საზოგადოებრივი
104.5 FM
ფეისბუქი რესტორნებიდან საჭმლის შეკვეთის ფუნქციას ამატებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 17:31:00
ფეისბუქი განაგრძობს ბაზარზე არსებული სერვისების შესრუტვას და ახლა უკვე, საჭმლის შეკვეთის ფუნქციას გვთავაზობს. მოხმარებელს საშუალება ექნება საკვები სახლიდან გაუსვლელად, პირდაპირ ფეისბუქიდან შეუკვეთოს. სერვისი უკვე ჩაეშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ​მას შემდეგ რაც სერვისი საქართველოშიც გააქტიურდება, ფეისბუქის მენიუში უნდა მოძებნოთ ღილაკი Order Food, აარჩიოთ სასურველი რესტორანი, საკვები და დააკლიკოთ ღილაკს Start Order. მითითებულ შეკვეთას ან ადგილზე მოგართმევენ ან თქვენ თვითონ წაიღებთ, სურვილის მიხედვით. ​აღნიშნული სერვისი რესტორნებისთვისაც მომგებიანია. ისინი საკუთარ მომხმარებლებს უკვე ფეისბუქის საშუალებითაც მიწვდებიან და ფაქტობრივად ონლაინ გაყიდვებს გააქტიურებენ. თუმცა, ფეისბუქის ახალმა წამოწყებამ შეიძლება საკვების მიტანის სერვისის მქონე კომპანიებს სერიოზული ზარალი მიაყენოს.​ფეისბუქის საჭმლის შეკვეთის ფუნქცია საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება. თქვენ საშუალება გექნებათ საკვები კატეგორიების მიხედვით აირჩიოთ, ნახოთ უახლეს ლოკაციაზე მდებარე რესტორნები, თქვენი მეგობრების შეფასებები და ა.შ.ფუნქცია ანდროიდებზე, iOS-ებსა და დესკტოპებზეა ხელმისაწვდომი. აშშ-ში წარმატებული დატესტვის შემდეგ ფუნქცია სხვა ქვეყნებსაც გაუაქტიურდებათ. 
წაკითხვა
10 საოცნებო სამუშაო ადგილი მსოფლიოში
გამოქვეყნებულია: 2017-10-01 23:29:00
წაკითხვა
მსოფლიოს 11 საიდუმლო ადგილი, რომელიც აქამდე არ ვიცოდით
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 20:39:00
წაკითხვა
როგორები იქნებოდნენ GOT-ის მსახიობები, "ნათლიმამაში" რომ ეთამაშათ
გამოქვეყნებულია: 2017-09-18 22:11:00
"სამეფო კარის თამაშები" ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიალია. მისი მსახიობები პირველი სეზონის შემდეგ პოპულარულობას არ კარგავენ და შესაბამისად, სხვადასხვა არტისტის ინსპირაციის წყაროც ხდებიან.​ამჯერად, სერიალის მსახიობები განსხვავებულ სტილში რისეან ვლადმა დაგვანახა. მან "სამეფო კარის თამაშების" მსახიობებს ცნობილი ფილმის "ნათლიმამას" მსახიობების იმიჯი მოარგო. "მე მინდოდა, რომ მათი განსხვავებული სახე შემექმნა და ამისათის ფილმი "ნათლიმამა" გამოვიყენე. ვფიქრობ, საზოგადოებისათვის საინტერესო იქნება "სამეფო კარის თამაშების" მსახიობების განსხვავებული იმიჯი. ჩემი ჩანაფიქრი ნახატების მეშვეობით გავაცოცხლე", - ამბობს არტისტი ვლად რისეანი.
