საზოგადოებრივი
104.5 FM
ლარმა გამყარება დაიწყო
განახლებულია: 2014-12-07 21:27:18
სავალუტო ჯიხურების ნაწილი დოლარს 1,90 ლარად ყიდის და 1,85 ლარად ყიდულობს. დოლარის ფასმა, გუშინდელთან შედარებით, დაიკლო კომერციულ ბანკებშიც.„თი-ბი-სი ბანკში“ და „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის გაყიდვის კურსია 2 ლარი, ხოლო ყიდვის - 1,92. „ლიბერთი ბანკში“ მოქალაქეს 1 დოლარის შეძენა 1,97 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 1.87 ლარად.დოლართან მიმართებით ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეისათვის 1,95 ლარს შეადგენს.
წაკითხვა
საავტომობილო გაზი გაძვირდა
განახლებულია: 2014-12-07 18:54:38
საავტომობილო გაზი 5 თეთრით გაძვირდა. ინფორმაციას ადასტურებენ გაზგასამართ სადგურებში. ტარიფი დღეს დილით შეიცვალა, მიზეზები მათთვის უცნობია.წინასაახალწლო პერიოდში გაზის 5 თეთრით გაძვირებას აპროტესტებენ მძღოლები. მათი განცხადებით, ფასის მატება უარყოფითად აისახება სატრანსპორტო ტარიფებზე.
წაკითხვა
გაძვირებული ცხოვრება - რამდენად აისახება ლარის გაუფასურება სამომხმარებლო კალათზე
განახლებულია: 2014-12-06 20:51:06
ზოგიერთი ტიპის საქონელზე ფასების კლება მიმდინარეობს, - გვარწმუნებს ფინანსთა მინისტრი.   ლაშა მესხი სამომხმარებლო კალათით დაინტერესდა, ასევე გაარკვია, რამდენად აისახება ლარის გაუფასურების პროცესი მედიკამენტების ფასზე.გაძვირებული ცხოვრება - ნახეთ  სიუჟეტი.
წაკითხვა
ლარის გაუფასურება, დაზარალებული კრედიტორები და მთავრობის მიმართვა მოსახლეობას
განახლებულია: 2014-12-06 20:47:03
რამდენად მარტივია გაუგო მთავრობას ან მომზადებული შეხვდე პრობლემას, რომელიც პირდაპირ აისახება თითოეული ჩვენგანის ჯიბეზე. კურსში ჩაკარგული ლარი, გაძვირებული პროდუქცია და პროცენტების პროცენტები- ლარის გაუფასურებამ პირველ რიგში კრედიტორები დააზარალა. მთავრობა  კი მოსახლეობას მიმართავს გაგებით შეხვდეს იმ მოვლენებს , რაც ქვეყანაში ხდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეისთვის 1.95 ლარს შეადგენს. დოლარის გაყიდვის კურსი ამ დროისთვის 2.05 ლარია, ყიდვის-1. 98 თეთრი. სავალუტო ჯიხურები დოლარს 2.00 ლარად ყიდულობენ, 2.05 ლარად კი ყიდიან. ნოდარ ჩაჩუა დეტალებით
წაკითხვა
ლარი ძალას, მთავრობა კი კადრებს კარგავს - სახელისუფლებო გუნდში დიდი გადაჯგუფებაა
განახლებულია: 2014-12-06 20:41:42
ლარი ძალას, მთავრობა კი კადრებს კარგავს - სახელისუფლებო  გუნდში დიდი გადაჯგუფებაა. შსს-ს  გენინსპექცია - უფროსის, გურია გუბერნატორის , პარტია "ქართული ოცნება"  კი აღმასრულებელი მდივნის გარეშე რჩება.სამყურაშვილის , ჩხაიძისა და  ჯანყარაშვილის შემდეგ მთავრობას ძმები ჩხენკელები დაემშვიდობნენ. თანამდებობის დატოვების შესახებ პირველად გადაწყვეტილება  ზვიად ჯანყარაშვილმა მიიღო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს ზემოხსენებულმა პირებმა პოსტების დატოვება. ნეპოტიზმი და ჯანყარაშვილის ე.წ. გუნდი  - რა ხდება "ოცნებაში" და სად მიდის პარტიის რუხი კარდინალი, რომელიც პრემიერის განსაკუთრებული  ნდობით სარგებლობს - გიორგი ფუტკარაძის რეპორტაჟი.
წაკითხვა
უცხოეთიდან დოლარის შემოსვლის შემცირება - ლარის კურსის ვარდნის ერთერთი მთავარი მიზეზი
განახლებულია: 2014-12-06 20:33:36
"მოამბის" შეკითხვებს ეკონომიკის ექსპერტმა, ლევან კალანდაძემ უპასუხა.
