საზოგადოებრივი
104.5 FM
აგულაშვილი - სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ბიუჯეტს არ აქვს შესაძლებლობა პენსიების უფრო მეტად ზრდა იტვირთოს
განახლებულია: 2014-12-12 21:00:00
"მოამბის" შეკითხვებს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგლა აგულაშვილმა უპასუხა.
წაკითხვა
რუბლის რეკორდულ ვარდნას მოსკოვში უკმაყოფილო მოსახლეობის აქცია მოჰყვა
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 20:42:00
რყევები რუსულ სავალატო ბაზარზე გრძელდება. "ცენტრობანკის" შენობის წინ უკმაყოფილო მოსახლეობა შეიკრიბა.ზოგიერთ მათგანს კრედიტი ჯერ კიდევ პუტინის მეორე ვადით მმართველობის დროს აქვს აღებული, პრეზიდენტის მესამე ვადის პირობებში კი ის სამჯერ გაიზარდა. მოსახლეობა ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს, სახელმწიფო სათათბიროში კი რუბლისთვის სახელის შეცვლაზე ფიქრობენ. იდეა დუმ-ის უსაფრთხოებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის წევრ ანატოლი ვიბორნოვს ეკუთვნის. მისი აზრით, ამ გზით ევროსთან და დოლართან მიმართებაში რუსული რუბლის ვარდნა შეჩერდება. რას დაარქმევენ რუბლის ალტერნატივას მოკსოვში, ჯერ არ იციან.
წაკითხვა
მთავრობა "აირზენას" თანამშრომლების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 20:16:00
მთავრობა "აირზენას" თანამშრომლების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. საქართველოს ავიაბაზარზე მოქმედ ქართულ და რუსულ კომპანიებს თბილისი-მოსკოვს შორის თანაბარი - ანუ 14-14-სიხშირიანი ფრენის უფლება ექნებათ. საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მიუღებელია ულტიმატუმის ენა, რომელსაც "ჯორჯიან ეარვეისის
წაკითხვა
სენატის გადაწყვეტილება - გატარდეს სანქციები "გაზპრომის" წინააღმდეგ, თუ კომპანია საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გაზის მიწოდებაზე უარს ეუბნება
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 20:06:00
საქართველოა ნახსენები ამერიკის სენატის მიერ მიღებულ დოკუმენტში. მსხვილ რუსულ კომპანიას ოფიციალურმა ვაშინგტონმა შესაძლოა ახალი სანქციები დაუწესოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ
წაკითხვა
ბიუჯეტის დამტკიცება ხმაურიანი იყო საკრებულოშიც - მერია უწყებაში მეცამეტე ხელფასს დაარიგებს
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 20:03:00
ბიუჯეტის დამტკიცება ხმაურიანი იყო საკრებულოშიც. დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი წელს უკვე მეორედ შეიცვალა. მორიგი ცვლილებების პროექტი 31 ხმით დამტკიცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მერიამ საკუთარ სტრუქტურ
წაკითხვა
ბიუჯეტი დამტკიცდა - პრემიების და სახელფასო დანამატების გამო ფინანსთა მინისტრმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 20:00:00
მწვავე დებატების შემდეგ 2015 წლის ბიუჯეტი მიღებულია - 82 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - ორჯერ კორექტირებულ პროექტს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა არ აქვს. დოკუმენტს მხარი არც
წაკითხვა
სომხეთის პრემიერი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 16:52:00
სომხეთის პრემიერი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ის დღეს ქართველ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა მოახდინეს იმ დოკუმენტის პარაფირება, რომელიც მდინარე დებედზე, „სადახლო - ბაგრატაშენის“ გამშვებ პუნქტზე ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობათაშორის შეთანხმებას ითვალისწინებს. ასევე, გაფორმდა ოქმი, რომლის მიხედვითაც, წლის ბოლომდე შეთანხმებას ხელი მოეწერება.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ სომხეთის სამთავრობო დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ გაემართა. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გააცილებს.მანამდე სომხეთის პრემიერი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს. თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში. პირისპირ შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა, რომელსაც დიასპორის და კულტურის მინისტრები, უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. 