წაკითხვა
ფეისბუქის ახალი ფუნქცია - როგორ დავაღწიოთ თავი მეგობრების მომაბეზრებელ პოსტებს
გამოქვეყნებულია: 2017-09-17 19:52:00
ფეისბუქი ახალ ფუნქციას ტესტავს. Snooze - ეს იქნება ახალი შესაძლებლობა, მეგობრების მომაბეზრებელ პოსტებს, თვალი დროებით ავარიდოთ. Unfollow ფუნქციისგან განსხვავებით, Snooze-ს მეშვეობით საშუალება გვექნება, მეგობრების პოსტები, რაღაც დროის განმავლობაში დავმალოთ. ეს დრო შეიძლება, 24 საათი, ერთი კვირა ან ერთი თვე იყოს.​მაგალითად, თუ ჩვენი მეგობარი მოგზაურობს და მისი ყოველწუთიერი განახლებები ჩვენს განწყობაზე ცუდად მოქმედებს, შეგვიძლია მისი პოსტები გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენი თაიმლაინიდან გავაქროთ.​აღნიშნული ფუნქცია ჯგუფებსა და გვერდებზეც იმუშავებს. ამისათვის საჭიროა შევიდეთ კონკრეტული მეგობრის ან გვერდის ფეიჯზე და ღილაკი Snooze მოვნიშნოთ.​ფეისბუქის ახალი ფუნქცია ჯერჯერობით მომხმარებლების მცირე ნაწილს უჩანს. მისი წარმატებით დატესტვის შემთხვევაში, იგი ფეისბუქის ყველა წევრისათვის გახდება ხელმისაწვდომი.​ფეისბუქი აღნიშულ ფუნქციას 2012 წელსაც ტესტავდა, თუმცა საბოლოოდ, Snooze - Unfollow-თი ჩაანაცვლა. როგორც ჩანს, კომპანია მიხვდა, რომ მსგავსი ფუნქცია მათი მომხმარებლებისათვის მნიშვნელოვანია. 
წაკითხვა
მოგზაური კატა, რომლის ფოტოებიც ინტერნეტჰიტად იქცა
გამოქვეყნებულია: 2017-09-11 15:47:00
სუკი ბენგალური ჯიშის კატაა. ის კანადიდანაა და მსოფლიოს გარშემო პატრონთან ერთად მოგზაურობს. სუკი მოგზაურობისას პატრონთან ერთად საინტერესო ფოტოებს იღებს. ის საკმაოდ ელეგანტურია და საკუთარ ამპლუასაც შესანიშნავად ირგებს. მოგზაური კატის ფოტოები ინტერნეტში საკმაოდ პოპულარულია. მის თითოეულ ფოტოს ათიათასობით ნახვა აქვს. განსაკუთრებულ მოწონებას სუკის თვალები იწვევს. მომხმარებლებს არ სჯერათ მისი ცისფერი თვალების და ის ფოტოშოპში დამუშავებული ჰგონიათ.
წაკითხვა
Tripadvisor - 10 ადგილი, რომელიც საქართველოში უნდა მოინახულოთ
განახლებულია: 2017-08-25 17:44:00
ცნობილი ტურისტული პორტალი Tripadvisor საკუთარ მკითხველს საქართველოს შესახებ მოუთხრობს. საიტი Top 10 ადგილის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც საქართველოში ვიზიტისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ჩამონათვალში თბილისთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეც მოხვდა. ადგილებთან ერთად, ჩამონათვალში კონკრეტული აქტივობებიცაა შეყვანილი. პირველ ადგილზე, სტეფანწმინდის გერგეტის ტაძარი მოხვდა, ხოლო ბოლო ადგილზე სვეტიცხოველი. თუმცა, Tripadvisor მკითხველს Top 10 ადგილის გარდა, სხვა საინტერესო ლოკაციებსაც ურჩევს. ჩამონათვალი ასე გამოიყურება:1- გერგეთის ტაძარი, სტეფანწმინდა 2- ძველი თბილისი 3- თბილისის საბაგიროები 4- ყაზბეგის მთა, სტეფანწმინდა 5- ბათუმის ბულვარი 6- დელფინარიუმი, ბათუმი 7- რიწის ტბა, გაგრა 8- ჯვრის მონასტერი, მცხეთა 9- ვარძია, ასპინძა 10- სვეტიცხოველი, მცხეთა
წაკითხვა
"სამეფო კარის თამაშები” - როგორია მსახიობების რეალური სიმაღლე
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 22:55:00
"სამეფო კარის თამაშები" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია. HBO-ს რეიტინგულ შოუს მონაწილე მსახიობები მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ. მათი პერსონა მედიის ყურადღების ქვეშაც ხშირად ექცევა. ამჯერად ტაბლოიდები მათი სიმაღლით დაინტერესდნენ და მსახიობთა სია, სიმაღლის მიხედვით შემოგვთავაზეს. ვნახოთ, როგორია სერიალის სამსახიობო გუნდის სიმაღლე ზრდადობის მიხედვით.პიტერ დინქლეიჯი (ტირიონ ლანისტერი) - მისი სიმაღლე 135 სმ-ია.მეისი უილიამსი (არია სტარკი) – 155 სმ.ემილია კლარკი (დაენერის ტარგარიანი) – 157 სმ.მიშელ ფიერლი (კეტლინ სტარკი) – 165 სმ.