წაკითხვა
კახეთის გუბერნატორის ანგარიში
განახლებულია: 2014-12-06 16:19:45
კახეთის გუბერნატორმა  ირაკლი შიოლაშვილმა პროექტის “საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის” ფარგლებში ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. გუბერნატორმა საზოგადოებას ის
წაკითხვა
ლარის კურსი ვარდნას განაგრძობს
განახლებულია: 2014-12-05 20:34:47
ლარის კურსი ვარდნას განაგრძობს. კომერციულ ბანკებსა და ჯიხურებში დოლარის ფასი უკვე ორ ლარს გასცდა. პარალელურად, ყოველდღიურად ძვირდება საკვები, პირველადი მოხმარების საგნები და ძვირფასი ლითონები. ხელისუფლებაში აზრები ორად იყოფა. მინისტრთა კაბინეტის პოზიციას, რომ საგანგაშო არაფერია და ვითარება ხელოვნურად იძაბება, არ იზიარებს პრეზიდენტის მრჩეველი.  იგი თვლის, რომ მოსახლეობას შეშფოთების საფუძველი აქვს. ბოლო ათი დღის განმავლობაში, დღეს პირველი განცხადება გააკეთა ეროვნულმა ბანკმა. გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ თუ საჭირო გახდება, ყველა ბერკეტს გამოიყენებს, მათ შორის განახორციელებს მნიშვნელოვანი რაოდენობის ინტერვენციას. ეკა კოპალიანი დეტალებით.
წაკითხვა
"ლეიბორისტული პარტია" ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს
განახლებულია: 2014-12-05 16:25:46
"ლეიბორისტული პარტია" ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს. პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილის განცხადებით, “საპარტნიორო ფონდმა” ექვსი მილიონი ლარი მიითვისა. ნათელაშვილი ყოფილ პრემიერს ქვეყნიდან გატანილი ვალუტის დაბრუნებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, ივანიშვილის სავალუტო ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნით, ევროპის კავშირთან თანამშრომლობას აპირებს.
წაკითხვა
დეპუტატები ბიუჯეტს მომავალ კვირაში უყრიან კენჭს
განახლებულია: 2014-12-04 12:47:35
მოხე, ქობულეთი, სამთაწყარო, ჭელა - საქართველოს სხვადასხვა რაიონში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტების გამო არასამთავრობო ორგანიზაციები და რელიგიური გაერთიანებები პარლამენტს მიმართავენ. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს დეპუტატები კენჭს მომავალ კვირაში უყრიან. საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის განსახილველად და დასამტკიცებლად ვადა დეკემბრის ბოლოს ეწურება.ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი ქვეყანაში არსებული გამოწვევების ანალიზის შედეგად განისაზღვრა.ხადური მთავარ პრიორიტეტებად ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსებას ასახელებს. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული სფეროს დაფინანსება პრემიებისა და სახელფასო დანამატების შემცირების ხარჯზე გაიზრდება.მომავალი წლის ბიუჯეტის მიხედვით, ყველა კატეგორიის პენსიონერს 1 სექტემბრიდან 10 ლარით გაზრდილი პენსია მიეცემა. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან გამომდინარე, კან
წაკითხვა
ნოდარ ხადური - პანიკამ შესაძლოა კიდევ უფრო ცუდი ზეგავლენა მოახდინოს ლარის გაუფასურებაზე
განახლებულია: 2014-12-03 21:23:25
კამპანიაში "ეს შენ გეხება" ჩართული არასამთავრობოები აქციებს გეგმავენ. აქტივობების მიზანი მოსმენებთან დაკავშირებული კანონის გაპროტესტება და საზოგადოების ინფორმირებულობა იქნება. "მოამბის" შეკითხვებს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა უპასუხა.
წაკითხვა
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტს პარლამენტი მომავალ კვირაში უყრის კენჭს
განახლებულია: 2014-12-03 11:47:15
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტს დეპუტატები მომავალ კვირაში უყრიან კენჭს. ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი პარლამენტს 30 ნოემბერს წარედგინა. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტს დეპუტატები მომავალ კვირაში უყრიან კენჭს. ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი პარლამენტს 30 ნოემბერს წარედგინა.ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაფინანსება ეზრდება ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს. 2015 წლის პირველი სექტემბრიდან დაგეგმილია ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის პენსიის გაზრდა 10 ლარით. ბიუჯეტის პროექტი ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის დაფინანსების გაზრდას 3 მლნ ლარით ითვალისწინებს. ქვეყნის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მისაღებად დეპუტატებს ვადა დეკემბრის ბოლოს ეწურებათ.
