგადასახადო გადაცდომა და გადასახადების დამალვა. პირველ შემთხვევაში ბიზნესი გადასახადებს კანონთან სრული შესაბამისობით იხდის, მაგრამ კანონის განსხვავებული ინტერპრეტაციის გამო გარკვეულ გადაცდომებს აქვს ადგილი,ხოლო დამალვის შემთხვევაში ბიზნესი სრულად არ ხსნის თავის შემოსავლებს და მიზანმიმართულად ატყუებს სახელმწიფოს, რაც არის შინაარსით სისხლის სამართლის კანონდარღვევა. ამის გამიჯვნა განვითარებულ ქვეყნებშიც უჭირთ და სპეციალიზებული საგადასახდო სამართლის ცოდნას მოითხოვს.
წაკითხვა
ირანი უმსხვილეს უცხოურ ენერგოინვესტიციას იღებს, ნავთობს კი გაუფასურება ელოდება - მსოფლიო ბიზნესი გასულ კვირას
გამოქვეყნებულია: 2017-07-03 19:31:00
გასულ კვირას გლობალურ ბიზნესსამყაროში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები და ტენდენციები შეინიშნებოდა. საბანკო მომსახურება
წაკითხვა