წაკითხვა
Game Of Thrones-ის მე-4 სერია ჰაკერებმა ინტერნეტში გაავრცელეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-04 17:33:00
Game Of Thrones-ის მე-4 სერია ჰაკერებმა სატელევიზიო პრემიერამდე ინტერნეტში გაავრცელეს. Independent-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა HBO-ს სერვერებიდან 1.5 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მოიპარეს. ჰაკერებმა თავდაპირველად ინტერნეტში სერიალის ახალი სეზონის სცენარი გაავრცელეს. დღეს კი, სერიალის ახალი ეპიზოდი ინტერნეტში დაბალი ხარისხით გავრცელდა.HBO-სთვის ჰაკერული თავდასხმა უცხო არ არის. მე-5 სეზონის პირველი 4 სერიაც ინტერნეტში სატელევიზიო პრემიერამდე გავრცელდა. დღევანდელ ფაქტზე კომენტარი HBO-ს ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 
წაკითხვა
სტეფ კარისა და მისი მეუღლის ოჯახური ალეი-უპი [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-07-27 23:26:00
„გოლდენ სტეიტის“ ლიდერი სტივენ კარი აზიურ ტურნეს ატარებს, სადაც მას უმცროსი ძმა სეტი და მეუღლე აიეშა ახლავს თან. სამხრეთ კორეაში საჩვენებელი გამოსვლისას კარიმ ბურთი ფარში ჩატენა, პასი კი მას ცოლმა მისცა.
წაკითხვა
როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები თმის გაცვენამდე
გამოქვეყნებულია: 2017-07-26 00:05:00
​უთმო ვარსკვლავების იმიჯს ისე შევეჩვიეთ, რომ ზოგჯერ გვგონია, მათ თმა არც არასდროს ჰქონიათ. ბუნებრივია, ისინი ერთ დროს თავს თმითაც იწონებდნენ. თუმცა, ერთ დღესაც მოუწიათ მასთან გამომშვიდობება და ახალი იმიჯიც მშვენივრად მოირგეს. ახლა დროა გავიხსენოთ ცნობილი ადამიანების ცხოვრების ის პერიოდი, როდესაც მათ თავს თმა ამშვენებდა. დუეინ ჯონსონიდენი დევიტოსამუელ ელ ჯეკსონიბილი ზეინიბრუს უილისიპატრიკ სტიუარტიედ ჰარისიჯეისონ სტეტჰემივინ დიზელი
წაკითხვა
40-ტონიანი კუზიანი ვეშაპის ნახტომი ვირუსულ ვიდეოდ იქცა
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 17:38:00
კუზიანი ვეშაპების ზომა შეიძლება ერთი სიტყვითაც შეფასდეს - უზარმაზარი. ზრდასრული ვეშაპის წონა დაახლოებით 36 ათასი კილოგრამია. ​ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გავრცელდა, სადაც ზრდასრული ვეშაპი ინდოეთის ოკეანეთში დიდ ნახტომს აკეთებს. ვიდეოკადრები ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე გასაბერი ნავით მოცურავემ გადაიღო. მსგავსი ვიდეო აღნიშნულ სანაპიროზე არასდროს გადაღებულა. თავად ვიდეოს ავტორი ვეშაპის ზომითა და ელეგანტურობით გაოცებული იყო. "აქამდე მინახავს ოკეანეში მფრინავი დელფინები და ზვიგენები, მაგრამ არასდროს უზარმაზარი კუზიანი ვეშაპი", - წერდა ვიდეოს ავტორი სოციალურ ქსელში.