წაკითხვა
მოსკოვი "სამხრეთ ნაკადის" გაზსადენის მშენებლობას აჩერებს
გამოქვეყნებულია: 2014-12-02 20:11:00
ლევან ფაცაციას საკალათბურთო კლუბმა "ვი-თი-ბი-ლიგაში" ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა. "ნიჟნი ნოვგოროდმა", ფინურ "ბიზონსს" უმასპინძლა და 79-65 დაამარცხა. ფაცაციამ ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა. განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, თურქეთში ვიზიტის დროს გააკეთა. პუტინმა, ევროკავშირი არაკონსტრუქციულ მოქმედებაში დაადანაშაულა. "სამხრეთ ნაკადის" პროექტთან დაკავშირებით, ევროკავშირი 9 დეკემბერს შეხვედრას გამართავს. გაზსადენის პროექტის შეჩერების პარალელურად, რუსეთი თურქეთთან ახალი მილსადენის მშენებლობაზე შეთანხმდა. პროექტის მიხედვით, თურქეთი წელიწადში 63 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებას შეძლებს, საიდანაც 14 მილიარდი კუბურ მეტრ აირს, თავად თურქეთი მოიხმარს. დანარჩენი აირი თურქეთ-საბერძნეთის საზღვრს მიეწოდება. 930 კილომეტრიანი "სამხრეთ ნაკადის" პროექტის მშენებლობა, ბულგარეთში 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში შეჩერდა. ევროკავშირში მაშინ განაცხადეს, რომ პროექტი ევროკავშირის კონკურენციიის წესებს არღვევდა. 
წაკითხვა
თაღლითობა, რომელმაც პენსიონერები დააზარალა - "მოამბეში" გასულ რეპორტაჟს, გამოხმაურება მოჰყვა
გამოქვეყნებულია: 2014-12-02 20:06:00
თაღლითობა, რომელმაც პენსიონერები დააზარალა - "მოამბეში" გასულ რეპორტაჟს გამოხმაურება მოჰყვა.თერჯოლის რაიონის სოფელ ვარდიგორაში დაზარალებულ პენსიონერებს "ლიბერთი ბანკი" თანხას სრულად აუნაზღაურებს. თერჯოლის რაიონის სოფელ ვარდიგორაში დაზარალებულ პენსიონერებს, "ლიბერთი ბანკი" თანხას სრულად აუნაზღაურებს. დღეს ბანკის წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ და ხანდაზმულებს შეხვდნენ. "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, მიუზედავად იმისა, რომ ბანკის თამამშრომლის მზრიდან უფლებამოსილებოს გადამეტებას ადგილი არ ჰქონია, ბანკი კეთილ ნებას გამოიჩენს და მოტყებით დაკარგულ თანხას სრულად აანაზღაურებს. ადგილზე ეროვნული ბანკის წარმომადგენელიც იმყოფებოდა, რომლის თქმითაც, თუკი საქმეში ბანკის დანაშაული გამოიკვეთება, სანქციები დაწესდება. მომხდარი ფაქტით სამართალდამცავები უკვე დაინტერესდნენ. 
წაკითხვა
2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ
გამოქვეყნებულია: 2014-12-02 11:38:00
უკრაინელი სამხედროები და თვითგამოცხადებული ლუგანსკის რესპუბლიკის წარმომადგენლები 5 დეკემბრიდან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, 6 დეკემბრიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა უნდა დაიწყონ. 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრო დაფინანსდება 127 მლნ ლარით, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 23,7 მლნ ლარით გაიზრდება.2015 წლის პირველი სექტემბრიდან დაგეგმილია ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის პენსიის გაზრდა 10 ლარით. ბიუჯეტის პროექტი ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის დაფინანსების გაზრდას 3 მლნ ლარით ითვალისწინებს. ქვეყნის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მისაღებად დეპუტატებს ვადა დეკემბრის ბოლოს ეწურებათ.
წაკითხვა
პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურა წარადგინა
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 19:16:00
რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჭიდაობის ფედერაციაში - პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ლუკა კურტანიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტმა პარლამენტს ნიკოლოზ ყაველაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველის განცხადებით, კანდიდატის წარდგენის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მიმართა.გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, შერჩევის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართა, პროცესში ჩართულნი იყვნენ არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს ეკონომიკურ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი ასევე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთანაც თანამშრომლობდა.
წაკითხვა