წაკითხვა
ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე იმსჯელეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 16:45:00
ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე იმსჯელეს დღეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრემიერმინისტრი პროექტების მიმდინარეობით და მშენებლობის ვადებით დაინტერესდა. ინფორმაცია მთავრობის მეთაურს „საპარტნიორო ფონდისა“ და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
წაკითხვა
ლარი 5 პუნქტით გამყარდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 14:07:00
ლარი კიდევ  5 პუნქტით გამყარდა. დოლართან მიმართებაში ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა. ახალი კურსის მიხედვით, რომელიც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, 12 დეკემბრიდან 1 დოლარის შეძენა 1.84 ლარად არის შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ 10 დეკემბერს ბანკთაშორის ბაზარზე არსებული გარიგების შესაბამისად, დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 1.89 ლარს შეადგენდა.წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
ცვლილებები თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 12:06:00
თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. საკრებულოში დღეს სხდომა გაიმართება, რომელზეც უნდა გადაწყდეს დავალიანების ჩამოწერის, და მერიის სტრუქტურებში დასაქმებულთათვის მე-13 ხელფასის  საკითხი. ოპოზიცია გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი უკვე ორჯერაა სეკვესტრირებული, ქალაქის მთავრობა ვერ ახერხებს საბიუჯეტო თანხების ათვისებას, რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე აისახება. 
წაკითხვა
ღარიბაშვილი სომეხ კოლეგას მასპინძლობს
განახლებულია: 2014-12-11 20:37:00
საქართველო სომხეთის პრემიერს მასპინძლობს. ჰოვიკ აბრაჰამიანი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.პირისპირ შეხვედრა მიდიისთვის დახურული იყო. ეკონომიკური თანაშრომლობის გაღრმავება და მოქმედი სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნება მეზობლებისთვის პრიორიტეტია.
წაკითხვა
საქართველო აშშ-ისგან 30 მლნ დოლარს მიიღებს
გამოქვეყნებულია: 2014-12-11 20:22:00
საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამით, საქართველო აშშ-ისგან 30 მლნ აშშ დოლარს მიიღებს.აშშ-ის კონგრესში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, საქართველოსთვის გათვალისწინებულია 30 მლნ დოლარი, - ამ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.„აშშ-ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ 2015 ფისკალური წლის ასიგნებების კანონპროექტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.ასევე, „ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის“ ფარგლებში, 57 მლნ დოლარი გამოიყოფა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის დახმარების გაზრდის მიზნით.დამატებით, 25 მლნ დოლარია გათვალისწინებული ევროპაში და ევრაზიაში აშშ-ის პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერის მიმართულებით. თანხა მიზნად ისახავს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში შემდგომი დესტაბილიზაციის შეკავებას და ამ მიმართულებით შესაძლებლობების, რეგიონში ყოფნის, მზაობისა და რეაგირების გაზრდის მხარდაჭერას.2015 ფისკალური წლის ასიგნებების კანონპროექტის პაკეტი უნდა დამტკიცდეს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ, რის შემდეგაც მას ხელს მოაწერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
წაკითხვა
პარლამენტში კენჭისყრის პროცესი ორჯერ ჩაიშალა
გამოქვეყნებულია: 2014-12-11 10:50:00
კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტში კენჭისყრის პროცესი ორჯერ გადაიდო.პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილი პლენარულ სხდომას მივლინებაში ყოფნის გამო ვერ დაესწრო, ხოლო რა გახდა დანარჩენი პარლამენტარების მიერ სხდომის გაცდენის მიზეზი, ამას ვიცე-სპიკერი დღეს დაადგენს.კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა უმცირესობამ და სესიას არ დაესწრო. „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტის მიზეზი საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების პროექტის ის ნაწილი გახდა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უნივერსიტეტების შემოსულობები და გადასახადები სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში ექცევა.
წაკითხვა
ზღუდავს თუ არა საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები უნივერსიტეტების ავტონომიას
გამოქვეყნებულია: 2014-12-09 21:09:00
"მოამბის" შეკითხვებს ილიას სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით აფრასიძემ უპასუხა. 
წაკითხვა
რა პრობლემებს უქმნის უმაღლეს სასწავლებლებს ბანკებიდან საკუთარი ფინანსების სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადატანა
განახლებულია: 2014-12-09 20:45:00
რა პრობლემებს უქმნის უმაღლეს სასწავლებლებს ბანკებიდან საკუთარი ფინანსების სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადატანა.საბიუჯეტო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, 12-დან 8 სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელები ავტონომიურობის  შეზღუდვაზე აკეთებენ აქცენტს.აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს განცხადებები გაკეთდა. მიმართვა გადაიგზავნა პარლამენტში. დღეს ირკვევა, რომ წერილს ხელს არ აწერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. რატომ შეიკავა თავი  ლადო პაპავამ პროტესტის გამოხატვისგან და რას პასუხობენ რექტორთა ნაწილის მოთხოვნას მთავრობა და პარლამენტი.