წაკითხვა
როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში მოძრავი ჰოსტელით - "მომთაბარეთა ავტობუსი"
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 08:54:00
​ავსტრიელმა ოჯახმა გადაწყვიტა ჰოსტელი გაეხსნათ, თუმცა ამისათვის საკმარისი ფართი არ ჰქონდათ. ერთ დღესაც, საინტერესო იდეა დაებადათ. იდეა, რომლითაც ოცნების ასრულებას შეძლებდნენ. ვოლმა და ტიმმა გადაწყვიტეს სასკოლო ავტობუსი მოძრავ ჰოსტელად ექციათ. იდეა რეალობად აქციეს და კომპანია "მომთაბარეთა ავტობუსი" დააფუძნეს. წყვილის იდეამ გაამართლა. ახლა ისინი ევროპის მასშტაბით სხვადასხვა საინტერესო ტურებს აწყობენ. მათ ჰოსტელში 6 საწოლია განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ ტურში 6 ადამიანის წაყვანა შეუძლიათ. ადგილის დაჯავშნა წინასწარ ხდება, რადგან მსურველთა რიცხვი საკმაოდ დიდია. ერთკვირიანი ტურის ღირებულება დაახლოებით 500-600 დოლარია. ტურის დაჯავშნას "მომთაბარეთა ავტობუსის" საიტზე შეძლებთ. ამჟამად ნორვეგიის 17 კვირიანი ტურიაა დაანონსებული. 17 კვირის განმავლობაში მოძრავი ჰოსტელი სხვადასხვა ადგილს შემოივლის. თითო ადგილს ერთი კვირა დაეთმობა. მომხმარებლებს მინიმუმ ერთკვირიანი ტურის აღება შეუძლიათ. მოძრავი ჰოსტელი საკმაოდ კომფორტულია და საცხოვრებლად ყველა პირობაა შექმნილი. კომპანიის დამაარსებლები
წაკითხვა
2017 წლის სერიალები (მესამე ნაწილი)
გამოქვეყნებულია: 2017-07-18 23:09:00
წაკითხვა
რა დაგიჯდებათ დასვენება საქართველოს ზღვისპირეთში
გამოქვეყნებულია: 2017-07-16 22:04:00
წაკითხვა
5 რამ, რაც ბედნიერ ადამიანად გვაქცევს
გამოქვეყნებულია: 2017-07-16 19:59:00
პასუხი კითხვაზე, თუ რა არის ბედნიერება ყველასათვის განსხვავებულია. ზუსტი რეცეპტი ბუნებრივია არ არსებობს, თუმცა მეცნიერები მაინც ცდილობენ დაადგინონ ის თვისებები, რომლებიც ადამიანებს თავს ბედნიერად აგრძნობინებს. 1. ბედნიერი ადამიანები ბერ ფულს, მეტ დროს ამჯობინებენ​მეცნიერების კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Sage-ში გამოქვეყნდა, ბედნიერი ადამიანები ამჯობინებენ ჰქონდეთ მეტი დრო საკუთარი თავისთვის, ვიდრე ბევრი ფული.2. თუმცა, ისინი თავს ფინანსურადაც კომფორტულად გრძნობენ​ბედნიერი ადამიანები ცდილობენ ჰქონდეთ ზუსტად იმდენი ფული, რამდენიც მათი კომფორტისთვისაა საჭირო. ისინი არ ფიქრობენ ბიზნესმენებივით და არ ცდილობენ, მეტი და მეტი ფულის შოვნას. მთავარია თავი კომფორტულად იგრძნონ.3. ისინი ფულს მხოლოდ საჭირო ნივთებზე ხარჯავენასეთი ადამიანები ცდილობენ ფული მხოლოდ იმ ნივთებზე დახარჯონ, რაც ბედნიერებას მოუტანთ. ისინი ფულს მოგზაურობასა და პირად სიამოვნებაზე ხარჯავენ, თუმცა ამავდროულად იციან ფულის ყადრი. 4. მათ აქვს სტაბილური ურთიერთობები​ისინი საკუთარ ბედნიერებას სტაბილურ ურთიერთობებში ხედავენ და ცდილობენ შესაფერისი მეორე ნახევარი იპოვონ.5. ისინი ხშირად თვლემენ​როგორც მეცნიერები ამბობენ, კარგ ძილთან ერთად საჭიროა, დროგამოშვებით თვლემაც. მეცნიერების დასკვნით, ადამიანები, რომლებიც ხშირად თვლემენ, უფრო ბედნიერები არიან. 
წაკითხვა
„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობები ასეთ ფორმაში ჯერ არ გინახავთ - გლამურული ფოტოსესია
გამოქვეყნებულია: 2017-07-14 15:26:00
​მსოფლიოში ცნობილმა ფოტოგრაფმა მაილს ოლდრაიდმა „სამეფო კარის თამაშების“ მსახიობები უჩვეულო ამპლუაში გადაიღო. ისინი ფოტოსესიაში გლამურულად გამოიყურებიან და რადიკალურად განსხვავდებიან სერიალში განსახიერებული როლისგან.მაილსის ფოტოები ყოველთვის გამორჩეულად ნათელი, ფერადი და განსხვავებულია. ის ცდილობს პერსონაჟის ხასიათი ფოტოში მაქსიმალურად ასახოს. ოლდრაიდი, როგორც წესი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან წარმატებულად მუშაობს და მათ განსხვავებულ ამპლუაში გვამცნობს ხოლმე. ასე მოხდა „სამეფო კარის თამაშების“ მსახიობების შემთხვევაშიც. ​ფოტოები მალევე მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში და ის სხვადასხვა ონლაინგამოცემამ აიტაცა.
წაკითხვა
ჩინეთის ავიაკომპანიამ თანამშრომლები მოდურად შემოსა - ფოტოები
გამოქვეყნებულია: 2017-07-11 14:38:00
ჩინეთის ავიაკომპანიამ საკუთარი თანამშრომლების უნიფორმები მოდური სამოსით ჩაანაცვლა. ისინი ახლა Top მოდელებივით გამოიყურებიან, რომლებიც ცნობილი მოდური ჟურნალის გარეკანებს ამშვენებენ ხოლმე. გადაწყვეტილებამ ნამდვილად გაამართლა. ავიაკომპანიის თანაშრომლების ფოტოებით სოციალური ქსელი აჭრელდა. ავიაკომპანიამ თანამშრომლების შესამოსად დიზაინერ ლოურენს ხიუს მიმართა. ფორმები მართლაც განსხვავებული და ტრენდული გამოვიდა. სამოსში თანაბრადაა შერწყმული ჩინური ტრადიციული ელემენტები და თანამედროვე მოდის ტენდეციები."ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ ახალ სამოსს ჩვენი თანამშრომლებისათვის, ჩვენ ამით კომპანიის საერთაშორისო იმიჯს წარმოვაჩენთ", - აცხადებენ ავიაკომპანიაში.​აღსანიშნავია, რომ მამაკაცების სამოსი უფრო სადა და მინიმალისტურია, ვიდრე ქალბატონების.