წაკითხვა
პრემიერი ლარის კურსის ვარდნას საგანგაშოდ არ მიიჩნევს და ოპონენტებს პანიკის გამოწვევაში სდებს ბრალს
გამოქვეყნებულია: 2014-12-09 20:33:00
პრემიერის პასუხი ოპონენტებს და ახსნა-განმარტება მოსახლეობას. მთავრობის მეთაური ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველს ვერ ხედავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ვალუტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დღეს პირველი კომენტარი გააკეთა. ერთი საათის წინ გამართულ პრეკონფერენციაზე ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლარის კურსმა გამყარება დაიწყო. პრემიერმა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც გააკეთა განცხადება. ლარის დღევანდელი გაცვლითი კურსი გავიგოთ – საინტერესო ინფორმაციას გიორგი ფუტკარაძე პირდაპირ ეთერში მოგვაწვდის.
წაკითხვა
ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
გამოქვეყნებულია: 2014-12-09 17:01:00
ცვლილებები საგადასახადო კოდექსში - 2016 წლიდან შესაძლოა დაუბეგრავი მინიმუმით გათვალისწინებული თანხა მხოლოდ სოციალურ პროგრამებს მოხმარდეს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი მთავრობაა. კანონპროექტზე დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა პირველად იმსჯელეს. თუმცა კომიტეტის თავმჯდომარეს შეთავაზებული პროექტის მიმართ შენიშვნები აქვს. შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, დაუბეგრავი მინიმუმით გათვალისწინებული თანხა წლის ბოლოს იმ მოქალაქეებს უბრუნდებათ, რომელთა წლიური შემოსავალი 6 000 ლარზე ნაკლებია.  
წაკითხვა
პრემიერი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-09 16:31:00
პრემიერი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის თემები იყო ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი, საინვესტიციო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და კორპორაციასთან თანამშრომლობის გაღრმავება. მთავრობის მეთაურმა სტუმრებს კონკრეტული რეფორმებიც გააცნო. მათ შორისაა საინვესტიციო სააგენტოს შესახებ კანონში შესული ცვლილებები. საუბარი შეეხო ლარის კურსის ცვალებადობის საკითხს. მსოფლიო ბანკის ჯგუფის წარმომადგენლის თქმით, საქართველოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. 
წაკითხვა
ინვესტორი თუ სახელმწიფო - ვინ ააშენებს ხუდონჰესს
გამოქვეყნებულია: 2014-12-08 20:47:00
კერძო ინვესტორი თუ სახელმწიფო - ხუდონჰესის მშენებლობის საკითხი კიდევ ერთი მიზეზის გამო ხდება სადავო.ოპოზიცია ამჯერად ენერგეტიკის მინისტრის იმ განცხადებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვით, მასშტაბური პროექტი, შესაძლოა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს.ამ კომენტარამდე ცნობილი იყო, რომ ჰესის ასაშენებლად მოლაპარაკება ერთ-ერთ ინდურ კომპანიასთან მიმდინარეობს.რა გარემოების გამო შეიძლება შეიცვალოს სვანეთში დაგეგმილი მშენებლობის დამფინანსებელი - დეტალებს ნიკა მოლოდინაშვილი არკვევდა.
წაკითხვა
აზარტული თამაშების მწარმოებელი კომპანიების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა
განახლებულია: 2014-12-08 17:48:18
სად მიდის აზარტული თამაშების მწარმოებელი კომპანიების თანხები და როგორ აფინანსებდნენ ისინი წლების განმავლობაში პოლიტიკურ პარტიებს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აზარტული თამაშების ბაზრის კვლევას აქვეყნებს.დასკვნის მიხედვით, 2011 წლიდან იზრდება სათამაშო ბიზნესის მოგება. 2013 წელს ბრუნვამ მილიარდ ლარს გადააჭარბა. კვლევის თანახმად, საქართველოს ბაზარზე 94 საწარმოა წარმოდგენილი, მათ შორის 32 მსხვილი კომპანიაა.პოლიტიკური პარტიების შემომწირველად ოთხი კომპანია დაფიქსირდა. აქედან 2012 წლის არჩევნებამდე სამი „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველად, ხოლო 2013 წლის მაისში ,,ქართული ოცნების“ შემომწირველად ფიქსირდება.ასევე, ბაზრის კვლევისას გამოვლინდა ისეთი კომპანიები, რომლებიც ოფშორულ ზონებშია დარეგისტრირებული და მფლობელის დადგენა ვერ ხერხდება.
წაკითხვა