წაკითხვა
პირველი ქართული თამაში, რომელიც ვირუსული გახდა - რა უნდა ვიცოდეთ
გამოქვეყნებულია: 2017-07-10 17:59:00
სულ რამდენიმე კვირაა, ჩვენი ტელეფონების აპლიკაციების რიგს თამაში - "გამოიცანი გამოსახულება" შეემატა. თამაში ვირუსულად იქცა და ჩვენს ტელეფონებშიც მარტივად აღმოჩნდა. თამაშის ლოგიკა ასეთია: შეეხე ფილებს გამოსახულების დაფარული კვადრატების გამოსავლენად. როგორც კი მიხვდები, რა არის, გამოიცანი! რაც ნაკლებ ფილებს გახსნი, მით მეტ მონეტას მიიღებ!​თუ ვერ მიხვდები, რა იმალება კვადრატების უკან, მაშინ კონკრეტული დახმარების გამოყენება შეგიძლია: *გახსნა - ხსნის ერთ ფილას.*პირველი ასო - ხსნის სიტყვის პირველ ასოს.*ასოების წაშლა - მოაშორებს გამოუყენებელი ასოების უმეტესობას.*შეეკითხე მეგობრებს - ეს უფასო მინიშნება გაძლევს საშუალებას გააზიარო სურათი Facebook-ზე და სთხოვო დახმარება მეგობრებს. *დონის გამოტოვება - გამოტოვებს ერთ თავსატეხს. შეგიძლია გამოიყენოთ ის, თუ მინიშნება ვერ დაგეხმარება და გამოცნობას ვერ შეძლებ.​ასევე, შესაძლებელია ვიდეოს ყურება, რომელიც მონეტებს გვანიჭებს. მონეტების დახმარებით კი, უფრო მეტი კვადრატის გახსნა შეგვიძლია. თავად ეს ვიდეო სარეკლამოა და ამით თამაშის შემქმნელები თანხას გამოიმუშავებენ.​თამაშის შემქნელი მობილური თამაშების დეველოპერული კომპანია Mobiloids-ია. კომპანიის სახელზე მრავალი წარმატებული თამაშია, მათ შორისაა Guess The Picture. სწორედ ამის ანალოგია ქართული თამაში "გამოიცანი გამოსახულება". თუმცა, აღნიშნული კომპანია თამაშებს მხოლოდ ანდროიდ სისტემებისთვის აწყობს. ქართული თამაშის IOS ვერსია, კომპანია Creative Soft-მა დაწერა. Mobiloids-ს ცალკე აქვს შექმნილი თამაშის საერთაშორისო ვერსია, სადაც მომხმარებლებს თამაში შეუძლიათ 
წაკითხვა
რატომ მიამსგავსეს მაკრონი ჯეიმს ბონდს - ტრიუდო VS მაკრონი
გამოქვეყნებულია: 2017-07-10 16:34:00
ყველასთვის ცნობილია, რომ კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრიუდო, ყველას გულთამპყრობელი და მომხიბლავი მამაკაცია, მაგრამ მისი რეპუტაცია საფრთხეშია მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ახალგაზრდა პრეზიდენტი ემანუელ ​მაკრონი, ციდან ატომურ წყალქვეშა ნავზე დაეშვა.ის, რამდენიმე საათის განმავლობაში ნავზე იმყოფებოდა, რომელსაც სახელად „Le Terrible“-ს უწოდებენ. ემანუელი გაეცნო ყველა ტექნიკურ დეტალს, განსაკუთრებით დიდი ყურადღება ატომურ რაკეტას დაეთმო. სასწავლო მზადყოფნა იმისათვის ჩატარდა, რათა მსოფლიოს და კონკრეტულად ჩრდილოეთ კორეას გაეგო ის, რომ საფრანგეთი არ შეშინდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკვე გაუშვა პირველი ბალისტიკური რაკეტა.საფრანგეთის პრეზიდენტს სურდა ყველა დაგეგმილ პროცესში  თავიდან ბოლომდე მიეღო მონაწილება, ამიტომაც ის ვერტმფრენიდან დაეშვა ნავზე. ბატონმა მაკრონმა, ფოტოსურათები მაშინვე გაავრცელა „Twitter“-ის სოციალურ ქსელში და ის მალევე ძალიან პოპულარული გახდა. მის საქციელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრი მკითხველი იწერებოდა, რომ მაკრონი ნამდვილი ჯეიმს ბონდია, ზოგიც ამბობდა, რომ ის ნამდვილად ფილმის გადასაღებ მოედანზე იმყოფება. ავტორი: მარიამ ქარსელაძე
წაკითხვა